Come, Follow Me
26 ოქტომბერი–1 ნოემბერი. „მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ“: იერემია 31–33; 36–39; გოდება 1; 3


„26 ოქტომბერი–1 ნოემბერი. ’მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ’: იერემია 31–33; 36–39; გოდება 1; 3 მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„26 ოქტომბერი–1 ნოემბერი. ‘მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იერემია ხელებზე აყრდნობს თავს

Jeremiah Lamenting the Destruction of Jerusalem [იერემია გლოვობს იერუსალიმის განადგურებას], რემბრანდტ ვან რინი

26 ოქტომბერი–1 ნოემბერი: „მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ“

იერემია 31–33; 36–39; გოდება 13

როდესაც უფალმა იერემიას პირველად მოუწოდა წინასწარმეტყველად, მან უთხრა მას, რომ მისი მისია იქნებოდა „[აღმოეფხვრა და შემუსვრა]“ (იერემია 1:10) — ხოლო იერუსალიმში უამრავი ბოროტება იყო აღმოსაფხვრელი და შესამუსრი. მაგრამ ეს იყო იერემიას მისიის მხოლოდ ნაწილი — იგი ასევე იყო მოწოდებული „[აეშენებინა და დაერგო]“ (იერემია 1:10). რა შეიძლებოდა აეშენებინათ ან დაერგოთ უკაცრიელ ნანგრევებში, რომლებიც აღთქმული ხალხის აჯანყების შედეგად დარჩენილიყო? სხვაგვარად რომ დავსვათ ეს შეკითხვა, როდესაც ცოდვამ ან უბედურებამ ჩვენი ცხოვრება ნანგრევებად აქცია, როგორ შეგვიძლია აღვადგინოთ და ხელახლა დავრგოთ? პასუხი დევს „მართალ ყლორტ[ში]“, აღთქმულ მესიაში (იერემია 33:15). მას მოაქვს „ახალი აღთქმა“ (იერემია 31:31), რომელიც უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ გარეგნულ ერთგულებას. მისი კანონი უნდა იყოს „[ჩვენს წიაღში]“, დაწერილი „[ჩვენს გულებში]“. აი, რას ნიშნავს უფლისთვის, იყოს „[ჩვენი ღმერთი]“ და ჩვენთვის, „[ვიყოთ მისი ერი]“ (იერემია 31:33). ეს უწყვეტი პროცესია და ჩვენ მაინც დავუშვებთ შეცდომებს და გვექნება დროდადრო გლოვის მიზეზი. მაგრამ როცა ამას გავაკეთებთ, უფალი გვპირდება: „მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ“ (იერემია 31:13).

გოდების მიმოხილვისთვის იხილეთ „Lamentations, Book of“, Guide to the Scriptures.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

იერემია 3133

უფალი თავის აღთქმის ხალხს ტყვეობიდან გამოიყვანს.

იერემია 3133-ში უფალმა დაინახა „გოდება და მწარე ტირილი“ (იერემია 31:15), რომელსაც ისრაელიელები ტყვეობაში განიცდიდნენ. თუმცა მან მანუგეშებელი და მაიმედებელი სიტყვებიც შესთავაზა. მოიძიეთ ისინი ამ თავების კითხვისას. რა დაპირებებს ნახულობთ, რომლებიც თქვენ გეხებათ?

იერემია 31:31–34; 32:37–42

სემინარიის ხატულა
„და მეყოლებიან ისინი ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად“.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელირლებმა დაარღვიეს თავიანთი აღთქმები, იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ უფალი კვლავ დადებდა მათთან „ახალ“ და „საუკუნო აღთქმას“ (იერემია 31:31; 32:40). რა არის ეს აღთქმა? სახელმძღვანელოდ, შეგიძლიათ მიმართოთ: „New and Everlasting Covenant“, Guide to the Scriptures, სახარების ბიბლიოთეკა.

როცა კითხულობთ იერემია 31:31–34; 32:37–42-ს დაფიქრდით:

  • რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ღვთის აღთქმის ხალხის ნაწილი.

  • რას ნიშნავს მისი რჯულის გულში ჩაწერა.

  • რას გპირდებათ უფალი, როცა აღთქმას დებთ მასთან.

  • როგორ გცვლით აღთქმის კავშირი უფალთან.

რა დაპირებები მიეცით ღმერთს წმინდა წეს-ჩვეულებებში მონაწილეობისას? როგორ ასრულებს უფალი თქვენ წინაშე დადებულ დაპირებებს?

იხილეთ აგრეთვე დევიდ ა. ბედნარი, „შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2023.

იერემია 36

წმინდა წერილებს ძალუძთ მაშორონ ბოროტისაგან.

იერემია 36:2–3-ის მიხედვით, რატომ უბრძანა უფალმა იერემიას, ჩაეწერა თავისი წინასწარმეტყველებები? როდესაც კითხულობთ იერემია 36-ს გაითვალისწინეთ, რას გრძნობდნენ შემდეგი ადამიანები ამ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით:

  • უფალი (იხილეთ მუხლები 1–3, 27–31)

  • იერემია (იხილეთ მუხლები 4–7, 32)

  • ბარუქი (იხილეთ მუხლები 4, 8–10, 14–18)

  • იეჰუდი და მეფე იეჰოიაკიმ (იხილეთ მუხლები 20–26)

  • ელნათანი, დელია და გემარია (იხილეთ მუხლი 25)

დაფიქრდით, რას გრძნობთ წმინდა წერილების მიმართ. როგორ დაგეხმარნენ ისინი ბოროტისგან თავის დაღწევაში?

იერემია 37–39

იყავით მტკიცე ღვთის წინასწარმეტყველების მიყოლაში.

იერემია 37:1–3, 15–21; 38:1–6, 14–28-ში რომელ მტკიცებულებებს ხედავთ, რომ მეფე ციდკიაჰუს სჯეროდა, რომ იერემია იყო უფლის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი? რა მტკიცებულებას ხედავთ, რომ ციდკიაჰუს ეს არ სჯეროდა? რას იგებთ ამ შედარებიდან? როდესაც კითხულობთ იერემია 39-ს დაფიქრდით, რა განსხვავებული შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა, ციდკიაჰუ და მისი ხალხი წინასწარმეტყველს რომ მიჰყოლოდნენ და უფლის მცნებები დაეცვათ. (შეადარეთ ის, რაც ციდკიაჰუსა და ლეხის ოჯახს შეემთხვათ 1 ნეფი 1–2-ში.)

იერემია 38:6–13; 39:15–18

მე შემიძლია, ვიყო გაბედული და დავიცვა ის, რაც სწორია.

მეფის მოხელეები ფიქრობდნენ, რომ იერემიას წინასწარმეტყველებები მათ ჯარისკაცებს ნაკლებად განაწყობდა ბრძოლისკენ, ამიტომ იერემია ბინძურ დილეგში ჩააგდეს (იხილეთ იერემია 38:1–4). იერემია 38:6–13-ში რით ახდენს შთაბეჭდილებას ეთიოპელი ყებედ-მელექის პასუხი? ასევე შენიშნეთ კურთხევა, რომელიც უფალმა მისცა ყებედ-მელექს იერემია 39:15–18-ში.

როგორ შეიძლება გაიმეოროთ ყებედ-მელექის მაგალითი?

იერემია იერუსალიმში, ერთი მკლავი გაშლილი აქვს და მეორეს  თავზე ივლებს

The Cry of Jeremiah [იერემიას ძახილი]

გოდება 1; 3

უფალს შეუძლია შემიმსუბუქოს მწუხარება, რომელსაც მე ცოდვის გამო განვიცდი.

გოდების წიგნი არის იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურების შემდეგ დაწერილი ლექსების კრებული. როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შენახვა? იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი მეტაფორები გეხმარებათ გოდება 1 და 3-ში, გაიგოთ ისრაელის დიდი მწუხარების შესახებ. ქრისტეს იმედის რა გზავნილებს პოულობთ? (განსაკუთრებით იხილეთ გოდება 3:20–33; იხილეთ აგრეთვე მათე 5:4; იაკობი 4:8–10; ალმა 36:17–20).

პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა ახსენა რამდენიმე სიტუაცია, რამაც შეიძლება ზოგიერთს იმედი დააკარგვინოს და მან გვირჩია, სად ვიპოვოთ იმედი:

„ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს გაღიზიანებით, იმედგაცრუებითა და მწუხარებით. ბევრი თავს უმწეოდ გრძნობს, გაუმკლავდეს ქაოსს, რომელიც მსოფლიოში სუფევს. სხვები წუხან ოჯახის წევრების გამო, რომლებიც დინებას მიჰყავს ფასეულობების შესუსტებისა და მორალური სტანდარტების სწრაფი, მძვინვარე ნაკადით. … ბევრი დანებდა და შეეგუა სამყაროს ბოროტებასა და სისასტიკეს, როგორც გამოუსწორებელს. მათ იმედი გადაიწურეს. …

„… ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება დაკარგა ყოველგვარი იმედი ცოდვისა და დანაშაულის გამო. ადამიანი შეიძლება იმდენად ღრმად ჩაიძიროს ამქვეყნიურ საქმეებში, რომ გამოსავალს ვერ ხედავდეს და ყოველგვარი იმედი დაკარგოს. ჩემი თხოვნაა ყველასთან, ვინც მოწინააღმდეგის ამ ხაფანგშია მოხვედრილი, რომ არასოდეს დანებდეთ! მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სასოწარკვეთილი შეიძლება ჩანდეს მოვლენები ან რამდენად სასოწარკვეთილი შეიძლება გახდნენ ისინი, გთხოვთ, დამიჯერეთ: თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ იმედი. ყოველთვის“ („The Joy of Hope Fulfilled“, Ensign, ნოემბერი, 1992, 31–32).

იხილეთ აგრეთვე „რა ამაღლებული ვარ“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 22.

დაეხმარეთ სხვებს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე. ზოგჯერ, ერთი შეხედვით, სწავლების უმარტივესი გზაა უბრალოდ ვუთხრათ მოსწავლეებს ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა იცოდნენ. თუმცა, უმარტივესი გზა ყოველთვის საუკეთესო გზა არ არის. უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლიდა მასწავლებლებს: „ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს არა ’რა ვუთხრა მათ?’ არამედ, კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს უნდა ვეკითხებოდეთ: ’რის გაკეთებისკენ შემიძლია, მოვუწოდო მათ? რა შთაგონებული კითხვები შემიძლია დავსვა, რომ თუ ისინი მზად არიან საპასუხოდ, დაიწყებენ სულიწმიდის მოწვევას თავიანთ ცხოვრებაში?“ (evening with a General Authority, 7 თებერვალი, 2020, broadcasts.ChurchofJesusChrist.org; აგრეთვე იხილეთ Teaching in the Savior’s Way25). არსებობს მრავალი გზა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი სწავლის პროცესზე. მაგალითად, ამ მონახაზში მოსწავლეები მოწვეულნი არიან მოძებნონ, დაფიქრდნენ, ჩამოთვალონ, დაათვალიერონ ნახატები, მონაწილეობა მიიღონ თვალსაჩინო გაკვეთილებში, დახატონ, გაუზიარონ და გამოიყენონ ის, რაც ისწავლეს.

საბავშვო სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

იერემია 31:3

ზეციერ მამას და იესოს ვუყვარვარ „საუკუნო სიყვარულით“.

  • როცა ბავშვებთან ერთად კითხულობთ იერემია 31:3-ს, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ ისეთი საგნების (ან საგნების სურათების) პოვნაში, რომლებიც დიდხანს ძლებენ, როგორიცაა ლითონის მონეტა და ასევე ისეთის, რომლებიც არა, მაგალითად, ხილი. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს „საუკუნო“ და გაუზიაროთ ერთმანეთს, თუ როგორ იგრძენით ზეციერი მამის „საუკუნო სიყვარული“. ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა, მაგალითად, „God Is Watching Over All“ (Children’s Songbook, 229).

იერემია 31:31–34; 32:38–41

ღმერთი დამეხმარება ჩემი აღთქმების დაცვაში.

  • თქვენმა ბავშვებმა შეიძლება ისიამოვნონ ფურცელზე გულის დახატვით და შემდეგ გულში იმ ელემენტების ჩაწერით, რომლებიც იერემიას 31:31–34-ში ისწავლეს ღმერთთან აღთქმის დადების შესახებ. შეგიძლიათ გადახედოთ მათ მიერ ნათლობისას დადებულ აღთქმას (იხილეთ მოსია 18:10, 13) და განიხილოთ, რას ნიშნავს ამ დაპირებების გულებში ჩაწერა.

გოგონა, რომელიც კითხულობს წმინდა წერილებს

იერემია 36:1–4

წმინდა წერილები არის ღვთის სიტყვა.

  • ამ კვირის ღონისძიებების გვერდი შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილებს, გაეცნონ იერემიას, ბარუქსა და მეფეს (იხილეთ იერემია 36). მათ ასევე შეუძლიათ, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ემთხვევა იერემია 36:4–10-ში მოცემულ სიტყვებს, როგორიცაა წიგნში ჩაწერა (იხილეთ მუხლი 4) და წმინდა წერილის კითხვა ხალხისთვის (იხილეთ მუხლები 8, 10).

  • თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ გადახედოთ საბავშვო წიგნს და წმინდა წერილების ასლს და ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განსხვავდება ეს წიგნები. რა ხდის წმინდა წერილებს განსაკუთრებულს? შეიძლება შთამაგონებელი იყოს წმინდა წერილის ზოგიერთი ნაწილის გაზიარება, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ თქვენთვის.

იერემია 38:6–13

მე შემიძლია დავიცვა ის, რაც სწორია.

  • თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახატი მონახაზის ბოლოს, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს, წარმოიდგინონ ყებედ-მელექის ამბავი იერემია 38:6–13-იდან. იქნებ დაეხმაროთ მათ იმ მუხლის პოვნაში, რომელშიც ყებედ-მელექმა უფლის წინასწარმეტყველის დასახმარებლად გაბედული საქციელი ჩაიდინა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ვიცით, ჩვენი დღევანდელი წინასწარმეტყველი ღვთისგან არის მოწოდებული?

გოდება 1:1–2, 16; 3:22–26

მხსნელმა შესაძლებელი გახადა, რომ ცოდვები მომეტევოს.

  • გოდების გასაცნობად, შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს შვილებს, რომ რადგან ისრაელიელებმა არ მოინანიეს, იერუსალიმი და ტაძარი განადგურდა. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს, თუ რას იგრძნობდით, იმ ეპოქაში იქ რომ გეცხოვრათ (იხილეთ გოდება 1:1–2, 16). როგორ დაგაიმედებდათ გზავნილი გოდება 3:22–26-იდან?

  • თქვენ ასევე შეგეძლოთ ერთმანეთს მოუყვეთ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც თქვენ მოწყენილი ხართ ცუდი არჩევანის გამო. რას ვპოულობთ გოდება 3:22–26-ში, რაც გვეხმარება გავიგოთ პატიება, რომელსაც იესო ქრისტე გვთავაზობს?

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

იერემია თოკებით ამოჰყავთ დილეგიდან

I Will Surely Deliver Thee (Jeremiah 39:18) [მე აუცილებლად გიხსნი შენ (იერემია 39:18)], ევა ტიმოთეს მიერ

ძირითადი ღონისძიებების გვერდი: წმინდა წერილები არის ღვთის სიტყვა