„როგორ გამოვიყენოთ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
როგორ გამოვიყენოთ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის
ვისთვისაა განკუთვნილი ეს რესურსი?
მოდი და გამომყევი არის ყველასთვის, ვისაც სურს, ისწავლოს წმინდა წერილებიდან — ინდივიდუალურად, ოჯახთან ერთად ან ეკლესიის გაკვეთილებზე. თუ ადრე რეგულარულად არ სწავლობდით წმინდა წერილებს, ეს რესურსი დაწყებაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ წმინდა წერილის შესწავლის გამოცდილება უკვე გაქვთ, ეს რესურსი მეტი მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენაში დაგეხმარებათ.
ადამიანები და ოჯახები სახლში
სახარების შესასწავლად იდეალური გარემო სახლია. ეკლესიაში თქვენი მასწავლებლები შეძლებენ დახმარებას, ხოლო მეურვეობის სხვა წევრები წაგახალისებენ. მაგრამ სულიერი გადარჩენისთვის თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ყოველდღიური საზრდო „ღმერთის კეთილი სიტყვით“ (მორონი 6:4); see also Russell M. Nelson, “Opening Remarks,” Liahona, Nov. 2018, 6–8).
გამოიყენეთ ეს რესურსი თქვენთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით. მონახაზი გამოკვეთს ზოგიერთ ჭეშმარიტებას, რომლებიც მოიძებნება ძველ აღთქმაში. ასევე შემოთავაზებულია იდეები და ღონისძიებები, რომლებიც დაგეხმარებათ წმინდა წერილის ინდივიდუალურად, თქვენი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად შესწავლაში. სწავლის დროს მიჰყევით სულიწმინდას, რათა იპოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მარადიული ჭეშმარიტებანი. ეძიეთ ღვთის გზავნილები, რომელიც თქვენთვისაა განკუთვნილი და მიჰყევით მიღებულ კარნახს.
მასწავლებლები და მოსწავლეები ეკლესიაში
მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის არის დაწყებითი საზოგადოების, ახალგაზრდების და ზრდასრულთა საკვირაო სკოლის გაკვეთილების სასწავლო გეგმა, ასევე ახალგაზრდა ქალების კლასებისა და აარონის მღვდლობის ქვორუმების შეხვედრებისთვის. თუ თქვენ ასწავლით რომელიმე ზემოხსენებულ პროგრამაში, მოგიწოდებთ გამოიყენოთ ამ რესურსის მონახაზები თქვენს პირად სწავლაში და სხვათა სწავლების მომზადებაში. დაიწყეთ იმით, რომ წმინდა წერილებში გათვალისწინებული გქონდეთ თქვენი საკუთარი გამოცდილებები. თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მომზადება მოხდება მაშინ, როდესაც წმინდა წერილების კვლევით და სულიწმინდის მეშვეობით პირად შთაგონებას მოიძიებთ. მოძებნეთ მარადიული ჭეშმარიტებები, რომლებიც დაგეხმარებათ, ზეციერ მამას და იესო ქრისტეს დაემსგავსოთ. მოდი და გამომყევი დაგეხმარებათ გამოავლინოთ ზოგიერთი ამ ჭეშმარიტებათაგან და გაიგოთ წმინდა წერილების კონტექსტი.
გახსოვდეთ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, სახარების შესწავლა უნდა ხდებოდეს სახლში, ეკლესიის მხარდაჭერით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ძირითადი ვალდებულებაა, მხარი დაუჭიროთ თქვენს მოსწავლეებს მათ ძალისხმევაში, სახლში შეისწავლონ სახარება და იცხოვრონ მის მიხედვით. არ ინერვიულოთ იმაზე, რომ მათთვის ჩასატარებელი გაკვეთილისთვის უნდა იქონიოთ უნიკალური შინაარსის მასალა. ამის ნაცვლად, მიეცით მათ საშუალება, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებასა და აზრებზე და დასვან შეკითხვები წმინდა წერილის იმ ნაწყვეტებზე, რომლებიც სახლში წაიკითხეს. სთხოვეთ მათ, ისაუბრონ მათ მიერ ნაპოვნ მარადიულ ჭეშმარიტებაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარკვეული რაოდენობის მასალის გავლა.
საკვირაო სკოლის გაკვეთილები ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საკვირაო სკოლის გაკვეთილებზე ვიკრიბებით, არის ერთმანეთის მხარდაჭერა და გამხნევება იესო ქრისტეს შეცნობისა და მისი მიყოლის სწრაფვაში. ამის გაკეთების მარტივი გზა ისეთი კითხვის დასმაა, როგორიცაა: „რა გასწავლათ სულიწმინდამ ამ კვირაში, როდესაც წმინდა წერილებს სწავლობდით?“ შეიძლება, ამ კითხვაზე პასუხებმა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებიც ამყარებს რწმენას იესო ქრისტესა და მისი სახარების მიმართ.
შემდეგ კი, შეგიძლიათ დისკუსია წამოიწყოთ და დაეყრდნოთ შესწავლის შემოთავაზებებს რესურსში მოდი და გამომყევი. მაგალითად, შეიძლება, კვლევის იდეამ შემოგვთავაზოს ესაია 53-ში სიტყვების ძიება, რომლებიც აღწერს მხსნელის მისიას. შეგიძლიათ სთხოვოთ კლასის წევრებს, ისაუბრონ ნებისმიერ აზრზე ან გრძნობაზე, რომელიც ამ სიტყვებმა შთააგონეს. ან შეგიძლიათ გარკვეული დრო დაუთმოთ ამ სიტყვების გაკვეთილზე მოძებნას.
აარონის მღვდლობის ქვორუმები და ახალგაზრდა ქალთა კლასები
აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების კლასების საკვირაო გაკვეთილების მიზანი გარკვეულწილად განსხვავდება საკვირაო სკოლის გაკვეთილებისგან. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ეხმარებიან იესო ქრისტეს სახარების შესწავლაში, ეს ჯგუფები ასევე იკრიბებიან, რათა ერთად მიიღონ რჩევები ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულების შესახებ (იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 1.2). ისინი ამას აკეთებენ კლასისა და ქვორუმის პრეზიდენტობების მითითებით.
ამ მიზეზით, ყოველი ქვორუმის ან კლასის შეხვედრა უნდა დაიწყოს იმით, რომ ქვორუმის ან კლასის პრეზიდენტობის წევრი წარმართავს დისკუსიას მცდელობების შესახებ, რომ მაგალითად, იცხოვრონ სახარებით, ემსახურონ გაჭირვებულ ადამიანებს, გაავრცელონ სახარება ან მონაწილეობა მიიღონ სატაძრო და ოჯახური ისტორიის სამუშაოში.
ინსტრუქტორი, ერთობლივი მსჯელობის შემდეგ, ქვორუმთან ან კლასთან ერთად, იწყებს სახარების შესწავლას. სწავლებისათვის შეიძლება დაინიშნონ ზრდასრული ხელმძღვანელები, კლასის ან ქვორუმის წევრები. ამ დანიშვნებს ახორციელებს კლასისა ან ქვორუმის პრეზიდენტობა, ზრდასრულ ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ.
სწავლებისთვის დანიშნული პირები უნდა მოემზადონ გაკვეთილისთვის. ამისთვის კი უნდა გამოიყენონ მოდი და გამომყევიშიმოცემული სასწავლო შემოთავაზებები, რომლებიც მოცემულია მის ყოველკვირეულ მონახაზში. თითოეულ მონახაზში ეს ხატულა მიუთითებს აქტივობაზე, რომელიც განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს. თუმცა, შეგიძლიათ, მონახაზში მოცემული ყველა შეთავაზება ისე გამოიყენოთ, როგორც სასწავლო ღონისძიება ახალგაზრდებისთვის.
ქვორუმებისა და კლასების შეხვედრების სამაგალითო დღის წესრიგი იხილეთ „დ“ დანართში.
დაწყებითი საზოგადოება
დაწყებითი საზოგადოების კლასების სწავლებისთვის თქვენი მომზადება იწყება ინდივიდუალურად და ოჯახთან ერთად წმინდა წერილების შესწავლით. ამ პროცესში იყავით ღია სულიერი შთაბეჭდილებებისა და შეხედულებებისთვის, რომლებსაც სულიწმინდისგან თქვენი დაწყებითი საზოგადოების კლასის ბავშვების შესახებ მიიღებთ. ილოცეთ და შეიძლება, სულიწმინდამ შთაგაგონოთ იდეები, რათა დაეხმაროთ მათ, ისწავლონ იესო ქრისტეს სახარება.
სწავლებისთვის მზადებისას შესაძლოა დამატებითი შთაგონება მიიღოთ წიგნში Come, Follow Me—For Home and Churchმოცემული სწავლების იდეების მოკვლევით. ამ რესურსის თითოეულ მონახაზს აქვს განყოფილება სათაურით „იდეები ბავშვების სწავლებისთვის“. მიიღეთ ეს იდეები, როგორც თქვენი შთაგონების გაღვივების შეთავაზება. თქვენ იცნობთ დაწყებითი საზოგადოების ბავშვებს თქვენს კლასში და კიდევ უფრო უკეთ გაიცნობთ მათ, გაკვეთილზე მათთან ურთიერთობის საშუალებით. მათ ღმერთიც იცნობს და ის შთაგაგონებთ მათი სწავლებისა და კურთხევის საუკეთესო ხერხების შესახებ.
შესაძლოა, თქვენი კლასის ბავშვებს უკვე შესრულებული აქვთ ზოგიერთი აქტივობა მოდი და გამომყევიდან ოჯახებთან ერთად. არა უშავს. გამეორება კარგია. სთხოვეთ ბავშვებს, გაუზიარონ ერთმანეთს ის, რაც ისწავლეს სახლში — თუმცა თქვენ ასევე უნდა დაგეგმოთ ბავშვების მონაწილეობის გზები, მაშინაც კი, თუ ისინი სახლში არ სწავლობენ. ბავშვები უფრო ეფექტურად სწავლობენ სახარების ჭეშმარიტებებს, როდესაც ეს ჭეშმარიტებები მრავალჯერ ისწავლება სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. როცა ამჩნევთ, რომ სასწავლო აქტივობა ეფექტურია ბავშვებისთვის, იფიქრეთ ამ აქტივობის გამეორებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედარებით პატარებს ასწავლით. თქვენ ასევე შეგიძლიათ, წინა გაკვეთილის აქტივობას გადახედოთ.
თვეებში, რომლებიც ხუთი კვირადღისგან შედგება, მასწავლებლებს ურჩევენ, შეცვალონ მეხუთე კვირას დაგეგმილი მოდი და გამომყევიში მოცემული მონახაზი ერთი ან მეტი სასწავლო ღონისძიებით, რომლებიც მოცემულია აქ: „’ბ’ დანართი: დაწყებითი საზოგადოებისთვის— მოვამზადოთ ბავშვები, მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ“.