Doctrine and Covenants 2025
6-12 იანვარი: „ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო“: მოძღვრება და აღთქმები 1


„6-12 იანვარი: „ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო“: მოძღვრება და აღთქმები 1“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 1“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ოჯახი ერთად კითხულობს წმინდა წერილს

6-12 იანვარი: „ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო“

მოძღვრება და აღთქმები 1

1831 წლის ნოემბერში იესო ქრისტეს ეკლესიის აღდგენიდან წელიწადნახევარი იყო გასული. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა, ის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მორწმუნე ადამიანების ჯგუფი იყო, რომლებიც ცხოვრობდნენ შედარებით პატარა ქალაქებში და მათ 30 წლამდე ასაკის წინასწარმეტყველი ხელმძღვანელობდა. მაგრამ ღმერთმა ეს მორწმუნეები თავის მსახურებად და მაცნეებად მიიჩნია და მას სურდა, რომ გამოცხადებები, რომლებიც მათ მისცა, მთელ მსოფლიოს გაეგო.

მოძღვრება და აღთქმების ნაწილი 1 არის უფლის წინასიტყვაობა ანუ ამ გამოცხადებების შესავალი. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წევრების რაოდენობა მცირე იყო, დიდი იყო გზავნილი, რომელიც ღმერთს სურდა, მის წმინდანებს გაეზიარებინათ. ესაა „გამაფრთხილებელი ხმა“ „დედამიწის მცხოვრებთათვის“, რომელიც ასწავლის მათ, მოინანიონ და დაამყარონ ღვთის „მარადიული აღთქმა“ (მე-4, მე-8, 22-ე მუხლები). აღნიშნული გზავნილის მატარებელი მსახურები არიან „სუსტები და უბრალოები“. მაგრამ თავმდაბალი მსახურები სწორედ იმისთვის არიან, რისთვისაც ღმერთი მოუწოდებდა და მოუწოდებს ახლაც — რათა გამოიყვანონ მისი ეკლესია „წყვდიადიდან და ბნელეთიდან“ ( 23-ე, 30-ე მუხლები).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 1

„ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო“.

წინასიტყვაობა წიგნს წარმოგვიდგენს. აქ განსაზღვრულია წიგნის თემები და მიზნები და ეს ეხმარება მკითხველს, მოემზადოს წაკითხვისათვის. როდესაც კითხულობ ნაწილი 1— უფლის „წინასიტყვაობას“ მოძღვრება და აღთქმებისთვის (მუხლი 6)— ეძიე ის თემები და მიზნები, რომლებიც უფალმა მისცა თავისი გამოცხადებისთვის. რას სწავლობ, რაც დაგეხმარება ამ წელს მოძღვრება და აღთქმების შესწავლაში? მაგალითად, შეიძლება დაფიქრდე, რას ნიშნავს „მოისმენენ უფლის ხმას“ ამ გამოცხადებებში (მუხლი 14) ან „შეისწავლეთ ეს მცნებები“ (მუხლი 37).

აგრეთვე, იხილე მოძღვრება და აღთქმების შესავალი.

მოძღვრება და აღთქმები 1:4–6, 23–24, 37–39

სემინარიის ხატულა
უფალი გვესაუბრება თავისი მსახურების, მათ შორის, უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველების დახმარებით.

ნაწილი 1 იწყება და სრულდება უფლის განცხადებით, რომ ის საუბრობს თავისი რჩეული მსახურების მეშვეობით (იხ. მუხლი 4–6, 23–24, 38). დაწერე, რას სწავლობ ამ გამოცხადებიდან შემდეგის შესახებ:

  • უფალი და მისი ხმა.

  • რატომ გვჭირდება დღევანდელობაში წინასწარმეტყველები.

რისი გაკეთება მოგინდა შენი აღმოჩენის შემდეგ?

როდის გაიგე უფლის ხმა მისი მსახურების მეშვეობით? (იხ. მუხლი 38).

შეგიძლია წარმოიდგინო, რომ შენი მეგობარი, რომელმაც არ იცის ცოცხალი წინასწარმეტყველების შესახებ, შენთან ერთად კითხულობს ნაწილი 1 -ს. რა კითხვები გაუჩნდებოდა შენს მეგობარს? რომელი მუხლების განხილვას ისურვებდი შენს მეგობართან ერთად, რათა გადმოგეცა შენი აზრი დღევანდელობაში წინასწარმეტყველების არსებობის შესახებ?

შეიძლება დაგაინტერესოს: როდესაც 1831 წელს უხუცესთა საბჭო შეიკრიბა ჯოზეფ სმითის გამოცხადებების გამოქვეყნებაზე სასაუბროდ, ზოგიერთი ადამიანი ამ იდეას შეეწინააღმდეგა. მათ რცხვენოდათ წერაში ჯოზეფის სისუსტისა და ღელავდნენ, რომ გამოცხადების გამოქვეყნება კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდა წმინდანებს (იხ. Saints, 1:140–43). შენ რომ ყოფილიყავი ამ საბჭოს წევრი, როგორ მოაგვარებდი ამ შეშფოთებას? რა შთაგონებებს ხედავ ნაწილი 1 -ში რაც შეიძლება დაგეხმაროს? (მაგალითად, იხ. მე-6, 24-ე, 38-ე მუხლები).

აგრეთვე იხილე Topics and Questions, “Prophets,” სახარების ბიბლიოთეკა.

ეკლესიის წევრები მხარს უჭერენ ხელმძღვანელებს გენერალურ კონფერენციაზე

უფალი გვესაუბრება თავისი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით.

მოძღვრება და აღთქმები 1:12–30, 34–36

აღდგენა მეხმარება, გავუმკლავდე უკანასკნელი დღეების გამოწვევებს.

მოძღვრება და აღთქმები ნაწილი 1-ში უფალი განმარტავს, რატომ აღადგინა თავისი სახარება. წაიკითხე მუხლები 12–23და ჩამოთვალე მიზეზები. შენი გამოცდილებით, როგორ სრულდება უფლის მიზნები აღდგენის შესახებ?

უფალმა იცოდა, რომ ჩვენ დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დავდგებოდით (იხ. მუხლი 17). რა იპოვე ისეთი მუხლები 17–30, 34–36 -ში, რაც გეხმარება, იგრძნო სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა?

აგრეთვე, იხილე რასელ მ. ნელსონის “Embrace the Future with Faith,” Liahona, ნოემ., 2020 წ., 73–76.

მოძღვრება და აღთქმები 1:19–28

უფალი თავის საქმეს ასრულებს „სუსტისა და უბრალოს“ მიერ.

როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 1:19–28-ს იფიქრე, რას ნიშნავს იყო უფლის მსახური. რა თვისებები სურს უფალს, რომ მის მსახურებს ჰქონდეთ? რას ასრულებს უფალი მსახურების საშუალებით? როგორ სრულდება ამ მუხლებში მოცემული წინასწარმეტყველებები მთელ მსოფლიოში და შენს ცხოვრებაში?

ეძიე იესო ქრისტე. წმინდა წერილების მიზანი ჩვენი მხსნელის და მისი სახარების დამოწმებაა. როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 1-ს, მოინიშნე ის მუხლები, რომლებიც იესო ქრისტეზე რაღაცას გასწავლის.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 1:4, 37–39

უფალი, თავისი წინასწარმეტყველების საშუალებით, სულიერი საფრთხის შესახებ მაფრთხილებს.

  • უფლის გაფრთხილებების შესახებ დისკუსიის დასაწყებად, შეგიძლია ისაუბრო გაფრთხილებებზე, რომლებსაც სხვა ადამიანებისგან ვიღებთ ჩვენთვის უხილავ საფრთხეებზე. მაგალითად, მოლიპული იატაკი, მოსალოდნელი ქარიშხალი ან მოახლოებული მანქანა. იქნებ შენ და შენმა ბავშვებმა გადახედოთ გამაფრთხილებელი ნიშნების მაგალითებს და შეადაროთ ეს მაგალითები უფლის მიერ ჩვენთვის მოცემულ გაფრთხილებებს. მოძღვრება და აღთქმები 1:4, 37–39-ის მიხედვით, როგორ გვაფრთხილებს უფალი? ბოლოს რის შესახებ გაგვაფრთხილა მან? შეგიძლიათ უყუროთ ან წაიკითხოთ ბოლო გენერალური კონფერენციის გზავნილების ნაწილები და მოძებნოთ ღვთის „გამაფრთხილებელი ხმის“ მაგალითები.

  • ერთად იმღერეთ ისეთი სიმღერები წინასწარმეტყველებზე. გააზიარე შენი მოწმობა, რომ წინასწარმეტყველი ღვთის სიტყვას გადმოსცემს.

მოძღვრება და აღთქმები 1:17

აღდგენა მეხმარება, გავუმკლავდე უკანასკნელი დღეების გამოწვევებს.

  • იმისთვის, რომ წაახალისო დისკუსია მოძღვრება და აღთქმები 1:17-ზე, ბავშვებთან ერთად წარმოიდგინე, რომ მოგზაურობისთვის ემზადებით. რას ჩაალაგებდით? თუ წინასწარ გეცოდინებოდათ, რომ იწვიმებდა ან თქვენს მანქანას ან ავტობუსს საბურავი დაეშვებოდა, როგორ იმოქმედებდა ეს მოგზაურობისთვის მომზადებაზე? ერთად წაიკითხეთ მუხლი 17და ისაუბრეთ იმაზე, რაც უფალმა იცოდა, რომ დაგვემართებოდა. როგორ მოემზადა ის ამისათვის? როგორ გვეხმარება ღვთის მცნებები ჩვენი დროის გამოწვევებთან გამკლავებაში?

მოძღვრება და აღთქმები 1:17, 29

უფალმა მოიხმო ჯოზეფ სმითი, რომ წინასწარმეტყველი გამხდარიყო.

  • იმისათვის, რომ გაიგო ჯოზეფ სმითის როლის შესახებ მხსნელის სახარების აღდგენაში, ბავშვებთან ერთად შეხედეთ მხსნელის სურათს და ჯოზეფ სმითის სურათს (იხ. სურათები ამ მონახაზში) და ისაუბრეთ იმაზე, თუ რა გვიბოძა მხსნელმა ჯოზეფ სმითის საშუალებით. ბავშვებს შეუძლიათ მაგალითი მოძებნონ აქ: მოძღვრება და აღთქმები 1:17, 29. უთხარი ბავშვებს, საიდან იცი, რომ ღმერთმა თქვა: „მოვუწოდე ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ზეციდან ველაპარაკე“ (მუხლი 17).

ჯოზეფ სმით უმცროსის პორტრეტი

© 1998 დევიდ ლინდსლი

მოძღვრება და აღთქმები 1:30

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის უფლის „ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესია“.

  • რას ნიშნავს „ჭეშმარიტი და ცოცხალი“ ეკლესია? ამ კითხვაზე დასაფიქრებლად, შეგიძლია უჩვენოთ ბავშვებს ცოცხალი და მკვდარი საგნები, მაგალითად, ცოცხალი და მკვდარი მცენარე. როგორ გავიგოთ, რომ რაღაც ცოცხალია? შემდეგ შეგიძლია წაიკითხო: მოძღვრება და აღთქმები 1:30 და ისაუბრო, რას შეიძლება ნიშნავდეს ეკლესიისთვის „ჭეშმარიტი და ცოცხალი“ ეკლესია.

იესო ქრისტეს სურათი

წყნარ წყლებზე, სიმონ დიუი

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის