Doctrine and Covenants 2025
30 დეკემბერი — 5 იანვარი: „დაპირებული აღდგენა გრძელდება“: იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა


„30 დეკემბერი — 5 იანვარი: „დაპირებული აღდგენა გრძელდება“: იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

მზის ამოსვლა

30 დეკემბერი — 5 იანვარი: „დაპირებული აღდგენა გრძელდება“

იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა

როგორ იხსენებ იმ მოვლენის 200 წლის იუბილეს, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა? ეს არის კითხვა, რომელზეც პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი დაფიქრდა 2020 წლის აპრილის მოახლობისთანავე — ჯოზეფ სმითის პირველი ხილვიდან 200 წლის თავზე. „ჩვენ ძეგლის დადგმაზეც ვფიქრობდით“, გაიხსენა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა. „მაგრამ როცა განვიხილეთ პირველი ხილვის უნიკალური ისტორიული და საერთაშორისო გავლენა, გაგვიჩნდა ძლიერი გრძნობა, რომ ეს ძეგლი უნდა შექმნილიყო არა გრანიტისგან ან ქვისგან, არამედ სიტყვებისგან … არა ამოიტვიფრებოდა „ქვის ფიცრებზე“, უფრო მეტიც, აღიბეჭდებოდა ჩვენი გულების „ხორციელ ფიცრებზე“ [2 კორინთელთა 3:3]” („უსმინე მას”, Liahona, მაისი, 2020 წ., 90).

მათ მიერ შექმნილი სიტყვების ძეგლის დასახელებაა: „იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა: ორასი წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს“. ეს არ არის მხოლოდ პირველი ხილვის ძეგლი, არამედ იმ ყველაფრის გამოსახვაა, რაც იესო ქრისტემ იმ დროიდან გააკეთა და დღესაც აკეთებს. მისი სახარების აღდგენა მაშინ დაიწყო, როცა ერთი ადამიანი ღვთისკენ მიბრუნდა და მას მოუსმინა. და ასე გრძელდება დღესაც: ერთი გული, ერთ ჯერზე ერთი წმინდა გამოცდილება — მათ შორის შენი.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

„ღმერთს უყვარს თავისი შვილები მსოფლიოს ყველა ხალხში“.

შენი აზრით, რატომ უნდა დაიწყოს გამოცხადება აღდგენის შესახებ ღვთის სიყვარულზე განცხადებით? მოწოდების შესწავლისას, ეძიე ღვთის სიყვარულის გამოხატულებები „თავისი [შვილების მიმართ] მსოფლიოს ყველა ხალხში“. როგორ დაგეხმარა სახარების აღდგენა, გეგრძნო მისი სიყვარული?

იხ. ასევე გერიტ ვ. გონგის, “All Nations, Kindreds, and Tongues,” Liahona, Nov. 2020, 38–41.

აღდგენა დაიწყო კითხვაზე პასუხით.

შეიძლება ითქვას, რომ მხსნელმა თავისი სახარების აღდგენა კითხვაზე პასუხით დაიწყო. როგორ ფიქრობ, რა გზავნილი აქვს აღდგენასთან დაკავშირებული მოწოდება -ს ადამიანისთვის, რომელსაც აქვს კითხვები ღმერთის, სახარების ან „საკუთარი სულის [ხსნის]“ შესახებ? შეისწავლე ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:5–20, რომ ნახო რა შეგიძლია ისწავლო ჯოზეფ სმითისგან სახარების კითხვებზე პასუხის პოვნის შესახებ.

აგრეთვე იხილე Topics and Questions, “Seeking Answers,” სახარების ბიბლიოთეკა.

ნახატი: ჯოზეფ სმითი პატარა ტყეში მაღლა იყურება

დეტალი, The Desires of My Heart [ჩემი გულისწადილი], ვოლტერ რეინი

სემინარიის ხატულა
იესო ქრისტემ თავისი ეკლესია აღადგინა.

რა იცი „ქრისტეს ახალი აღთქმის ეკლესიის“ შესახებ, რომელიც მხსნელმა ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღადგინა? დაფიქრდი ჩამოთვლილი წმინდა წერილების შესწავლაზე და ჩამოთვალე მისი ეკლესიის რამდენიმე მახასიათებელი:

  • მათე 16:15–19

  • მარკოზი 16:15–18

  • ლუკა 6:12–13

  • საქმეები 4:34–35

  • 1 კორინთელთა 15:29

  • ეფესელთა 4:11–15

შემდეგ, შეგიძლია დააკავშირო ზემოთ მოცემული წმინდა წერილები ქვემოთ მოცემულებთან, სადაც აღწერილია, თუ როგორ აღადგინა იესო ქრისტემ თავისი ეკლესიის ეს მახასიათებლები ჯოზეფ სმითის მეშვეობით:

რატომ ხარ მადლიერი იესო ქრისტეს სახარების აღდგენისთვის?

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი და მისი მეუღლე ერთხელ ცდილობდნენ წარმოედგინათ, რა გრძნობები ექნებოდათ ეკლესიის აღდგენამდე. „რას ვინატრებდით“? — ჰკითხეს საკუთარ თავს. მათი გამოცდილების შესახებ წაიკითხე: „იმედის სრულყოფილი ნათელი“ (Liahona, მაისი, 2020 წ., 81–82). როგორ დაგეხმარა აღდგენა შენი სულიერი იმედების შესრულებაში?

აგრეთვე, იხილე Topics and Questions, “Apostasy and the Restoration of the Gospel,” სახარების ბიბლიოთეკა.

„დაპირებული აღდგენა გრძელდება“.

გიფიქრია საკუთარ თავზე, როგორც სახარების აღდგენის ნაწილზე? დავფიქრდეთ პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფის ამ სიტყვებზე: „ზოგჯერ ვფიქრობთ სახარების აღდგენაზე, როგორც ისეთ რამეზე, რაც უკვე დასრულებულია, რაც უკან მოვიტოვეთ. … სინამდვილეში, აღდგენა უწყვეტი პროცესია; ჩვენ ყველანი აღდგენის ხანაში ვცხოვრობთ“ (“Are You Sleeping through the Restoration?,” Liahona, მაისი, 2014 წ., 59).

როდესაც ემზადები იმის შესასწავლად, თუ როგორ მოხდა აღდგენა 1800-იან წლებში, შეგიძლია დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ აღდგა ის შენს ცხოვრებაში. წაიკითხე აღდგენასთან დაკავშირებული მოწოდება და საკუთარ თავს დაუსვი ასეთი კითხვები: როგორ გავიგე რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა? როგორ ვიღებ მონაწილეობას აღდგენაში დღეს?

„ზეცა გახსნილია“.

რას ნიშნავს შენთვის ფრაზა: „ზეცა გახსნილია“? რა ფაქტებს ხედავ აღდგენასთან დაკავშირებული მოწოდება-ში, დღევანდელ ეკლესიაში, წმინდა წერილებში, და შენს ცხოვრებაში — რომ ზეცა ნამდვილად გახსნილია?

აგრეთვე, იხილე ქუენტინ ლ. კუკის „წინასწარმეტყველებისადმი უწყვეტი გამოცხადებების ბოძების დალოცვა და პირადი გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისვის“, Liahona, მაისი, 2020 წ., 96–100.

ისწავლე ერთად. პრეზიდენტმა ნელსონმა მოგვიწვია, რომ „[შევისწავლოთ აღდგენასთან დაკავშირებული მოწოდება] დამოუკიდებლად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად („უსმინე მას”, 92). იფიქრე იმაზე, თუ როგორ ჩართავ სხვებს შენი შესწავლის პროცესში.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

„ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ“.

  • ბავშვებთან ერთად აღდგენასთან დაკავშირებული მოწოდების წაკითხვისას (ან პრეზიდენტი ნელსონის ვიდეოს ყურებისას, რომელშიც ის ამას კითხულობს), დაეხმარე მათ, იპოვონ წინადადებები, რომლებიც იწყება ფრაზებით როგორიცაა: „ჩვენ ვაცხადებთ“ ან „ჩვენ ვმოწმობთ“. რა ჭეშმარიტებებს აცხადებენ ჩვენი წინასწარმეტყველები და მოციქულები? შესაძლოა შენ და შენმა ბავშვებმა გააზიაროთ საკუთარი მოწმობები იმავე ჭეშმარიტების შესახებ.

    6:0

    The Restoration of the Fulness of the Gospel of Jesus Christ

„ჯოზეფ სმითს … კითხვები ჰქონდა“.

  • შეიძლება შენი ბავშვებისთვის საინტერესო იყოს, გაეცნონ ჯოზეფ სმითის ზოგიერთ კითხვას, რამაც ჩვენი მხსნელის სახარების აღდგენა გამოიწვია. დაეხმარე მაგალითების პოვნაში: ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:10, 29, 68. როგორ ვართ დღეს დალოცვილნი, რადგან ღმერთმა ჯოზეფ სმითის კითხვებს უპასუხა?

  • მიეცი ბავშვებს თავიანთ კითხვებზე საუბრის საშუალება. რას ვსწავლობთ ჯოზეფ სმითისგან, კითხვებზე პასუხების პოვნის შესახებ? (იხ. ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:8–17.

„ჯოზეფს მოევლინნენ ზეციური მაცნეები მითითებების მისაცემად“.

  • ვინ იყვნენ ის „ზეციური მაცნეები“, რომლებიც ჯოზეფს მოევლინნენ … მითითებების მისაცემად“? ბავშვებს მოეწონებათ მათი სურათების ნახვა წიგნში Gospel Art Book [სახარების ხელოვნება] -ში (იხ. 91, 93, 94, 95). როგორ დაეხმარა თითოეული მაცნე „იესო ქრისტეს ეკლესიის აღსადგენად“? წმინდა წერილები, რომლებიც შემოთავაზებულია ამ კვირის ღონისძიებების გვერდზე ბავშვებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმარება.

The Prophet Joseph Smith sitting on his bed in the Smith farm house. Joseph has a patchwork quilt over his knees. He is looking up at the angel Moroni who has appeared before him. Moroni is depicted wearing a white robe. The painting depicts the event wherein the angel Moroni appeared to the Prophet Joseph Smith three times in the Prophet's bedroom during the night of September 21, 1823 to inform him of the existence and location of the gold plates, and to instruct him as to his responsibility concerning the plates.

იესო ქრისტემ თავისი ეკლესია აღადგინა.

  • როგორ შეგიძლია დაეხმარო ბავშვებს იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავს ჩვენი მხსნელის ეკლესიის აღდგენა? იქნებ კუბიკებისგან ან ფინჯანბისგან მარტივი კოშკი ააგონ და „აღადგინონ“ ან ხელახლა ააშენონ ის. ან თუ ბავშვებს ოდესმე მოუწიათ რომელიმე ნივთის შეცვლა, რადგან ის დაიკარგა ან დაზიანდა, შენ შეგიძლია ეს გამოცდილება შეადარო მხსნელის მიერ ეკლესიის აღდგენას. დაეხმარე, იპოვონ კონკრეტული საკითხები, რომლებიც ნახსენებია აღდგენასთან დაკავშირებული მოწოდება -ში, რაც ჩვენმა მხსნელმა აღადგინა.

მამა შვილებთან ერთად კუბიკებით თამაშობს

„ზეცა გახსნილია“.

  • იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ნიშნავს „ზეცა გახსნილია“, შეგიძლია გაუზიარო ბავშვებს გზავნილი ჯერ დახურულ კარს მიღმა, შემდეგ კი, ღია კარს მიღმა. მიეცი ნება, რიგრიგობით გააზიარონ გზავნილი. რა გზავნილები აქვს იესო ქრისტეს ჩვენთვის? რა გამოცდილებები დაგვეხმარა იმის გაგებაში, რომ ზეცა გახსნილია ჩვენთვის?