Come, Follow Me
13–19 აპრილი. „დადექით და იხილავთ უფლის ხსნას“: გამოსვლა 14:18


„13–19 აპრილი. ’დადექით და იხილავთ უფლის ხსნას’, გამოსვლა 14–18“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„13–19 აპრილი. ’დადექით და იხილავთ უფლის ხსნას’“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026

წითელი ზღვა

13–19 აპრილი: „დადექით და იხილავთ უფლის ხსნას“

გამოსვლა 14–18

ისრაელიელბი ხაფანგში მოხვდნენ. ერთ მხარეს წითელი ზღვა იყო, მეორე მხარეს კი ფარაონის ჯარი მიიწევდა. მათი გაქცევა ეგვიპტიდან, როგორც ჩანს, ხანმოკლე იქნებოდა. მაგრამ ღმერთს ჰქონდა გზავნილი ისრაელიელებისთვის, რომელიც მას სურდა, რომ მათ თაობების განმავლობაში დაემახსოვრებინათ: „ნუ გეშინიათ. … უფალი იბრძოლებს თქვენთვის“ (გამოსვლა 14:13–14).

იმ დროიდან, ყოველთვის, როცა ღვთის ხალხს რწმენა და გამბედაობა სჭირდებოდა, ისინი ამ ამბავს ჰყვებოდნენ. როდესაც ნეფის სურდა თავისი ძმების შთაგონება, მან თქვა: „მოდით ვიყოთ ძლიერნი, როგორც მოსე, რადგან მან ჭეშმარიტად მიმართა წითელი ზღვის წყლებს და ისინი გაიყო აქეთ და იქით და ჩვენმა მამებმა გამოიარეს შუაში, ტყვეობიდან მშრალ მიწაზე“ (1 ნეფი 4:2). როდესაც მეფე ლიმხის სურდა, რომ მის ტყვე ხალხს „[აეწია] თავი და [გაეხარა]“, მან იგივე ამბავი შეახსენა მათ (მოსია 7:19). ასე მოიქცა ალმაც, როდესაც მას სურდა თავისი შვილისთვის ღვთის ძალის შესახებ მიეცა დამოწმება (იხილეთ ალმა 36:28). და როდესაც თავს ხაფანგში ვგრძნობთ — როცა ცოტა მეტი რწმენა გვჭირდება, რათა „[ვიხილოთ] უფლის ხსნა“ — შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ „იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი“ (გამოსვლა 14:13, 30).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

გამოსვლა 14; გამოსვლა 15:1–21

უფალს შეუძლია „[დიდი საქმის]“ გაკეთება ჩემს ცხოვრებაში.

როდესაც კითხულობთ გამოსვლა 14:1–10-ს, წარმოიდგინეთ, რას გრძნობდნენ ისრაელიელები, როცა ფარაონის ჯარის მიახლოება დაინახეს. ალბათ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ სასწაული, რომელიც გადაგარჩენთ რთულ გამოწვევებთან დაპირისპირებაში. რას პოულობთ გამოსვლა 14:13–31-ში, რაც შთაგაგონებთ, ეძიოთ ღვთის ძალა თქვენს ცხოვრებაში? ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იხილეთ მისი ძალა წარსულში. რა ისწავლეთ მის შესახებ ამ გამოცდილებიდან?

გამოსვლა 15:1–19 არის სადიდებელი სიმღერა, რომელიც ისრაელიელებმა იმღერეს მას შემდეგ, რაც უფალმა წითელი ზღვა შუაზე გაყო. ამ სიმღერაში რომელი ფრაზები გგონიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? შესაძლოა, არსებობს საგალობელი, რომლის შესრულებაც მოგინდებათ ხოლმე, როცა უფალი რაღაც საოცარს აკეთებს თქვენთვის, როგორიცაა „ისრაელის მხსნელო“ (საგალობლები, გვერდი 5). გახადეთ მისი შესრულება ან მოსმენა თქვენი თაყვანისცემის ნაწილად დღეს.

ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 8:2–3.

გამოსვლა 15:22–27; 16:1–15; 17:1–7

უფალს შეუძლია მწარე რამ ტკბილად აქციოს.

ისრაელის მოგზაურობის შესახებ კითხვამ შეიძლება გიბიძგოთ დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ საკითხებზე, რომლებიც მარას წყლებივით „მწარე“ გეჩვენებათ (იხილეთ გამოსვლა 15:23–27). როგორ გახადა უფალმა მწარე რამ თქვენს ცხოვრებაში ტკბილი? რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამოცდილებას თქვენს ცხოვრებაში?

თქვენ შეამჩნევთ ისრაელიელების მწარე გამოცდილების მეტ მაგალითებს გამოსვლა 16 -სა და 17-ში. მაცდურია მათი წუწუნის კრიტიკა, მაგრამ როცა კითხულობთ, დაფიქრდით, გაგიკეთებიათ თუ არა თავად ოდესმე იგივე. რას სწავლობთ ისრაელიელების გამოცდილებიდან, რაც დაგეხმარებათ, ნაკლები იწუწუნოთ და უფრო მეტად ენდოთ ღმერთს? რას გასწავლით ეს მუხლები ღმერთის შესახებ?

ასევე იხილეთ 1 ნეფი 2:11–12.

ისრაელიელები მანანას აგროვებენ

The Israelites gathering manna [ისრაელიელები მანანას აგროვებენ]. ნეოგოტიკური ფრესკა, ტრნავა (დეტალური)

გამოსვლა 16

სემინარიის ხატულა
უფალი მთავაზობს ყოველდღიურ სულიერ საზრდოს.

ვინაიდან ჩვენ ყველას გვჭირდება ჭამა, უფალი ხშირად ადარებს სულიერ საგნებს საკვებს. მოძებნეთ უფლის სულიერი გაკვეთილები ისრაელიელების გამოცდილებაში მანანასთან მიმართებით გამოსვლა 16-ში. მაგალითად, რას ხედავთ უფლის მითითებებში გამოსვლა 16:16, 19, 22–26-ში რაც თქვენს სულიერ საზრდოს ეხმიანება?

სხვა გაკვეთილების აღმოსაჩენად უფალს შეიძლება, სურდეს, რომ ისწავლოთ ამ სასწაულიდან და იმსჯელოთ ასეთ კითხვებზე:

  • რას მაძლევს უფალი, რაც იმ ყოველდღიურ მანანას ჰგავს, რომელიც მან მისცა ისრაელიელებს?

  • რა გავაკეთო, რაც მანანას შეგროვების მსგავსი იქნება?

შეგიძლიათ იპოვოთ დამატებითი შთაგონება შემდეგ ვიდეოებში: “Daily Bread: Pattern,” “Daily Bread: Experience,” and “Daily Bread: Change” (Gospel Library).

2:52

Daily Bread: Pattern

3:12

Daily Bread: Experience

3:0

Daily Bread: Change

იფიქრეთ სხვა რამეზე, გარდა ჭამისა, რასაც აკეთებთ ყოველდღე. რატომ არის გარკვეული საქმეების კეთება აუცილებელი ყოველდღიურად, რათა ეფექტიანი იყოს? რას გააკეთებდით შთაგონებული ყოველდღიური სულიერი გამოცდილების მოსაძიებლად?

იხილეთ აგრეთვე დიტერ ფ. უხტდორფი, „ყოველდღიური აღდგენა“, ლიახონა, ნოემბერი, 2021, 77–79; „Daily Restoration“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

5:27

Daily Restoration

გამოსვლა 17:1–7

იესო ქრისტე არის ჩემი სულიერი კლდე და ცოცხალი წყალი.

იფიქრეთ მხსნელზე, როცა კითხულობთ გამოსვლა 17:1–7-ს. როგორ არის შენთვის იესო ქრისტე კლდესავით? (იხილეთ ფსალმუნი 61:7-8; ჰელამანი 5:12). როგორ ჰგავს ის წყალს? (იხილეთ იოანე 4:10–14; 1 კორინთელთა 10:1–4; 1 ნეფი 11:25).

მოძებნეთ ფიზიკური საგნები, რომლებიც მოწმობენ ქრისტეს შესახებ. როცა წმინდა წერილები აღწერს რამეს, რაც შეიძლება იყოს იესო ქრისტეს სიმბოლო, ისევე როგორც გამოსვლა 17:1–7 აკეთებს ამას, ეს შეიძლება თვალსაჩინო გაკვეთილისთვის კარგი შესაძლებლობა იყოს. კლდის ან წყლის ყურება ან მათი შეხება გააადვილებს იმის გაგებას, თუ როგორ ჰგავს ეს ობიექტები იესო ქრისტეს. თუ სწავლაში მრავალი გრძნობის ჩართვას მოახერხებთ, ეს უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იქნება.

გამოსვლა 17:8–16; 18:13–26

მოწაფეები ეხმარებიან ერთმანეთს უფლის საქმის კეთების „[ტვირთის შემსუბუქებაში]“.

შეიძლება იყოს მომენტები თქვენს ცხოვრებაში, როცა თქვენს თავს მოსესთან აკავშირებთ — როცა სხვები თქვენზე არიან დამოკიდებული, მაგრამ თქვენი „ხელები [არის დამძიმებული]“ (გამოსვლა 17:12). სხვა დროს, თქვენ შეიძლება უფრო ჰგავდეთ აარონს, ხურს და ითროს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მოსეს. დააყენეთ საკუთარი თავი თითოეული ამ ადამიანის ადგილას, როცა კითხულობთ გამოსვლა 17:8–16-სა და 18:13–26-ს და ნახეთ, რას გასწავლით უფალი თავისი საქმის შესახებ.

აგრეთვე იხილეთ მოსია 4:27; 18:8–9.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

გამოსვლა 14:5–22

უფალს შეუძლია „[დიდი საქმის]“ გაკეთება ჩემს ცხოვრებაში.

  • როცა უფალმა წითელი ზღვა გააპო, მოსემ და ისრაელიელებმა დაინახეს, რამდენად ძლიერია იგი. ნება მიეცით თქვენს შვილებს დაგეხმარონ, მოიფიქრონ სახალისო გზა გამოსვლა 14:5–22 -იდან (იხ. აგრეთვე “The Passover” in Old Testament Stories, 70–74) მოთხრობის გასამეორებლად. იქნებ სკამები ან საბნები დააწყოთ და წითელი ზღვის მსგავსად „გაყოთ“. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს, თუ როგორ დაინახეთ ღვთის ძალა თქვენს ცხოვრებაში.

    2:54

    The Passover

  • რას მატებს მოძღვრება და აღთქმები 8:2–3 გამოსვლა 14-ის ამბის ჩვენეულ გაგებას? შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენს შვილებს იმ გამოცდილების შესახებ, როდესაც სულიწმინდამ გითხრათ რაღაც თქვენს გონებაში ან გულში და მოიწვიეთ ისინი ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა სულიწმიდის შესახებ, მაგ: “Let the Holy Spirit Guide” (Hymns, no. 143).

გამოსვლა 15:22–25

უფალს შეუძლია მწარე რამ ტკბილად აქციოს.

  • შესაძლოა, თქვენ და თქვენმა შვილებმა დალიოთ რამე ტკბილი და მწარე გამოსვლა 15:22–25 -ის ერთად შესწავლისას. როგორ აქცია მხსნელმა ჩვენი ცხოვრების „მწარე“ გამოცდილება „ტკბილად“?

გამოსვლა 15:23–25; 16:14–15; 17:1–6

იესო არის ჩემი ცოცხალი წყალი, ჩემი სიცოცხლის პური და ჩემი კლდე.

  • როდესაც თქვენ და თქვენი შვილები კითხულობთ გამოსვლა 15:23–25; 16:14–15; 17:1–6-ს სთხოვეთ, დაგეხმარონ იპოვოთ საგნები, რომლებიც თითოეული ამბის მოყოლაში დაგეხმარებათ, როგორიცაა ტოტი (მარას წყლის სამკურნალოდ), ჭურჭელი ან ქოთანი (მანანით გასავსებად) და კლდე (ხორების წყლისთვის). რას გვახსენებს ეს ისტორიები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს იესო ქრისტე ჩვენთვის? როგორც თქვენი დისკუსიის ნაწილი, შეგიძლიათ, წაიკითხოთ მათე 7:24–27; იოანე 4:10–14; 6:29–35, 48–51; ჰელამანი 5:12; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.

ნახატი, რომელიც ასახავს მოსეს, აარონსა და ხურს

One Before God [ერთი ღმერთის წინაშე], ჯოზეფ ბრიკის მიერ (დეტალი)

გამოსვლა 17:8–16; 18:13–26

მე შემიძლია, დავეხმარო უფლის საქმის შესრულების „ტვირთის [შემსუბუქებაში]“.

  • როდესაც კითხულობთ გამოსვლა 17:8–16-ს, შეგიძლიათ, სთხოვოთ ბავშვს, რომ ხელები ჰაერში მაღლა დაიჭიროს. როდესაც ბავშვი დაიღლება, სხვა ბავშვებს შეუძლიათ დახმარება, როგორც აარონი და ხური დაეხმარნენ მოსეს. რას გვასწავლის ეს ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ღვთის სასუფეველს წარმატების მიღწევაში? თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ გამოსვლა 18:13–26 და ისაუბროთ იმ ადამიანების მძიმე პასუხისმგებლობებზე, რომლებიც თქვენს მეურვეობაში მსახურობენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ დღეს ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელების დასახმარებლად, აარონისა და ხურის მსგავსად, რომლებიც დაეხმარნენ წინასწარმეტყველ მოსეს?

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

მოსე წითელ ზღვას ყოფს

Crossing the Red Sea [წითელი ზღვის გადალახვა], ოტო სემლერის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფალს შეუძლია „[დიდი საქმის]“ გაკეთება ჩემს ცხოვრებაში