Come, Follow Me
ჩვენი მიზანია მოქცევა


„ჩვენი მიზანია მოქცევა“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

ჩვენი მიზანია მოქცევა

მამა და შვილები აჭმევენ კრავს

სახარების სწავლისა და სწავლების მიზანია, გავაღრმაოთ ჩვენი მოქცევა და უფრო მეტად დავემსგავსოთ იესო ქრისტეს. ამ მიზეზით, როდესაც სახარებას ვსწავლობთ, უბრალოდ ახალ ინფორმაციას კი არ ვეძებთ, არამედ გვსურს, „ახალი ქმნილება“ გავხდეთ (2 კორინთელთა 5:17). ეს ნიშნავს ზეციურ მამასა და იესო ქრისტეზე დაყრდნობას, რათა დაგვეხმარონ ჩვენი გულის, ხედვის, ქმედებებისა და უშუალოდ ბუნების შეცვლაში.

მაგრამ სახარების ისეთნაირად შესწავლა, რომ რწმენას გვიძლიერებდეს და მოქცევის სასწაულებისკენ მივყავდეთ, უცებ არ ხდება. ის სცდება საკლასო ოთახს და ვრცელდება ინდივიდის გულსა და სახლში. ის სახარების წვდომისთვისა და მის მიხედვით ცხოვრებისთვის საჭირო თანმიმდევრულ, ყოველდღიურ მცდელობებს მოითხოვს. ჭეშმარიტი მოქცევა სულიწმინდის გავლენას მოითხოვს.

სულიწმინდას მივყავართ ჭეშმარიტებამდე და ის მოწმობს ამ ჭეშმარიტების შესახებ (იხ. იოანე 16:13). ის ანათებს ჩვენს გონებას, აჩქარებს ჩვენს გაგების უნარს და ეხება ჩვენს გულებს ღმერთის გამოცხადებით, რომელიც არის ყოველი ჭეშმარიტების წყარო. სულიწმინდა ჩვენს გულებს განწმენდს. ის შთაგვაგონებს ჭეშმარიტებით ცხოვრების სურვილს და ჩურჩულით გვკარნახობს ამის გაკეთების გზებს. მართლაც, „სულიწმინდა … ყველაფერს [გვასწავლის]“ (იოანე 14:26).

ამ მიზეზების გამო, ჩვენი მცდელობისას, ვიცხოვროთ სახარების მიხედვით და ვისწავლოთ და ვასწავლოთ იგი, პირველ რიგში, სულიწმინდის თანხლება უნდა ვეძიოთ. ეს მიზანი უნდა მართავდეს ჩვენს არჩევანს და წინ უძღოდეს ჩვენს ფიქრებსა და ქმედებებს. ჩვენ უნდა ვეძიოთ ის, რაც სულიწმინდის ზემოქმედებას გამოიწვევს და უარვყოთ ყველაფერი, რაც განდევნის ამ გავლენას, რადგან ვიცით, რომ თუ შეგვიძლია, ვიყოთ ღირსნი სულიწმინდის ყოფნისა, ჩვენ ასევე შეგვიძლია, ვიყოთ ღირსნი ვიცხოვროთ ზეციური მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, გარემოცვაში.