შობას სახლში ვიქნები
პირველი პრეზიდენტობის 2025 წ. საშობაო სულიერების საათი
2025 წლის 7 დეკემბერი, კვირა
წლების წინ—ახლა უკვე მრავალი წლის წინ—ახალგაზრდა მამა ვიყავი და მინდოდა, დავხმარებოდი ჩემს საყვარელ მეუღლეს ჩვენი პირმშოს, ვაჟის, დაბადებისთვის მომზადებაში. სიგიჟემდე ვნერვიულობდი. პეტმა ერთხელ თქვა, რომ როდესაც მშობიარობის ნიშნებმა საბოლოოდ იჩინა თავი, მე ავიღე ბალიში, რომელზეც მეძინა და კარისკენ გავემართე, ის კი უკან მოვიტოვე, ყოველგვარი პერანგისა თუ შარვლის გარეშე, რომლებითაც, წესით, პიჟამო უნდა ჩამენაცვლებინა.
შესაძლოა, მხოლოდ მისი მიმზიდველი პიროვნება იყო ის, რამაც კარამდე მისვლაში შემიშალა ხელი. ვინ იცის? შესაძლოა, მისმა სიყვარულით სავსე უსაფრთხოებამ ბავშვი კიდევ რამდენიმე საათით თბილად და კომფორტულად შეინარჩუნა თავის პატარა სახლში.
ყოველ შემთხვევაში, შობა არის წლის ის ერთი დღე, როდესაც ყველაზე მეტად გვსურს სახლში ყოფნა. ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო სიმღერაა „შობას სახლში ვიქნები". და თუკი არ შეგვიძლია იქ ყოფნა, ცოტა გული გვიჩუყდება ხოლმე, მაშინაც კი, თუ უკვე გავიზარდეთ და შორს ვართ ჩვენი ბავშვობის სათამაშოებისა და ნაძვის ხის ბრჭყვიალებისგან.
მოდით აღვნიშნოთ, რომ ამჟამად, თითქმის 85,000 მისიონერი მსახურობს მსოფლიოში, ძირითადად, სახლიდან არცთუ ისე ახლოს.
სახლიდან შორს მყოფი სტუდენტების უმეტესობა მოახერხებს საშობაოდ უკან დაბრუნებას, მაგრამ ყველა არა, რადგან შესაძლოა, მგზავრობის სახსრები არ ჰქონდეთ.
მსოფლიოში იმდენი ტრაგიკული ომია, რომ ძნელია შეფასება, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება შორს ამ შობისას. მაგრამ მათი რიცხვი ასობით ათასი იქნება.
იესომ, მარიამმა და იოსებმა იცოდნენ, რა იყო ამ განსაკუთრებულ ღამეს მარტო ყოფნა; ორი ათასწლეულის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვმღერით „მისი თავშესაფარი თავლა იყო, მისი აკვანი - ბაგა; ღარიბებთან, უბრალოებთან და მდაბლებთან ერთად ცხოვრობდა დედამიწაზე ჩვენი წმინდა მხსნელი"
სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ, ის ბავშვი კვლავ მარტო დარჩებოდა, აცხადებდა რა, რომ მან „მარტომ და[წურა] ღვინო საწნახელში და არავინ, იყო [მასთან]," თავისი ტანჯვის სიღრმეში შიშობდა, რომ სრულად მიტოვებული იყო, თვით ზეციერი მამის მიერაც კი, მაგრამ ამ საკითხის გაგება მოგვიანებით მოხდა, რამაც შობის ღამე სიხარულისა და აღთქმების ღამედ, ანგელოზების, ვარსკვლავებისა და ხსნის ღამედ აქცია, ღამედ, როდესაც საყვარელ ადმიანებთან ერთად უნდა ვიყოთ.
ამ შობას, ნება მომეცით ყოველი თქვენგანი მოვიწვიო, თუნდაც მცირე ხნით, ოჯახი იყოთ იმ ადამიანისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში მარტოა. სიმარტოვე საშინლად მტკივნეული შეგრძნებაა. ვიცი, რომ ბევრს ჩემზე მეტად უგრძვნია მარტოობა, მაგრამ ეს ბოლო სამი შობა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის იმ სრულყოფილი დედის გარეშე, რომელზეც ადრე ვსაუბრობდი.
თუმცა, ამ პერიოდში ჩემთან რაღაც გამომსყიდველური ხდებოდა. ეს იყო დრო მეტი დაფიქრებისთვის, მეტი თავმდაბლობისთვის და მეტი მადლიერებისთვის. შესაძლოა, ამ შობას შევძლებთ და გავუხარებთ გულს იმ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დროებით მარტოა, ისეთი გზით, რომ მან ერთი წამით, ერთი სადილის ან ერთი შუადღის განმავლობაში იგრძნოს, რომ მან შეძლო და შობა სახლში გაატარა.
რამდენიმე შემთხვევიდან, როდესაც შობის დროს სახლიდან შორს ვიყავი, პრეზიდენტ ფარნსის მსგავსად, ვფიქრობ, პირველი შემთხვევა იყო სრული დროის მისიონერობისას, რომელიც ხანდახან მარტოსულ და ყოველთვის უაღრესად სასარგებლო მსახურებას უკავშირდება.
აი, ასეთი ჩაფიქრებისა და სინაზის ერთი ჩანაწერი სხვა ადამიანისგან, რომელიც ძალიან მოწიფულ ლტოლვას ამჟღავნებს. ეს არის წერილი, რომელიც ვისურვებდით, რომ ერთჯერ მეტად დაგვეწერა.
„ძვირფასო მამა, ეს ჩემს ცხოვებაში პირველი შემთხვევაა, როცა შობას სახლში არ ვარ. [მე] პანსიონის ბუხრის წინ ვზივარ … ვუყურებ, როგორ ადის ალი საკვამურში და სხვა საშობაო დღეების მოგონებები [მიპყრობს]. აი დილა, როდესაც პიჟამოებში გამოწყობილებმა, კიბეებზე ჩავირბინეთ. [შემდეგ კი, ასეთი აღფრთოვანებით], ისევ ავირბინეთ კიბეებზე … რათა გვეჩვენებინა [თქვენთვის] ყველა ჩვენი [საჩუქარი – ვაშლი, ფორთოხალი და სახლში დამზადებული ტკბილეულობა]. შენ და დედა [რატომღაც ძალიან დაღლილები ჩანდით], მაგრამ ჩვენთან ითამაშეთ და გვაკოცეთ, სანამ გათენებამდე უკან, საწოლში, გაგვიშვებდით. დღის განმავლობაში შენ ქუჩაში [იმ] ახალი სასრიალოთი დაგვატარებდი, [რომელიც მანამდე ვერ აღმოვაჩინეთ] და ვიცოდით, რომ შენ იყავი ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი მამაკაცი მთელ მსოფლიოში. … გასულ ღამეს მაკლდა სანტა კლაუსის [მოსვლის] მღელვარება. ის [არც] ამ დილით მოსულა. მენატრები, [მამა. მაგრამ ჩვენ შორის ამ ახალი] დისტანციიით, შენს ცხოვრებაში შობის [ნამდვილ] სულისკვეთების დანახვას ვიწყებ … ღმერთმა დაგლოცოს, მამა, და მუდამ გასაოცარი იყავი ჩემთვის. სიყვარულით, გორდონი.” ჩვენი გორდონ ბიტნერ ჰინკლი.
გილოცავთ შობას ჩვენი ზეციერი მამისგან, რომელიც არასოდეს იღლება და არასოდეს გვიცრუებს იმედს და მისი მხოლოდშობილი ძისგან, მისი ჩვილისგან — ამ ჩვილისგან და ჩვენი ძმისგან — რომელიც გაიზარდა იმისთვის, რომ „[ეტვირთა] ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით [გაეტანჯა]: დალეწილიყო – ჩვენი ურჯულოების გამო“. მადლობას ვუხდით ჩვენს ზეციერ მამას აღთქმული მესიისთვის - შობის დღესასწაულის ყველაზე დიდი ძღვენისთვის. თავად იესო ქრისტეს სახელით, ამინ.