Doctrine and Covenants 2025
20-26 იანვარი: „შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან“: მოძღვრება და აღთქმები 2; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–65


„20-26 იანვარი: ‘შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან’: მოძღვრება და აღთქმები 2; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–65“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 2; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–65“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ჯოზეფ სმითს ხილვაში ანგელოზი მორონი გამოეცხადა

დეტალი, He Called Me by Name [მან სახელით მომმართა], მაიკლ მალმი

20-26 იანვარი: „შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან“

მოძღვრება და აღთქმები 2; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–65

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს ტყეში და მას შემდეგ ჯოზეფს არანაირი დამატებითი გამოცხადება არ მიუღია. ფიქრობდა, იქნებ უფალი მისით უკმაყოფილო იყო. როგორც ყველა ჩვენგანმა, მანაც დაუშვა შეცდომები და ამის გამო თავს განკიცხულად გრძნობდა. მაგრამ ღმერთს ჯერ კიდევ ჰქონდა მისთვის გასაკეთებელი საქმე. და საქმე, რომელზეც მოიხმეს ჯოზეფი, უკავშირდებოდა იმას, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს. ჯოზეფი მოავლენდა მორმონის წიგნს; ჩვენ გვიწვევენ, გავაზიაროთ მისი გზავნილი. ჯოზეფი მიიღებდა მღვდლობის გასაღებებს, რათა შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნებულიყვნენ; ჩვენ ახლა შეგვიძლია ტაძრებში მივიღოთ წეს-ჩვეულებები ჩვენი წინაპრებისთვის. ჯოზეფს უთხრეს წინასწარმეტყველებების შესახებ, რომლებიც მალე შესრულდებოდა; ხოლო ჩვენ მოგვიწოდეს, დავეხმაროთ ამ წინასწარმეტყველებების შესრულებას. როდესაც ღვთის საქმეში ვიღებთ მონაწილეობას, წინააღმდეგობას და დევნასაც კი უნდა ველოდოთ, როგორც ეს წინასწარმეტყველს ერგო. თუმცა, ასევე უნდა გვწამდეს, რომ უფალი იარაღად გაგვხდის, ისევე, როგორც მან ჯოზეფი გახადა იარაღად.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–33

სემინარიის ხატულა
ღმერთს ჩემთვის საქმე აქვს.

ერთია იმის დაჯერება, რომ ღმერთს ჰქონდა საქმე ჯოზეფ სმითისთვის — ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ მის ცხოვრებას და ნათლად დავინახოთ, რას მიაღწია მან. მაგრამ გიფიქრია ოდესმე, რომ ღმერთს შენთვისაც აქვს საქმე? როდესაც წაიკითხავ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–33-ს, იფიქრე იმაზე, რა შეიძლება იყოს ეს საქმე. როგორ უწყობს ის ხელს მხსნელის სახარების აღდგენის გაგრძელებას?

უხუცესი გარი ი. სტივენსონი გვასწავლიდა: „როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ქრისტეს და ვემხარებით სხვებს იმავეს გაკეთებაში, ამით ჩვენ ღვთის ხსნისა და ამაღლების საქმეში ვმონაწილეობთ, რომელიც ორიენტირებულია ღვთაებრივად მინიჭებულ პასუხისმგებლობებზე. … ეს პასუხისმგებლობები არის მარტივი, შთამაგონებელი, მოტივაციის მომცემი და ადვილად შესასრულებელი. ესენია:

  • იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება

  • გასაჭირში მყოფთა დახმარება

  • სახარების მიღებისთვის ყველას მოხმობა

  • ოჯახების გაერთიანება მარადისობისთვის“ (“Simply Beautiful—Beautifully Simple,” Liahona, ნოემ., 2021 წ., 47).

დაფიქრდი იმ გამოცდილებაზე, რომელიც ღვთიურად დანიშნულ ყოველ ვალდებულებაში მონაწილეობით მიიღე. შემდგომში რისი გაკეთება სურს მხსნელს შენგან? თითოეული ამ ვალდებულებისთვის არსებობს „თემებისა და კითხვების“ გვერდი (იხ. “Our Role in God’s Work of Salvation and Exaltation,” სახარების ბიბლიოთეკა). ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კარგი იქნება, თუ ამ გვერდებს გადახედავ.

შეიძლება ხანდახან გგონია, რომ უფალი ვერ გამოიყენებს შენს დახმარებას შენ მიერ დაშვებული შეცდომების გამო. რა ისწავლე ჯოზეფ სმითის გამოცდილებიდან ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:28–29? როგორ შეიძლება იცოდე შენი „[ღვთის] წინაშე მდგომარეობის შესახებ“?

დასვი ისეთი კითხვები, რომლებიც წამოიწყებს აზრიან დისკუსიას. კითხვები, რომლებსაც აქვს ერთზე მეტი სწორი პასუხი, იწვევს მოსწავლეებს, გასცენ პასუხი მათი პირადი აზრების, გრძნობებისა და გამოცდილების საფუძველზე. ამის მაგალითია ამ მონახაზში არსებული კითხვები.

იხ. ასევე “Youth Responsibility in the Work of Salvation” (ვიდეო), ChurchofJesusChrist.org; „ხსნისა და ამაღლების საქმე“, General Handbook, 1.2.

3:15

Youth Responsibility in the Work of Salvation

ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:34–47

სახარების აღდგენით მხსნელმა აღასრულა უძველესი წინასწარმეტყველებები.

როდესაც მორონი ჯოზეფ სმითს გამოეცხადა, მან ციტირება მოახდინა ძველი და ახალი აღთქმის რამდენიმე წინასწარმეტყველებისა, მაგალითად: ესაია 11; საქმეები 3:22–23; და იოელი 2:28–32. როდესაც წაიკითხავ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:34–47-ს, იფიქრე იმაზე, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს წინასწარმეტყველებები მნიშვნელოვანი ჯოზეფისთვის. რატომ არის ის შენთვის მნიშვნელოვანი?

13:16

With the Power of God in Great Glory

ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:48–60

ღმერთი მომამზადებს მის სასუფეველში საქმიანობისთვის.

ჯოზეფი სულ რაღაც 17 წლის იყო, როცა პირველად ნახა ოქროს ფირფიტები. თუმცა ისინი მის მზრუნველობაში ოთხი წლის შემდეგ გადავიდა. წაიკითხე ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:48–60 და მოძებნე, რა მოხდა ჯოზეფის ცხოვრებაში იმ დროს. შენი აზრით, როგორ მოამზადა ამ მოვლენებმა იგი იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის საქმე, რომლისთვისაც ღმერთმა მოიხმო? შენ რა გამოცდილებებმა მოგამზადა, რათა გემსახურა ღმერთისა და სხვებისთვის? რას განიცდი ამჟამად, რაც დაგეხმარება მომავალი მსახურებისთვის მომზადებაში?

ნახატი: ქუმორას გორაკი მანჩესტერთან ახლოს (ნიუ-იორკი)

Hill Cumorah [ქუმორას გორაკი], ალ რაუნდსი

მოძღვრება და აღთქმები 2

უფალმა გამოგზავნა ელიასი, რათა ჩემი გული წინაპრებისკენ მოებრუნებინა.

რას გასწავლის ამ ნაწილში მოცემული სიტყვები, როგორიცაა „დათესვა“, „გულები“ და „შებრუნება“ ელიასის მისიისა და მის მიერ აღდგენილი მღვდლობის გასაღებების დალოცვების შესახებ? შენ როგორ იგრძენი გულის მობრუნება შენი წინაპრებისკენ? იფიქრე გზებზე, რომლებიც დაგეხმარება, უფრო ხშირად იქონიო ეს შეგრძნებები. ამის ერთ-ერთი გზაა წინაპრების მოძებნა და მათთვის ტაძარში წეს-ჩვეულებების შესრულება (იხ. FamilySearch.org). სხვა რომელი გახსენდება?

იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 110:13–16; გერიტ ვ. გონგი, „დიდხანს და ბედნიერად“, Liahona, ნოემ., 2022 წ., 83–86.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:28–29

შემიძლია მოვინანიო და მომეტევება.

  • ჯოზეფის მსგავსად, ზოგჯერ ყველანი ვგრძნობთ თავს „განკიცხულად [ჩვენი] სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გამო“. შენ და შენს ბავშვებს შეგიძლიათ ერთად შეისწავლოთ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:29 და მოძებნოთ, რას აკეთებდა ჯოზეფი, როცა ასე გრძნობდა თავს. რისი სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან, რაც დაგვეხმარება, როცა შეცდომებს დავუშვებთ? რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ ჯოზეფი უფალმა მოიხმო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო სრულყოფილი?

ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–54

ზეციურმა მამამ ჯოზეფ სმითი მოიხმო, რათა დახმარებოდა მისი საქმის შესრულებაში.

  • შენს შვილებს შესაძლოა მოეწონოთ და გაითამაშონ ჯოზეფ სმითი, როდესაც მოუყვები მორონის გამოცხადების ამბავს შემდეგი წყაროდან: ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:27–54 . მაგალითად, შეუძლიათ სალოცავად გულზე დაიკრიფონ ხელები, ქუმორას გორაკზე ასვლა გაითამაშონ და სხვ. შემდეგ, სთხოვე, ისაუბრონ, რისთვის მოიხმო ღმერთმა ჯოზეფ სმითი და როგორ ვართ დალოცვილები ამის შედეგით. მაგალითად, როგორ ვართ დალოცვილები იმით, რომ ჯოზეფ სმითმა მორმონის წიგნი თარგმნა? როგორ დაგვეხმარა ეს საქმიანობა, უფრო ახლოს მივსულიყავით ზეციურ მამასა და იესო ქრისტესთან?

    2:29

    The Angel Moroni Visits Joseph Smith: Learning about a sacred book

მოძღვრება და აღთქმები 2

ზეციურ მამას სურს, რომ ოჯახები ტაძარში ჩაიბეჭდონ.

  • ალბათ შენ და შენი ბავშვები სიამოვნებით დაათვალიერებთ შენი ოჯახის რამდენიმე სურათს, შესაძლოა ერთ-ერთი სურათი ტაძარში იყოს გადაღებული (ან იხ. Gospel Art Book, no. 120). შემდეგ წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 2 და გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი აზრები იმის შესახებ, თუ რატომ გვაქვს ტაძრები და რატომ სურს ზეციურ მამას, ოჯახები სამუდამოდ ერთად იყვნენ.

Young Couple Going to the Temple, English
პალმირას ტაძარი ნიუ-იორკში

პალმირას ტაძარი ნიუ-იორკში

მოძღვრება და აღთქმები 2

ჩემი წინაპრების შესახებ ინფორმაციის მიღება სიხარულს მომიტანს.

  • ბავშვებს აღაფრთოვანებს და ახარებს ოჯახური ისტორიის შესწავლა. დაეხმარე მათ და გაუზიარე წინაპრების ისტორიები ან სურათები. ესაუბრე, როგორი იყო მათი წინაპრების ცხოვრება პატარაობაში. შენი ბავშვები ასევე ხალისით შეასრულებენ ოჯახური ისტორიის ზოგიერთ ღონისძიებას FamilySearch.org/discovery-დან.

ანგელოზი მორონი აჩვენებს ჯოზეფ სმითს, სად არის დამალული ოქროს ფირფიტები

Joseph Receives the Plates [ჯოზეფმა ფირფიტები მიიღო], გარი ი. სმითი

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის