„იესომ სათითაოდ აკურთხა“, მეგობარი, 2024 წლის ოქტომბერი, 26-27.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , ოქტომბერი, 2024 წ.
იესომ სათითაოდ აკურთხა
ილუსტრაციები შესრულებულია ენდრიუ ბოსლის მიერ
წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ ნეფიელებს იესო ქრისტეს სიკვდილის ნიშნების შესახებ. მისი გარდაცვალებისთანავე ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში სიბნელე იყო. მოგვიანებით ადამიანებმა ზეციდან გაიგონეს მამაზეციერის ხმა.
მამაზეციერმა თქვა: „აჰა, ჩემი საყვარელი ძე … – უსმინეთ მას (3 ნეფი 11:7). იესო გამოეცხადა ნეფიელებს. ის აღსდგა! მან ნეფიელებს ბევრი რამ ასწავლა. მან უთხრა, რომ უნდა მოენანიათ და მის კვალზე უნდა ევლოთ.
მან სთხოვა შეკრებილთ, მიეყვანათ მასთან ავადმყოფნი, რათა განეკურნა ისინი. მან დალოცა ისინი.
მან ასევე ყველა ბავშვი დალოცა, სათითაოდ. ბავშვები გარშემორტყმულნი იყვნენ ანგელოზებით.
გასაფერადებელი გვერდი
მხსნელს უყვარს მამაზეციერის ყოველი შვილი
ილუსტრაცია შესრულებულია ადამ კოფორდის მიერ
როგორ გრძნობთ მაცხოვრის სიყვარულს?
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. დაბეჭდილია აშშ-ში. ინგლისური ენის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანი Monthly Friend Message, October 2024. Georgian. 19291 131