„აღდგენის ხმები: ჯოზეფ სმითის ოჯახი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„ჯოზეფ სმითის ოჯახი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
ჯოზეფ სმითის ოჯახი
ჩვენი ოჯახის ცხოვრება თითოეულ ჩვენგანზე დიდ გავლნას ახდენს, ჯოზეფ სმითიც არ ყოფილა გამონაკლისი. მისი მშობლების რელიგიურმა რწმენამ და ჩვეულებებმა დათესეს ის რწმენის მარცვალი, რომელმაც შესაძლებელი გახადა აღდგენა. ჯოზეფის რვეულში ჩაწერილი იყო ეს მიძღვნა: „სიტყვები და ენა [არ არის] საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელიც მმართებს ღმერთის მიმართ, რომელმაც ასეთი ღირსეული მშობლები მაჩუქა“.
დედის, ლუსი მაკ სმითის, ძმის — უილიამ სმითის და თავად წინასწარმეტყველის შემდეგი ციტატები გვიჩვენებს სმითების სახლში რელიგიურ გავლენას.
Joseph Smith Family [ჯოზეფ სმითის ოჯახი], დენ ბაქსტერი
ლუსი მაკ სმითი
„[დაახლოებით 1802 წელს], ცუდად გავხდი. … საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ ვიყავი მზად სიკვდილისთვის, რადგან არ ვიცოდი ქრისტეს გზები და ჩემი აზრით, ჩემსა და ქრისტეს შორის ბნელი და მარტოსული უფსკრული იყო, რომლის გადალახვას ვერ ვბედავდი. …
„უფლის იმედი მქონდა, ვევედრებოდი და ვთხოვდი მას, შეენარჩუნებინა სიცოცხლე ჩემთვის, რათა გამეზარდა შვილები და მენუგეშებინა ჩემი ქმრის გული; ასე ვიწექი მთელი ღამე. … ღმერთთან აღთქმა დავდე, რომ თუ ის მაჩუქებდა სიცოცხლეს, შევეცდებოდი მიმეღო ის რელიგია, რომელიც საშუალებას მომცემდა, მისთვის სწორად მემსახურა, იქნებოდა ეს ბიბლიაში თუ სხვაგან, თუნდაც ის მომეპოვებინა ზეციდან ლოცვით და რწმენით. ბოლოს, ხმა მომესმა, რომელმაც მითხრა: „ეძიე და ჰპოვებ, დააკაკუნე და გაგეღება. დაე, შენმა გულმა იგრძნოს ნუგეში. ღმერთი გწამს; გწამდეს ჩემიც“. …
„ამის შემდეგ მუდმივად მემატებოდა ძალა. რელიგიის საკითხზე ცოტას ვლაპარაკობდი, თუმცა მან მთლიანად მოიცვა ჩემი გონება და ვფიქრობდი, რომ სიბეჯითეს გამოვიჩენდი, როგორც კი შევძლებდი მომეძია ღვთისმოსავი ადამიანი, რომელმაც იცოდა ღმერთის გზები, რათა ზეციური საკითხები განესწავლებინა ჩემთვის“.
უილიამ სმითი
„დედაჩემმა, რომელიც ძალიან ღვთისმოსავი ქალი იყო და დიდად აინტერესებდა თავისი შვილების კეთილდღეობა — აქაც და იქაც, გამოიყენა მშობლის სიყვარულის ყველა საშუალება ჩვენი სულის გადარჩენისთვის ძიებაში ჩართვისათვის ანუ „რელიგიის მიღებისთვის“ (როგორც იმ დროს ამბობდნენ). მან დაგვიყოლია შეხვედრებს დავსწრებოდით და თითქმის მთელი ოჯახი დაინტერესდა ამით და გავხდით ჭეშმარიტების მაძიებელნი“.
„რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მთელი ოჯახით ვლოცულობდით. კარგად მახსოვს, მამა სათვალეს ჟილეტის ჯიბეში ატარებდა, … და როდესაც ბიჭები ვხედავდით, სათვალეს ხელს დაადებდა, ვიცოდით, რომ ეს იყო ლოცვისთვის მომზადების ნიშანი და თუ ამას ვერ შევამჩნევდით, დედა იტყოდა: „უილიამ“ — ან რომელიც უყურადღებოდ იყო — „მოემზადე ლოცვისთვის“. ლოცვის შემდეგ შერჩეულ სიმღერას ვმღეროდით“.
უფროსმა ჯოზეფმა და ლუსი სმითმა ოჯახის წევრებს ასწავლეს წმინდა წერილის შესწავლა.
ჯოზეფ სმითი
„მე როგორც ვიცი, [მამაჩემს] ცხოვრებაში არასოდეს ჩაუდენია არაკეთილსინდისიერი საქციელი. მიყვარდა მამაჩემი და მისი ხსოვნა; მისი კეთილშობილური საქმეების ხსოვნა, უდიდესი სიღრმით ჩაბეჭდილია ჩემს გონებაში; და ბევრი მისი კეთილი მშობლის სიტყვა, ჩემთვის ნათქვამი, რომელიც არასოდეს ამოიშლება ჩემი გულიდან. ჩემთვის წმინდაა ის აზრები, რომლებიც ძვირფასია მისი ცხოვრების ისტორიის შესახებ, რომელიც შემოვიდა ჩემს გონებაში და ფესვები ღრმად გაიდგა, ჩემი დაბადებიდან მოყოლებული. … ხოლო დედაჩემი არის ერთ-ერთი უკეთილშობილესი, საუკეთესო ადამიანი, ადამიანთა შორის“.