„13–19 ოქტომბერი: „მისი მსხვერპლშეწირვა ჩემთვის უფრო წმინდაა, ვიდრე მისი შემოსავალი“: მოძღვრება და აღთქმები 115–120“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 115–120“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
Far West, Missouri [ფარ ვესტი, მისური], ალ რაუნდსის მიერ
13–19 ოქტომბერი: „მისი მსხვერპლშეწირვა ჩემთვის უფრო წმინდაა, ვიდრე მისი შემოსავალი“
მოძღვრება და აღთქმები 115–120
წმინდანებს ჰქონდათ მიზეზი, ოპტიმიზმით განწყობილიყვნენ თავიანთი თავშეყრის ახალი ადგილის მიმართ ფარ ვესტში, მისურიში. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, მიწა ნაყოფიერი ჩანდა და იქვე იყო ადამ-ონდი-აჰმანი —ადგილი, რომელსაც დიდი სულიერი დანიშნულება ჰქონდა წარსულსა და მომავალში (იხილე მოძღვრება და აღთქმები 107:53–56; 116). მიუხედავად ამისა, წმინდანებისთვის ძნელი უნდა ყოფილიყო არ ეფიქრათ იმაზე, რაც დაკარგეს. ინდეფენდენსიდან, სიონის ცენტრალური ადგილიდან განდევნასთან ერთად, წმინდანებს ასევე მოუწიათ კირტლანდიდან გაქცევა და სულ რაღაც ორ წელიწადში თავიანთი საყვარელი ტაძრის დატოვება. და ამჯერად, მხოლოდ ეკლესიის გარე მტრები არ იწვევდნენ პრობლემებს - ბევრი გამოჩენილი წევრი გამოვიდა ჯოზეფ სმითის წინააღმდეგ, მათ შორის თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ოთხი წევრი.
იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოეხდინათ იმაზე, რაც დაკარგეს, ერთგულებმა განაგრძეს სიონის მშენებლობა, ამჯერად ფარ ვესტში. მათ ახალი ტაძრისთვის გეგმები შეადგინეს. მოწოდებულ იქნა ოთხი ახალი მოციქული. მათ ესმოდათ, რომ ღვთის საქმის კეთება არ ნიშნავს, რომ არასოდეს დაეცემი; ეს ნიშნავს, რომ „კვლავ წამოდგებ[ი]“. და მიუხედავად იმისა, რომ მოგიწევს მსხვერპლის გაღება, ეს მსხვერპლი წმინდაა ღმერთისთვის, თუნდაც „უფრო წმინდა, ვიდრე [შენი] შემოსავალი“ (მოძღვრება და აღთქმები 117:13).
იხილე Saints, 1:296–99.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
უფლისთვის მნიშვნელოვანია ეკლესიის სახელი.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა, რომ ეკლესიის სახელი არის „დიდად მნიშვნელოვანი საკითხი“ („ეკლესიის სწორი სახელწოდება“, Liahona, ნოემ. 2018 წელი, 87). მოძღვრება და აღთქმები 115:4–6-ს კითხვისას დაფიქრდი, რატომ არის ეს სიმართლე. რა კავშირშია ეკლესიის სახელწოდება მის საქმიანობასთან და მისიასთან?
იხილე ასევე 3 ნეფი 27:1–11.
სიონი და მისი პალოები გვთავაზობენ „თავშესაფ[არს] ქარიშხლისგან“.
როდესაც სწავლობ ძლიერ გამოსახულებებს მოძღვრება და აღთქმები 115:5–6-ში გაითვალისწინე, რა როლის შესრულება სურს უფალს შენგან, როგორც ეკლესიის წევრისგან. მაგალითად, რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ „წარმოდ[გე] და გაბრწყინდ[ე]“ ან „ერებისთვის … [იყო] ალამი“? (მუხლი 5). რა სულიერ ქარიშხლებს ამჩნევ შენს გარშემო? როგორ პოულობ „თავშესაფარს“ შეკრების გზით? (მუხლი 6).
იხ. აგრეთვე “Brightly Beams Our Father’s Mercy,” Hymns, no. 335.
მაცხოვრის ეკლესია შეიძლება იყოს შუქი და თავშესაფარი ქარიშხლის დროს.
ჩემი შესაწირავი წმინდაა უფლისათვის.
წარმოიდგინე, რომ ხარ ნუელ კ. უიტნი ან მისი ცოლი, ელიზაბეთი, რომლებიც აყვავებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ კირტლენდში, რომლის დატოვებასაც სთხოვენ. რა აღმოაჩინე მოძღვრება და აღთქმები 117:1–11 -ში, რაც დაგეხმარებოდა ამ მსხვერპლის გაღებაში? რა მსხვერპლს გაიღებ ღმერთისთვის? რას გასწავლის ეს მუხლები იმის შესახებ, თუ ვინ არის ღმერთი და რას აკეთებს ის?
ოლივერ გრეინჯერისგან მოთხოვნილი შესაწირავი განსხვავდებოდა უიტნიებისგან: უფალმა დაავალა კირტლანდში დარჩენა და ეკლესიის საფინანსო საკითხების მოგვარება. მიუხედავად იმისა, რომ იგი პატიოსნად წარმოადგენდა ეკლესიას, საბოლოოდ არ იყო ძალიან წარმატებული. გაითვალისწინე მოძღვრება და აღთქმები 117:12–15 -ში უფლის მიერ ნათქვამი სიტყვები და გამოიყენე ის, რაც მან გთხოვა.
იხილე ასევე “Far West and Adam-ondi-Ahman,” Revelations in Context, 239–40.
ჩემი მეათედი ეხმარება ღვთის სასუფევლის შენებაში.
ნაწილი 119 და 120 -ის მითითებებში დაზუსტებულია, თუ რას ნიშნავს მეათედი: ჩვენ ყოველწლიურად შევიტანთ შემოსავლის „ერთ მეათედს“ (იხილე მოძღვრება და აღთქმები 119:4). მაგრამ ეს გამოცხადებები მხოლოდ განმარტებას როდი იძლევა. უფალმა უთხრა წმინდანებს, რომ მეათედი „განწმ[ენდს] სიონის მიწა[ს]“. და ამ კანონის გარეშე, მან თქვა, „ეს თქვენთვის სიონი… არ იქნება“ (მუხლი 6). ოდესმე გიფიქრია მეათედზე ამ კუთხით? როგორ დაგეხმარება მეათედის გადახდა, უფრო განწმენდილი, უფრო მომზადებული იყო სიონისთვის?
რას სწავლობ ამ გამოცხადებებიდან იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ უფლის მსახურები მეათედის სახსრებს? რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ფრაზაში „მათთვის მიმართული ჩემი პირადი ხმისგან“ მოძღვრება და აღთქმები 120?
უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა მოგვცა სასარგებლო აღწერა, თუ როგორ გამოიყენება მეათედი და კურთხევები, რომლებიც მოდის აღნიშნული კანონის მორჩილებით: “The Windows of Heaven” (Liahona, ნოემ. 2013 წელი, 19–20). შემდეგი კითხვები შეიძლება დაგეხმაროს შეისწავლო მისი გზავნილი:
The Windows of Heaven
-
ვინ განსაზღვრავს, თუ როგორ გამოიყენება მეათედი მას შემდეგ რაც მას ეკლესიას გადავუხდით?
-
რისთვის გამოიყენება მეათედი?
-
რა კურთხევები მოდის მეათედის გადახდის შედეგად? მაგალითად, როგორ აძლიერებს მეათედის გადახდა შენს ურთიერთობას მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან?
-
რა შეგიძლია ისწავლო უხუცეს ბედნარის მოწვევიდან?
-
როგორ შეგიძლია დაეხმარო სხვებს, მოემატოთ რწმენა უფლის მეათედის კანონის მიმართ?
იხილე ასევე მალაქია 3:8–12; “The Tithing of My People,” Revelations in Context, 250–55.
დაეხმარე სხვებს, გამოიყენონ ის, რასაც სწავლობენ. მაშინაც კი, როცა ადამიანს მეათედის გადახდა სურს, ზოგჯერ არ იცის, როგორ. თუ შენს ოჯახს ან კლასს ასწავლი, დაუთმე გარკვეული დრო იმის ახსნას, თუ როგორ უნდა გადაიხადონ მეათედი ონლაინ ან მეათედის და სხვა შემოწირულების ქვითრის საშუალებით. (იხილე Teaching in the Savior’s Way, 27.)
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე ვეკუთვნი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას.
-
იმისათვის, რომ დაეხმარო შენს ბავშვებს ისწავლონ ეკლესიის სახელი და გააცნობიერონ, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჰკითხე, შეუძლია თუ არა რომელიმე მათგანს ეკლესიის სრული სახელის წარმოთქმა. შენ შეგიძლია აჩვენო მათ სახელი მოძღვრება და აღთქმები 115:4 -დან და გაამეორებინო ის შენთან ერთად. როდესაც აღნიშნულს განახორციელებ, გაითვალისწინე გამოყო მნიშვნელოვანი სიტყვები და რაში გამოიხატება მათი მნიშვნელობა. შეგიძლიათ ასევე განიხილოთ “Chapter 43: Jesus Christ Names His Church” (in Doctrine and Covenants Stories, 164, შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში ან იღეროთ “The Church of Jesus Christ” (Children’s Songbook, 77).
Chapter 43: Jesus Christ Names His Church: April 1838
ჩემს მაგალითს შეუძლია დაეხმაროს სხვებს, მიუახლოვდენენ ქრისტეს და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
-
შენი ბავშვები შეიძლება იცნობდნენ ადამიანებს, რომლებიც ჭიდილში არიან და სჭირდებათ „თავშესაფარი“ „ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან“(მუხლი 6). როგორ შეუძლიათ მათ ამ ადამიანების დახმარება? სთხოვე ბავშვებს ფეხზე ადგნენ, როდესაც წაიკითხავ სიტყვას წამოდექით მოძღვრება და აღთქმები 115:5-ში. მათ შეუძლიათ გაშალონ თითები, როგორც მზის სხივები, როდესაც წაიკითხავ სიტყვას გაბრწყინდით. შეახსენე შენს ბავშვებს, რომ სინათლე მოდის იესო ქრისტესგან და დაეხმარე იფიქრონ იმ გზებზე, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ „იბრწყინონ“ როგორც იესო ბრწყინავს.
-
შენს ბავშვებს შეუძლიათ დახატონ მოძღვრება და აღთქმები 115:6. მაგალითად, მათ შეიძლება დახატონ „ქარიშხალი“ და ხალხი, რომელიც ეკლესიის შენობას აფარებს თავს. რას შეიძლება ნიშნავდეს ქარიშხალი? როგორ ეხმარება მაცხოვრის ეკლესია? დაეხმარე შენს ბავშვებს იფიქრონ გაჭირვებულ მეგობარზე, ოჯახის წევრზე ან მეზობელზე. როგორ შეგვიძლია მოვიწვიოთ ისინი იესო ქრისტეს ეკლესიაში დახმარების საპოვნელად?
ჩემი შესაწირავი წმინდაა უფლისათვის.
-
მოიწვიე ბავშვები წარმოიდგინონ, რომ ისინი ნუელ კ. უიტნი არიან. რას იგრძნობდნენ ისინი, უფალს რომ ეთხოვა, მიეტოვებინათ წარმატებული საქმე და გადასულიყვნენ ახალ ადგილას? (შესაძლოა ამაში დაგეხმარებათ “Chapter 41: Trouble in Kirtland,” Doctrine and Covenants Stories, 158–60, ან შესაფერისი ვიდო სახარების ბიბლიოთეკაში.) როდესაც კითხულობთ ერთად მოძღვრება და აღთქმები 117:1–11-ს, სთხოვე შენს ბავშვებს შეგაწყვეტინონ, როცა გაიგებენ ისეთ რამეს, რაც მათ ხელს შეუწყობს უფლის მიმართ მორჩილების რწმენის განმტკიცებაში. რა მსხვერპლს ვიღებთ, როდესაც უფალს ვემორჩილებით? როგორ გვაკურთხებს ის?
Chapter 41: Trouble in Kirtland: 1837–1838
მამაზეციერი იყენებს მეათედს თავისი შვილების კურთხევისთვის.
-
ბევრი ბავშვი, რომელსაც ასწავლი, შეიძლება ძალიან ახალგაზრდა იყოს ფულის შოვნისა და მეათედის გადასახდელად, მაგრამ მათთვის კარგია იმის გაგება, თუ როგორ უწყობს ხელს მეათედი უფლის მუშაობას მთელ მსოფლიოში. გამოიყენე სურათები და გასართობი გვერდი ამ მონახაზის ბოლოს, რათა დაეხმარო მათ გაიგო,ნ რა არის მეათედი. (იხ. ასევე “Chapter 44: Tithing,” Doctrine and Covenants Stories-ში, 165–66 ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში.) როგორ იყენებს მამაზეციერი მეათედს თავისი შვილების კურთხევისთვის? გაუზიარე შენი გრძნობები მეათედის კანონისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაკურთხებს იგი.
Chapter 44: Tithing: July 1838
მეათდის გადახდით ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს რწმენას იესო ქრისტესადმი.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.