Doctrine and Covenants 2025
18–24 აგვისტო: „წესი დაპირებით“: მოძღვრება და აღთქმები 89–92


„18–24 აგვისტო: „წესი დაპირებით“: მოძღვრება და აღთქმები 89–92,“ მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 89–92,“ მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

წყვილი ერთად ამზადებს კერძს

18-24 აგვისტო: „წესი დაპირებით“

მოძღვრება და აღთქმები 89–92

წინასწარმეტყველთა სკოლაში, წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა ისრაელის უხუცესებს დედამიწაზე ღვთის სასუფევლის შენების შესახებ. ისინი განიხილავდნენ სულიერ ჭეშმარიტებებს, ერთად ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ემზადებოდნენ სახარების საქადაგებლად. მაგრამ იყო რაღაც ამ გარემოში ისეთი, რაც ჩვენ, დღეს, შეიძლება უცნაურად გვეჩვენებოდეს და ემა სმითსაც ეს უჩვეულოდ ეჩვენა. შეხვედრების დროს კაცები ეწეოდნენ და ღეჭავდნენ თამბაქოს, რაც იმ დროისთვის უჩვეულო არ იყო, მაგრამ ეს ხის იატაკს შავად ღებავდა და მძაფრ სუნს ტოვებდა ჰაერში. ემამ თავისი წუხილი გაუზიარა ჯოზეფს და ჯოზეფმა უფალს მიმართა. მისი პასუხი იყო გამოცხადება, რომელიც სცილდებოდა მოწევასა და თამბაქოს ლაქებს. ამან, მომავალ წმინდანთა თაობებს მისცა „წესი დაპირებით”—ფიზიკური ჯანმრთელობის, “სიბრძნ[ი]ს,” და “ცოდნის [დიდი საგანძურის]” დანაპირები (მოძღვრება და აღთქმები 89:3, 19).

იხილე ასევე წმინდანები, 1:166–68.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 89

სემინარიის ხატულა
უფალმა მარგუნა „სიბრძნის სიტყვა“, რაც დამეხმარება ვიყო სულით და ხორცით ჯანმრთელი.

როდესაც ჯოზეფ სმითმა პირველად წაუკითხა წინასწარმეტყველთა სკოლის უხუცესებს „სიბრძნის სიტყვა“, მათ დაუყოვნებლივ „მოისროლეს ცეცხლში თამბაქოს ჩიბუხები და საღეჭი თამბაქო“ (წმინდანები, 1:168). მათ სურდათ, გამოეჩინათ უფლისადმი მორჩილების სურვილი. შესაძლოა, შენ უკვე „მოისროლე“ შენი ცხოვრებიდან ის ნივთიერებები, რომლებზეც „სიბრძნის სიტყვა“ გვაფრთხილებს, მაგრამ კიდევ რა შეგიძლია ისწავლო ამ გამოცხადებიდან? განვიხილოთ შემდეგი მოსაზრებები:

  • იფიქრე გამოცხადებაზე, როგორც „[წესზე] დაპირებით“ (მუხლი 3)—მტკიცე ჭეშმარიტება, რომელიც წინ უძღვის გადაწყვეტილების მიღებას. შენი აზრით, რა წესებს შეუძლია შენი გადაწყვეტილებების განსაზღვრა? რა კურთხევებს გვპირდება უფალი? (იხილე მუხლები 18–21). როგორ შეასრულა მან ეს დაპირებები შენს ცხოვრებაში?

  • რა სახის მაგალითები გინახავს „სიბოროტისა და ზრახვების შედეგად … შეთქმულების მომწყობ ადამიანთა გულში“, რაც დაკავშირებულია „სიბრძნის სიტყვასთან“? (მუხლი 4). გარდა ამ გამოცხადებისა, რა მოგცა უფალმა, რაც დაგეხმარა ამ ბოროტების თავიდან აცილებასა ან დაძლევაში?

  • რას გასწავლის ეს გამოცხადება უფლის შესახებ? როგორ უკავშირდება „სიბრძნის სიტყვა“ მოძღვრება და აღთქმები 29:34–35-თან?

  • სხეულზე უკეთ ზრუნვისთვის, რა რჩევებს მიიღებ?

შესაძლოა გქონდა შესაძლებლობა სხვებისთვის აგეხსნა, რატომ ცხოვრობთ „სიბრძნის სიტყვის“ შესაბამისად და შეიძლება გქონდეს მეტი შესაძლებლობა მომავალში. დაფიქრდი, როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობები მაცხოვრის, ჩვენი სხეულის სიწმინდის და სხვა სულიერი ჭეშმარიტებების დასამოწმებლად. მოსაზრებები იხილე “თქვენი სხეული წმინდაა,„ ახალგაზრდობის გასაძლიერებლად: არჩევანის გაკეთების გზამკვლევი, 22–29.

ასევე იხილე 1 კორინთელთა 6:19–20; თომას ს. მონსონი, “Priniciples and Promises,” Liahona, ნოემ. 2016, 78–79; თემები და კითხვები, “Word of Wisdom,” სახარების ბიბლიოთეკა; “The Word of Wisdom,” Revelations in Context, 183–91; “Addiction,” “Physical Health,” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, სახარების ბიბლიოთეკა.

4:40

Principles and Promises

ისწავლე და ასწავლე წესების მეშვეობით იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ სიები იმისა, რა შეიძლება და რა არა, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ წესებით, რათა გამოვავლინოთ არჩევნის თავისუფლება და ქრისტესადმი რწმენა. მაგალითად, განიხილე მოცემულის მსგავსი, წესებზე დაფუძნებული საკითხები „სიბრძნის სიტყვის“ შესახებ: რა წესებმა შეიძლება წაახალისოს ადამიანი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ დაემორჩილოს „სიბრძნის სიტყვას“? რა წესები მანუგეშებს, როცა „სიბრძნის სიტყვით“ ცხოვრების მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს?

ქალი იოგას ვარჯიშობს

მამაზეციერს სურს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე.

მოძღვრება და აღთქმები 90:1–17

პირველი პრეზიდენტობა ფლობს „სასუფევლის გასაღებებ[ს]“.

ნაწილი 90-ში, უფალმა მისცა მითითებები ჯოზეფ სმითს, სიდნეი რიგდონსა და ფრედერიკ გ. უილიამსს „მსახურებისა და პრეზიდენტობის“ (მუხლი 12) შესახებ. ეს ადამიანები იყვნენ წევრები იმისა, რასაც ჩვენ ამჟამად პირველ პრეზიდენტობას ვუწოდებთ. რას სწავლობ პირველი პრეზიდენტობის შესახებ მუხლები 1-17-დან? განიხილე პირველი პრეზიდენტობის ბოლო გზავნილები. რას აკეთებენ ისინი იმისთვის, რომ „მოაწესრიგო[ნ] სასუფეველი და ამ ეკლესიის ყოველი საქმე”? (მუხლი 16). როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ ეს არ არის შენთვის „უმნიშვნელო [რამ]“? (მუხლი 5).

სცადეთ იმღეროთ ან წაიკითხოთ სიტყვები “მოდი, მოუსმინე წინასწარმეტყველის ხმას” (ჰიმნები, N. 21) ან სხვა სიმღერას წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამ მუხლებში მოცემულ სწავლებებთან. როგორ დაგეხმარა პირველი პრეზიდენტობის სამსახური მამაზეციერისა და იესო ქრისტეს გაცნობაში?

მოძღვრება და აღთქმები 90:24

„ყოველივე ერთად თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს“.

იმსჯელე ნებისმიერ გამოცდილებაზე, რომელიც გქონდა, რაც მოწმობს უფლის დანაპირებზე მოძღვრება და აღთქმები 90:24-ში. ჩაწერო შენი გამოცდილება და გაუზიარე ის ოჯახის წევრს ან საყვარელ ადამიანს ან ვინმეს, ვისაც ნუგეში ან მხარდაჭერა სჭირდება. თუ ჯერ კიდევ გარკვეული კურთხევების მოლოდინში ხარ იფიქრე, როგორ დარჩე ერთგული იმის მოლოდინში, რომ „ყოველივე ერთად თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს“.

მოძღვრება და აღთქმები 90:28–31

ვინ იყო ვიენა ჟაკი?

ვიენა ჟაკი დაიბადა 1787 წლის 10 ივნისს მასაჩუსეტსში. ვიენა - მორწმუნე ქალი, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები, მისიონერებს პირველად 1831 წელს შეხვდა. მას შემდეგ, რაც მან სულიწმინდისგან მოწმობა მიიღო, რომ მათი გზავნილი ჭეშმარიტი იყო, იგი წინასწარმეტყველთან შესახვედრად კირტლანდში, ოჰაიოში, გაემგზავრა, სადაც შემდგომ მოინათლა.

ვიენა დაემორჩილა მოძღვრება და აღთქმები 90:28–31-ში მოცემულ უფლის დარიგებას. მისი უფლისადმი თავის მიძღვნა მოიცავდა შემოწირულობებს, რომლებიც მან ადრე, ეკლესიისთვის გადამწყვეტ დროს, კარტლანდში გაიღო, როდესაც ხელმძღვანელები ცდილობდნენ მიწის შეძენას, სადაც კირტლანდის ტაძარი აშენდებოდა. ვიენა იყო „ერთგული და არ[ა]… უქმედ“ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და საბოლოოდ შეძლო სოლთ ლეიქ ველზე, „მშვიდობით [დასახლება]”, (მუხლი 31) სადაც 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოძღვრება და აღთქმები 91

„სული აცხადებს ჭეშმარიტებას“.

ჩვენ ყველანი ვაწყდებით შეტყობინებებს, რომლებიც მოიცავს „მრავალს, რაც ჭეშმარიტია“ და „მრავალს. რაც არ არის ჭეშმარიტი“ (მოძღვრება და აღთქმები 91:1–2). რა რჩევას იპოვი ნაწილი 91 -ში, რაც დაგეხმარება ამოიცნო ჭეშმარიტება იმ გზავნილებში, რომლებსაც გადააწყდები? როგორ დაგეხმარა სულიწმინდა, ჭეშმარიტების შეცდომისგან გარჩევაში?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 89

„სიბრძნის სიტყვა“ მეხმარება ვიყო ხორცით და სულით ჯანმრთელი.

  • იმისთვის, რომ გაეცნო ნაწილი 89-ს, შვილებთან ერთად შეხედე ტაძრის სურათს ან იმღერე სიმღერა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, როგორიცაა „უფალმა მომცა ტაძარი“ (საგალობლები, გვ. 62), რათა ასწავლოთ, რომ ჩვენი სხეული ჩვენი სულისთვის ტაძრის მაგვარია. დაეხმარე შენს შვილებს იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ სხეულზე.

  • იმისთვის, რომ შეიტყო უფლის მცნებების შესახებ მოძღვრება და აღთქმები 89:10–17-ში, შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ დახატოთ ან დაათვალიეროთ სურათები იმისა, რისი ჭამა ან გაკეთება შეგვიძლია ჩვენი სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (იხილე სურათი და გასართობი გვერდი ამ მონახაზის ბოლოში). რისი არ გამოყენების შესახებ გაგვაფრთხილა უფალმა? რატომ სურს მას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე?

  • უხუცესმა გარი ე. სტივენსონმა ურჩია ახალგაზრდებს, წინასწარ დაგეგმონ, რას გააკეთებენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ცდუნების დროს. ის ასწავლიდა: „თქვენ დაინახავთ, რომ ცდუნებას ნაკლები კონტროლი აქვს თქვენზე. თქვენ უკვე გაქვთ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ მოიქცევით და რას გააკეთებთ. თქვენ არ დაგჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება ყოველ ჯერზე“ (“Your Priesthood Playbook,” Liahona, მაისი 2019, 48). მოძღვრება და აღთქმები 89:4 -ს ერთობლივად კითხვისას და უხუცეს სტივენსონის განცხადების შემდეგ, ესაუბრე შვილებს, თუ როგორ შეუძლიათ ახლა გადაწყვიტონ — მთელი დარჩენილი სიცოცლე — იცხოვრონ „სიბრძნის სიტყვის“ მიხედვით. ასევე შეგიძლიათ როლებში გაითამაშოთ, თუ რა პასუხი ექნებათ მათ, თუ ვინმე, თუნდაც, მეგობარი, შესთავაზებს მათ ისეთ რამეს, რაც „სიბრძნის სიტყვას“ ეწინააღმდეგება. როგორ გვაკურთხებს უფალი, როცა ვემორჩილებით „სიბრძნის სიტყვას?“ (იხილე მუხლები 18–21).

ბავშვები თამაშობენ სანაპიროზე

ჩვენი სხეულები არის ღვთისგან ბოძებული ძღვენი

მოძღვრება და აღთქმები 90:5

ღმერთი მიგზავნის წინასწარმეტყველებს, რომლებიც მიმიძღვიან და მფარველობენ.

  • შეგიძლიათ დაათვალიეროთ ძველ წინასწარმეტყველთა სურათები ან იმღეროთ ისეთი სიმღერა, როგორიცაა “წინასწარმეტყველის მიმდევრად იქეცი” (საბავშვო სიმღერების წიგნი, 110–11). როგორ დალოცა ღმერთმა თავისი შვილები წინასწარმეტყველების მეშვეობით? რატომ უნდა ვუსმინოთ ღვთის წინასწარმეტყველებს? (იხილე მოძღვრება და აღთქმები 90:5). შემდეგ, შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ ცოცხალი წინასწარმეტყველის სურათი და გააზიაროთ ზოგიერთი რამ, რაც უფალმა მისი მეშვეობით გვასწავლა ან რაზეც გაგვაფრთხილა. როგორ მივყვეთ წინასწრამეტყველს?

მოძღვრება და აღთქმები 91

სულს შეუძლია დამეხმაროს ჭეშმარიტების შეცნობაში.

  • შეგიძლია შეაჯამო მოძღვრება და აღთქმები 91 -ს ნაწილის სათაური იმისთვის, რომ დაეხმარო შენს შვილებს გაცნობიერებაში, თუ რისთვის იყო მოცემული ეს გამოცხადება. შემდეგ მათ შეეძლებათ იფიქრონ ისეთ ადგილებზე, როგორიცაა მედია, სადაც ჩვენ ვპოულობთ „მრავალს, რაც ჭეშმარიტია“ და „მრავალს, რაც არ არის ჭეშმარიტი“(მუხლი 1–2). რას გვასწავლის მუხლები 4–6 სულიწმინდის შესახებ? როგორ გვეხმარება სულიწმინდა შევიცნოთ, თუ რა არის სწორი?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

ხილი

„ყველანაირი მარცვლეული კარგია ადამიანის საკვებად; ასევე ნაყოფი ვაზისა“.

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის