Come, Follow Me
2–8 ნოემბერი. „და მოგცემთ თქვენ ახალ სულს“: ეზეკიელი 1–3; 33–34; 36–37; 47


„2–8 ნოემბერი. ’და მოგცემთ თქვენ ახალ სულს’: ეზეკიელი 1–3; 33–34; 36–37; 47“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„2–8 ნოემბერი. ’და მოგცემთ თქვენ ახალ სულს’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

გუშაგი კოშკზე

2–8 ნოემბერი: „და მოგცემთ თქვენ ახალ სულს“

ეზეკიელი 1–3; 33–34; 36–3747

ეზეკიელი იყო წინასწარმეტყველი გადასახლებაში. სხვა ისრაელიელებთან ერთად ის ტყვედ ჩავარდა და ბაბილონში გაგზავნეს. იერუსალიმში რომ ყოფილიყო, ეზეკიელი იქნებოდა მღვდელი, რომელიც ტაძარში იმსახურებდა. ბაბილონში ის იყო „გადასახლებულებთან“ და „სადაც ისინი ისხდნენ, იქ [დაჯდა]“ (ეზეკიელი 3:15), ღვთის საყვარელი სახლიდან ასობით კილომეტრის დაშორებით და დაბრუნების მცირე იმედით. ერთ დღესაც ეზეკიელს ხილვა ჰქონდა. მან იხილა „უფლის დიდება“ (ეზეკიელი 1:28) — არა იერუსალიმის ტაძარში, არამედ იქ ბაბილონში გადასახლებულთა შორის. მან შეიტყო, რომ იერუსალიმში ბოროტება იმდენად გაძლიერებულიყო, რომ იქ ღმერთი აღარ იყო (იხილეთ ეზეკიელი 8–11; 33:21).

და მაინც არის რაღაც იმედისმომცემი ეზეკიელის გზავნილში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაეცა აღთქმული ხალხი, ღმერთმა არ მიატოვა ისინი. მათ რომ „[მოესმინათ] სიტყვა უფლისა“ (ეზეკიელი 37:4), ის, რაც ოდესღაც მკვდარი იყო, შეიძლება გაცოცხლებულიყო. მათი „ქვის გული“ შესაძლოა, „ახალი გულით“ შეიცვლებოდა (ეზეკიელი 36:26). და მომავალში უფალი დააარსებდა ახალ ტაძარს და ახალ იერუსალიმს, „და ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება — უფალია იქ“ (ეზეკიელი 48:35).

ეზეკიელის წიგნის მიმოხილვისთვის იხილეთ „Ezekiel“, Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ეზეკიელი 334

უფალი მიწვევს, მისი ცხვარი ვაძოვო.

ეზეკიელი 3-სა და 34-ში უფალი თავისი ხალხის წინამძღოლებს გუშაგებად და მწყემსებად მოიხსენიებს. ამ თავების წაკითხვისას, გაითვალისწინეთ, რას გვთავაზობენ ეს წოდებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო წინამძღოლი.

ვინ არიან ის „ცხვრები“, რომლებიც უფალს სურს, რომ გამოვკვებო? რას ნახულობთ ეზეკიელი 34 -ში, რაც შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, რომელიც ემზადება მისიაში მსახურებისთვის, შვილების აღსაზრდელად ან მზრუნველობის დავალების შესასრულებლად? როგორ შეგიძლიათ მიჰყვეთ მხსნელის, როგორც ჩვენი მწყემსის, მაგალითს? (იხილეთ მუხლები 11–31).

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაფიქრდეთ სიმბოლიკაზე, რომელსაც ამ თავში ნახავთ. რას შეიძლება წარმოადგენდეს „კარგი საძოვარი“ და „ნოყიერი სამწყემსური“ მუხლი 14-ში? რა განსხვავებაა „დაკარგულ“ ცხვარსა და „გაბნეულს“ შორის? (მუხლი 16). სხვა რა სიმბოლოებს იპოვით?

იხილეთ აგრეთვე იოანე 21:15–17; გერიტ ვ. გონგი, „Ministering“, Liahona, მაისი, 2023, 16–19.

ეზეკიელი 33:10–19

უფალს სურს, გაპატიოთ.

„რაკი … ჩვენი ცოდვანი ჩვენზეა … როგორღა ვიცოცხლებთ?“ – კითხულობდნენ დატყვევებული ისრაელიელები. (ეზეკიელი 33:10). პასუხად უფალმა ასწავლა მათ მონანიება და პატიება. ეს კითხვები შეიძლება დაგეხმაროთ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას ასწავლიდა უფალი:

  • როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს „იმედი [გქონდეს შენი] სიმართლისა“? (იხილეთ ეზეკიელი 33:12–13).

  • რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეზეკიელი 33:12–19-ში აღწერილ ადამიანებს სამართლიანად არ ექცევიან? (იხილეთ აგრეთვე მათე 21:28–31; ლუკა 18:9–14).

  • რას იპოვით ამ მუხლებში, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ნიშნავს მონანიება? რა დამატებით აზრს ნახულობთ ეზეკიელი 36:26–27-სა და ალმა 7:14–16-ში?

ეზეკიელი 37

სემინარიის ხატულა
უფალი აგროვებს თავის ხალხს და აძლევს მათ ახალ სიცოცხლეს.

ისრაელის შეკრება ორი სიმბოლოს მეშვეობითაა ასახული ეზეკიელი 37-ში. როდესაც კითხულობთ პირველი სიმბოლოს შესახებ — მკვდარი ძვლების აღდგენის შესახებ (იხილეთ მუხლები 1–14) — დაფიქრდით, რას გვირჩევს ის ისრაელის ფარდის ორივე მხარეს შეკრების შესახებ (იხილეთ აგრეთვე ეზეკიელი 36:24–30). განიხილეთ ასეთი კითხვები:

  • რის მიღწევას ცდილობს უფალი ისრაელის შეკრების გზით?

  • როგორ ახორციელებს ის ამას?

თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს იგივე კითხვები, როდესაც კითხულობთ მეორე სიმბოლოს შესახებ, მუხლები 15–28-ში. ეს სიმბოლო მოიცავს ორ ჯოხს, რომლებსაც მრავალი მეცნიერი განმარტავს, როგორც ხის საწერ დაფებს, რომლებიც ერთდებიან საკინძით. იუდას ჯოხი შეიძლება წარმოადგენდეს ბიბლიას (რადგან ბიბლიის დიდი ნაწილი დაიწერა იუდას შთამომავლების მიერ), ხოლო იოსების ჯოხი შეიძლება წარმოადგენდეს მორმონის წიგნს (რადგან ლეხის ოჯახი იყო იოსებ ეგვიპტელის შთამომავალი). ამის გათვალისწინებით, რას გასწავლით ეს მუხლები ისრაელის შეკრებაში წმინდა წერილის როლის შესახებ?

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ბიბლია და მორმონის წიგნი ერთად თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით, რათა დაგეხმაროთ ქრისტესთან მიახლებაში. რომელი მონაკვეთი იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

იხილეთ აგრეთვე 2 ნეფი 3:11–13; 29:14; „Israel, Israel, God Is Calling“, Hymns, no. 7; Topics and Questions, „Bible“, „Book of Mormon“, სახარების ბიბლიოთეკა; „The Book of Mormon Gathers Scattered Israel“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

1:31

The Book of Mormon Gathers Scattered Israel

უდაბნოებით გარშემორტყმული მკვდარი ზღვა

ხილვაში ეზეკიელმა დაინახა მდინარე, რომელიც ტაძრიდან მოედინებოდა და რომელმაც მკვდარი ზღვა განკურნა.

ეზეკიელი 47:1–12

სულიერი განკურნება შემიძლია უფლის სახლში.

ეზეკიელი 47:1–12-ის წაკითხვისას შეიძლება დაგვეხმაროს იმის ცოდნა, რომ მკვდარი ზღვა იმდენად მარილიანია, რომ თევზები და მცენარეები მასში ვერ ცხოვრობენ. რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე 1–12 მუხლებში აღწერილი წყლები? (იხილეთ აგრეთვე გამოცხადება 22:1). რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ეს წყლები? რას შეიძლება წარმოადგენდეს მუხლი 12-ში აღწერილი ხეები?

უხუცეს დეილ გ. რენლანდის გზავნილი „Family History and Temple Work: Sealing and Healing“ კიდევ რის გაგებაში გვეხმარება? (იხილეთ Liahona, მაისი, 2018, 47–48). დაფიქრდით, როგორ იპოვეთ სულიერი ცხოვრება და განკურნება ტაძრის წყალობით.

საბავშვო სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ეზეკიელი 3:17; 33:1–5

წინასწარმეტყველები გუშაგებივით არიან, რომლებიც საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ.

  • მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება ისიამოვნონ ღონისძიებებით, რომლებიც ეზეკიელი 3:17-ს შეესაბამება. მაგალითად, მათ შეუძლიათ მიუთითონ თვალებზე, ყურებზე და პირზე, როდესაც კითხულობთ სიტყვებს „გუშაგი“, „სმენა“ და „პირი“. მათ, შეიძლება, ასევე მოეწონოთ ლაშქრობა — გარეთ ან უბრალოდ ოთახში. სიარულისას გააფრთხილეთ ისინი ბილიკის გარშემო არსებული წინაღობების შესახებ, როგორებიცაა მდინარეებზე გადახტომა, ტოტების ქვეშ თავის დახრა ან ცხოველების თავიდან აცილების შესახებ (ნამდვილი ან მოჩვენებითი). ამან, შეიძლება, გამოიწვიოს საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფრთხილებს უფლის წინასწარმეტყველი იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ვერ ვხედავთ.

  • აი, კიდევ ერთი გზა ეზეკიელი 3:17; 33:1–5-ის ილუსტრირებისთვის. ერთ-ერთ ბავშვს შეუძლია, თავი „გუშაგად“ მოაჩვენოს, ფანჯარაში გაიხედოს და ყველას მოუყვეს, თუ რა ხდება გარეთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს „Watchman on the Tower“ (ChurchofJesusChrist.org). როგორ არის ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველი გუშაგის მსგავსი?

    4:17

    Watchman on the Tower

ეზეკიელს ხელში ორი გრაგნილი უჭირავს

The Prophet Ezekiel [წინასწარმეტყველი ეზეკიელი], ლაილ ბედესის მიერ

ეზეკიელი 37:15–23

ბიბლია და მორმონის წიგნი გვეხმარება იესო ქრისტესთან „შეკრებაში“.

  • ეზეკიელი 37:15–23 -ის ერთად წაკითხვის შემდეგ, თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ იპოვოთ ორი ჯოხი და ერთზე დაწეროთ იუდასთვის (ბიბლია) და მეორეზე იოსებისთვის (მორმონის წიგნი). შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ ისტორიებზე ან წმინდა წერილებზე ბიბლიიდან და მორმონის წიგნიდან, რომლებიც დაგეხმარებათ, თავი უფრო ახლოს იგრძნოთ მხსნელთან და გახდეთ „[მისი ერი]“ (მუხლი 23). რატომ არის კარგი წმინდა წერილის ამ ორი წიგნის ქონა?

ნუ ეცდებით ყველაფრის დაფარვას. თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ეზეკიელის ყველა ჭეშმარიტების შესწავლა შვილებთან ერთად. ლოცვით განიხილეთ, რა უნდა გაიგონ და ეძიეთ სულიერი ხელმძღვანელობა, რათა დაადგინოთ, რაზე გაამახვილონ ყურადღება. (იხილეთ Teaching in the Savior’s Way17.)

ეზეკიელი 47:1–12

ჩვენს გულებსა და ოჯახებს შეუძლიათ იპოვონ განკურნება უფლის სახლში.

  • ეზეკიელი 47 აღწერს ეზეკიელის ხილვას ტაძრიდან გადმოდინებული წყლისა და მკვდარი ზღვის განკურნების შესახებ — ზღვა იმდენად მარილიანია, რომ თევზები და მცენარეები მასში ვერ ცოცხლობენ. ბავშვებს შეუძლიათ ხილვიდან ერთი ან ორი საგნის დახატვა, როგორებიცაა: ტაძარი, მდინარე, უდაბნო, მკვდარი ზღვა, უამრავი თევზი ან ნაყოფიერი ხე. შემდეგ, როცა ერთად კითხულობთ მუხლებს 1–12, მათ შეუძლიათ თავიანთი ნახატის ჩვენება, როდესაც ეს ობიექტი მოიხსენიება. რა კურთხევა მოვიდა მდინარიდან ამ ხილვაში? დაეხმარეთ ბავშვებს დაინახონ, როგორ ჰგავს ეს კურთხევები იმ კურთხევებს, რომლებსაც მხსნელი სთავაზობს მათ, ვინც იცავს სატაძრო აღთქმებს. ვიდეო „And the River Will Grow“ (სახარების ბიბლიოთეკა) დაგეხმარებათ.

    3:43

    And the River Will Grow

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა, რომელიც აღწერს სატაძრო კურთხევებს, მაგალითად, „მაღლა მთის მწვერვალზე“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 30). რას გვასწავლის ეს სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ გვაკურთხებს უფალი თავის წმინდა სახლში?

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

იერუსალიმის ტაძრიდან გამომავალი მდინარე

„წყალი, გამომდინარე სახლის ზღურბლის ქვეშიდან. … და ყოველი სულიერი არსება, სადაც მივლენ ეს ხევები, იცოცხლებს“ (ეზეკიელი 47:1, 9). სურათი ლიცენზირებულია: goodsalt.com

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: მორმონის წიგნი და ბიბლია „შეგვკრებენ“ იესო ქრისტესთან