„12–18 ოქტომბერი. ’მოვა მხსნელი სიონისათვის’: ესაია 58–66“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„12–18 ოქტომბერი. ’მოვა მხსნელი სიონისათვის’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Jesus in the Synagogue at Nazareth [იესო ნაზარეთის სინაგოგაში, გრეგ ოლსენის მიერ
12–18 ოქტომბერი: „მოვა მხსნელი სიონსათვის“
ესაია 58–66
მსახურების დასაწყისში იესო ქრისტე ეწვია სინაგოგას ნაზარეთში, სადაც ის აღიზარდა. ის იქ იდგა, რათა წაეკითხა წმინდა წერილები, გახსნა ესაიას წიგნი და წაიკითხა ის, რასაც ახლა ვიცნობთ, როგორც ესაია 61:1–2-ს. შემდეგ მან გამოაცხადა: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“. ეს იყო მხსნელის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი განცხადება იმის შესახებ, რომ სწორედ ის იყო „ცხებული“ „გულშემუსვრილთა განსაკურნებლად“ და „ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად (იხილეთ ლუკა 4:16–21). ეს წერილი მართლაც აღსრულდა იმ დღეს. და, როგორც ესაიას მრავალი სხვა წინასწარმეტყველება, ის ასევე სრულდება ჩვენს დღეებში. მხსნელი აგრძელებს მასთან მოსულ გულშემუსვრილთა განკურნებას. ჯერ კიდევ ბევრია ტყვე, ვისაც ხსნა სჭირდება. წინ არის დიდებული მომავალი, რათა მოვემზადოთ მისთვის — დრო, როდესაც უფალი „[შექმნის] ახალ ცას და ახალ მიწას“ (ესაია 65:17) და „ამოზრდის სამართალს სამართალს და ქება-დიდებას ყოველი ხალხის წინაშე“ (ესაია 61:11). ესაიას კითხვა თვალებს აგვიხელს იმაზე, თუ რა გააკეთა უფალმა უკვე, რას აკეთებს და რას გააკეთებს კიდევ თავისი ხალხისთვის.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ესაია 58:3–12
მარხვა აძლიერებს სულიერ ძალას და აკურთხებს გაჭირვებულ ადამიანებს.
რატომ უნდა დარჩეს ვინმე ნებაყოფლობით საკვების გარეშე, როცა საკვები ხელმისაწვდომია? ესაია 58:3–12-ის შესწავლისას შეიძლება დაფიქრდეთ მარხვის მიზეზებზე, ისევე როგორც უფლის მიზეზებზე ამ კანონის მიცემისთვის. აი, კიდევ რამდენიმე კითხვა დასაფიქრებლად:
-
რატომ შეიძლება მარხვა, ზოგჯერ ტვირთად უფრო აღიქმებოდეს, ვიდრე კურთხევად? (იხილეთ ესაია 58:3–5). როგორ ცვლის ამ თავის უფლის სწავლებები თქვენს აღქმას?
-
რას შეიძლება ნიშნავდეს „გახსენი საბელნი ბოროტეულთა“ და „ყველა უღელი გაწყვიტეთ“? (ესაია 58:6). როგორ შეიძლება, მარხვამ დალოცოს სხვები? (იხილეთ მუხლი 7).
-
როგორ მოგიტანათ მარხვამ ესაია 58:8–12-ში აღწერილი კურთხევები?
თავის გზავნილში „Is Not This the Fast That I Have Chosen?“ (Liahona, მაისი, 2015, 22–25), პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა ისაუბრა რამდენიმე მაგალითზე, თუ როგორ იკურთხნენ ადამიანები მარხვით და მარხვის შესაწირავებით. როგორ გახდით მსგავსი კურთხევების თვითმხილველი თქვენს ცხოვრებაში?
იხილეთ აგრეთვე „Bless Our Fast, We Pray“, Hymns, no. 138; Topics and Questions, „Fasting and Fast Offerings“, სახარების ბიბლიოთეკა.
გაიცანით ადამიანები, რომლებსაც ასწავლით. „ქრისტესმაგვარი მასწავლებლობა მოიცავს იმ ადამიანების გაცნობას, რომლებსაც ასწავლით და ცდილობთ გაიგონ, რა არის მათ გულებში. … თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ სწავლობენ ისინი საუკეთესოდ. შეგიძლიათ დასვათ კითხვები, ყურადღებით მოუსმინოთ და დააკვირდეთ. უპირველეს ყოვლისა, შეგიძლიათ ილოცოთ იმ გაგებისთვის, რაც მხოლოდ სულს შეუძლია. რაც უფრო უკეთ იცნობთ ადამიანს, მით უკეთ შეძლებთ დაეხმაროთ მას იესო ქრისტეს სახარებაში პირადი მნიშვნელობისა და ძალის პოვნაში. როგორც კი გაიგებთ ადამიანის წყურვილს, სულიწმინდას შეუძლია გასწავლოთ, როგორ ჩააქროთ ის მხსნელის ცოცხალი წყლით“ (Teaching in the Savior’s Way, 13).
ესაია 58:13–14
კვირადღეს უფლის პატივისცემას სიხარული მოაქვს.
არის თუ არა კვირადღე თქვენთვის „შვება“? ესაია 58:13–14-ის შესწავლისას დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მეტი სიამოვნება მიიღოთ უფლის დღეს. მაგალითად, რას შეიძლება ნიშნავდეს, რომ „[დააკავო შენი ფეხი] შენი სურვილისაგან, [მის] წმინდა დღეს“? რა განსხვავებაა „უფალში [გახარებასა]“ და „[შენი საკუთარი საქმის გაკეთების“ შორის?
იხილეთ აგრეთვე რასელ მ. ნელსონი, „შაბათი შვებაა“, ლიახონა, აპრილი, 2015.
ესაია 59:9–21; 61:1–3; 63:7–9
იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი.
ესაია 58–66-ში არის მრავალი მინიშნება იესო ქრისტეს გამომსყიდველი მისიის შესახებ. მოძებნეთ ისინი სწავლის დროს. კერძოდ, გაითვალისწინეთ წოდებები და სიტყვები, რომლებიც გამოიყენება მხსნელის აღსაწერად. მაგალითად:
-
რა ახდენს შთაბეჭდილებას ესაია 59:16–21-ში აღწერილი „დამცველის“ შესახებ? როგორ გადალახავს მხსნელი მუხლები 9–15-ში აღწერილ პირობებს?
-
როდესაც იესო ქრისტემ ნაზარეთელ ხალხს გამოუცხადა, რომ ის იყო მესია, მან მოიხმო ციტატა ესაია 61:1–3-დან (იხილეთ ლუკა 4:16–21; აგრეთვე იხილეთ ვიდეო „Jesus Declares He Is the Messiah“, სახარების ბიბლიოთეკა). როგორ დაგლოცათ თქვენ და სხვები იესო ქრისტემ ამ მუხლებში აღწერილი გზებით? როგორ უბოძა მან სილამაზე ფერფლის სანაცვლოდ?
3:24Jesus Declares He Is the Messiah
-
რომელი „[წყალობები უფლისა]“ შეგიძლიათ „[გაიხსენოთ]“? (იხილეთ ესაია 63:7–9).
-
რა სხვა ცნობებს ხედავთ მხსნელის შესახებ ესაია 58–66-ში?
იხილეთ აგრეთვე მოსია 3:7; მოძღვრება და აღთქმები 133:46–53.
A Gift of Light [სინათლის საჩუქარი], ევა ტიმოთის მიერ
ესაია 60; 62
„უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ“.
ესაია 60 და 62 საუბრობენ სინათლესა და სიბნელეზე, თვალებსა და დანახვის უნარზე, რათა ასწავლონ, თუ როგორ აკურთხებს იესო ქრისტეს სახარება სამყაროს უკანასკნელ დღეებში. მოძებნეთ ეს ცნებები ესაია 60:1–5, 19–20; 62:1–2-ში. ამ თავების წაკითხვისას დაფიქრდით, როგორ კრებს და გამოჰყავს ღმერთს თავისი შვილები ბნელეთიდან თავის ნათელში. რა როლი გაქვთ ამ საქმეში?
იხილეთ აგრეთვე 1 ნეფი 22:3–12; 3 ნეფი 18:24; მოძღვრება და აღთქმები 14:9; ბონი ჰ. კორდონი, „რათა ხედავდნენ ისინი“, ლიახონა, მაისი, 2020, 78–80.
ესაია 64:1–5; 65:17–25; 66
ქრისტე იბატონებს დედამიწაზე ათასწლეულის განმავლობაში.
ესაიამ ისაუბრა დღეზე, როდესაც „დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი“ (ესაია 65:16). მიუხედავად იმისა, რომ ამ წინასწარმეტყველებას რამდენიმე აღსრულება აქვს, მისი სრული გაგებით, ის დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა, როდესაც იესო ქრისტე უნდა დაბრუნდეს. ესაიამ აღწერა ეს მომავალი დღე ესაია 64:1–5; 65:17–25; 66-ში. დააკვირდით, რამდენად ხშირად იყენებდა ის სიტყვებს, მაგალითად „გახარება“ და „გახარეთ“. რატომ იქნება მხსნელის დაბრუნება თქვენთვის სიხარულის დღე? რისი გაკეთება შეგიძლიათ მისი მოსვლისთვის მოსამზადებლად?
იხილეთ აგრეთვე რწმენის სიმბოლოები 1:10; რასელ მ. ნელსონი, “The Future of the Church: Preparing the World for the Savior’s Second Coming,” Ensign, აპრილი, 2020, 13–17.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ესაია 58:6–11
მარხვა მაკურთხებს მე და სხვა გაჭირვებულებს.
-
შესაძლოა, საუკეთესო გზა, წაახალისოთ თქვენი შვილები მარხვისთვის, როცა ისინი მზად იქნებიან, არის დაეხმაროთ მათ, გაიგონ უფლის მიზნები ამ კანონისთვის. ერთად წაიკითხეთ ესაია 58:6–11, რათა იპოვოთ პასუხი ამ კითხვებზე: რატომ ვმარხულობთ? როგორ ვიმარხულოთ? თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ „Fast, Fasting“, Guide to the Scriptures.
-
თუ თქვენ გქონიათ მარხვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, გაუზიარეთ ის თქვენს შვილებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ მათ, როგორ აუხსნიდნენ მეგობარს, რატომ მოგვცა უფალმა ეს კანონი.
ესაია 58:13–14
შაბათი შეიძლება იყოს ჩემი შვება.
-
ესაია 58:13–14-ის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ კალენდარზე მიუთითოთ კვირის დღეები და მოიწვიოთ თქვენი შვილები, რათა თქვენთან ერთად ჩამოთვალონ დღეები. როდესაც კვირამდე მიხვალთ, სთხოვეთ მათ, დაარქვან ამ დღეს „შვება“. უთხარით, რატომ არის კვირა თქვენთვის სასიამოვნო.
-
გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ შეგიძლიათ „ისიამოვნოთ უფლის მიერ“ კვირას. შესაძლოა, ბავშვებმა დახატონ თავიანთი იდეები და მოათავსონ ისინი „კვირის შვების ყუთში“. შემდეგ, როდესაც მათ დასჭირდებათ იდეები, თუ რა შეიძლება გააკეთონ კვირას, მათ შეუძლიათ ყუთიდან ამოიღონ იდეა.
Our Light [ჩვენი ნათელი], დენ უილსონის მიერ
ესაია 60:1–3
მხსნელი ჩემთვის ნათელია.
-
თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშვებს, დახუჭონ თვალები, როცა კითხულობთ ესაია 60:1–3-ს. სთხოვეთ მათ, გაახილონ თვალები, როდესაც გაიგონებენ სიტყვას „ნათელი“ და ისევ დახუჭონ, როცა გაიგონებენ სიტყვას „ბნელი“. აუხსენით, რომ იესო ქრისტე და მისი სახარება ჰგავს ნათელს, რომელიც გვეხმარება, დავინახოთ ჩვენი გზა ზეციერი მამისკენ.
ესაია 65:17–25
როდესაც იესო კვლავ მოვა, ის მოიტანს მშვიდობასა და სიხარულს.
-
ესაია 65:17–25 აღწერს, როგორი იქნება დედამიწა, როცა მხსნელი კვლავ მოვა. როცა ბავშვებთან ერთად კითხულობთ ამ მუხლებს, დაეხმარეთ მათ დაადგინონ, რით იქნება ცხოვრება განსხვავებული ესაიას მიერ აღწერილ „ახალ დედამიწაზე“. რატომ იქნება ეს დრო, როცა შეგვიძლია „[გავიხაროთ] და [ვილხინოთ] უკუნისამდე“? (მუხლი 18).
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა მეორედ მოსვლაზე, როგორიცაა „When the Savior Comes Again“ (სახარების ბიბლიოთეკა). გაუზიარეთ ერთმანეთს, რას ელით მოუთმენლად მხსნელის დაბრუნებისას. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დღისთვის მოსამზადებლად?
დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.