„28 აპრილი–4 მაისი: „ჩემი კანონი ჩემი ეკლესიის სამართავად“: მოძღვრება და აღთქმები 41–44“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 41–44“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
28 აპრილი–4 მაისი: „ჩემი კანონი ჩემი ეკლესიის სამართავად“
მოძღვრება და აღთქმები 41–44
1830-1831 წლებში ეკლესია სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით ახალი წევრების ნაკადის შემოდინებით კირტლანდში, ოჰაიოში. ეს ზრდა წმინდანებს აღაფრთოვანებდა და ახალისებდა, მაგრამ მას თან ერთვოდა დაბრკოლებებიც. როგორ შეიძლება მორწმუნეების სწრაფად ზრდადი ჯგუფის გაერთიანება? უფრო კონკრეტულად კი, რა უნდა მოიმოქმედო, როცა მათ თავიანთი წინა რწმენიდან მოაქვთ მოძღვრებისა და მსახურების ტრადიციები? მაგალითად, როდესაც ჯოზეფ სმითი 1831 წლის თებერვლის დასაწყისში კირტლანდში მივიდა, მან იხილა, რომ ახალი წევრები საერთო ქონებას იზიარებდნენ და გულწრფელად ცდილობდნენ, დამსგავსებოდნენ ახალი აღთქმის ქრისტიანებს (იხილე საქმეები 4:32–37). უფალმა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბევრი რამ დააზუსტა და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მან ეს, ძირითადად, გამოცხადების საშუალებით ჩაწერა მოძღვრება და აღთქმები 42 -ში, რომელსაც თავად უწოდა „ჩემი კანონი ჩემი ეკლესიის სამართავად“ (მუხლი 59). ამ გამოცხადებაში ჩვენ ვიგებთ ჭეშმარიტებებს, რომელთაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უკანასკნელ დღეებში უფლის ეკლესიის ჩამოყალიბებაში. და ჩვენ ვიგებთ, რომ უფრო მეტი გვაქვს სასწავლი: „თუ მოითხოვ“ – უფალი გვპირდება – „მიიღებ გამოცხადებას გამოცხადებაზე, ცოდნას ცოდნაზე“ (მოძღვრება და აღთქმები 42:61).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
„ის, რომელიც იღებს ჩემს კანონს და მას ასრულებს, არის ჩემი მოწაფე“.
1831 წლის დასაწყისში წმინდანები ოჰაიოში უკვე იკრიბებოდნენ. ისინი მონდომებულნი იყვნენ, მიეღოთ ღვთის კანონი, რომლის გამოცხადებაც ღმერთმა იქ აღუთქვა (იხილე მოძღვრება და აღთქმები 38:32). მაგრამ უპირველესად, მან ასწავლა მოწაფეებს, როგორ მომზადებულიყვნენ მისი კანონის მისაღებად. შენი აზრით, მოძღვრება და აღთქმები 41:1–6 -ში მითითებული რომელი პრინციპები დაეხმარებოდა წმინდანებს ღვთის კანონის მიღებაში? როგორ შეიძლება, ეს პრინციპები დაგეხმაროს მისგან მითითების მიღებაში?
ასევე იხილე “A Bishop unto the Church,” Revelations in Context-ში, 77–83.
უფალი მაძლევს მცნებებს, რამეთუ ვუყვარვარ.
წმინდანები მიიჩნევდნენ, რომ გამოცხადება მოძღვრება და აღთქმები 42:1–72 -ში იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წინასწარმეტყველს მიეღო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი გამოცხადება, რომელიც გამოქვეყნდა. მრავალი წლის განმავლობაში, წმინდანები მას უბრალოდ „კანონს“ უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი არ მოიცავს ღმერთის ყველა მცნებას ან კანონს, ღირს დაფიქრება, რატომ იყო ეს პრინციპები მნიშვნელოვანი ახლად აღდგენილი ეკლესიისათვის. რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი დღეს ჩვენთვის?
რადგან ნაწილი 42 შედარებით გრძელია, შენ შეგიძლია იგი შეისწავლო პატარ-პატარა ნაწილებად, როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული. განსაზღვრე პრინციპები, რომლებიც თითოეულ ნაწილშია მოცემული და გაიაზრე, როგორ წარმოადგენს ეს კანონები ღვთის სიყვარულის ნიშანს თავისი ხალხისადმი.
რატომ გვაძლევს უფალი კანონებს და მცნებებს? მცნებების ცოდნისა და მათი აღსრულების შედეგად როგორ ხარ დალოცვილი?
მოძღვრება და აღთქმები 42:30–42
„გაისენეთ ღარიბები“.
ნაწილი 42-ში გამოცხადებული კანონის ნაწილად უფალმა ასწავლა თავის წმინდანებს, ძველად, ქრისტეს მიმდევართა მსგავსად, როგორ შეეძლოთ ჰქონოდათ „ყველაფერი საერთო“ (საქმე 2:44; 4 ნეფი 1:3), ისე, რომ „არ [იქნებოდა] ღარიბი მათ შორის“ მოსე 7:18). რა გაიგე მოძღვრება და აღთქმები 42:30–42 -დან იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ წმინდანები მიძღვნის კანონით?
მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ყველაფერი საერთო“ არ გვაქვს, უკანასკნელ დღეთა წმინდანები ტაძარში დებენ აღთქმას, რომ იცხოვრებენ მიძღვნის კანონით. როგორ შეიძლება, მიუძღვნა ის, რაც ღმერთმა გიბოძა გასაჭირში მყოფი ადამიანების დასალოცად?
ასევე იხილე “The Law,” Revelations in Context-ში, 93–95.
Christ and the Rich Young Ruler [ქრისტე და მდიდარი ახალგაზრდა მმართველი], ჰაინრიხ ჰოფმანის მიერ
მოძღვრება და აღთქმები 42:61, 65–68;43:1–16
ღმერთი გვაძლევს გამოცხადებებს, რათა გაუძღვეს თავის ეკლესიას— და გამიძღვეს მე.
წარმოიდგინე, რომ ესაუბრები ეკლესიის ახალ წევრს, რომელიც აღფრთოვანებულია იმის გაგებით, რომ ეკლესია იმართება გამოცხადებით. როგორ გამოიყენებდი მოძღვრება და აღთქმები 43:1–16 ახალი წევრის დასახმარებლად, რათა გაიგოს უფლის წესი თავისი ეკლესიის სამართავად თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით? როგორ გამოიყენებდი მოძღვრება და აღთქმები 42:61, 65–68 რათა ასწავლო პირადი გამოცხადების მიღების შესახებ?
რა არის ის „მშვიდობისმოყვარე საქმე“ და სასიხარულო რაღაცები, რაც უფლისგან მიგიღია სულიწმიდის მეშვეობით?
იმისათვის, რომ გაიგო, ეკლესიის წინამძღოლებს როგორ მოესმათ უფლის ხმა, შეგიძლია უყურო ერთ-ერთ ვიდეოს „უსმინეთ მას“ კოლექციიდან. შეგიძლია შექმნა შენი საკუთარი ვიდეო და ახსნა, როგორ გესაუბრება უფალი.
ასევე იხილე რასელ მ. ნელსონის გზავნილი „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის“, Liahona, მაისი, 2018, 93–96; “All Things Must Be Done in Order,” Revelations in Context-ში, 50–53.
გამოიყენე თვალსაჩინო გაკვეთილები. თვალსაჩინო გაკვეთილები ან ვიზუალური დამხმარე ნივთები დაეხმარება ადამიანებს, რომლებსაც ასწავლი, უკეთესად შეიმეცნონ სახარების ჭეშმარიტება და უფრო დიდხანს ახსოვდეთ ის. მაგალითად, შენ შეიძლება გამოიყენო ნაწილ-ნაწილ აწყობილი თავსატეხი, რათა ასწავლო, მიიღონ „გამოცხადება გამოცხადებაზე, ცოდნა ცოდნაზე“ (მოძღვრება და აღთქმები 42:61).
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოწაფე არის ადამიანი, რომელიც იღებს ღვთის კანონს და ემორჩილება მას.
-
ბავშვებს რომ დაეხმარო გაიგონ, თუ რას ნიშნავს, იყო იესო ქრისტეს მოწაფე, შეგიძლია დაწერო მოძღვრება და აღთქმები 41:5 ფურცელზე და გამოტოვო ადგილი, სადაც სიტყვა მოწაფე უნდა ეწეროს. შემდეგ მათ შეუძლიათ წაიკითხონ მუხლი 5 გამოტოვებული სიტყვის საპოვნელად. ამ მუხლის მიხედვით, რას ნიშნავს იესო ქრისტეს მოწაფედ ყოფნა? როგორ ვცდილობთ, ვიყოთ ქრისტეს უკეთესი მოწაფეები?
მე ბედნიერი ვარ, როდესაც უფალს ვემორჩილები.
-
შენმა ბავშვებმა შეიძლება ისიამოვნონ თამაშით, რომელიც მათგან ყურადღებით მოსმენასა და მითითებების მიყოლას მოითხოვს. გამოიყენე ეს თამაში რათა ისაუბრო, თუ რას ნიშნავს „ყური დაუგდეთ, მოისმინეთ და დაემორჩილეთ“ უფალს (მოძღვრება და აღთქმები 42:2). რა მითითებები მოგვცა მან? როგორ ვართ დალოცვილნი მისი კანონებისა და მცნებების დამორჩილებით?
-
ამ კვირის ღონისძიებების გვერდი შეგიძლია ბავშვებთან ერთად დაასრულო. ასევე შეგიძლია იმღერო ღვთის კანონებზე დამორჩილების შესახებ. შეგიძილიათ ერთმანეთს გაუზიაროთ, როგორ მოგიტანათ ბედნიერება ღვთის კანონებზე დამორჩილებამ.
როდესაც სხვებს ვემსახურები, მე ვემსახურები იესო ქრისტეს.
-
მოძღვრება და აღთქმები 42:38-ს ერთად წაკითხვის შემდეგ დაეხმარე ბავშვებს მოიფიქრონ, სხვების მსახურებით როგორ ემსახურებიან უფალს.
2:18Pass It On
-
ასევე შეგიძლია აჩვენო ბავშვებს მეათედის და სხვა შემოწირულობათა ფურცელი და ისაუბროთ, თუ როგორ გავცეთ, რაც გვაქვს, სხვების დასალოცად.
მხოლოდ წინასწარმეტყველს შეუძლია გამოცხადების მიღება მთელი ეკლესიისათვის.
-
შესთავაზე ბავშვებს წარმოიდგინონ, რომ ვიღაც წარსდგება დამოწმებათა შეხვედრაზე და ეუბნება მრევლს, რომ მან მიიღო გამოცხადება მთლიანი ეკლესიისთვის (მაგალითად, გამოცხადება, რომ აღარ უნდა ვჭამოთ სტაფილო ან ხელები წყლის მაგივრად რძით უნდა დავიბანოთ). ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვუსმინოთ იმას, რასაც ის ამბობს და არა წინასწარმეტყველი. რა იქნება არასწორი ამ ქმედებაში? თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მოძღვრება და აღთქმები 43:1–7 ერთად, რათა აღმოაჩინოთ, როგორ აძლევს უფალი მცნებებს თავის ეკლესიას.
-
ასევე შეგიძლია აჩვენო ცოცხალი წინასწარმეტყველის სურათი და მოუწოდო ბავშვებს ისაუბრონ იმაზე, თუ რა ასწავლა მან მათ ამ ბოლო დროს. თუ მათ დახმარება სჭირდებათ, გაუზიარე ვიდეოს ნაწყვეტი ბოლო გენერალური კონფერენციიდან. რატომ არის კურთხევა, დღეს გვყავდეს ცოცხალი წინასწარმეტყველი?