„10-16 თებერვალი: „რათა გამარჯვებული გამოხვიდე“: მოძღვრება და აღთქმები 10–11“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 10–11“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
მორმონის წიგნის ორიგინალი ხელნაწერის ასლი
10-16 თებერვალი: „რათა გამარჯვებული გამოხვიდე“
მოძღვრება და აღთქმები 10–11
მორმონის წიგნის თარგმნის გაგრძელებისას გაჩნდა კითხვა: რა უნდა ექნათ ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის თარგმანის დაკარგულ გვერდებთან დაკავშირებით? ალბათ გონივრული იქნებოდა დაკარგული ნაწილის ხელახლა თარგმნა, მაგრამ უფალმა დაინახა რაღაც, რისი დანახვაც მათ არ შეეძლოთ: მათი მტრები აპირებდნენ ამ გვერდების სიტყვების შეცვლას, რათა ეჭვი შეეტანათ ჯოზეფის შთაგონებულ საქმეში. ღმერთს ჰქონდა გეგმა - ეს პრობლემა თავიდან აერიდებინა და საქმე გაგრძელებულიყო. ათასობით წლით ადრე ღმერთმა შთააგონა ნეფის, გაეკეთებინა მეორე ჩანაწერი, რომელიც მოიცავდა იმავე პერიოდს „მისი ბრძნული მიზნისთვის“ (1 ნეფი 9:5).
უფალმა ჯოზეფს უთხრა: „ჩემი სიბრძნე უფრო დიდია, ვიდრე ეშმაკის მზაკვრობა“ (მოძღვრება და აღთქმები 10:43). ეს არის დამამშვიდებელი გზავნილი დღევანდელობაში, როდესაც მოწინააღმდეგე აძლიერებს თავის ძალისხმევას რწმენის შესუსტების მიზნით. ჯოზეფის მსგავსად, შეგვიძლია „[ვიყოთ] ერთგული და [გავაგრძელოთ]“ ღვთის ის საქმე, რომელზედაც ღმერთმა მოგვიხმო (მუხლი 3). მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მან უკვე უზრუნველყო გზა, რათა „[ჯოჯოხეთის ბჭენმა ვერ გვძლიონ]“ (მუხლი 69).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ღმერთი „არ [დაუშვებს], რომ სატანამ ამაში აღასრულოს თავისი ბოროტი გეგმები“.
სატანა ამჯობინებს, დავივიწყოთ მისი არსებობა, ან ვერ შევამჩნიოთ მისი მცდელობები, მოახდინოს ჩვენზე გავლენა (იხ. 2 ნეფი 28:22–23). მაგრამ მოძღვრება და აღთქმები 10 -ში მოცემული უფლის სიტყვები ადასტურებს, რომ სატანა რეალურია და ის მუდმივად ეწინააღმდეგება უფლის საქმეს. მუხლები 1-33-ში დაადგინე, რა იცოდა ღმერთმა სატანის მცდელობებზე (იხ. ასევე მუხლები 62–63). სთხოვე უფალს, დაგეხმაროს სატანის ცდუნების ამოცნობაში. ნაწილი 10-ს კითხვისას დაფიქრდი, როგორ შეუძლია მხსნელს დაგეხმაროს სატანის მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
მოძღვრება და აღთქმები 10:34–52
უფლის „სიბრძნე უფრო დიდია, ვიდრე ეშმაკის მზაკვრობა“.
ნეფიმ არ იცოდა, რატომ იყო შთაგონებული, გაეკეთებინა ორი ნაკრები თავისი ხალხის ჩანაწერების შესახებ. არც მორმონმა იცოდა, რატომ იყო შთაგონებული, შეეტანა მეორე ნაკრები ოქროს ფირფიტებთან. მაგრამ ორივე წინასწარმეტყველს სჯეროდა, რომ ღმერთს „ბრძნული [მიზანი]“ ჰქონდა (1 ნეფი 9:5; მორმონის სიტყვები 1:7). დღეს, ჩვენ ამ მიზნის ნაწილი მაინც ვიცით — რათა მორმონის წიგნის 116 დაკარგული გვერდი შეცვლილიყო. შენი აზრით, რა სურს უფალს, რომ ამ ყველაფრისგან ისწავლო? წიკითხე მოძღვრება და აღთქმები 10:34–52და იფიქრე აღნიშნულ კითხვაზე. ასევე შეგიძლია შეადგინო იმ ჭეშმარიტებების სია, რომლებსაც ამ მუხლებიდან ისწავლი უფლის შესახებ. როგორ მოქმედებს ეს ჭეშმარიტებები შენს ურთიერთობაზე მასთან? რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე უფლის სიბრძნე და წინდახედულობა 116 გვერდის დაკარგვისთვის მომზადებისას?
ამან შეიძლება შთაგაგონოს რომ ეძიო მისი სიბრძნისა და წინდახედულობის მტკიცებულება შენს ცხოვრებაში. ჩაინიშნე ეს მაგალითები. როგორ იჩენდა უფალი თავს შენს ცხოვრებაში? მაგალითად, რა „დამთხვევები“ მოამზადა მან? რა საძირკველი ჩაუყარა მან შენს კურთხევებს? როდის მიგიყვანა ადამიანთან, რომელსაც შენი მზრუნველობა სჭირდებოდა?
ასევე იხ. რომაელთა 8:28; მოძღვრება და აღთქმები 90:24; Topics and Questions [თემები და კითხვები], „Plan of Salvation [ხსნის გეგმა]“, Gospel Library [სახარების ბიბლიოთეკა].
დეტალები, Mormon Abridging the Plates [მორმონი ამოკლებს ჩანაწერებს ფირფიტებზე], ტომ ლოველი
„მიენდეთ [უფლის] სულს“.
ჯოზეფის უფროს ძმას, ჰაირამს, სურდა გაეგო უფლის ნება მისთვის, ამიტომ სთხოვა ჯოზეფს, მის ნაცვლად ეძია გამოცხადება. წინასწარმეტყველი სიამოვნებით გააკეთებდა ამას, მაგრამ ამ გამოცხადების სულ მცირე ერთი გზავნილი ისაა (მოძღვრება და აღთქმები 11), რომ ჰაირამს თავადაც შეეძლო ეძია გამოცხადება. და ეს შეუძლია „ყველას, ვისაც აქვს კეთილი ზრახვები და მოსავლის მოსამკავად აქვს მოქნეული ნამგალი“ (მუხლი 27). როდესაც კითხულობ ნაწილი 11-ს, შენი აზრით, რას გასწავლის უფალი პირადი გამოცხადების შესახებ? როგორ უკავშირდება ეს იმას, რაც მან ოლივერ ქაუდერის ასწავლა 6–9 ნაწილები-ში? სხვა რა გზავნილი აქვს მას შენთვის?
სთხოვე მოსწავლეებს, დასვან კითხვები. ხშირად, კითხვებს გამოცხადებისკენ მივყავართ. თუ საკუთარ ოჯახს ან ეკლესიაში კლასს ასწავლი, წაახალისე ისინი, დასვან კითხვები და დაეხმარე, იპოვონ პასუხი წმინდა წერილებში. მაგალითად, თუ მათ კითხვები აქვთ პირადი გამოცხადების შესახებ, ერთად ეძიეთ პასუხები შემდეგ წყაროში: მოძღვრება და აღთქმები 11:12–14.
მოძღვრება და აღთქმები 11:15–26
როდესაც ვეძიებ „მივიღო [ღვთის] სიტყვა“, მის სულსა და ძალას მივიღებ.
მორმონის წიგნის თარგმნის დასრულებამდეც კი, ჰაირამ სმითს ძალიან სურდა, აღდგენის საქმეში დახმარება გაეწია. მას შემდეგ, რაც წაიკითხავ უფლის პასუხს მის სურვილებზე, დაფიქრდი, რას ნიშნავს შენთვის „მიიღო [ღვთის] სიტყვა“ (მუხლი 21). როგორ დაგეხმარება ღვთის სიტყვის მიღება იმაში, რომ მას ემსახურო სიძლიერით?
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
როდესაც ვლოცულობ, ყოველთვის ვიღებ ძალას ღვთისგან.
-
შენი ბავშვებისთვის ამ მუხლის წარსადგენად, შეგიძლია ჰკითხო მათ ისეთ რამეზე, რასაც „ყოველთვის“ აკეთებენ. მოძღვრება და აღთქმები 10:5-ის მიხედვით, რას ამბობს უფალი, რა უნდა ვაკეთოთ ყოველთვის? რატომ სურს მას, რომ ეს ვაკეთოთ?
-
როგორ დაეხმარები შენს ბავშვებს, რომ ყოველთვის ახსოვდეთ ლოცვა? იქნებ ქვები შეაგროვონ და ზედ დაახატონ „მოძღვრება და აღთქმები 10:5“ ან „ყოველთვის ილოცე“. მათ შეუძლიათ, ქვები სხვადასხვა ადგილას დაალაგონ, სადაც ეს მათ შეახსენებს ლოცვას, მაგალითად საწოლთან, სკოლის წიგნებთან, სასადილო ოთახში. მოძღვრება და აღთქმები 10:5-ს მიხედვით, როგორ გვაკურთხებს უფალი ლოცვის დროს? ბავშვებს შეუძლიათ მეტი ინფორმაციის მიღება სიმღერაში.
მოძღვრება და აღთქმები 11:12–13
სულიწმინდა სიკეთის კეთებისკენ მომიხმობს.
-
ბავშვებმა შეიძლება ისწავლონ სულიწმინდის ამოცნობა, როცა ის მათ ესაუბრება. მათ რომ დაეხმარო, დამალე ოთახში ნათურა ან სანათი და სურათი, რომელზეც ბედნიერი სახეა გამოსახული; შემდეგ კი, სთხოვე ბავშვებს, იპოვონ ეს ნივთები. წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 11:13და დაეხმარე ბავშვებს, დაასახელონ სიტყვები, რომელიც ნაპოვნ ნივთებს შეესაბამება. რას გვასწავლის ეს სიტყვები იმაზე, თუ როგორ გვეხმარება სულიწმინდა?
-
შენი სულიერი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება ბავშვებს, ამოიცნონ სულიწმინდის გავლენა თავიანთ ცხოვრებაში. გაზიარების დროს, სთხოვე ბავშვებს, თავადაც გააზიარონ თავიანთი გამოცდილება. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 11:12–13და მოძებნეთ, როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ, როცა სულიწმინდა გვაჩვენებს გზას. დაამოწმე, რომ ზეციურ მამას სურს, რომ სულიწმინდის მეშვეობით მიგვიძღოდეს წინ.
მოძღვრება და აღთქმები 11:21, 26
სახარებას კარგად უნდა ვიცნობდე, რადგან სხვებს ჭეშმარიტების პოვნაში დავეხმარო.
-
ჰაირამ სმითის მსგავსად, შენს ბავშვებსაც უამრავი შესაძლებლობა ექნებათ, რათა სხვებს გაუზიარონ სახარება. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 11:21, 26 და სთხოვე ბავშვებს, იპოვონ, რა უთხრა უფალმა ჰაირამს, რისი გაკეთების შემდეგ შეეძლო სახარების სწავლება. რას ნიშნავს „მიიღო“ ღვთის სიტყვა? როგორ გავაკეთოთ ეს? როგორ „დავიუნჯოთ“ გულში ღვთის სიტყვა? შესაძლოა შენმა ბავშვებმა გაითამაშონ და გაუზიარონ სხვას რაიმე იესო ქრისტეზე ან მორმონის წიგნზე.