„13-19 იანვარი: „მე დავინახე სინათლის სვეტი“: ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:1–26“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:1–26“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
Sacred Grove [წმინდა ტყე], გრეგ ოლსენი
13-19 იანვარი: „მე დავინახე სინათლის სვეტი“
ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:1–26
შეიძლება თქვა, რომ მოძღვრება და აღთქმები არის ლოცვებზე პასუხის წიგნი: ამ წიგნში ბევრი წმინდა გამოცხადება კითხვებზე პასუხად მოვიდა. კითხვა, რომლითაც ეს ყველაფერი დაიწყო — ის, რამაც გამოიწვია უკანასკნელ დღეთა გამოცხადებები — 14 წლის ბიჭმა დასვა. „სიტყვების ომმა და მოსაზრებათა დაპირისპირებამ“ (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:10) ჯოზეფ სმითი გაურკვევლობაში ჩააგდო რელიგიასთან დაკავშირებით და დაბნეულობა გამოიწვია მისი ღმერთთან ურთიერთობის შესახებ. შესაძლოა, შენც დაგმართნია ასე. დღესდღეობით, ჩვენც ბევრ საპირისპირო იდეას და დამარწმუნებელ ხმებს ვისმენთ. როდესაც გვსურს ამ გზავნილების დალაგება და სიმართლის პოვნა, შეგვიძლია ჯოზეფის მსგავსად მოვიქცეთ. შეგვიძლია დავსვათ კითხვები, შევისწავლოთ წმინდა წერილები, ვიმსჯელოთ და საბოლოოდ ვკითხოთ ღმერთს. ჯოზეფის ლოცვის საპასუხოდ, ზეციდან სინათლის სვეტი გამოიჭრა. მის კითხვებზე პასუხის გასაცემად მამა ღმერთი და იესო ქრისტე გამოჩნდნენ. ჯოზეფის მოწმობა ამ სასწაულებრივი გამოცდილების შესახებ თამამად აცხადებს, რომ ყველას, „[ვისაც] აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს და დაუყვედრებლად მიეცემა“ (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:26). ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიღოთ ხილვა, ზეციური თუ არა — ნათელი ხილვა მაინც, რომელიც განათებული იქნება ზეციური შუქით.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ჯოზეფ სმითი აღდგენის წინასწარმეტყველია.
ჯოზეფ სმითის ისტორიის მიზანი იყო „[წარადგინოს ფაქტები]“, რადგან ჭეშმარიტებას ჯოზეფის შესახებ ხშირად ამახინჯებენ (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:1). როდესაც კითხულობ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:1–26-ს, რა აძლიერებს შენს მოწმობას მისი ღვთაებრივი მოწოდების შესახებ?
როგორ მივიღო ლოცვაზე პასუხები?
გადაწყვეტილებების მიღებისას ოდესმე გიფიქრია, რომ „სიბრძნე გაკლია“ ან დაბნეული ხარ? (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:13). ის გამოცდილება, რომელიც ჯოზეფ სმითს ჰქონდა 1820 წელს, შეიძლება კარგი ნიმუში იყოს შენი პირადი გამოცხადებისთვის. მაგალითად, ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:5–25-ის წაკითხვისას, ეძიე ის გამოცდილებები, რომლებიც შენთვის ნაცნობია. რა ისწავლე შემდეგის შესახებ:
-
როგორ მოემზადა ჯოზეფი ლოცვის წმინდა გამოცდილებისთვის? (იხ. მუხლები 8, 11, 14–15).
-
რა როლი ითამაშა წმინდა წერილმა გამოცხადების ძიებაში? (იხ. მუხლები 11–12).
-
როგორ იქცევი, წინააღმდეგობას თუ გადაეყრები? (იხ. მუხლები 15–16, 21–26).
-
მიიღებ და იმოქმედებ შენ მიერ მიღებულ პასუხებზე? (იხ. მუხლები 18–25).
წაახალისე გაზიარება. წმინდა წერილის ძიება იწვევს შთაბეჭდილებების მიღებას სულიწმინდისგან. ამ შთაბეჭდილებების გაზიარებამ შეიძლება მოიწვიოს სულიწმინდა, რათა დაამოწმოს სხვებთან, ისევე როგორც იმ პირთან, რომელიც აზიარებს.
ასევე შეგიძლია მოიძიო სხვა მაგალითები წმინდა წერილებში ღმერთთან ურთიერთობის მქონე ადამიანთა შესახებ. იდეებისთვის დაგეხმარება სურათები, რომელიც მოცემულია წიგნში Gospel Art Book -ში ან მოდი და გამომყევი -ში. უპასუხე ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს თითოეული ნაპოვნი მაგალითისთვის. რა გამოცდილება გქონია ლოცვაზე პასუხების მიღებასთან დაკავშირებით? რისი გაკეთება შეგიძლია, რათა სხვებსაც დაეხმარო კარგი გამოცდილების მიღებაში?
აგრეთვე, იხილე რასელ მ. ნელსონის „უსმინე მას”, Liahona, მაისი, 2020 წ., 88–92; თემები და კითხვები, „Personal Revelation [პირადი გამოცხადება]“, სახარების ბიბლიოთეკა.
ჯოზეფ სმითმა იხილა მამა ღმერთი და მისი ძე — იესო ქრისტე.
ჯოზეფ სმითს სჯეროდა, რომ ღმერთი მის ლოცვას უპასუხებდა, მაგრამ არ ელოდა, რომ ეს პასუხი ასე შეცვლიდა მის ცხოვრებას და სამყაროსაც. ჯოზეფის გამოცდილების კითხვისას დაფიქრდი, როგორ შეცვალა პირველი ხილვის შედეგებმა შენი ცხოვრება.
მაგალითად, პირველმა ხილვამ გამოავლინა რამდენიმე ჭეშმარიტება მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს შესახებ, რაც განსხვავდებოდა იმისგან, რისიც ჯოზეფის ცხოვრების დროს ბევრ ადამიანს სწამდა. როდესაც წაიკითხავ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:15–20-ს, ჩაწერე ასეთი წინადადების დასრულების სხვადასხვა გზა: „რადგან პირველ ხილვა მოხდა, მე ვიცი, რომ …“
რა გრძნობები გეუფლება, როდესაც ფიქრობ ჯოზეფის გამოცდილებასა და მის შედეგებზე?
აგრეთვე, იხილე „Ask of God: Joseph Smith’s First Vision [ჰკითხეთ ღმერთს: ჯოზეფ სმითის პირველი ხილვა]“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა; „ჯოზეფ სმითის პირველი ლოცვა“, საგალობლები, გვ. 14.
Ask of God: Joseph Smith's First Vision
დეტალები, If Any of You Lack Wisdom [თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე], ვოლტერ რეინი
რატომ არსებობს პირველი ხილვის სხვადასხვა ცნობები?
თავისი ცხოვრების მანძილზე ჯოზეფ სმითმა საკუთარი გამოცდილება წმინდა ტყეში, სულ ცოტა, ოთხჯერ მაინც ჩაიწერა, ძირითადად, მწერლის გამოყენებით. ამასთანავე, რამდენიმე ცნობა დაწერეს სხვა ადამიანებმა, რომლებმაც მოისმინეს ჯოზეფის საუბარი მისი ხილვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობები განსხვავდება ზოგიერთი დეტალით ავტორის, აუდიტორიისა და გარემოს მიხედვით, სხვა მხრივ, ისინი თანმიმდევრულია. და თითოეული ცნობა ამატებს დეტალებს იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ჯოზეფ სმითის გამოცდილება, ისევე როგორც ახალი აღთქმის ოთხი სახარებიდან თითოეული გვეხმარება, უკეთ გავიგოთ მხსნელის მსახურება.
აგრეთვე, იხილე თემები და კითხვები: „First Vision Accounts [პირველი ხილვის ცნობები]“, სახარების ბიბლიოთეკა.
შემიძლია დავრჩე იმის ერთგული, რაც ვიცი, მაშინაც კი, თუ სხვები უარმყოფენ.
ჯოზეფ სმითს, მისი საოცარი პირველი ხილვის შემდეგ, ბუნებრივია, სურდა თავისი გამოცდილების სხვებთან გაზიარება. შექმნილმა წინააღმდეგობამ გააოცა. მისი ამბის კითხვისას, რა შთაგაგონებს, რათა დარჩე შენი მოწმობის ერთგული? წმინდა წერილებიდან, წინაპრებისგან ან ნაცნობებიგან სხვა რა მაგალითები გაძლევს გამბედაობას, დარჩე მიღებული სულიერი გამოცდილების ერთგული?
აგრეთვე, იხილე გარი ი. სტივენსონი „თქვენი მოწმობის გაძლიერება და გაზიარება“, Liahona, ნოემ., 2022 წ., 111–14.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ჯოზეფ სმითი მოამზადეს, ყოფილიყო ღვთის წინასწარმეტყველი.
-
ჯოზეფ სმითის ახალგაზრდობის შესახებ სწავლება შეიძლება დაეხმაროს შენს შვილებს მასთან კავშირის დამყარებაში, როდესაც მისი გამოცდილების შესწავლას დაიწყებენ. მათ შეუძლიათ ჯოზეფ სმითის სურათი დაიკავონ ხელში და გააზიარონ, რა იციან მასზე. საჭიროების შემთხვევაში, დაამატე ზოგიერთი ფაქტი მის შესახებ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:3–14 -დან. რა გამოცდილება მიიღო ჯოზეფმა, რამაც მოამზადა ის წინასწარმეტყველად გახდომისთვის? რისთვის შეიძლება გვამზადებდეს ღმერთი?
3:22Joseph Smith's Family: A family of faith
დეტალი, Joseph Smith’s First Vision [ჯოზეფ სმითის პირველი ხილვა], გრეგ ოლსენი
ღმერთი ჩემს კითხვებს წმინდა წერილის მეშვეობით პასუხობს.
-
აჩვენე ბავშვებს სხვადასხვა წიგნები, მათ შორის, წმინდა წერილი. დაეხმარე, იფიქრონ იმ კითხვებზე, რომელსაც ეს წიგნები პასუხობს. შემდეგ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:10–11 , რათა გაიგოთ, რა შეკითხვები ჰქონდა ჯოზეფ სმითს და რა პასუხები იპოვა მან წმინდა წერილში.
-
ბავშვებმა შეიძლება იპოვონ ისეთი სიტყვები მუხლი12 -ში, რომელიც აღწერს, თუ როგორ იმოქმედა ჯოზეფზე იაკობი 1:5 -ის წაკითხვამ. შემდეგ კი, შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ ის გამოცდილება, რომელშიც წმინდა წერილის მონაკვეთმა ძლიერი გავლენა მოახდინა თქვენზე.
ზეციურ მამას ესმის ჩემი ლოცვები და მპასუხობს.
-
დისკუსიის დასაწყებად იმის შესახებ, თუ როგორ ვესაუბრებით ზეციურ მამას, შესაძლოა შენ და შენმა ბავშვებმა დაუსვათ ერთმანეთს კითხვები კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ტექსტური შეტყობინება, სატელეფონო ზარი ან ფურცელზე ნაწერი. როგორ ვუსვამთ კითხვებს ზეციურ მამას? როგორ ვაჩვენებთ ლოცვებში, რომ გვიყვარს იგი და პატივს ვცემთ მას? წაიკითხეთ ერთად ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:16–19 და იმსჯელეთ, როგორ უპასუხა ზეციურმა მამამ ჯოზეფ სმითის ლოცვას. თუ გსურს, შენ და შენმა ბავშვებმა შეგიძლიათ გააზიაროთ ის გამოცდილება, როდესაც ღმერთს დახმარება სთხოვეთ და მისგან პასუხი მიიღეთ.
ჯოზეფ სმითმა იხილა ზეციური მამა და მისი ძე — იესო ქრისტე.
-
პატარა ბავშვებს ალბათ მოეწონებათ, როდესაც პირველი ხილვის მოყოლისას ხელებგაშლილები იდგებიან, რათა განასახიერონ ხეები წმინდა ტყეში. როდესაც ჯოზეფის ლოცვაზე საუბრობ, სთხოვე მათ ხელები ისე დაარხიონ, თითქოს ქარმა დაუბერა. ხოლო როცა ჯოზეფს ზეციური მამა და იესო ქრისტე გამოეცხადებიან, სთხოვე ბავშვებს, რომ უმოძრაოდ და ჩუმად იდგნენ.
-
უფროს ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთი ან მეტი სურათი ამ მონახაზში და გითხრან, რა იციან პირველი ხილვის შესახებ. წაახალისე ისინი, რათა გაეცნონ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:14–17 -ს და გააზიარონ საკუთარი აზრები და შეგრძნებები ჯოზეფის გამოცდილებაზე.
3:23Joseph Smith's First Vision: An answer to a humble prayer