2024
როგორ გავერთიანდეთ, როცა ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან?
ოქტომბერი, 2024 წ.


„როგორ გავერთიანდეთ, როცა ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან“? ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ოქტომბერი, 2024 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , ოქტობერი, 2024 წ.

როგორ გავერთიანდეთ, როცა ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან?

კუბები მათზე დატანილი ისრებით

ჩვენ ყველანი განვსხვავდებით. მაგრამ უფალს სურს, ვიყოთ „ერთიანნი“ (მოძღვრება და აღთქმები 38:27). აი ერთობის რამდენიმე პრინციპი, რომელიც წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა გვასწავლეს:

ჩვენ გაერთიანებულები ვართ იესო ქრისტეში, მის სახარბაში და მის ეკლესიაში. „მხოლოდ იესო ქრისტესადმი ინდივიდუალური ერთგულებისა და სიყვარულის მეშვეობით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გავხდებით ერთიანნი“.

ერთიანობა მოითხოვს სიყვარულს. „ენებისა და ლამაზი, სულისასამაღლებელი კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნების მიუხედავად, ჩვენ გულები ერთობითა და სიყვარულით უნდა გვქონდეს გადაჭდობილი“.

ერთობა არ ნიშნავს მსგავსებას. „ერთობა და განსხვავებულობა არ არის საპირისპირო ცნებები. ჩვენ უფრო მეტ ერთობას მივაღწევთ, თუ განსხვავებულობის მიმართ ინკლუზიურობასა და პატივისცემას მივიღებთ“. „ერთიანობა მოითხოვს არა მსგავსებას, არამედ ჰარმონიას.

ერთიანობა მოითხოვს კამათის და ცრურწმენების განდევნას. „ადგილი ყველასთვის მოიძებნება. მაგრამ ცრურწმენისთვის, დაგმობისთვის ან კამათისთვის - არა “ .