Come, Follow Me
23–29 ნოემბერი. „ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით“: ამოსი; აბდია; იონა


„23–29 ნოემბერი. ’ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით’: ამოსი; აბდია; იონა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„23–29 ნოემბერი. ’ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

ზღვის ნაპირზე გამორიყული იონა

Jonah on the Beach at Nineveh [იონა სანაპიროზე ნინევეში], დანიელ ლუისის მიერ

23–29 ნოემბერი: „ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით“

ამოსი; აბდია; იონა

იონა თარშიშისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა. თარშიშისკენ ცურვაში ცუდი არაფერია, გარდა იმისა, რომ ის შორს არის ნინევიდან, სადაც იონა უნდა წასულიყო ღვთის გზავნილის გადასაცემად. როდესაც გემს ქარიშხალი დაატყდა, იონამ იცოდა, რომ ეს მისი დაუმორჩილებლობის გამო იყო. იონას დაჟინებული თხოვნით, მისმა მეზღვაურებმა ის ზღვის სიღრმეში ჩააგდეს ქარიშხლის შესაჩერებლად. ეს იონას და მისი მსახურების დასასრულს ჰგავდა. მაგრამ უფალმა არ თქვა უარი იონაზე, ისევე როგორც არ თქვა უარი ნინევიის ხალხზე, ისრაელის სახლზე ან რომელიმე ჩვენგანზე.

ასე რომ, ის აგრძელებს წინასწარმეტყველების გამოგზავნას, როგორებიცაა: იონა, ამოსი, აბდია და ჩვენი დღევანდელი წინასწარმეტყველები, იმ გზავნილით, რომ თუ მოვინანიებთ, სამუდამოდ არ განვიდევნებით. ღმერთის მიერ გაცხადებული ყველა „საიდუმლოდან“ (იხილეთ ამოსი 3:7), ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი: რომ იესო ქრისტეს გამო, შეცვლა არ არის გვიან. მას ჯერ კიდევ სურს, დაგვეხმაროს იმ აღთქმების შესრულებაში, რომლებიც დავდეთ მასთან და ის მზადაა, შემოგვთავაზოს კიდევ ერთი შანსი.

ამ წიგნების შესახებ მეტი ნფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, ბიბლიის ლექსიკონში: “Amos,” “Obadiah,” and “Jonah” in the Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ამოსი 3:1–8; 7:10–15

სემინარიის ხატულა
უფალი ავლენს ჭეშმარიტებას თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით.

ამოსი 3:3–6-ში წინასწარმეტყველმა ამოსმა წარმოადგინა დასკვნების მაგალითები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიტანოთ იმ ნიშნებიდან, რომლებიც გვესმის ან ვხედავთ: როდესაც ლომი ღრიალებს, მას ნადირი უნდა ჰყავდეს დაჭერილი; თუ ჩიტი ხაფანგში ხვდება, იქ სატყუარა უნდა იყოს. მუხლები 7-8-ში ამოსმა ეს ლოგიკა წინასწარმეტყველების მიმართ გამოიყენა. რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, როცა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებს? კიდევ რას სწავლობთ წინასწარმეტყველების შესახებ ამოსი 7:10–15-იდან?

რა გამოგიცხადა უფალმა თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით?

უხუცესმა ულისეს სოარესმა თქვა, რომ „წინასწარმეტყველების არსებობა არის ღმერთის სიყვარულის ნიშანი“ („წინასწარმეტყველები საუბრობენ სულიწმინდის ძალით“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2018, 99). დაფიქრდით, როგორ დაასრულებთ ამ წინადადებას: „ვიცი, ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ის აგზავნის წინასწარმეტყველებს, რომლებიც …“ აქ არის რამდენიმე წერილი, რომელიც დაგეხმარებათ: მეორე რჯული 18:18; ეზეკიელი 3:16–17; ეფესელთა 4:11–14; 1 ნეფი 22:2; მოძღვრება და აღთქმები 21:4–6; 84:36–38; 107:91–92.

რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ დღეს წინასწარმეტყველები არ არიან საჭირო?

იხ. სახარების ბიბლიოთეკაში ინგლისურ ენაზე “Prophets,” Gospel Library.

ამოსი 4–5

„ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით“.

ამოსი 4:6–13-ის მიხედვით, რას იმედოვნებდა უფალი, რა მოხდებოდა ისრაელის განსაცდელების შემდეგ? (იხილეთ აგრეთვე ჰელამანი 12:3). მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განსაცდელები, შესაძლოა, ღმერთს არ გამოუგზავნია, როგორ მოგცათ მათ მისკენ მიბრუნების შესაძლებლობა?

ამოსი 5:4, 14–15-ის წაკითხვისას დაფიქრდით, როგორ არის უფალი მოწყალე თქვენ მიმართ. როგორ მოგცათ სიცოცხლე მისმა ძიებამ?

ამოსი 8:11-12

უფლის სიტყვას შეუძლია სულიერი შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილება.

ამოსი 8:11–12-ის წაკითხვისას დაფიქრდით, რატომ არის შიმშილი კარგი შედარება ღვთის სიტყვის გარეშე ცხოვრებასთან (იხილეთ აგრეთვე იოანე 6:26–35; 2 ნეფი 9:50–51; 32:3; ენოსი 1:4– 8). როგორ იგებთ, რომ ხართ სულიერად მშიერი?

ეს მუხლები ასევე შეიძლება ეხებოდეს დიდ განდგომას (იხ. see Topics and Questions, “Apostasy,” Gospel Library). როგორ იმოქმედა სულიერმა „შიმშილმა“ ღვთის შვილებზე? როგორ დააკმაყოფილა აღდგენამ თქვენი სულიერი შიმშილი?

იხ. ვიდეო ინგლისურ ენაზე “The Great Apostasy” (video), Gospel Library.

16:36

The Great Apostasy

აბდია 1:21

ვინ არიან „გამარჯვებულნი სიონის მთაზე“?

აბდია 1:21-ზე მითითებით, პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ განმარტა, რომ ჩვენ ვხდებით გამარჯვებულნი სიონის მთაზე, როდესაც ვიღებთ წეს-ჩვეულებებს ტაძარში მიცვალებულებისთვის (იხილეთ „Closing Remarks“, Liahona, ნოემბერი, 2004, 105). როგორ არის ამ საქმის კეთება მსგავსი იმისა — თუნდაც მცირედ — რაც მხსნელმა ჩვენთვის გააკეთა? როგორ დაგეხმარათ ამ სამუშაოს შესრულება, მხსნელთან უფრო ახლოს გეგრძნოთ თავი?

იხ. აგრეთვე “Holy Temples on Mount Zion,” Hymns, no. 289.

ახალგაზრდების ჯგუფი ტაძართან

იონა 1–4

უფალი მოწყალეა ყველას მიმართ, ვინც მას მიმართავს.

ნინევე იყო ისრაელის მტერი, ცნობილი თავისი ძალადობითა და სისასტიკით. იონა არ ფიქრობდა, რომ ისინი მზად იყვნენ მონანიებისთვის. შესაძლოა, საინტერესო იყოს იონას დამოკიდებულების შედარება (იხილეთ იონა 1; 3–4) ალმასა და მოსიას შვილების გრძნობებთან (იხილეთ მოსია 28:1–5; ალმა 17:23–25). რას სწავლობთ იონა 3-იდან, რაც შთაგაგონებთ, სახარება გაუზიაროთ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც შეიძლება არ ჩანდნენ მზად ცვლილებებისთვის?

იონას კითხვისას შეხედეთ უფლის წყალობის მაგალითებს. რატომ ფიქრობთ, რომ იონა იყო „განაწყენებული“ და „გამწარებული“ (იონა 4:1), როცა უფალმა წყალობა გამოუცხადა ნინევის ხალხს? როგორ ფიქრობთ, რის სწავლებას ცდილობდა უფალი მისთვის თავი 4-ში? დაფიქრდით, როგორ განიცდიდით მის წყალობას თქვენს ცხოვრებაში. რას ისწავლით იონასგან, რაც დაგეხმარებათ, იყოთ უფრო გულმოწყალე?

ბავშთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

იმის გამო, რომ ეს კვირა თვის მეხუთე კვირაა, დაწყებითი საზოგადოების მასწავლებლებს ურჩევენ, გამოიყენონ სასწავლო ღონისძიებები რესურსიდან „„ბ“ დანართი: ბავშვების მომზადება ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ მთელი სიცოცხლის განმავლობაში“.

ამოსი 3:7

წინასწარმეტყველები იესო ქრისტეს მაცნეები არიან.

  • იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს ამოსი 3:7-ის გაგებაში, შეგიძლიათ ერთ-ერთ მათგანს უჩურჩულოთ მარტივი გზავნილი და სთხოვოთ, გაუზიარონ ეს შეტყობინება სხვა ბავშვებს. როგორ ჰგავს მაცნე ამ აქტივობაში წინასწარმეტყველს? რატომ გვაძლევს უფალი წინასწარმეტყველებს?

  • მეტის გასაგებად იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ წინასწარმეტყველები, თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ გადახედოთ ეკლესიის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბოლო გზავნილებს. შეგიძლიათ აგრეთვე იღეროთ “Follow the Prophet” (Children’s Songbook, 110–11). გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ ირჩევთ ღვთის წინასწარმეტყველის მიყოლას.

დაეხმარეთ ბავშვებს წმინდა წერილების დამახსოვრებაში. უხუცესმა რიჩარდ გ. სკოტმა გაგვიზიარა: „წმინდა წერილის დამახსოვრება ნიშნავს ახალი მეგობრობის დამყარებას. ის შეგვიძლია შევადაროთ ახალი ადამიანის აღმოჩენას, რომელსაც გაჭირვების ჟამს შენი დახმარება შეუძლია შთაგონებითა და ნუგეშით და არის მოტივაციის წყარო აუცილებელი ცვლილებებისთვის“ („The Power of Scripture“, Ensign, ნოემბერი, 2011, 6). რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს, დაიმახსოვრონ ამოსი 3:7-ის ნაწილი ან მთლიანად, შეგიძლიათ ჩაწეროთ იგი და გაიმეოროთ ერთად. შემდეგ შეგიძლიათ წაშალოთ ან დაფაროთ რამდენიმე სიტყვა ერთდროულად, სანამ თქვენი შვილები არ გაიმეორებენ მთელ სტროფს ზეპირად.

ამოსი 8:11-12

სახარების აღდგენამ დაასრულა განდგომის შიმშილი.

  • მოიწვიეთ თქვენი შვილები, თავი წარმოიდგინონ მშივრებად, როცა კითხულობთ ამოსი 8:11–12-ს. რას ვგრძნობთ, როცა ღვთის სიტყვის შიმშილს განვიცდით? შესაძლოა, თქვენმა შვილებმა თავი მოაჩვენონ, თითქოს ჭამენ, როცა ერთმანეთს უზიარებთ თქვენს საყვარელ წმინდა წერილებს.

  • შეგიძლიათ გამოიყებოთ Guide to the Scriptures, “Apostasy” (Gospel Library), or “After the New Testament” (in New Testament Stories, 167–70) რათა დაეხმაროთ ბავშვებს გაიგონ, რა არის „შიმშილი“ რომელიც მოჰყვა დიდ განდგომას და როორ დასრულდა იგი აღდგენით. გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ ხართ მადლიერი, რომ უფალმა აღადგინა თავისი სახარება ჩვენს დროში.

    2:52

    After the New Testament

იონა 1–3

უფალი დამეხმარება დავემორჩილო მას, მაშინაც კი, როცა ეს რთულია.

  • იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს იონას ამბის სწავლაში, შეგიძლიათ გადახედოთ “Jonah the Prophet” in Old Testament Stories; აგრეთვე ამ კვირის ღონისძიებების გვერდს). შემდეგ შეგიძლიათ იკითხოთ:

    • რა მოხდა, როცა იონა არ დაემორჩილა უფალს? (იხილეთ იონა 1:4–17).

    • რა გააკეთა იონამ მოსანანიებლად? (იხილეთ იონა 1:10–12; 2:1–4, 9; 3:1–4).

    • რა მოხდა, როცა იონა დაემორჩილა? (იხილეთ იონა 3:5).

    2:30

    Jonah the Prophet

  • შეიძლება, თქვენი შვილები სიამოვნებით მოჰყვნენ იონას ისტორიას ან გაითამაშონ ის. გაუზიარეთ ერთმანეთს რამდენიმე გამოცდილება, როცა უფალს სურდა, გაგეკეთებინა ის, რაც თქვენთვის რთული იყო. როგორ დაგეხმარათ ის, რომ მას დამორჩილებოდით?

იონა 1–4

უფალი მოწყალეა ყველას მიმართ, ვინც მას მიმართავს.

  • შესაძლოა, თქვენმა შვილებმა გაითამაშონ, თითქოს ინტერვიუს იღებენ იონასთან მისი გამოცდილების შესახებ. რა კითხვებს დაუსვამდნენ მას? წაახალისეთ ისინი, დასვან კითხვები, რათა გაარკვიონ, რა ისწავლა იონამ უფლის შესახებ. რა შეიძლება თქვას იონამ, მაგალითად, უფლის წყალობაზე? (იხილეთ, მაგალითად, იონა 2:7–10; 3:10; 4:2).

იესო უახლოვდება კაცს, რომელსაც უშვებენ სახურავიდან

Christ and the Palsied Man [ქრისტე და დამბლადაცემული კაცი], ჯ. კირკ რიჩარდსის მიერ

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს, მოიფიქრონ მაგალითები, როდესაც მხსნელმა გამოიჩინა წყალობა სხვების მიმართ, მაგალითად: მარკოზი 2:3–12; ლუკა 23:33–34; და იოანე 8:1–11. თქვენ და თქვენს შვილებს, შეგიძლიათ მოძებნოთ ამ მაგალითების სურათები. რა შესაძლებლობები გვაქვს, გულმოწყალე ვიყოთ სხვების მიმართ?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

იონას ნავიდან ზღვაში აგდებენ, სადაც დიდი თევზის ჩრდილი ძლივს ჩანს

Jonah and the Whale [იონა და ვეშაპი], კევინ კარდენის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფალი დამეხმარება დავემორჩილო მას, მაშინაც კი, როცა ეს რთულია