Come, Follow Me
19–25 ოქტომბერი. „სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ“: იერემია 1–3; 7; 16–18; 20


„19–25 ოქტომბერი. ’სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ’: იერემია 1–3; 7; 16–18; 20“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„19–25 ოქტომბერი. ’სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იერემია უყურებს სხვა კაცს

იერემია, უოლტერ რეინის მიერ

19–25 ოქტომბერი: „სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ“

იერემია 1–3: 7; 16–1820

თავიდან იერემიას არ ეგონა, რომ მისგან კარგი წინასწარმეტყველი დადგებოდა. „… მე არ ვიცი ლაპარაკი“, – თქვა მან (იერემია 1:6). მაგრამ უფალმა დაამშვიდა იგი: „მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში“ (მუხლი 9). იერემია გრძნობდა, რომ ის იყო გამოუცდელი „ყმაწვილი“ (მუხლი 6), მაგრამ უფალმა განმარტა, რომ ის რეალურად იმაზე უკეთესად იყო მომზადებული, ვიდრე ის თვლიდა, რომ იგი ამ მოწოდებისთვის ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო დანიშნული (იხილეთ მუხლი 5). ამიტომ იერემიამ დაჯაბნა თავისი შიშები და მიიღო მოწოდება. მან გააფრთხილა იერუსალიმის მეფეები და მღვდლები, რომ მათი მოჩვენებითი სიწმინდე ვერ გადაარჩენდა მათ. „ყმაწვილი“, რომელიც ფიქრობდა, რომ არ იცოდა ლაპარაკი, გრძნობდა ღვთის სიტყვას როგორც „გულში აგიზგიზებული ცეცხლივით“ და მდუმარე ვეღარ დარჩებოდა (იერემია 20:9).

იერემიას ამბავი შენი ამბავიც არის. ღმერთი გიცნობდა შენს დაბადებამდე და გამზადებდა შენი ცხოვრებისეული მისიისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მისია მოიცავს იმას, რაც იერემიამ იწინასწარმეტყველა: ღვთის ხალხის სათითაოდ შეკრება „სიონში [მოსაყვანად]“ (იერემია 3:14). და მაშინაც კი, როცა არ იცით ზუსტად, რა გააკეთოთ ან თქვათ, შეგიძლიათ „[არ შეგეშინდეთ] … ; რადგან შენთანა ვარ … – [ამბობს უფალი]“ (იერემია 1:8, 19).

იერემიას წიგნის მიმოხილვისთვის იხილეთ „Jeremiah“, Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლსში და ეკლესიაში სწავლისთვის

იერემია 1:4–19; 7:1–7; 20:8–9

წინასწარმეტყველები მოწოდებულნი არიან ღვთის სიტყვის სათქმელად.

წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით მეგობარს, რომელსაც არასოდეს სმენია წინასწარმეტყველების შესახებ და ამ ცნების ახსნა იერემიას წინასწარმეტყველად მოწოდების გამოყენებით გადაწყვიტეთ იერემია 1:4–19. რას ნახულობთ ამ მუხლებში, რაც ღვთის წინასწარმეტყველების შესახებ რამეს გვასწავლის? თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ იერემია 7:1–7; 20:8–9 და საგალობელი, მაგალითად, „We Listen to a Prophet’s Voice“ (Hymns, no. 22).

თქვენ ასევე შეგიძლიათ, თქვენს მეგობარს დღევანდელი ცოცხალი წინასწარმეტყველის შესახებ ასწავლოთ. არის რამე ამ მუხლებში, რაც შეიძლება დაგეხმაროთ? მაგალითად, რას „[აღმოფხვრიან]“ ან „[შემუსრავენ]“ ჩვენს დროში წინასწარმეტყველები? რას „[აშენებენ]“ და „[რგავენ]“? (იერემია 1:10). საიდან გაიგეთ, რომ ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველი ღვთისგან არის მოწოდებული?

იხილეთ აგრეთვე რწმენის სიმბოლოები 1:6, 9; „Why Do We Have Prophets?“ (ვიდეო), ChurchofJesusChrist.org.

1:37

Why Do We Have Prophets?

იერემია 1:5

სემინარიის ხატულა
ღმერთი დაბადებამდე მიცნობდა.

რა გაიგო იერემიამ საკუთარი თავის შესახებ იერემია 1:5-ში? როგორც ახლად მოწოდებული წინასწარმეტყველისთვის, რატომ იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის ცოდნა?

ბევრი რამ, რაც იერემიამ საკუთარი თავის შესახებ შეიტყო იერემია 1:5-ში, ასევე გეხებათ თქვენც. ღმერთი ასევე გიცნობდათ თქვენ დაბადებამდე და გამზადებდათ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის. იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი თქვენი ცხოვრების შესახებ დაბადებამდე, წაიკითხეთ ალმა 13:1–4; მოძღვრება და აღთქმები 138:53–56; და აბრაამი 3:22–23. შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენი აღმოჩენილი ჭეშმარიტების სია. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინფორმაცია იცოდეთ?

იმის გასაგებად, თუ როგორ იმოქმედა ამ ჭეშმარიტებებმა უხუცეს ახმედ ს. კორბიტის ცხოვრებაზე, შეისწავლეთ მისი გზავნილი „You Can Gather Israel!“ (Liahona, მაისი, 2021, 63–63). როგორ მოქმედებს თქვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ ცოდნა თქვენს მიწიერ ცხოვრებაზე?

აი, რა თქვა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ:

„თქვენი მამაზეციერი დიდი ხანია გიცნობთ. თქვენ, როგორც მისი ვაჟი ან ქალიშვილი, ამორჩეულნი იყავით მის მიერ, რომ მოსულიყავით დედამიწაზე ზუსტად ამ დროს, და ყოფილიყავით მისი დიდებული საქმის წინამძღოლები დედამიწაზე. თქვენ იყავით არჩეულნი არა თქვენი სხეულის თვისებების გამო, არამედ თქვენი სულიერი თვისებებისათვის, როგორიც არის სიმამაცე, გულის პატიოსნება, ჭეშმარიტების წყურვილი, სიბრძნისაკენ ლტოლვა და მოყვასისადმი სამსახურის სურვილი.

თქვენ განავითარეთ ზოგიერთი ეს თვისება დაბადებამდე. დანარჩენები შეგიძლიათ განავითაროთ აქ დედამიწაზე, გულმოდგინე ძიებით“ („გადაწყვეტილებები მარადიულობისთვის“, გენერალური კონფერენცია, ნოემბერი, 2013, 107).

იფიქრეთ ზოგიერთ სიტუაციაზე, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ და რომელთა დროსაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ჭეშმარიტებების გახსენება თქვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა საკუთარ თავს ეს ჭეშმარიტებები შეახსენოთ?

აგრეთვე იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „გადაწყვეტილებები მარადისობისთვის“, გენერალური კონფერენცია, ნოემბერი, 2013, 106–9; თემები და კითხვები, „Foreordination“, „Premortal Life“, სახარების ბიბლიოთეკა.

მარცხნივ, ადამიანი, რომელიც დგას დიდ ცარიელ ცისტერნაში; მარჯვნივ, ჩანჩქერი

იერემია 2:13, უფალმა ხალხის სულიერი მდგომარეობა „დაბზარული ჭები“, საკუთარი თავი კი „ცოცხალი წყლის წყარო[ს]“ შეადარა.

იერემია 2; 7

„მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს“.

მშრალ რეგიონში, სადაც ისრაელიელები ცხოვრობდნენ, ხალხი ძვირფას წყალს მიწისქვეშა რეზერვუარებში ინახავდა, რომლებსაც ჭები ერქვა. როგორ ფიქრობთ, რის სიმბოლო შეიძლება იყოს იერემია 2:13 -ში მოხსენიებული „დაბზარული ჭები“? რატომ იქნება წყაროდან წყლის მიღება ჭებზე მინდობაზე უკეთესი? რას ნიშნავს „ცოცხალი წყლის [წყაროს]“ მიტოვება? როდესაც კითხულობთ იერემია 2-სა და 7-ს, შენიშნეთ, როგორ ტოვებდა ხალხი უფლის ცოცხალ წყაროს (იხილეთ, მაგალითად, იერემია 2:26–28; 7:2–11). რატომ არის „ცოცხალი წყარო“ კარგი სიმბოლო იმისა, რასაც მხსნელი გაძლევთ? დაფიქრდით, როგორ იღებთ ცოცხალ წყაროს.

იერემია 7 მიმართავს ადამიანებს, რომლებიც შედიოდნენ „უფლის სახლ[ში] … რომ თაყვანი სცე[ნ] უფალს“, მაგრამ მათი ქმედებები არ ემთხვეოდა მათ გარეგნულ ერთგულებას (იხილეთ მუხლები 2–11). როგორ ფიქრობთ, რა გზავნილები შეიძლება ჰქონდეს უფალს თქვენთვის მუხლებში 21–23?

მიმართეთ თვალსაჩინო გაკვეთილებს. უფლის წინასწარმეტყველები სულიერ ჭეშმარიტებებს ხშირად ადარებენ ნაცნობ საგნებს. გააკეთეთ იგივე, როცა სახარებას სწავლობთ და ასწავლით. მაგალითად, იერემია 2:13-ის წარმოსადგენად შეგიძლიათ წყალი დაბზარულ ან გატეხილ ჭურჭელში ჩაასხათ ან დალიოთ სასმელი შადრევანიდან. როგორ ჰგავს იესო „ცოცხალი წყლის წყარო[ს]“? (იერემია 2:13). როგორ ვსვამთ მისი ცოცხალი წყაროს წყალს?

იერემია 3:14–18; 16:14–21

უფალი შეკრებს თავის ხალხს.

იერემია 16:14–15-ში იერემიამ ისრაელის შეკრება უკანასკნელ დღეებში ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლას შეადარა. თქვენი აზრით, რატომ უნდა ყოფილიყო შეკრება უფრო მნიშვნელოვანი ღვთის ხალხისთვის, ვიდრე გამოსვლა?

რას გვირჩევენ იერემია 3:14–18; 16:14–21, როგორ ხდება შეკრება?

თავის გზავნილში „Hope of Israel“, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, იერემიას მსგავსად, გვასწავლა, რომ ისრაელის შეკრება „არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ხდება დედამიწაზე.“ (worldwide youth devotional, 3 ივნისი, 2018, სახარების ბიბლიოთეკა). წაიკითხეთ ან მოუსმინეთ მის გზავნილს და ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა აღმოაჩინოთ (ა) როგორ განსაზღვრავს პრეზიდენტი ნელსონი ისრაელის შეკრებას, (ბ) როგორ აღწერს ის მის მნიშვნელობას და (გ) როგორ შეგიძლიათ იყოთ შეკრების ნაწილი.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების „ლიახონა“ და „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ მიმდინარე თვის გამოცემები.

საბავშვო სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

იერემია 1:5

ზეციერი მამა დაბადებამდე მიცნობდა.

  • იერემია 1:5-ში ნასწავლი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გასაცნობად, შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს შვილებს ჩვილის სურათი (ან, თუ ეს შესაძლებელია, შეგიძლიათ ნახოთ თქვენი შვილების სურათები, როდესაც ისინი ჩვილები იყვნენ). ჰკითხეთ თქვენს შვილებს, იციან თუ არა, სად ცხოვრობდნენ დაბადებამდე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა, რომელიც გვასწავლის ჩვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ, მაგალითად, „I Lived in Heaven” (Children’s Songbook, 4).

  • თუ თქვენს შვილებს სურთ, მეტი შეიტყონ, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, იპოვონ „Premortal Life“, Guide to the Scriptures. მათ შეუძლიათ მოიძიონ პასუხები „ვინ“, „როდის“ და „რა“ კითხვებზე წინამიწიერი ცხოვრების შესახებ.

გოგონას ხელში უჭირავს ბავშვი

იერემია 1:4–19

წინასწარმეტყველები მოწოდებულნი არიან უფლის სიტყვების სათქმელად.

  • გაითვალისწინეთ ცოცხალი წინასწარმეტყველის ან წმინდა წერილებიდან წინასწარმეტყველების სურათების ჩვენება (ზოგიერთი შეგიძლიათ ნახოთ საეკლესიო ჟურნალები, Gospel Art Bookდა მოდი და გამომყევი-ში). ჰკითხეთ ბავშვებს, რა იციან ამ წინასწარმეტყველების შესახებ.

  • იმისათვის, რომ ასწავლოთ, თუ რას აკეთებენ წინასწარმეტყველები, შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე სასარგებლო მუხლი იერემია 1-იდან, მაგალითად მუხლები 5, 7, 10 და 19. თქვენს შვილებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი მუხლი, წაიკითხონ ის და ისაუბრონ იმაზე, რაც ისწავლეს წინასწარმეტყველების შესახებ.

იერემია 16:14–16

მე შემიძლია დავეხმარო ზეციერი მამის შვილებს მასთან დაბრუნებაში.

  • სანამ კითხულობთ იერემია 16:16-ს, ბავშვებს შეუძლიათ თავი მოაჩვენონ, რომ „თევზაობენ“ ან „ნადირობენ“ საგნებზე ოთახში. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ამ მუხლში მეთევზეები და მონადირეები შეადარა მისიონერებს (იხილეთ „The Gathering of Scattered Israel“, Liahona, ნოემბერი, 2006, 81). რას აკეთებენ მისიონერები? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ „თევზაობასა“ და „ნადირობას“ გაფანტული ისრაელისთვის? (იხილეთ „A Message for Children from President Russell M. Nelson” [ვიდეო], ChurchofJesusChrist.org).

    3:30

    Video: A Message for Children from President Russell M. Nelson

იერემია 18:1–6

მე შემიძლია უფალს მივცე ნება, რომ წარმართოს ჩემი ცხოვრება ისე, როგორც მექოთნე ძერწავს თიხას.

  • ამ მუხლების შესასწავლად შეგიძლიათ განიხილოთ ან აჩვენოთ, როგორ კეთდება ჭურჭელი (იხილეთ სურათი ამ მონახაზის ბოლოს). რა გზავნილი აქვს უფალს ჩვენთვის იერემია 18:1–6-ში? რას ნიშნავს იყო თიხა უფლის ხელში? (იხილეთ აგრეთვე ესაია 64:8). სხვა ისტორიისთვის, რომელიც გვადარებს მექოთნის თიხას, იხილეთ უხუცეს რიჩარდ ჯ. მეინსის გზავნილი „The Joy of Living a Christ-Centered Life“ (Liahona, ნოემბერი, 2015, 27–30).

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

ხელები ძერწავენ ჭურჭელს ბორბალზე

„აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო“, (იერემია 18:6).

დაწყებითი საზოგადოების გვერდი: მე შემიძლია დავეხმარო ზეციერი მამის შვილებს მასთან დაბრუნებაში