Come, Follow Me
სახლში და ეკლესიაში სწავლის გაუმჯობესების იდეები


„სახლში და ეკლესიაში სწავლის გაუმჯობესების იდეები“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2026 (2026)

ოჯახი ერთად სწავლისას

სახლში და ეკლესიაში სწავლის გაუმჯობესების იდეები

როდესაც სახლში და ეკლესიაში მხსნელის სახარებას სწავლობთ, იფიქრეთ შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ მოიწვიოთ სულიწმინდა თქვენი სწავლის პროცესში?

  • როგორ გაამახვილოთ მხსნელზე ყურადღება სწავლის დროს?

  • როგორ გამოიყენოთ ყოველდღიური სწავლის მომენტები?

  • როგორ წაახალისოთ ოჯახისა და კლასის წევრები, რათა დამოუკიდებლად შეისწავლონ წმინდა წერილები და სხვებს გაუზიარონ ნასწავლი?

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი გზა თქვენ მიერ ღვთის სიტყვის შესწავლის გასაღრმავებლად.

ილოცეთ შთაგონებისთვის

წმინდა წერილები ღვთის სიტყვაა, ამიტომ სთხოვეთ მას, ამ სიტყვების გააზრებაში დაგეხმაროთ.

ეძიეთ ჭეშმარიტება იესო ქრისტეს შესახებ

ყველაფერი მოწმობს ქრისტეს შესახებ (იხილეთ 2 ნეფი 11:4; მოსე 6:63), ამიტომ დაიმახსოვრეთ ან მოინიშნეთ ნაწყვეტები, რომლებიც მოწმობს მხსნელის შესახებ, აღრმავებს თქვენს სიყვარულს მის მიმართ და ასწავლის, როგორ მიჰყვეთ მას. ზოგჯერ მხსნელისა და მისი სახარების ჭეშმარიტებები პირდაპირაა გაცხადებული, ზოგჯერ კი მაგალითის ან ამბის სახით არის მოცემული. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ამ მუხლებში რომელი მარადიული ჭეშმარიტება ისწავლება? ეს ჭეშმარიტებები რას მასწავლის მხსნელის შესახებ?“

მოუსმინეთ სულიწმინდას

მიაქციეთ ყურადღება თქვენს აზრებსა და გრძნობებს, თუნდაც ისინი არ იყოს დაკავშირებული იმასთან, რასაც კითხულობთ. შესაძლოა, ზეციერ მამას სურდეს, რომ სწორედ ეს შთაბეჭდილებები ისწავლოთ.

ჩაიწერეთ შთაბეჭდილებები

არსებობს უამრავი ხერხი იმისთვის, რომ ჩაიწეროთ შთაბეჭდილებები, რომლებიც სწავლის დროს გებადებათ. მაგალითად, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ წმინდა წერილში მოცემული გარკვეული სიტყვები და ფრაზები თქვენზე შთაბეჭდილებას ახდენს; მოინიშნეთ ისინი და ჩაიწერეთ თქვენი აზრები შენიშვნის სახით წმინდა წერილში. თქვენ ასევე შეგიძლიათ, აწარმოოთ დღიური იმ შთაგონებების, გრძნობებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც გებადებათ.

ახალგაზრდა ქალი სწავლისას

გაუზიარეთ სხვებს, რასაც სწავლობთ

თქვენი პირადი სწავლისას მიღებული შთაგონების განხილვა კარგი გზაა სხვების სწავლებისთვის და ასევე იმისთვის, რომ წაკითხული უკეთესად გაიაზროთ. გაუზიარეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს (პირადად ან ონლაინ), რას სწავლობთ და სთხოვეთ, იგივე მოიმოქმედონ.

დაუკავშირეთ წმინდა წერილები თქვენს ცხოვრებას

გაითვალისწინეთ, როგორ ვრცელდება თქვენ მიერ წაკითხული სწავლებები და ამბები თქვენს ცხოვრებაზე? მაგალითად, საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რომელი ჩემი გამოცდილება ჰგავს წაკითხულს?“

შესწავლის პროცესში დასვით კითხვები

წმინდა წერილის შესწავლისას შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ. ეს შეკითხვები შეიძლება ეხებოდეს იმას, რასაც კითხულობთ ან ზოგადად, თქვენს ცხოვრებას. დაფიქრდით ამ კითხვებზე და ეძიეთ პასუხები წმინდა წერილის შესწავლის პროცესში.

ახალგაზრდა კაცი სწავლისას

გამოიყენეთ წმინდა წერილის სასწავლო დამხმარეები

წაკითხული მუხლების მიმართ დამატებითი შთაგონების მისაღებად გამოიყენეთ სქოლიო, წმინდა წერილების გზამკვლევი, Bible Dictionary, Guide to the Scriptures, და სხვა სასწავლო დამხმარეები.

გაითვალისწინეთ წმინდა წერილის კონტექსტი

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ მნიშვნელოვანი შთაგონება წმინდა წერილის ნაწყვეტების შესახებ, როდესაც მის კონტექსტს განიხილავთ, მათ შორის, გარემოებებს ან ვითარებას, საიდანაც ის მომდინარეობს. მაგალითად, როცა გეცოდინებათ იმ ხალხის მრწამსი და ისტორია, რომელსაც ღმერთმა მიმართა, უკეთ გაიგებთ მისი სიტყვების აზრს.

შეისწავლეთ უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების სიტყვები

წაიკითხეთ, რას ასწავლიდნენ უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები და მოციქულები იმ პრინციპების შესახებ, რომლებსაც წმინდა წერილებში პოულობთ.

დედა-შვილი ერთად სწავლობენ

იცხოვრეთ ნასწავლის მიხედვით

წმინდა წერილის შესწავლამ შთაგონებასთან ერთად უნდა დაგვანახოს ჩვენი ცხოვრების შეცვლის გზა. უსმინეთ სულიწმინდის კარნახს კითხვის დროს და შემდეგ იმოქმედეთ ამ კარნახის მიხედვით.

გამოიყენეთ მუსიკა

შემოთავაზებული საგალობლებისა და საბავშვო სიმღერების პოვნა შესაძლებელია მოდი და გამომყევიში. სულიწმინდის მოსაწვევად და თქვენი რწმენისა და სახარების ჭეშმარიტებების მოწმობის გასაღრმავებლად გამოიყენეთ წმინდა მუსიკა.

ოჯახი ერთად გალობს

დაიზეპირეთ წმინდა წერილები

შეარჩიეთ თქვენთვის, თქვენი ოჯახისა ან კლასისთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი წმინდა წერილიდან და ყოველდღიური გამეორებით ან დამახსოვრების თამაშის საშუალებით დაიზეპირეთ იგი.

გააზიარეთ თვალსაჩინო გაკვეთილები

იპოვეთ საგნები, რომლებიც უკავშირდება იმ თავს და მუხლებს, რომლებსაც კითხულობთ. იფიქრეთ, როგორ უკავშირდება თითოეული საგანი წმინდა წერილის სწავლებებს.

დახატეთ, იპოვეთ ან გადაიღეთ სურათი

წაიკითხეთ რამდენიმე მუხლი და შემდეგ გააკეთეთ ჩანახატი ამის შესახებ. ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ სურათი წიგნში Gospel Art Book ან ნებისმიერ სხვა ადგილას სახარების ბიბლიოთეკაში. გადაიღეთ ისეთი სურათი, რომ ნასწავლი გამოსახოს.

დადგით რომელიმე ამბავი

ამბის წაკითხვის შემდეგ მოიწვიეთ ოჯახის წევრები ან კლასი, რათა გაითამაშოთ იგი როლებში. ამის შემდეგ, ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ამბავი გამოცდილებას, რომელსაც ამჟამად იღებთ.

იყავით მოქნილი ოჯახის წევრებთან

თუ გყავთ ოჯახის წევრი, რომელსაც არ სურს წმინდა წერილის შესწავლაში მონაწილეობის მიღება, მოიფიქრეთ მასთან ურთიერთობის სხვა გზები. მაგალითად, შეგიძლიათ ბუნებრივად გაუზიაროთ მარადიული ჭეშმარიტება თქვენს საუბრებში ან გაუზიაროთ მნიშვნელოვანი წმინდა წერილი ისე, რომ არ ჰგავდეს ქადაგებას ან ბრძანებას? წმინდა წერილის შესწავლა ყველა ოჯახში განსხვავდება. ზოგიერთი ბავშვი წმინდა წერილს უკეთ სწავლობს ინდივიდუალურად. მუდმივად ილოცეთ და მიჰყევით სულიწმინდის კარნახს.

მასწავლებელთა საბჭოს შეკრებები მშობლებისთვის. თუ გსურთ დამატებითი დახმარება თქვენი შვილების სწავლებისათვის, გაიგეთ, მართავს თუ არა თქვენი მეურვეობა მასწავლებელთა საბჭოს შეკრებებს მშობლებისთვის (იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 17.5). ეს შეკრებები არის შესაძლებლობა მშობელთათვის, ერთად განიხილონ და ისწავლონ, თუ როგორ გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები. მათ შეუძლიათ განიხილონ პრინციპები სტატიიდან Teaching in the Savior’s Way [მხსნელის მსგავსად სწავლება], ასევე იდეები ამ გვერდებზე განთავსებული წმინდა წერილის ოჯახთან ერთად შესწავლის გაუმჯობესების შესახებ და სწავლისა და სწავლების შემოთავაზებები, რომლებსაც ნახულობთ მოდი და გამომყევიში.