Doctrine and Covenants 2025
აღდგენის ხმები: შეკრება ოჰაიოში


„აღდგენის ხმები: შეკრება ოჰაიოში“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„შეკრება ოჰაიოში“ მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

აღდგენის ხმების ხატულა

აღდგენის ხმები

შეკრება ოჰაიოში

კირტლანდი 1830-იან წლებში

Kirtland Village [სოფელი კირტლანდი], ალ რაუნდსის მიერ

ფიბი კარტერი

Picture of Phoebe Carter Woodruff, wife of Wilford Woodruff, circa 1840.

1830-იან წლებში ოჰაიოში შეკრებილ მრავალ წმინდანთა შორის იყო ფიბი კარტერი. იგი დაახლოებით 25 წლისა იქნებოდა, როდესაც ეკლესიას ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეუერთდა, თუმცა მისი მშობლები ეკლესიის მიმდევრები არ გამხდარან. თავისი გადაწყვეტილების შესახებ გადასულიყო ოჰაიოში და შეერთებოდა წმინდანებს, იგი მოგვიანებით წერდა:

„ჩემი მეგობრები განცვიფრდნენ ამ გადაწყვეტილების გამო, ისევე როგორც მე, მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა მიბიძგებდა. ჩემი სახლიდან წასვლის გამო დედას გლოვა ძალიან ძნელი ასატანი იყო და რომ არა ჩემი სულისკვეთება, ალბათ, გამბედაობა მიღალატებდა. დედამ მითხრა, უმალ დამარხულს მნახავდა, ვიდრე უგულო სამყაროში გზად მარტო დამდგარს.

„[ფიბი]“ – თქვა მან, შთამბეჭდავად, – “დაბრუნდები, თუ აღმოაჩენ, რომ მორმონიზმი მცდარია?“

„დიახ, დედა, დავბრუნდები“ – მივუგე მე. … ჩემმა პასუხმა მას შვება მოჰგვარა, მაგრამ ჩვენმა გაყრამ ყველა ძალიან დაგვამწუხრა. როდესაც წასვლის დრო მოვიდა, თავს ვერ მივენდე, მეთქვა ნახვამდის; ყველას სათითაოდ მივწერე გამოსამშვიდობებელი წერილი და დავტოვე ჩემს მაგიდაზე, ჩავირბინე კიბეებზე და ჩავხტი ეტლში. ასე დავტოვე უსაყვარლესი მშობლიური სახლი, რათა ჩემი ცხოვრება ღმერთის წმინდანებთან დამეკავშირებინა“.

ზემოხსენებულ ერთ-ერთ გამოსამშვიდობებელ წერილში ფიბი წერდა:

“საყვარელო მშობლებო—მე ახლა სადაცაა დავტოვებ ჩემს მამისეულ ჭერს რაღაც დროით … არ ვიცი რა ხნით—მაგრამ ვტოვებ მას პატარაობიდან დღემდე თქვენგან მიღებული სიკეთისთვის დიდი მადლიერების გრძნობით—თუმცაღა ღვთიური განგება ასე განკარგავს. მოდით, ეს ყველაფერი მივანდოთ ღვთიურ განგებას და ვიყოთ მადლიერნი, რომ ერთად ცხოვრების უფლება მოგვეცა ამდენი ხნით და ისეთ კარგ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ იქნება, თუ ღმერთი გვეყვარება აღმატებულად. გავაცნობიეროთ, რომ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთი ღმერთის მიმართ, რომელიც შეისმენს გულწრფელ ლოცვას ყველა მისი ქმნილებისგან და მოგვცემს იმას, რაც ჩვენთვის უმჯობესია. …

„დედა, მე მჯერა, რომ ღვთის ნებაა, მე წავიდე დასავლეთით და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დიდი ხანია, ეს მისი ნებაა. ახლა კი გზა გაიხსნა … ; მე მჯერა, რომ ამაში უფლის სული ურევია და ეს ყველაფრისთვის საკმარისია. ოჰ, ნუ ღელავ შენს შვილზე; უფალი მანუგეშებს მე. მწამს, რომ უფალი იზრუნებს ჩემზე და მომცემს იმას, რაც უმჯობესია. … მე მივდივარ, რადგან ჩემი მოძღვარი მომიხმობს. მან ჩემი მოვალეობა ნათელყო“.

შენიშვნები

  1. ედვარდ უ. თულიჯი, The Women of Mormondom (1877), 412.

  2. ფიბი კარტერის წერილი მშობლებს, უთარიღო, Church History Library, Salt Lake City; პუნქტუაცია მოდერნიზებულია. ფიბი ეკლესიას 1834 წელს შეუერთდა, ხოლო ოჰაიოში დაახლოებით 1835 წელს გადავიდა და 1837 წელს დაქორწინდა ვილფორდ ვუდროფზე.