Come, Follow Me
30 მარტი – 5 აპრილი. „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ“: აღდგომა


„30 მარტი – 5 აპრილი. ’შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ’: აღდგომა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„30 მარტი – 5 აპრილი. ’შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იესოს ცარიელი სამარხი

ცარიელი სამარხის ილუსტრაცია

30 მარტი – 5 აპრილი: „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ“

აღდგომა

იესო ქრისტეს ცხოვრებას „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ისტორიისათვის,“ („ცოცხალი ქრისტე: მოციქულთა დამოწმება“, სახარების ბიბლიოთეკა). რას ნიშნავს ეს? ნაწილობრივ, ეს ნიშნავს, რომ მხსნელის ცხოვრება გავლენას ახდენს ყოველი ადამიანის მარადიულ დანიშნულებაზე, ვისაც ოდესმე უცხოვრია ან იცხოვრებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ იესო ქრისტეს აღდგომა, აღდგომის იმ პირველ კვირა დღეს, აკავშირებს ღვთის ყველა ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე: მათ, ვინც მის აღდგომამდე დაიბადნენ და რწმენით ელოდნენ მას (იხილეთ იაკობი 4:4) და შემდეგ დაბადებულებს, რომლებიც რწმენით მიაპყრობდნენ მზერას უკან. როდესაც ვკითხულობთ ძველი აღთქმის ამბებსა და წინასწარმეტყველებებს, ჩვენ ვერსად ვხედავთ სახელს იესო ქრისტე, მაგრამ ვხედავთ ძველი მორწმუნეების რწმენისა და ლტოლვის მტკიცებულებებს მესიისა და გამომსყიდველის მიმართ. ასე რომ, ჩვენ, ვინც მოწვეულნი ვართ, რომ გვახსოვდეს ის, შეგვიძლია, კავშირი ვიგრძნოთ იმათთან, ვინც მოუთმენლად ელოდა მას. რადგან იესო ქრისტემ ჭეშმარიტად იტვირთა „ ყველაჩვენგანის ურჯულოება“ (ესაია 53:6) და „ქრისტეში [გაცოცხლდება ყველა ]“ (1 კორინთელები 15:22).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

უძველესი და თანამედროვე წინასწარმეტყველები მოწმობენ მხსნელის გამომსყიდველ მსხვერპლზე.

ძველი აღთქმის მრავალი ამონარიდი მიუთითებს მხსნელის მსახურებასა და გამომსყიდველ მსხვერპლზე. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ჩამოთვლის ამ ამონარიდებს. როდესაც კითხულობთ ამ მუხლებს, რა შთაბეჭდილება გექმნებათ მხსნელზე?

ძველი აღთქმა

ახალი აღთქმა

ძველი აღთქმა

ზაქარია 9:9

ახალი აღთქმა

მათე 21:1–11

ძველი აღთქმა

ზაქარია 11:12–13

ახალი აღთქმა

მათე 26:14–16; 27:3–8

ძველი აღთქმა

ესაია 53:4

ახალი აღთქმა

მათე 8:16–17; 26:36–39

ძველი აღთქმა

ესაია 53:7

ახალი აღთქმა

მარკოზი 14:60–61

ძველი აღთქმა

ფსალმუნები 21:17

ახალი აღთქმა

იოანე 19:17–18; 20:25–27

ძველი აღთქმა

ფსალმუნები 21:19

ახალი აღთქმა

მათე 27:35

ძველი აღთქმა

ფსალმუნები 68:22

ახალი აღთქმა

მათე 27:34, 48

ძველი აღთქმა

ფსალმუნები 117:22

ახალი აღთქმა

მათე 21:42

ძველი აღთქმა

ესაია 53:9, 12

ახალი აღთქმა

მათე 27:57–60; მარკოზი 15:27–28

ძველი აღთქმა

ესაია 25:8

ახალი აღთქმა

მარკოზი 16:1–6; ლუკა 24:6

ძველი აღთქმა

დანიელი 12:2

ახალი აღთქმა

მათე 27:52–53

წინასწარმეტყველებები, რომლებიც ასწავლიან მხსნელის შესახებ, მორმონის წიგნში კიდევ უფრო უხვსიტყვიანი და ნათელია. დაფიქრდით, როგორ ძლიერდება თქვენი რწმენა ასეთი ამონარიდებით: 1 ნეფი 11:31–33; 2 ნეფი 25:13; მოსია 3:2–11; ალმა 7:10–13.

უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები აგრძელებენ იესო ქრისტეს და მისი გამომსყიდველი მისიის განსაკუთრებულ დამოწმებას. როდესაც უსმენთ გენერალურ კონფერენციას ამ აღდგომის შაბათ-კვირას, მოინიშნეთ ქრისტეს დამოწმებები, რომელთა შესახებაც გესმით. რას გასწავლიან ისინი მის შესახებ?

სემინარიის ხატულა
იესო ქრისტე მშვიდობასა და სიხარულს მთავაზობს.

აღდგომა სასიხარულო დღეა, რადგან ეს არის მხსნელის გამოსყიდვისა და აღდგომის აღნიშვნის დრო. და მაინც, ბევრია ადამიანი აღდგომის დროსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ გრძნობენ სიხარულს. რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ აღდგომას მხსნელის მშვიდობისა და სიხარულის გასავრცელებლად?

ერთ-ერთი იდეაა წმინდა წერილებში იესო ქრისტეს მიერ შეთავაზებული მშვიდობისა და სიხარულის შესახებ გზავნილების პოვნა, მაგალითად: ფსალმუნები 15:8–11; 29:3–6; ესაია 12; 25:8–9; 40:28–31; იოანე 14:27; 16:33; ალმა 26:11–22. დაფიქრდით, როგორ გაუზიაროთ ეს შეტყობინებები სხვებს. მაგალითად, შეგიძლიათ ამ შეტყობინებების საფუძველზე შექმნათ სააღდგომო ბარათები გასაზიარებლად. ილოცეთ მათთვის, ვისაც სჭირდება თქვენი სააღდგომო მილოცვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი შეტყობინებების გაზიარება სოციალურ მედიაში, სადაც ბევრ ადამიანს შეეძლება მათი ნახვა.

საგალობლები ქრისტესა და აღდგომის შესახებ, როგორიცაა „იგი აღსდგა“ (საგალობლები, გვერდი 55), ასევე დაგვეხმარება აღდგომის დროს მშვიდობისა და სიხარულის განცდაში. საგალობელში მოძებნეთ ფრაზები, რომლებიც, თქვენი აზრით, აღდგომის სიხარულს აღწერს.

იხილეთ აგრეთვე ჯეფრი რ. ჰოლანდი, „Not as the World Giveth“, Liahona, მაისი, 2021, 35–38; მარკ ს. პალმერი, „ჩვენი მწუხარება სიხარულად იქცევა“, ლიახონა, მაისი, 2021, 88–90.

იესო მიესალმა მარიამს თავის აკლდამასთან

Why Weepest Thou [რატომ ტირი], სიმონ დიუის მიერ (დეტალი)

თავისი გამოსყიდვით, იესო ქრისტეს აქვს ძალა, დამეხმაროს ცოდვის, სიკვდილის, განსაცდელებისა და სისუსტეების დაძლევაში.

აქ არის აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ დაინახოთ მრავალი კურთხევა, რომელიც მოდის იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მეშვეობით. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული წმინდა წერილები იმის შესახებ, თუ რის დაძლევაში გვეხმარება იესო ქრისტე. სცადეთ დაალაგოთ ამონარიდები ამ კატეგორიებად: ცოდვა, სიკვდილი, განსაცდელები და სისუსტეები (ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ერთზე მეტ კატეგორიაში მოხვდეს). როცა კითხულობთ, რა შთაბეჭდილებები გექმნებათ მხსნელის ძალაზე?

როგორ აუხსნით მეგობარს, რომელიც არ არის ქრისტიანი, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი იესო ქრისტე? უხუცეს აჰმად ს. კორბიტის გზავნილი „იცით, რატომ მე, როგორც ქრისტიანს, მწამს ქრისტე?” (ლიახონა, მაისი, 2023, 119–21) დაგეხმარებათ.

იხილეთ აგრეთვე რეინა ი. აბურტო, „საფლავმა ვერ გაიმარჯვა“, ლიახონა, მაისი, 2021, 85–87; თემები და კითხვები, „Atonement of Jesus Christ“, „Resurrection“, სახარების ბიბლიოთეკა.

იესო ქრისტემ გადაიხადა უმაღლესი ფასი ჩემი გადარჩენისთვის.

რას სწავლობთ შემდეგი მუხლებიდან იმის შესახებ, თუ რა ფასი გადაიხადა იესო ქრისტემ თქვენს გადასარჩენად: ესაია 53:3–5; მოსია 3:7; მოძღვრება და აღთქმები 19:16–19? რა ფასი გადაიხადა ზეციერმა მამამ? (იხილეთ იოანე 3:16).

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

იესო ქრისტე ეწამა და მოკვდა ჩემთვის.

  • აღდგომის კვირა კარგი დროა, ასწავლოთ თქვენს შვილებს იმის შესახებ, თუ რა გააკეთა მხსნელმა ჩვენთვის გეთსიმანიასა და ჯვარზე. თქვენ შეგიძლიათ, მათთვის ქვემოთ მოცემული სურათების ჩვენებით დაიწყოთ და ნება მისცეთ მათ, ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება სურათებში. სანამ თქვენი შვილები ათვალიერებენ სურათებს, შეგიძლიათ წაიკითხოთ მუხლები, რომლებიც აღწერს ამ მოვლენებს (იხილეთ მათე 26:36–46; 27:35–50; ლუკა 22:39–46; იოანე 19:16–30). თქვენს შვილებს შეუძლიათ მიუთითონ დეტალები სურათებში, რომლებიც მათ ესმით ამ მუხლებიდან.

იესოს კომპოზიციური გამოსახულება გეთსიმანიასა და ჯვარზე

მარცხნივ: Christ in Gethsemane [ქრისტე გეთსიმანიაში], ჰარი ანდერსონის მიერ. მარჯვნივ: The Crucifixion [ჯვარცმა], ჰარი ანდერსონის მიერ

  • როგორ ვართ კურთხეული იესოს მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლით? დაეხმარეთ თქვენს შვილებს, მოძებნონ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც პასუხობს ამ კითხვას ესაია 53:4–12; ალმა 7:11–13; და მოძღვრება და აღთქმები 19:16–19-ში. გაუზიარეთ ერთმანეთს, რას გრძნობთ მხსნელის მიმართ ამ წმინდა წერილების წაკითხვის შემდეგ.

იესო ქრისტე აღსდგა ჩემთვის.

  • თქვენ შეგიძლიათ ამ კვირის აქტივობების გვერდი ან სხვა სურათები გამოიყენოთ ამ სქემაში, რათა მოუთხროთ თქვენს შვილებს აღდგომის ამბავი (იხ. აგრეთვე “Jesus Is Risen,” in New Testament Stories, 139–44). შემდეგ ნება მიეცით თქვენს შვილებს, თვითონ გიამბონ ეს ამბავი.

  • დაფიქრდით, როგორ დაეხმარებით თქვენს შვილებს ამ აღდგომას, რომ იპოვონ სიხარული ქრისტეში. მაგალითად, შეგიძლიათ, ერთად იგალობოთ სასურველი სააღდგომო საგალობლები, მაგ:such as “Christ the Lord Is Risen Today” (Hymns, no. 200) or “Gethsemane” (Gospel Library). სხვა სიმღერები შეგიძლიათ იპოვოთ აქ: the topical index of Hymns and Children’s Songbook. შეგეძლიათ თქვენ და თქვენმა შვილებმა ერთმანეთს გაუზიაროთ, რატომ მოგწონთ ეს საგალობლები და როგორ გრძნობთ თავს მათი გალობისას. რას გვასწავლიან ეს საგალობლები ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს შესახებ?

შეიძლება ბავშვებმა იგრძნონ სულიწმინდა, მაგრამ დასჭირდეთ დახმარება, თუ როგორ შეიცნონ მისი გავლენა. „ასწავლეთ ბავშვებს სულიწმინდის ჩვენთან ურთიერთობის სხვადასხვა გზების შესახებ. დაეხმარეთ, ამოიცნონ მისი ხმა, როცა ის მათ ესაუბრება. ეს მათ განუვითარებს ჩვევას, თვითონ ეძიონ და იმოქმედონ მთელი ცხოვრების განმავლობაში პირადი გამოცხადების საფუძველზე“ (Teaching in the Savior’s Way,32). მაგალითად, როცა შვილებთან ერთად გალობთ მხსნელზე საგალობლებს, უყურებთ მის სურათებს ან კითხულობთ ისტორიებს მის შესახებ, გაუზიარეთ ერთმანეთს სულიერი გრძნობები.

  • სახარების ბიბლიოთეკაში არის კოლექცია: Easter videos რომელიც შეიძლება მოეწონოთ თქვენს შვილებს. შეგიძლიათ შვილებს აარჩევინოთ რომელიმე ვიდეო საყურებლად. ჰკითხეთ მათ, რა ისწავლეს იესო ქრისტეს შესახებ ამ ვიდეოდან. შეგიძლიათ აგრეთვე სთხოვოთ მათ, ერთ წინადადებით გადმოსცენ ამ ვიდეოს შინაარსი.

წინასწარმეტყველები მოწმობენ იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ.

  • როდესაც თქვენ და თქვენი შვილები ამ აღდგომის შაბათ-კვირას ერთად უყურებთ გენერალურ კონფერენციას, დაეხმარეთ მათ შენიშნონ, როდესაც მხსნელის სპეციალური მოწმეები მოწმობენ აღდგომის შესახებ. შესაძლოა, თქვენ ეს თამაშადაც აქციოთ — შესთავაზეთ მათ, წამოდგნენ ყოველ ჯერზე, როცა ისმენენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა აღდგომის დღესასწაული, გამოსყიდვა ან აღდგომა. გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ ხართ მადლიერი მხსნელის შესახებ ცოცხალი წინასწარმეტყველების დამოწმებებისთვის.

დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

იესოს ნახატი აღდგომის შემდეგ

For This Purpose [ამ მიზნით], იონგსუნგ კიმის მიერ. გამოსახულება წარმოდგენილია: havenlight.com

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: იესო აღსდგა ჩემთვის