„20–26 აპრილი. ’ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ’: გამოსვლა 19–20; 24; 31–34“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„20–26 აპრილი. ’ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Moses and the Tablets [მოსე და დაფები], ჯერი ჰარსტონის მიერ (დეტალი)
20–26 აპრილი: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ“
გამოსვლა 19–20; 24; 31–34
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის შვილები წარსულში ბუზღუნებდნენ და მერყეობდნენ, როცა მოსემ სინაის მთის ძირში წაუკითხა კანონი, მათ ეს აღთქმა დადეს: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი“ (გამოსვლა 24:7). შემდეგ ღმერთმა მოუწოდა მოსეს მთაზე და უთხრა, აეგო კარავი, რათა „[დავივანო] მათ შორის“ (გამოსვლა 25:8).
მაგრამ სანამ მოსე მთის წვერზე იგებდა, თუ როგორ შეეძლოთ ისრაელიელებს, ღმერთის არსებობის თანაზიარნი ყოფილიყვნენ, ისრაელიელები მთის ძირში ოქროს კერპს ამზადებდნენ თაყვანსაცემად. მალევე, დაპირების შემდეგ, რომ „არ [იყოლიებდნენ] სხვა ღმერთებ[ს]“, მათ „მალე გადაუხვიეს“ თავიანთი დაპირებიდან (გამოსვლა 20:3; 32:8; ასევე იხილეთ გამოსვლა 24:3). ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ გამოცდილებიდან ვიცით, რომ რწმენა და ერთგულება ზოგჯერ, შეიძლება, მოუთმენლობამ, შიშმა ან ეჭვმა დაძლიოს. როდესაც ჩვენ ვეძიებთ უფლის სუფევას ჩვენს ცხოვრებაში, გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ უფალმა არ დათმო ძველი ისრაელი, ის არ დაგვთმობს ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რადგან ის არის „შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი“ (გამოსვლა 34:6).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
გამოსვლა 19:3–6
უფლის აღთქმის ხალხი მისთვის განძია.
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „ძველ აღთქმაში, ებრაული ტერმინი, საიდანაც რჩეული ითარგმნა, არის segullah, რაც ნიშნავს ’ღირებულ ქონებას“ ან ’განძს’. … ჩვენთვის ის, რომ უფლის მსახურები გვიწოდებენ რჩეულ ხალხს, გახლავთ უმაღლესი ხარისხის კომპლიმენტი“ („Children of the Covenant“, Ensign, მაისი, 1995, 34). როგორ მოქმედებს პრეზიდენტ ნელსონის სიტყვები თქვენ მიერ გამოსვლა 19:3–6-ის გაგებაზე? როგორ გაჩვენათ უფალმა, რომ მისთვის ძვირფასი ხართ?
გამოსვლა 19:10–11, 17
წმინდა გამოცდილება მოითხოვს მომზადებას.
უფალმა უთხრა მოსეს, რომ ისრაელის შვილები უნდა მომზადებულიყვნენ „ღვთის შესახვედრად“ (გამოსვლა 19:10–11, 17) და უნდა დაეცვათ მასთან დადებული აღთქმა (იხილეთ გამოსვლა 19:5). როგორ ემზადებით სულიერი გამოცდილებებისათვის, მათ შორის ზიარებისა და ტაძრის წეს-ჩვეულებებისთვის? როგორ შეგიძლიათ სხვებს დაეხმაროთ მომზადებაში? რას სწავლობთ მომზადების შესახებ ლუკა 6:12–13; ენოსი 1:2–6; ალმა 17:2–3-დან?
ეგვიპტეში ეს მთა ტრადიციულად სინაის მთად ითვლება.
გამოსვლა 20:1–17
ღვთის მცნებების მორჩილებას კურთხევები მოაქვს.
როდესაც ისრაელიელები სინაის მთის ძირში იყვნენ შეკრებილნი, მათ გაიგეს ღმერთის ხმა, რომელიც ათ მცნებას აძლევდა მათ (იხილეთ მეორე რჯული 4:12–13). რა თქმა უნდა, ღვთის მცნებები მხოლოდ ათი როდი იყო — წმინდა წერილებში სხვაც მრავალია. ასე რომ, როდესაც კითხულობთ გამოსვლა 20:1–17-ს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გაუსვა ხაზი ღმერთმა ამ ათს. აქ არის ცხრილის ნიმუში, რომელიც შეგიძლიათ, თქვენს ცხოვრებაში ათი მცნების მნიშვნელობაზე ფიქრისას გამოიყენოთ:
|
მცნება |
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფალი მთხოვს, რომ … |
კურთხევები, რომლებიც მოდის ამ მცნებით ცხოვრებიდან |
|---|---|---|
-
როგორ გეხმარებათ ამ ათი მცნების დაცვა იმ ორი დიდი მცნების დაცვაში, რომელიც იესომ მისცა მათე 22:34–40-ში?
-
რამ შეიძლება გაცდუნოთ, რომ დააყენოთ ის ღმერთზე წინ? რა კურთხევები გინახავთ ღმერთის პირველ ადგილზე დაყენებით?
-
როგორ უპასუხებდით ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ათი მცნება დიდი ხნის წინ იყო მოცემული და დღეს უკვე გამოუსადეგარია? თქვენი ცხოვრებიდან რომელ მაგალითებს მოიყვანდით პასუხად? როგორ გეხმარებათ საგალობელი “How Gentle God’s Commands” (Hymns, no. 125) სხვებისადმი ღვთის მცნებების ახსნაში?
-
როგორ შეასრულა უფალმა დაპირება გამოსვლა 20:6-დან თქვენს ცხოვრებაში?
ასევე იხილეთ “The Great Commandment—Love the Lord,” in Teachings of Presidents of the Church: Ezra Taft Benson (2014), დალინ ჰ. ოუქსი, „არა სხვა ღმერთები“, ლიახონა, ნოემბერი, 2013, 72–75; Topics and Questions, „Commandments“, სახარების ბიბლიოთეკა.
გამოსვლა 24:1–11
აღთქმების დადება ცხადყოფს ჩემს მზაობას, დავიცვა ღვთის რჯული.
როდესაც კითხულობთ გამოსვლა 24:3–8-ს, გაითვალისწინეთ აღთქმები, რომლებიც დადებული გაქვთ ღმერთთან. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის აღთქმა მოიცავდა რიტუალებს, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რასაც ღმერთი დღეს მოითხოვს, თქვენ მაინც შეამჩნევთ გარკვეულ მსგავსებას. მაგალითად, მუხლები 4, 5 და 8 -ში მოხსენიებულია სამსხვერპლო, ცხოველთა მსხვერპლშეწირვა და სისხლი. რას შეიძლება წარმოადგენდნენ ეს საგნები და როგორ უკავშირდება ისინი თქვენს აღთქმებს?
გამოსვლა 32–34
ცოდვა არის ღმერთისგან განშორება; მონანიება — მისკენ მიბრუნება და ბოროტებისგან განშორება.
შეეცადეთ, თავი ისრაელიელების ადგილზე წარმოიდგინოთ — თქვენ უდაბნოში ხართ, მოსე 40 დღეა, რაც წასულია და თქვენ გელით დაპირისპირება ქანაანელებთან აღთქმული მიწის გამო (იხილეთ გამოსვლა 32:1–8). როგორ ფიქრობთ, რატომ სურდათ ისრაელიელებს ოქროს კერპი? რა შთაგაგონებთ მოსეს ვედრებიდან უფლისადმი გამოსვლა 33:11–17-ში?
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიელების ცოდვა სერიოზული იყო, ეს ამბავი ასევე შეიცავს ღვთის წყალობისა და მიტევების გზავნილს. რას გასწავლით გამოსვლა 34:1–10 მხსნელის შესახებ? (იხილეთ გამოსვლა 32:30–32; მოსია 14:4–8; 15:9; მოძღვრება და აღთქმები 45:3–5).
გამოსვლა 31:13–16
კვირადღე ნიშანია.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა განმარტა: „როცა ბევრად ახალგაზრდა ვიყავი, მე სხვების ნამუშევარს ვსწავლობდი იმის თაობაზე, რისი კეთება შეიძლებოდა და რისი კეთება არ შეიძლებოდა კვირას. მოგვიანებით შევიტყვე წმინდა წერილიდან, რომ ჩემი ქცევა და დამოკიდებულება კვირა დღის მიმართ იყო მხოლოდ ჩემსა და ღმერთს შორის ნიშანი [იხილეთ გამოსვლა 31:13; ეზეკიელი 20:12, 20]. ამ გაგებით მე აღარ მჭირდებოდა [კვირა დღესთან] დაკავშირებული „შეიძლება“ და „არ შეიძლებას“ გრძელი სია. როცა მიწევდა გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, იყო თუ არა ესა თუ ის ღონისძიება კვირისთვის შესაფერისი, მე უბრალოდ ვეკითხებოდი ჩემს თავს: „რა ნიშანი მინდა მივუძღვნა უფალს?“ ეს შეკითხვა ჩემს გადაწყვეტილებებს კვირის შესახებ დღესავით ნათელს ხდიდა. („შაბათი შვებაა“, ლიახონა, მაისი, 2015, 130). დაფიქრდით, რა ნიშნის მიცემა გსურთ ღმერთისთვის კვირა დღის დაცვით.
გამოსვლა 34:1–4
რა განსხვავება იყო მოსეს მიერ გაკეთებულ ქვის დაფების ორ ნაკრებს შორის?
მოსე მთიდან რომ ჩამოვიდა, ქვის დაფებზე დაწერილი რჯული ჩამოიტანა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ისრაელიელებმა დაარღვიეს აღთქმა, მოსემ დაამსხვრია დაფები (იხილეთ გამოსვლა 31:18; 32:19). მოგვიანებით, ღმერთმა უბრძანა მოსეს, გაეკეთებინა ქვის დაფების კიდევ ერთი ნაკრები და ისევ მთაზე წაეღო (იხილეთ გამოსვლა 34:1–4). ჯოზეფ სმითის თარგმანი გამოსვლა 34: 1-2 განმარტავს, რომ ქვის დაფების პირველი ნაკრები მოიცავდა ღვთის „წმინდა წესრიგის“ ანუ მელქიცედეკის მღვდლობის წეს-ჩვეულებებს. დაფების მეორე ნაკრები მოიცავდა „[კანონს] ხორციელი მცნებებისა“. ეს იყო უფრო მცირე რჯული, რომელსაც ასრულებდა „მცირე მღვდლობა“ (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 84:17–27), და რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელიელების მომზადებას უმაღლესი კანონისა და უმაღლესი მღვდლობისთვის, რათა შეძლებოდათ ღვთის გარემოცვაში შესვლა.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
გამოსვლა 20:3–17
ღმერთი მაძლევს მცნებებს, რადგან მას სურს, ბედნიერი ვიყო.
-
როგორ შეგიძლიათ ათი მცნების შესახებ სწავლა სახალისო გახადოთ თქვენი შვილებისთვის? როდესაც ერთად კითხულობთ გამოსვლა 20:3–17 -ს, მიეცით თქვენს შვილებს საშუალება, დაგეხმარონ იპოვოთ ან დახატოთ ნახატი, რომელიც ასახავს თითოეულს ათი მცნებიდან. შემდეგ თქვენს შვილებს შეუძლიათ რიგრიგობით აირჩიონ სურათი და ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ შეძლებენ ამ მცნებით ცხოვრებას. გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ მოაქვს ამ მცნებით ცხოვრებას ბედნიერება.
-
შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა, მაგ: “Keep the Commandments” (Children’s Songbook, 146–47). დაეხმარეთ შვილებს, იპოვონ სიტყვები ამ სიმღერაში, რომელიც ასწავლის მათ, რატომ სურს ღმერთს, რომ ვიცავდეთ მცნებებს.
როდესაც ბავშვები ერთმანეთს სულიერ გამოცდილებას უზიარებენ, მათი მოწმობა იზრდება. თქვენ მიერ დასმულ კითხვებს შეუძლია წაახალისოს თქვენი შვილები ისაუბრონ, თუ რას გრძნობენ მხსნელის მიმართ და როგორ აკურთხა ისინი სახარებით ცხოვრებამ (იხილეთ Teaching in the Savior’s Way, 32). როდესაც ისინი ამას აკეთებენ, ისინი მოწმობენ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება, როდესაც განიხილავთ კურთხევებს, რომლებიც მოდის ათი მცნებით ცხოვრებიდან.
გამოსვლა 20:12
უფალს სურს, რომ პატივი ვცე ჩემს მშობლებს.
-
დაეხმარეთ თქვენს შვილებს, ისწავლონ ფრაზა „პატივი ეცი [მამას] და [დედას]“ (გამოსვლა 20:12). თქვენ შეგიძლიათ ახსნათ, რომ ვინმესადმი „პატივისცემა“ შეიძლება ნიშნავდეს მის მიმართ მოწიწების გამოხატვას ან მათთვის ბედნიერების მოტანას. რა გააკეთა იესომ თავისი მოკვდავი დედისა და ზეციერი მამის პატივსაცემად? (იხილეთ ლუკა 2:48–51; იოანე 19:26–27). შესაძლოა, თქვენმა შვილებმა მორიგეობით გაითამაშონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლების პატივსაცემად, ხოლო სხვა ბავშვები გამოიცნობენ რას აკეთებენ ისინი.
გამოსვლა 31:13, 16–17
კვირა დღის პატივისცემა უფლისადმი ჩემი სიყვარულის ნიშანია.
-
თქვენს შვილებს შეიძლება ესიამოვნოთ ნიშნების მაგალითების განხილვა, როგორიცაა, საგზაო ნიშნები ან ნიშნები შენობებზე. რა არის ნიშნების დანიშნულება? შემდეგ თქვენი შვილები შეძლებენ იპოვონ სიტყვა „ნიშანი“ გამოსვლა 31:13, 16–17-ში. უფლის სიტყვების თანახმად, რა ნიშანია ჩვენსა და მას შორის? გაუზიარეთ ერთმანეთს რამდენიმე გზა, როგორ ცდილობთ თქვენ და თქვენი ოჯახი გამოავლინოთ თქვენი სიყვარული უფლის მიმართ კვირა დღეს.
მოსეს უჭირავს ათი მცნება, ილუსტრაცია სემ ლოულორის მიერ (დეტალი)
გამოსვლა 32:1–8, 19–24; 34:6–7
მე არ „[გადავუხვევ]“ ღვთის გზებს.
-
განიხილეთ “Moses on Mount Sinai” (in Old Testament Stories, 77–82) რათა დაეხმაროთ ბავშვებს ისწავლონ გამოსვლა 32:1–8, 19–24-ში მოცემული ამბავი. რატომ არ უნდა ეცათ ისრაელიელებს ღვთის ნაცვლად ქანდაკებისთვის თაყვანი?
2:55Moses on Mount Sinai
-
შეიძლება, სახალისო იყოს იატაკზე ბილიკის დახატვა (ან თქვენს სახლთან ახლოს იპოვოთ ერთი) ამ სიტყვების საილუსტრაციოდ გამოსვლა 32:8-იდან: „მალე გადაუხვიეს გზიდან“. ბილიკზე სიარულისას თქვენს შვილებს შეუძლიათ ისაუბრონ იმ ცდუნებების შესახებ, რომელთაც ვაწყდებით, რათა ღმერთის გზას ავცდეთ. რა გვეხმარება, დავრჩეთ ღვთის გზაზე და დავუბრუნდეთ მას, თუ ავცდით მას? (იხილეთ გამოსვლა 34:6–7).
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.