Doctrine and Covenants 2025
21–27 აპრილი: „თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ“: მოძღვრება და აღთქმები 37–40


„21–27 აპრილი: „თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ“: მოძღვრება და აღთქმები 37–40“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 37–40“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

წმინდანები ემზადებიან გადასასვლელად

დეტალი: Saints Move to Kirtland [წმინდანები გადადიან კირტლანდში], ავტორი: სემ ლოულორი

21–27 აპრილი: „თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ“

მოძღვრება და აღთქმები 37–40

პირველი წმინდანებისთვის ეკლესია გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ იმ ადგილს, სადაც კვირაობით ქადაგებას ისმენდნენ. გამოცხადებებში გამოიყენებოდა შემდეგი სიტყვები: მიზანი, სასუფეველი, სიონი, და საკმაოდ ხშირად საქმე. და ნაწილობრივ, შეიძლება, სწორედ ამ მიზეზით იყო, რომ აღდგენილი ეკლესია ხალხს იზიდავდა. მიუხედავად იმისა, რომ მოძღვრება უყვარდათ, მათ ასევე ეწადათ რაღაც წმინდა, რასაც ცხოვრებას მიუძღვნიდნენ. და მაინც, უფლის მიერ 1830 წელს მიცემული ბრძანების დამორჩილება - შეკრებილიყვნენ ოჰაიოში, იოლი არ ყოფილა. მრავალთათვის ეს ნიშნავდა კომფორტული სახლების დატოვებას უცნობ მხარეში გასამგზავრებლად (იხილე „აღდგენის ხმები: ოჰაიოში შეკრება“). დღესაც ნათლად ვხედავთ, რასაც ხედავდნენ მაშინ ეს წმინდანები, მხოლოდ რწმენის თვალით: უფალი მათ დიდებულ დალოცვებს უმზადებდა ოჰაიოში.

ოჰაიოში შეკრების საჭიროება დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ წმინდანები დღესაც ერთიანდებიან იგივე საქმით: „სიონის მოსავლენად“ (მოძღვრება და აღთქმები 39:13). პირველწმინდანთა მსგავსად, ჩვენც მოგვიწოდებენ, მივატოვოთ „ამქვეყნიური საზრუნავი“ (მოძღვრება და აღთქმები 40:2) და მივენდოთ უფლის დაპირებას: „მიიღებ … კურთხევას, იმდენად დიდს, როგორიც არასდროს გცოდნია“ (მოძღვრება და აღთქმები 39:10).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 37–38

ღმერთი შეგვკრებს, რათა დაგვლოცოს.

ფეიეტის ეკლესიის წევრებმა (ნიუ-იორკი), 1831 წლის ზამთარში ოჰაიოში გადასვლით დიდი მსხვერპლი გაიღეს (250 მილზე მეტი გამოიარეს). როდესაც უფლის მოწოდებას კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 37:3–4-ში, უნდა დაფიქრდე იმ მსხვერპლზე, რომლის გაღებაც უფალმა გთხოვა. შემდეგ, მოძღვრება და აღთქმები 38:1–33-ს სწავლისას ეძიე ჭეშმარიტება მხსნელის შესახებ, რომელმაც მოგცა რწმენა, მინდობოდი მის დარიგებას. რას იგებ მუხლები 11–33 -დან იმ დალოცვებზე, რომლებსაც იღებენ, როდესაც ადამიანები იკრიბებიან როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები?

მოძღვრება და აღთქმები 38:22

„მოისმინეთ ჩემი ხმა და გამომყევით“.

როგორ შეგიძლია, იესო ქრისტე შენს „კანონმდებლად“ აქციო? მისი კანონების მიყოლა როგორ გაქცევს „თავისუფალ ხალხად“?

ასევე იხილე 2 ნეფი 2:26–27.

მოძღვრება და აღთქმები 38:30

თუ მზად ვარ, მე არაფრის უნდა მეშინოდეს.

როდის განგიცდია პრინციპი, რომელიც უფალმა გამოაცხადა მოძღვრება და აღთქმები 38:30-ში: „თუ მზად იქნებით – არ შეგეშინდებათ“? ნაწილი 38-ს შესწავლისას ყურადღება მიაქციე, როგორ ამზადებს უფალი თავის წმინდანებს მომავალთან გაბედულად დასაპირისპირებლად. როგორ სურს ღმერთს შენი გამოწვევებისთვის მომზადება, რომ არ გეშინოდეს?

მოძღვრება და აღთქმები 38:24–27

სემინარიის ხატულა
ღმერთს სურს, რომ „ვიყოთ ერთიანნი“.

ოჰაიოში შეკრებილი წმინდანები სხვადასხვა ფენის ადამიანები იყვნენ. ალბათ იგივე ითქმის შენი მეურვეობის შემადგენლობაზეც. უფალი კი თავის ხალხს მოუწოდებს: „იყავით ერთიანნი“ (მუხლი 27). როგორ შეიძლება მივაღწიოთ ასეთ ერთობას? რა აზრები მოგდის თავში, როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 38:24–27? რატომ უნდა ვიყოთ ერთიანნი იმისათვის, რომ ვიყოთ ღმერთის ხალხი?

ამ მუხლების წაკითხვამ ასევე შეიძლება დაგაფიქროს შენს ურთიერთობებზე—მაგალითად, ოჯახის წევრებთან, მეურვეობის წევრებთან, ქვორუმის ან კლასის წევრებთან. რა გაბრკოლებს, რომ არ იყო ქრისტესთან გაერთიანებული? როგორ შეიძლება მხსნელი დაგეხმაროს, „იყო ერთიანი“? ასევე საინტერესო მოსაზრებებს შეიძლება გაეცნო უხუცეს დეილ გ. რენლანდის გზავნილში: „ქრისტეს მშვიდობა მტრობას აუქმებს“, Liahona, ნოემბერი 2021, 83–85.

4:1

A Friend to All

3:14

Love in Our Hearts

როგორ შეიძლება დაეხმარო ამ ჯგუფებს, იყვნენ უფრო ერთიანნი? მაგალითად, გაუგზავნე კეთილი სიტყვის შემცველი წერილი ან ელექტრონული შეტყობინება ქვორუმის, კლასისა ან ოჯახის წევრებს. ვის გაუგზავნიდი დიდი სიამოვნებით?

რაზე შთაგაგონებს მხსნელის მაგალითი ეფესელთა 2:14, 18-22; 2 ნეფი 26:24-28-ში?

ახალგაზრდა მამაკაცები აფრიკაში

მოძღვრება და აღთქმები 38:3939–40

ზეციურ მამას სურს, მიბოძოს მარადიულ სიმდიდრე.

შენი აზრით, რა განსხვავებაა „დედამიწის სიმდიდრესა“ და „მარადიულ სიმდიდრეს“ შორის? (მოძღვრება და აღთქმები 38:39). რომელმა გამოცდილებამ გასწავლა მარადიული სიმდიდრის დაფასება?

გახსოვდეს ეს, როდესაც წაიკითხავ ჯეიმს კოველის შესახებ ნაწილები 39–40 -ში (ამ ნაწილების შესავლებში მოცემული წინაისტორიის ჩათვლით). იფიქრე, როგორ შეიძლება შენზე აისახოს მისი გამოცდილება. მაგალითად, გაიხსენე ის დრო, როდესაც შენი „გული მართალი იყო [ღმერთის] წინაშე“ (მოძღვრება და აღთქმები 40:1). როგორ დაილოცე შენი ერთგულებისთვის? ასევე იფიქრე იმ „ამქვეყნიურ საზრუნავზე“, რომელსაც უპირისპირდები. როგორ გაბრკოლებენ ისინი ღმერთის სიტყვის „სიხარულით“ მიღებაში? (მოძღვრება და აღთქმები 39:9; 40:2). ამ ნაწილებიდან რა შთაგაგონებს, იყო უფრო მეტად თანმიმდევრული ღვთის მორჩილებაში?

ასევე იხილე მათე 13:3–23.

წმინდა წერილების შენს ცხოვრებაში გატარება. „ერთი გზა სწავლის მსურველთა დასახმარებლად, დაინახონ [წმინდა წერილის] კავშირი, არის ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა; „როგორ შეიძლება, ეს დაგეხმაროს იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა განიცდი ცხოვრებაში?“ „რატომ არის მნიშვნელოვანი შენთვის ამის ცოდნა?“ „რა ცვლილება შეიძლება ამან შეიტანოს შენს ცხოვრებაში?““ (Teaching in the Savior’s Way, 23). ამ ღონისძიების შეკითხვები მოძღვრება და აღთქმები 39–40 -ს შესახებ არის კითხვების სხვა მაგალითები, რომლებიც დაგვეხმარება ამ გამოცხადებების ცხოვრებაში გატარებაში.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 3738:31–33

ღმერთი შეგვკრებს, რათა დაგვლოცოს.

მოძღვრება და აღთქმები 38:24–27

ღმერთს სურს, რომ ჩვენ „ვიყოთ ერთიანნი“.

  • როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 38:24–25 შენს შვილებთან ერთად, ისაუბრე იმაზე, თუ რას ნიშნავს, დააფასო შენი ძმა ან და ისე, როგორც საკუთარი თავი (ასევე იხილე მათე 7:12). დაეხმარე, გაიმეორონ წმინდა წერილიდან ფრაზა და სიტყვები „მისი ძმა“ შეცვალონ ერთმანეთის სახელებით.

  • იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლო, რას ნიშნავს „იყავით ერთიანნი“ (მოძღვრება და აღთქმები 38:27), უმჯობესია, დაახატინო დიდი ციფრი ერთი 1 და ერთად მორთოთ ის თქვენი ოჯახის ან კლასის თითოეული წევრის სახელებით, ნახატებით ან ფოტოებით. 1-ის გვერდით შეგიძლიათ ჩამოწეროთ, რა გაგაერთიანებთ უფრო მეტად.

  • მიმართე თვალსაჩინო გაკვეთილის მეთოდს, რომელიც წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ნივთების შეერთება ან გაერთიანება ერთ ნივთად, მაგალითად, ნაჭრის ნაწილები, რომლებიც ქმნიან საბანს ან ინგრედიენტები, რომლებიც საჭიროა ერთი პურის გამოცხობისთვის. რას გვასწავლიან ეს მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ ერთიანნი, როგორც ღმერთის ხალხი?

მოძღვრება და აღთქმები 38:30

თუ მზად ვარ, მე არაფრის უნდა მეშინოდეს.

  • მოძღვრება და აღთქმები 38:30ერთად კითხვისას შენ და ბავშვებმა შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა გადაგხდათ თავს ბოლო ხანებში ისეთი, რასაც მზად ყოფნა სჭირდებოდა. შემდეგ შეგიძლია ჰკითხო ბავშვებს, რისთვის სურს ზეციურ მამას, რომ მოვემზადოთ. ბავშვებს ესაუბრე იმ გამოცდილების შესახებ, რომლის დროსაც მზადყოფნის გამო შენ უშიშრად იყავი.

3:24

Men's Hearts Shall Fail Them

მოძღვრება და აღთქმები 39:6, 23

წევრად დამტკიცების დროს მე სულიწმიდის ძღვენს ვღებულობ.

  • შეგიძლია აჩვენო სურათი, რომელზეც ადამიანი წევრად დამტკიცებას გადის. სთხოვე ბავშვებს აღწერონ, რა ხდება სურათზე. ასევე უთხარი მათ, მიუთითონ სურათზე, როდესაც გაიგებენ სიტყვას სულიწმინდამოძღვრება და აღთქმები 39:6, 23 -ში. ერთმანეთს გაუზიარეთ, სულიწმიდის ძღვენმა როგორ დაგლოცათ.

ახალგაზრდა გოგოს წევრად ამტკიცებენ