„5–11 ოქტომბერი. ’ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა’: ესაია 50–57“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„5–11 ოქტომბერი. ’იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
The Mocking of Christ [ქრისტეს დაცინვა], კარლ ჰაინრიხ ბლოხის მიერ
5–11 ოქტომბერი: „ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა“
ესაია 50–57
მთელი თავისი მსახურების განმავლობაში ესაია საუბრობდა ძლევამოსილ მხსნელზე. ეს წინასწარმეტყველებანი განსაკუთრებით ძვირფასი უნდა ყოფილიყო ისრაელიელებისთვის საუკუნეების შემდეგ, როდესაც ისინი ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ვინც ბაბილონის კედლების დანგრევას შეძლებდა, მართლაც ძლიერი დამპყრობელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ არის ისეთი მესია, როგორიც ესაიამ აღწერა თავებში 52–53: „შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას. … ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული“ (ესაია 53:3–4).
ასეთი მოულოდნელი მხსნელის გამოგზავნით ღმერთმა გვასწავლა ჭეშმარიტი ხსნა. ჩაგვრისა და ტანჯვისგან გადასარჩენად ღმერთმა გამოგზავნა ის, ვინც თავად „შევიწროვებული იყო და წამებული“. სადაც ზოგი ლომს მოელოდა, მან კრავი გაგზავნა (იხილეთ ესაია 53:7). რა თქმა უნდა, ღვთის გზები არ არის ჩვენი გზები (იხილეთ ესაია 55:8–9). იესო ქრისტე გვათავისუფლებს არა მხოლოდ ციხის გახსნით, არამედ ამ ციხეში ჩვენი ადგილის დაკავებით. ის გვათავისუფლებს ჩვენი მწუხარებისა და სევდის ჯაჭვებისგან, რადგან თავად ატარებს მათ (იხილეთ ესაია 53:4–5, 12). ის შორიდან არ გვიხსნის. ის ჩვენთან ერთად იტანჯება, „საუკუნო წყალობით“ , რომლებიც „არ დაიძვრება შენგან“ (ესაია 54:8, 10).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ესაია 50–52
მომავალი ნათელია უფლის ხალხისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიელებმა მრავალი წელი გაატარეს ტყვეობაში — და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყვეობა მათი ცუდი არჩევანის შედეგი იყო — უფალს სურდა, რომ მათ მომავლისთვის იმედით შეეხედათ. ესაიას გზავნილიდან რა გაიმედებთ? ასეთი სქემა დაგეხმარებათ შესწავლაში:
|
რას ვიგებ ღვთის შესახებ (იხილეთ, მაგალითად, ესაია 50:2, 5–9; 51:3–8, 15–16; 52:3, 9–10) | |
|
იმედის გზავნილები (იხილეთ, მაგალითად, ესაია 50:9; 51:3–5, 11–12, 22–23; 52:9–10) | |
|
რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ იმედი რეალობად ვაქციო (იხილეთ, მაგალითად, ესაია 50:10; 51:1–2, 6–9; 52:1–3, 9–11) |
იხილეთ აგრეთვე მოსია 12:20–24; 15:13–18; 3 ნეფი 20:29–46; მოძღვრება და აღთქმები 113:7–10; რასელ მ. ნელსონი, „Embrace the Future with Faith“, Liahona, ნოემბერი, 2020, 73–76.
Because of Love [სიყვარულის გამო], ანჯელა ჯონსონის მიერ
დაეხმარეთ მოსწავლეებს იესო ქრისტესთან მისვლაში. „არაფერი, რასაც თქვენ გააკეთებთ როგორც მასწავლებელი, ისე არ აკურთხებს მოსწავლეებს, როგორც დახმარება იმაში, რომ შეიცნონ მამაზეციერი, იესო ქრისტე და იგრძნონ მათი სიყვარული“ (Teaching in the Savior’s Way, 8). როდესაც ემზადებით, ესაია 50–57 სხვებს ასწავლოთ, დაფიქრდით, როგორ დაეხმარებით მათ, დაინახონ კავშირი ისრაელიელების სირთულეებს, ქრისტეს შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებებს, საკუთარ სირთულეებსა და საკუთარ ბრძოლებში ღვთიური შეწევნის მიღებას შორის.
ესაია 53
იესო ქრისტემ იტვირთა ჩემი ცოდვები და მწუხარება.
არცთუ ისე ბევრია წმინდა წერილის თავები, რომლებიც უფრო ლამაზად აღწერენ იესო ქრისტეს გამომსყიდველ მისიას, ვიდრე ესაია 53. განიხილეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ და გამოიყენოთ ეს მძლავრი სწავლება:
-
დაფიქრდით ან განიხილეთ, როგორ ასახავენ ხშირად ისტორიებსა და ფილმებში გმირებს, რომლებიც ადამიანებს გადაარჩენენ ხოლმე. შეადარეთ ეს გამოსახულებები მხსნელის აღწერილობებს ესაია 53-ში.
-
ყოველი მუხლის წაკითხვის შემდეგ, შეყოვნდით და დაფიქრდით იმაზე, თუ რა განიცადა მხსნელმა —„სნეულებანი“, „მწუხარება“ და „შეცოდებები“, რომლებიც მან იტვირთა — ყველა ადამიანისთვის და კონკრეტულად თქვენთვის. კითხვისას შეგიძლიათ შეცვალოთ სიტყვები „ჩვენ“ და „ჩვენი“ სიტყვებით „მე“ და „ჩემი“. რა გრძნობებს ან აზრებს იწვევს თქვენში ეს მუხლები?
-
შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს „My Kingdom Is Not of This World“ (სახარების ბიბლიოთეკა) და დაფიქრდით, როგორ აღსრულდა ესაია 53-ის წინასწარმეტყველებები. რა სახის სევდა და მწუხარება იტვირთა მხსნელმა თქვენს ნაცვლად?
5:25My Kingdom Is Not of This World
-
იპოვეთ იესო ქრისტეს გამოსყიდვასთან დაკავშირებული მოვლენების სურათები (იხილეთ Gospel Art Book, nos. 56–60). შემდეგ შეგიძლიათ ესაია 53-ში იპოვოთ ფრაზები, რომლებიც აღწერს სურათებში ასახულ მოვლენებს. რის გაკეთებას შთაგაგონებთ ეს სწავლებები?
იხ. აგრეთვე “Behold the Great Redeemer Die,” Hymns, no. 191.
ესაია 54; 57:15–19
იესო ქრისტეს სურს, რომ მასთან დავბრუნდე.
ჩვენ ყველას გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენი ცოდვების ან სისუსტეების გამო უფლისგან შორს ვგრძნობთ თავს. ზოგიერთმა იმედიც კი დაკარგა, რომ მხსნელი ოდესმე აპატიებს მათ. ასეთ დროს ესაია 54 და 57 შესანიშნავი თავებია, რომ წაიკითხოთ დამშვიდებისა და გამხნევებისთვის. განსაკუთრებით ესაია 54:4–10; 57:15–19-ში, რომელი სიტყვები გასწავლით, რა დამოკიდებულება აქვს მხსნელს თქვენთან? როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება, როდესაც იცით ეს ყველაფერი მის შესახებ?
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფი ასწავლიდა:
არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა დონეზე განადგურებული გვეჩვენება ჩვენი ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, როგორი მძიმეა ჩვენი ცოდვები, როგორი ღრმაა ჩვენი მწუხარება, რაოდენ ეულნი, მიტოვებულნი ან გულგატეხილნი შეიძლება ვიყოთ. მათთვისაც კი, ვინც უიმედოდ, სასოწარკვეთილნი, იმედგაცრუებულნი არიან, დათმეს პატიოსნება ან ზურგი შეაქციეს ღმერთს, არსებობს აღშენების საშუალება. …
„სახარების სასიხარულო ამბავი ესაა: ბედნიერების მარადიული გეგმის გამო, რომელიც იესო ქრისტეს უსაზღვრო მსხვერპლის მეშვეობით უზრუნველყო ჩვენმა მოსიყვარულე მამაზეციერმა, ჩვენ გამოსყიდულნი ვიქნებით არა მხოლოდ ჩვენი დაცემული მდგომარეობიდან და აღვდგებით სიწმინდეში, არამედ მიწიერ წარმოდგენასაც გავცდებით და გავხდებით მარადიული ცხოვრების მემკვიდრენი და ღვთის აღუწერელი დიდების მონაწილენი. („იგი მხრებზე შეგისვამთ და მიგიყვანთ სახლში”, ლიახონა, მაისი, 2016, 102).
ასევე იხილეთ პატრიკ კერონი, „ღმერთის განზრახვა არის თქვენი შინ მოყვანა“, ლიახონა, მაისი, 2024, 87–89.
ესაია 55–56
უფალი ყველას მოუწოდებს „[ჩემი აღთქმა შეინახონ]“.
თაობების განმავლობაში ისრაელი ღვთის აღთქმის ხალხად იყო აღიარებული. თუმცა, ღვთის გეგმა ყოველთვის მოიცავდა ერთზე მეტ ერს, რადგან ყველა „[მწყურვალი]“ მოწვეულია „[მოვიდეს … წყლებთან]“ (ესაია 55:1). გაითვალისწინეთ ეს, როცა კითხულობთ ესაია 55-სა და 56-ს და დაფიქრდით, რას ნიშნავს იყოთ ღვთის ხალხი. რა არის ღმერთის გზავნილი მათთვის, ვინც „ [გამიჯნულად]“ გრძნობს მისგან თავს? (ესაია 56:3). მონიშნეთ ის მუხლები, რომლებიც აღწერს მათ დამოკიდებულებას და ქმედებებს, ვინც „ჩემს აღთქმას ინახავენ“ (იხილეთ ესაია 56:4–7).
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ესაია 51–52
უფალი მიწვევს, „[შევიმოსო ჩემი] ძალა“.
-
შეიძლება, თქვენი შვილებისთვის სახალისო იყოს ისეთი ფრაზების აღმოჩენა, როგორებიცაა „გაიღვიძე“, „აღდექ“ და „შეიმოსე ძალა“ ესაიას 51:9, 17; 52:1–2, 9 და შემდეგ გაითამაშეთ ეს ფრაზები. შეგიძლიათ ამის შემდეგ ისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს გაღვიძება, ადგომა და სულიერად გაძლიერება. რის გაკეთებას ითხოვს უფალი ჩვენგან ამ მუხლებში?
-
თქვენს შვილებს ასევე შეუძლიათ წაიკითხონ ესაია 51:1, 4, 7 და დაადგინონ, ვის ესაუბრება უფალი და რა სურს, რომ მათ გააკეთონ. რას ნიშნავს უფლის „მოსმენა“? როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ უფალს, რომ „ვუსმენთ“ მას?
ესაია 53:3–9
იესო ქრისტემ იტვირთა ჩემი ცოდვები და მწუხარება.
-
თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ, ნახოთ რამდენიმე სურათი, რომლებიც ასახავს იესო ქრისტეს ტანჯვასა და სიკვდილს (იხილეთ, მაგალითად, Gospel Art Book, nos. 56, 57, 58). შემდეგ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ ესაიას 53:3–6, 9 და მოძებნოთ სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა ხდება სურათებში. დაეხმარეთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, რომ ესაია ამ ჭეშმარიტებებზე, მათ განხორციელებამდე ასობით წლით ადრე საუბრობდა. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა იცოდნენ ეს ყველაფერი ამდენი წლით ადრე? (იხილეთ ალმა 39:15–19).
-
ესაია 53:4-დან ფრაზის „ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა“ წაკითხვისას ბავშვებს შეუძლიათ სცადონ მძიმე საგნის აწევა (ან თავის მოჩვენება, თითქოს სწევენ). ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს „სნეულება“ და „მწუხარება“ ან სევდა მძიმე და ძნელი გადასატანი. რატომ იტვირთა იესომ ჩვენი „სნეულებანი“, „მწუხარება“, „უსჯულოება“ ან ცოდვები? (იხილეთ აგრეთვე ალმა 7:11–12).
ესაია 55:6
მე შემიძლია ვეძიო უფალი და მოვუხმო მას.
-
რათა ასწავლოთ თქვენს შვილებს ესაია 55:6-ის შესახებ, დამალეთ იესოს სურათი სადმე ოთახში. სთხოვეთ ბავშვებს, იპოვონ სურათი და დაასახელონ გზათაგან ერთი, რომლითაც შეუძლიათ „ეძი[ონ] უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა“. შეიძლება სიმღერამ, მაგალითად, „Seek the Lord Early“ (Children’s Songbook, 108) მიაწოდოს მათ იდეები. შემდეგ შეგიძლიათ ერთ-ერთ ბავშვს მისცეთ საშუალება, დამალოს სურათი და გაიმეოროს აქტივობა.
ესაია 55:8–9
უფლის გზები ჩემს გზებზე მაღალია.
-
ესაია 55:9-ის წაკითხვის შემდეგ შეიძლება სახალისო იყოს თქვენი შვილებისთვის სკამზე შედგომა და საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ყველაფერი, როცა „მაღლა ხართ“. ან მათ შეუძლიათ დახატონ, რას ნიშნავს მათთვის ესაია 55:9. ამის შემდეგ შეგიძლიათ უფლის ზოგიერთი გზა განიხილოთ, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი გზები. მაგალითად, როგორია მისი დამოკიდებულება ცოდვილებისადმი? (იხილეთ მარკოზი 2:15–17). როგორ მიუძღვის ის სხვებს? (იხილეთ მათე 20:25–28). გაუზიარეთ თქვენს შვილებს, თუ როგორ ისწავლეთ უფლის უმაღლესი გზებისა და აზრების ნდობა.
დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.