„16–22 ნოემბერი. ’ნებისაებრ შევიყვარებ მათ’: ოსია 1–6; 10–14; იოელი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„16–22 ნოემბერი. ’ნებისაებრ შევიყვარებ მათ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
16–22 ნოემბერი: „ნებისაებრ შევიყვარებ მათ“
ოსია 1–6; 10–14; იოელი
ისრაელის აღთქმა უფალთან იმდენად ღრმა და მნიშვნელოვანი იყო, რომ უფალმა იგი ქორწინებას შეადარა. აღთქმა, ისევე როგორც ქორწინება, მოიცავდა მარადიულ ვალდებულებას, საერთო გამოცდილებას, ცხოვრების ერთად შენებას, ექსკლუზიურ ერთგულებასა და ყველაზე მეტად, გულწრფელ სიყვარულს. სამწუხაროდ, ისრაელიელები არ დარჩნენ თავიანთი აღთქმის ერთგული. და მიუხედავად ამისა, უფლის გზავნილი მათთვის არ იყო: „მე სამუდამოდ უარგყოფთ“. ამის ნაცვლად მან თქვა „მე ისევ მოგიწვევთ“ (იხილეთ ოსია 2:16–17). „დაგწინდავ სიმართლით და სამართლით“ – განაცხადა მან წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით (ოსია 2:21). „განვკურნავ მათ განდგომას და ნებისაებრ შევიყვარებ მათ“ (ოსია 14:5). ეს არის იგივე გზავნილი, რომელსაც ის გვაძლევს დღეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ვიცხოვროთ ჩვენი აღთქმებით, სიყვარულითა და ერთგულებით.
იოელმაც ისაუბრა მსგავს გზავნილზე: „დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი“ (იოელი 2:13). ამ წინასწარმეტყველთა სიტყვების წაკითხვამ შეიძლება გიბიძგოთ, დაფიქრდეთ უფალთან საკუთარ ურთიერთობაზე – დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შთაგაგონებთ მისი ერთგულება თქვენდამი, იყოთ მისი ერთგული.
ამ წიგნიბის მიმოხილვა ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ბიბლიოთკის ლექსიკონში: “Hosea, or Hoshea” and “Joel” in the Bible Dictionary.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ოსია 1–3; 14
უფალი ყოველთვის მიწვევს, რომ მასთან დავბრუნდე.
ოსიას ცოლი, გომერი, არ იყო მისი ერთგული და ღმერთმა მიუთითა ამ სამწუხარო მოვლენაზე, რათა ესწავლებინა ისრაელიელებისთვის, რას გრძნობდა ის მათთან და მათთან დადებულ აღთქმებთან დაკავშირებით. როდესაც კითხულობთ ოსია 1–3-ს, დაფიქრდით, როგორ უყურებს უფალი ურთიერთობას თავის აღთქმის ხალხთან. როგორ ჰგავს უფალთან აღთქმების დადება ქორწინების ურთიერთობაში შესვლას? რამდენად ჰგავს ამ აღთქმის შეუსრულებლობა მეუღლის ღალატს? (იხილეთ ოსია 2:7–9, 15). რას გასწავლით ოსია 2:16–25 უფლის სიყვარულისა და წყალობის შესახებ? როგორ აჩვენებთ მას თქვენს სიყვარულსა და ერთგულებას?
ოსია 14-ში მოძებნეთ მრავალი ლამაზი დაპირება, რომელსაც უფალი აძლევს მათ, ვინც მასთან ბრუნდება. რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა „ნებისაებრ შევიყვარებ მათ“? (მუხლი 5). რას გასწავლით მუხლები 6–9 -ში გადმოცემული მცენარეული მეტაფორები უფლის კურთხევების, მათ შორის, მონანიების კურთხევების შესახებ? როგორც შესწავლის ნაწილი, იმღერეთ ან მოუსმინეთ საგალობელს მხსნელის წყალობის შესახებ, მაგ. such as “Come unto Jesus” (Hymns, no. 117).
გომერს, რომელიც წარმოადგენს ისრაელის სახლსა და მის დარღვეულ აღთქმებს, უფალმა გამოსყიდვა შესთავაზა. ილუსტრაცია დები მინარდის მიერ, ლიცენზირებულია: goodsalt.com
ოსია 6:4–7; იოელი 2:12–13
ღმერთისადმი ერთგულება არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც უნდა იყოს გამოხატული.
ოსიას ეპოქაში ხალხი მსხვერპლს სწირავდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან მცნებებს არღვევდა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, რომ უფალს „წყალობა [სურდა] და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა სრულადდასაწველი.“? (ოსია 6:6). როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს სიმართლისთვის, იყოს დილის ნისლივით ან ცვარივით? (იხილეთ ოსია 6:4). როგორი უნდა იყოს ჩვენი სიმართლე? (იხილეთ ესაია 48:18; 1 ნეფი 2:9–10).
თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ მათე 9:10–13; 12:1–8, რათა ნახოთ, როგორ გამოიყენა მხსნელმა ოსია 6:6 თავისი მსახურების დროს. როგორ გეხმარებათ ეს მონაკვეთები ოსიას სიტყვების გაგებაში?
იოელი 2:12–13-ის კითხვისას შეიძლება დაგვეხმაროს იმის ცოდნა, რომ ტანსაცმლის დაგლეჯა ან გახევა გლოვის ან სინანულის გარეგნული ნიშანი იყო. რით განსხვავდება ჩვენი გულის დაგლეჯა ჩვენი ტანსაცმლის დაგლეჯისგან?
იოელი 2.3
„მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე“.
რა მსგავსებებს ხედავთ იოელის მიერ ნაწინასწარმეტყველებ დროსა და ჩვენს დროს შორის? (განსაკუთრებით იხილეთ იოელი 2:1–2, 11, 18–27). რით ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას მუხლები 18–32-ში უფლის მიერ დაპირებული კურთხევები? რატომ შეიძლება იყოს ეს კურთხევები განსაკუთრებით ღირებული დღეს?
შეიძლება საინტერესო იყოს წაკითხვა, რა თქვა მორონიმ იოელი 3 -ის შესახებ, როდესაც ის 1823 წელს ეწვია ჯოზეფ სმითს (იხილეთ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:41). თქვენი აზრით, როგორ სრულდება იოელი 3:1-5 -ში მოცემული წინასწარმეტყველებები ჩვენს დროში? (იხილეთ აგრეთვე საქმეები 2:1–21). როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, რომ უფალი „[მოაფენს თავის] სულს ყოველ ხორციელზე“? (იოელი 3:1).
თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ამ სიტყვებზე: „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის გაძღოლის, მითითების, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე.“ („გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2018, 96). რატომ არის გამოცხადება არსებითი თქვენი სულიერი გადარჩენისთვის?
რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ გრძნობთ, რომ არ იღებთ ამ მოფენას? აქ არის რამდენიმე მაგალითი, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ. რა გააკეთა ხალხმა ამ წმინდა წერილებში, რათა უფლის სული მიეღოთ?
როდესაც კითხულობთ უხუცეს დევიდ ა. ბედნარის ამ სიტყვებს, დაფიქრდით, რას ნიშნავს თქვენთვის სულიწმინდის მოფენის შეგრძნება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში:
„ხშირად ჩვენ თვითონ ვუძნელებთ საკუთარ თავს პირადი გამოცხადების მიღებას. ამით ვგულისხმობ იმას, რომ აღთქმის დაპირების თანახმად, როდესაც ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს აღთქმებს, მაშინ შეგვიძლია, სულიწმინდა ჩვენს მუდმივ თანამგზავრად ვიგულოთ. მაგრამ ჩვენ მასზე ისე ვსაუბრობთ და ვეპყრობით, თითქოს უფლის ხმის მოსმენა სულიწმინდის საშუალებით იშვიათი მოვლენაა. … [სულიწმინდა] ყოველთვის ჩვენთან უნდა იყოს. არა ყოველ ნანოწამში, მაგრამ თუ ადამიანი აკეთებს მაქსიმუმს რაც შეუძლია — არ არის აუცილებელი, იყო სრულყოფილი — მაგრამ თუ მე და შენ ყველაფერს ვაკეთებთ და არ ჩავდივართ სერიოზულ დანაშაულს, მაშინ შეგვიძლია, იმედი გვქონდეს, რომ სულიწმინდა გვიხელმძღვანელებს. …
„… ჩვენ, როგორც ჩანს, გვჯერა, რომ სულიწმინდა არის დრამატული, დიდი და მოულოდნელი, როცა ის წყნარი და [პატარაა] და დროთა განმავლობაში თანდათან იზრდება“ („Elder David A. Bednar Discussion“ [საღამო მთავარ ხელმძღვანელთან, 7 თებერვალი, 2020], broadcasts.ChurchofJesusChrist.org).
იხილეთ აგრეთვე გარი ე. სტივენსონი, „სულიწმინდის კარნახი“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023.
Enemy Territory
შექმენით სულიერი გარემო. „თქვენი დაკვირვებით რა უწყობს ხელს სახარების სწავლისათვის სულიერი გარემოს შექმნას? რა გვაშორებს მას? … იფიქრეთ იმ გარემოზე, სადაც ყველაზე ხშირად ასწავლით [ან სწავლობთ]. რას გრძნობთ, როცა იქ ხართ? როგორ შეგიძლიათ, უფრო შედეგიანად მოიწვიოთ სულიწმინდა, რომ იყოს იქ?” (Teaching in the Savior’s Way, 7).
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ოსია 2:21-22
მე შემიძლია, ერთგულად დავიცვა ჩემი აღთქმები.
-
ოსიას წიგნში უფალმა თავისი აღთქმები თავის ხალხთან ქორწინებას შეადარა. ამ შედარებიდან რომ ისწავლოთ, თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ უყუროთ ნეფისა და პატარძლის სურათს და ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ზეციერ მამას ცოლ-ქმარი ერთმანეთს ექცეოდეს. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იპოვონ სიტყვები ოსია 2:21–22 -ში, რომლებიც აღწერს, თუ რას გრძნობს უფალი ჩვენ მიმართ. როგორ ვაჩვენოთ უფალს, რომ გვიყვარს იგი და რომ მისი ერთგული ვიქნებით?
ოსია 10:12
„დროა უფლის ძიებისა“.
-
ოსია 10:12 ეხება თესვას, მკას, დროსა და წვიმას, რათა მოგვიწვიოს უფლის საძიებლად. როდესაც კითხულობთ ამ მუხლს, რა შემოქმედებითი აზრები გიჩნდებათ, რამაც შეიძლება ბავშვები უფლის ძიებისთვის განაწყოს? მაგალითად, იქნებ, ბავშვებმა დახატონ საათი და ჩამოწერონ გზები, რომელთა საშუალებითაც, შეეძლებათ უფლის ძიება დღის სხვადასხვა დროს. სახარების ბიბლიოტეკაშ ინგლისურ ენაზეა სიმღერა “Anytime, Anywhere” (Gospel Library) რომელიც დაგეხმარებათ ასწავლოთ, რომ უფლის საძიებლად ყოველთვის შესაფერისი დროა.
-
ან მათ შეუძლიათ, მიმართონ მარტივ მოქმედებებს, რომლებიც შეესაბამება მუხლს, მაგალითად, თითქოს თესავენ, ბოსტნეულს კრეფენ ან წვიმაში დგანან. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, თესლის დათესვა და კარგი მოსავლის აღება სამართლიანად ცხოვრებასა და უფლის კურთხევის მიღებას შეადარონ. შემდეგ შეგიძლიათ უთხრათ ერთმანეთს იმ კურთხევების შესახებ, რომლებიც უფალმა გადმოღვარა თქვენზე, როცა ცდილობდით მის ძიებას.
ოსია 13:4, 14
იესო ქრისტე არის ჩემი მხსნელი და გამომსყიდველი.
-
ოსია 13:4-ში ჭეშმარიტების ხაზგასასმელად, რომ იესო ქრისტეს გარდა მხსნელი არ არსებობს, შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს შვილებს რამდენიმე ადამიანის, მათ შორის იესოს, სურათები. მათ შეიძლება რიგრიგობით მიუთითონ იმ ადამიანზე, რომელსაც აქვს ძალა, გვიხსნას ცოდვისა და სიკვდილისგან. ისაუბრეთ თქვენს მოწმობაზე იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ.
-
ბავშვებს შეუძლიათ მოიძიონ სიტყვები ოსია 13:4, 14-ში, რომლებიც აღწერენ იესო ქრისტეს. რას გვასწავლის ეს სიტყვები მის შესახებ? დაეხმარეთ ბავშვებს, გამოიყენონ წმინდა წერილის გზამკვლევი Guide to the Scriptures რათა იპოვონ სხვა წმინდა წერილი, რომელიც ასწავლის, რომ იესო არის ჩვენი მხსნელი და გამომსიდველი. გაუზიარეთ ერთმანეთს, რას გრძნობთ იესო ქრისტეს მიმართ.
იოელი 3:1-2
სულიწმიდას შეუძლია ჩემი ხელმძღვანელობა.
-
იქნებ დაეხმაროთ თქვენს შვილებს იოელი 3:1-2 -ის გაგებაში იმით, რომ მისცეთ მათ საშუალება, დაასხან სითხე და შემდეგ შეადარონ ის წვეთს ან პატარა ნაკადს. რას შეიძლება ნიშნავდეს სული ჩვენზე „[მოფენილი]“?
-
როდესაც ერთად კითხულობთ იოელი 3:1-2 -ს, შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი შვილები, ჩასვან ერთმანეთის სახელები სიტყვის ნაცვლად „ჭაბუკები“. შემდეგ დაეხმარეთ მათ, მოძებნონ წმინდა წერილები, როგორებიცაა იოანე 14:16; მორონი 10:5; მოძღვრება და აღთქმები 42:17 იმის გასარკვევად, თუ როგორ შეუძლია სულიწმინდას მათი დახმარება.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის „მეგობარი“ მიმდინარე თვის გამოცემა.