„დანართი ბ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები ღვთის აღთქმის გზით საცხოვრებლად“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„დანართი ა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
დანართი ბ
დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები ღვთის აღთქმის გზით საცხოვრებლად
იმ თვეებში, რომლებშიც ხუთი კვირა დღეა, დაწყებითი საზოგადოების კლასების მასწავლებლებს ურჩევენ, შეცვალონ მეხუთე კვირას დაგეგმილი მოდი და გამომყევი ერთი ან მეტი შემდეგი სასწავლო აქტივობით.
იესო ქრისტეს სახარების პრინციპები და წეს-ჩვეულებები
ქრისტეს მოძღვრება გვასწავლის, როგორ დავბრუნდეთ ღმერთთან.
როდესაც იესო ქრისტე ხალხს ამერიკის კონტინენტზე გამოეცხადა, მან ასწავლა მათ თავისი მოძღვრება. მან თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ღვთის სასუფეველში, თუ გვექნება რწმენა, მოვინანიებთ, მოვინათლებით, მივიღებთ სულიწმიდას და ბოლომდე გავუძლებთ (იხილე 3 ნეფი 11:31–40; იხილე ასევე მოძღვრება და აღთქმები 20:29). ქვემოთ მოცემული აქტივობები დაგეხმარება ასწავლო ბავშვებს, რომ ეს პრინციპები და წეს-ჩვეულებები დაგვეხმარება მხსნელთან დაახლოებაში მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.
ქრისტეს მოძღვრების შესახებ მეტის გასაგებად იხილე 2 ნეფი 31.
შესაძლო აქტივობები
-
მიეცი ბავშვებს ნახატები, რომლებიც წარმოადგენენ იესო ქრისტეს რწმენას, მონანიებას, ნათლობას და წევრად დამტკიცებას (იხილე Gospel Art Book, nos. 1, 111, 103და 105). წაიკითხე ან თქვი ბავშვებთან ერთად რწმენის მეოთხე სიმბოლოდა სთხოვე, ასწიონ თავიანთი ნახატები, როცა ეს პრინციპი ან წეს-ჩვეულება იქნება ნახსენები. დაეხმარე ბავშვებს გააცნობიერონ, თუ როგორ გვეხმარება თითოეული ეს პრინციპი და წეს-ჩვეულება, უფრო დავემსგავსოთ ზეციურ მამასა და იესო ქრისტეს.
-
როგორ შეგიძლია დაეხმარო ბავშვებს გაიგონ, რომ რწმენა, მონანიება, ნათლობა და წევრად დამტკიცება არ არის ერთჯერადი მოვლენები და რომ ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს სულიერ ზრდაზე? მაგალითად, შეგიძლია აჩვენო მათ თესლისა და დიდი ხის სურათი (ან დახატო ეს ნივთები დაფაზე). დაეხმარე მათ იფიქრონ იმაზე, რა ეხმარება თესლს, დიდ ხედ იცქეს, მაგალითად, წყალი, ნიადაგი და მზის შუქი. დაეხმარე მათ დაინახონ, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებთ, რათა მივუახლოვდეთ ღმერთს — განვავითაროთ ჩვენი რწმენა იესო ქრისტესადმი, მოვინანიოთ ყოველ დღე, ვიცხოვროთ ჩვენი ნათლობის აღთქმებით, მივიღოთ ზიარება და მოვუსმინოთ სულიწმინდას.
-
გაუზიარე ბავშვებს ამბავი პეტარდის შესახებ უხუცეს დეილ გ. რენლანდის გზავნილიდან “How Can Repenting Help Me Feel Happy?” (Friend, დეკემბერი, 2017, 12–13, ან Liahona, დეკემბერი, 2017, 70–71. ამ მოთხრობის სხვადასხვა ეპიზოდის დროს სთხოვე ბავშვებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ეგრძნო თავი უხუცეს რენლანდს. რატომ ვგრძნობთ სიხარულს, როცა ვინანიებთ? გაუზიარე ბავშვებს სიხარული და სიყვარული, რომელიც იგრძენი, როდესაც ზეციურ მამას სთხოვე პატიება.
Repentance: A Joyful Choice
ნათლობა
თავისი მონათვლით იესო ქრისტემ მაგალითი მომცა.
მიუხედავად იმისა, რომ იესო უცოდველი იყო, ის მოინათლა და მოგვცა ზეციური მამისადმი მორჩილების შესანიშნავი მაგალითი (იხილე 2 ნეფი 31:6–10).
ნათლობის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილე მოძღვრება და აღთქმები 20:37; თემები და კითხვები, “Baptism,” სახარების ბიბლიოთეკა.
შესაძლო აქტივობები
-
აჩვენე მხსნელის ნათლობისა და სხვა ადამიანის ნათლობის სურათი (ან იხილე Gospel Art Book, no. 35 და no. 103 ან no. 104). სთხოვე ბავშვებს ისაუბრონ, თუ რა განსხვავება და მსგავსებაა ამ ორ სურათს შორის. ერთად წაიკითხეთ მათე 3:13–17 ან “Chapter 10: Jesus Is Baptized” New Testament Stories-ში, 26–29 (ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). ნება მიეცი ბავშვებს, მიუთითონ სურათებში მოცემული ნივთები, რომლებიც ნახსენებია კითხვისას ან ამ ვიდეოში. უთხარი ბავშვებს შენი სიყვარულის შესახებ მხსნელისადმი და ასევე შენი სურვილის შესახებ, მიჰყვე უფალს.
1:52Chapter 10: Jesus Is Baptized
-
მოუსმინე ან იმღერე სიმღერა ნათლობის შესახებ, მაგალითად, “When Jesus Christ Was Baptized” (Children’s Songbook, 102). რას ვიგებთ ამ სიმღერიდან ნათლობის შესახებ? წაიკითხე 2 ნეფი 31:9–10და სთხოვე ბავშვებს მოუსმინონ, რატომ მოინათლა იესო ქრისტე. სთხოვე მათ, დახატონ საკუთარი თავი ნათლობის დღეს.
მე შემიძლია ავირჩიო ღმერთთან აღთქმის დადება და მონათვლა.
ნათლობისთვის მომზადება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე რაიმე ღონისძიებისთვის მომზადება. ეს ნიშნავს აღთქმის დასადებად მომზადებას და შემდეგ ამ აღთქმის დაცვას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იმსჯელე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია დაეხმარო ბავშვებს, გააცნობიერონ აღთქმა, რომელსაც დადებენ ზეციური მამის წინაშე, როცა მოინათლებიან, რაც გულისხმობს დაპირებებს, რომლებსაც ის აძლევს მათ და დაპირებებს, რომლებსაც ისინი აძლევენ მას.
შესაძლო აქტივობები
-
აუხსენი, რომ აღთქმა არის დაპირება ადამიანსა და ზეციურ მამას შორის. როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი დაპირებები ღვთისადმი, ღმერთი გვპირდება, რომ გვაკურთხებს. დაფაზე დაწერე ჩემი დაპირებები ღმერთის წინაშე და ღმერთის დაპირებები ჩემ წინაშე. ერთად წაიკითხეთ მოსია 18:10, 13 და მოძღვრება და აღთქმები 20:37და დაეხმარე ბავშვებს, შეადგინონ იმ დაპირებების სია, რომლებსაც ისინი ნახულობენ შესაბამისი სათაურების ქვეშ (იხ.აგრეთვე Dallin H. Oaks, “Your Baptism Covenant,” Friend, Feb. 2021, 2–3). ისაუბრე, როგორ გლოცავს ზეციური მამა, როცა ცდილობ დაიცვა შენი ნათლობის აღთქმა.
-
აჩვენე ბავშვებს სურათები, რომელზეც ასახულია იესო ქრისტეს მსახურების საქმენი (ზოგიერთი მაგალითი იხილე Gospel Art Book, nos. 33–49). ნება დართე ბავშვებს ისაუბრონ იმაზე, თუ რას აკეთებს იესო თითოეულ სურათზე. წაიკითხე მოსია 18:8–10, 13და სთხოვე ბავშვებს, ყური დაუგდონ, თუ რის გაკეთების პირობას დებენ ნათლობის დროს (იხ. აგრეთვე “The Baptism Covenant,” Friend, Feb. 2019, 7, or Liahona, Feb. 2019, F3). როგორ იმოქმედებს ეს დაპირებები ჩვენს ქმედებებზე ყოველდღე? სთხოვე ბავშვებს დახატონ, თუ როგორ ეხმარებიან მეორე ადამიანს ისე, როგორც ამას იესო გააკეთებდა.
როდესაც ჩვენ ვინათლებით, ჩვენ პირობას ვდებთ ღმერთთან, ის კი ჩვენთან დებს პირობას.
წევრად დამტკიცება
როდესაც წევრად დავმტკიცდები, გავხდები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობას ბევრი კურთხევა მოაქვს, მათ შორის, ბავშვებისთვის - ღვთის საქმეში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობები.
წევრად დამტკიცებისა და სულიწმინდის ძღვენის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილე გერი ე. სტივენსონის „როგორ გვეხმარება სულიწმინდა?“ Liahona, მაისი, 2017, 117–20; თემები და კითხვები, “Holy Ghost,“ სახარების ბიბლიოთეკა.
შესაძლო აქტივობები
-
სთხოვე ვინმეს, ვინც ცოტა ხნის წინ მოინათლა და წევრად დამტკიცდა, მოვიდეს კლასში და ისაუბროს, როგორი იყო წევრად დამტკიცების პროცესი. სთხოვე ამ ადამიანს, ისაუბროს იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის, გახდეს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი. დაეხმარე ბავშვებს, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავიანთი ნათლობის აღთქმა როგორც ეკლესიის წევრებმა (როგორიცაა სხვებისთვის მსახურება, შეთავაზება, მეტი შეიტყონ იესოს შესახებ, შეხვედრებზე ლოცვების წარმოთქმა და ა.შ.). ისაუბრე, როგორ დაგეხმარა ამ საქმეთა აღსრულება, გეგრძნო სიხარული, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრი იყავი.
-
აჩვენე მორმონის წყლებთან შეგროვილი ხალხის სურათი (იხილე Gospel Art Book, no. 76) და სთხოვე ბავშვებს აღწერონ, რას ხედავენ ამ სურათზე. მოუყევი იქ მონათლული ალმასა და მისი ხალხის ამბავი (იხილე მოსია 18:1–17; “Chapter 15: Alma Teaches and Baptizes,” in Book of Mormon Stories, 43–44, or the corresponding video in Gospel Library). განიხილე მოსია 18:8–9 და სთხოვე ბავშვებს, გააკეთონ ისეთი მოქმედებები, რომლებიც დაამახსოვრებინებენ, რისი გაკეთება სურდა ხალხს, როგორც ქრისტეს ეკლესიის წევრებს. მაგალითად, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, „გადადგან ნაბიჯი ღმერთის წინაშე აღთქმის დასადებად“? (რასელ მ. ნელსონი, “Hope of Israel” [მსოფლიო ახალგაზრდების სულიერების საათი, 3 ივნისი, 2018], სახარების ბიბლიოთეკა). ისაუბრე იმ შემთხვევებზე, როდესაც შეესწარი ეკლესიის წევრების მსახურებას ამ გზით.
2:41Alma at the Waters of Mormon
წევრად დამტკიცებასთან ერთად მე ასევე ვიღებ სულიწმინდის ძღვენს.
როდესაც ჩვენ ვინათლებით და წევრად ვმტკიცდებით, ზეციური მამა გვპირდება, რომ „მისი სული მარადჟამს [იქნება ჩვენთან]“ (მოძღვრება და აღთქმები 20:77). ღვთის ამ შესანიშნავ საჩუქარს სულიწმინდის ძღვენი ჰქვია.
შესაძლო აქტივობები
-
წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 33:15და სთხოვე ბავშვებს, მოისმინონ განსაკუთრებული ძღვენის შესახებ, რომელსაც მამაზეციერი გვიბოძებს, როცა მოვინათლებით და წევრად დავმტკიცდებით. იმისათვის, რომ დაეხმარო მათ, გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარება მათ სულიწმინდის ძღვენი, ერთად გადახედეთ: იოანე 14:26; გალატელთა 5:22–23; 2 ნეფი 32:5; 3 ნეფი 27:20. აგრეთვე შეგიძლიათ განიხილოთ სტატია “The Holy Ghost Is …” (Friend, June 2019, 24–25, or Liahona, June 2019, F12–F13).
-
გაკვეთილის დაწყებამდე სთხოვე ერთი ან რამდენიმე ბავშვის მშობლებს ისაუბრონ, თუ როგორ არიან ისინი კურთხეული სულიწმინდის ძღვენის გამო. როგორ ეხმარება ის მათ? როგორ ესმით მათ მისი ხმა?
-
ერთად იმღერეთ სიმღერა სულიწმინდის შესახებ, მაგალითად “The Holy Ghost” (Children’s Songbook, 105). დაეხმარე ბავშვებს გაიგონ, რას გვასწავლის სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სულიწმინდას დაგვეხმაროს.
სულიწმიდას შეუძლია მრავალი გზით მელაპარაკოს.
ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ სულიწმინდის ხმა, მზად იქნებიან, მიიღონ გამოცხადება, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაუკვალავს გზას. დაეხმარე მათ გააცნობიერონ, რომ სულიწმინდას ჩვენთან საუბარი მრავალი გზით შეუძლია.
შესაძლო აქტივობები
-
დაეხმარე ბავშვებს იფიქრონ სხვადასხვა საშუალებებზე, რომლებითაც შეგვიძლია დაველაპარაკოთ შორს მცხოვრებ მეგობარს, როგორიცაა წერილის დაწერა, ელექტრონული ფოსტით წერილის გაგზავნა ან ტელეფონზე საუბარი. ასწავლე მათ, რომ ზეციურ მამას შეუძლია, სულიწმინდის მეშვეობით სხვადასხვაგვარად გველაპარაკოს. გამოიყენე პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსის გზავნილი “How Does Heavenly Father Speak to Us?,” რათა დაეხმარო ბავშვებს გაიგონ, რა გზებით შეუძლია სულიწმინდას ჩვენს გონებასა და გულთან დაამყაროს კავშირი (Friend, მარტი, 2020, 2–3 ან Liahona, მარტი 2020, F2–F3).
-
გაუზიარე გამოცდილება, როდესაც სულიწმიდა გესაუბრებოდა გონებაში არსებული ფიქრებით ან გულში არსებული გრძნობებით (იხილე მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 8:2–3; იხილე აგრეთვე ჰენრი ბ. აირინგი, “Open Your Heart to the Holy Ghost,” Friend, აგვისტო, 2019, 2–3 ან Liahona, აგვისტო 2019, F2–F3). დაუმოწმე ბავშვებს, რომ სულიწმიდას შეუძლია, მსგავსი გზებით დაეხმაროს მათ.
-
დაეხმარე ბავშვებს ამოიცნონ დრო, როდესაც ისინი გრძნობენ სულიწმინდას, მაგალითად, როცა მღერიან სიმღერას მხსნელზე ან როცა კეთილ საქმეს აკეთებენ სხვებისთვის. დაეხმარე მათ, ამოიცნონ სულიწმინდის სულიერი კარნახები, განსაკუთრებით მისი ბიძგები მოქმედებისკენ. როგორ ფიქრობ, რატომ აღგვიძრავს სულიწმინდა ამ გრძნობებს? დაეხმარე ბავშვებს იფიქრონ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა სულიწმინდის საუბარი გაიგონონ. ისაუბრე იმაზე, რასაც პირადად აკეთებ იმისთვის, რომ სულიწმინდის ხმა უფრო მკაფიოდ გესმოდეს.
ზიარება
ზიარების მიღებისას ვიხსენებ მხსნელის მსხვერპლს და ვანახლებ ჩემს აღთქმებს.
მხსნელმა გვიბოძა ზიარება, რათა გვახსოვდეს მისი მსხვერპლი ჩვენთვის და განვაახლოთ ჩვენი აღთქმები.
მეტი ინფორმაციისთვის იხილე მათე 26:26–30; 3 ნეფი 18:1–12; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.
შესაძლო აქტივობები
-
სთხოვე ბავშვებს, გააფერადონ “Jesus Introduced the Sacrament to the Nephites” Scripture Stories Coloring Book: Book of Mormon (2019), 26. სთხოვე, მიუთითონ იმაზე, თუ რაზე ფიქრობს სურათზე გამოსახული ხალხი. წაუკითხეთ ბავშვებს 3 ნეფი 18:1–12 -ს ან “Chapter 45: Jesus Christ Teaches about the Sacrament and Prayer,” in Book of Mormon Stories, 126–27 (or watch the corresponding video in Gospel Library).ნაწილები. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ზიარების დროს იესო ქრისტე გვახსოვდეს?
2:8Jesus Shares the Sacrament
-
სთხოვე ბავშვებს გითხრან, რისი გაკეთება უნდა ახსოვდეთ ყოველთვის, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა ან ხელების დაბანა ჭამის წინ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცები გვახსოვდეს? წაუკითხე ბავშვებს მორონი 4:3 და სთხოვე მათ, მოუსმინონ, დადებული პირობის თანახმად, რა უნდა გვახსოვდეს ზიარების მიღებისას. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვახსოვდეს იესო ქრისტე? დაეხმარე ბავშვებს გაიგონ, როგორ გვეხმარება ზიარების პური და წყალი გვახსოვდეს ის, რაც იესომ გააკეთა ჩვენთვის (იხილე მორონი 4:3; 5:2).
-
დაფაზე დაწერე „პირობას ვდებ, რომ … “ წაუკითხე ბავშვებს ზიარების ლოცვები (იხილე მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79). როდესაც ისინი მოისმენენ დაპირებას, რომელსაც ჩვენ ღმერთის წინაშე ვდებთ, შეყოვნდით და დაეხმარე მათ დაფაზე გამოსახული წინადადების დასრულებაში იმ დაპირებით, რომელიც მათ მოისმინეს. დაეხმარე მათ გააცნობიერონ, რომ ზიარების მიღებისას ჩვენ ვაძლევთ იმავე პირობას, რაც ნათლობისას მივეცით.
-
რას ნიშნავს საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება? იმისათვის, რომ დაეხმარო ბავშვებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში, გაუზიარე მათ მაგალითი, როდესაც ჩვენ რამეს ჩვენს სახელს ვარქმევთ. რატომ ვარქმევთ ჩვენს სახელებს ამ რაღაცებს? რატომ ისურვებდა იესო ქრისტე თავისი სახელის ჩვენზე დარქმევას? სასურველია პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის შემდეგი ახსნის გაზიარება: „ჩვენი ქმედებებისა და სიტყვების მეშვეობით მხსნელის სახელის აღება ჩვენს თავზე მოიცავს სხვებისადმი დამოწმებასა და განცხადებას: იესო არის ქრისტე“ (“ეკლესიის სწორი სახელწოდება,” Liahona, ნოემბერი, 2018, 88).
მღვდლობის ძალა, უფლებამოსილება და გასაღებები
ღმერთი აკურთხებს თავის შვილებს მღვდლობის ძალით.
ღვთის ყველა შვილი — ქალი და მამაკაცი, ახალგაზრდა და მოხუცი — იღებს ღვთის ძალას, როდესაც იცავენ მასთან დადებულ აღთქმებს. ჩვენ ვდებთ ამ აღთქმებს, როდესაც ვიღებთ მღვდლობის წეს-ჩვეულებებს, როგორიცაა ნათლობა (იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 3.5, 3.6, სახარების ბიბლიოთეკა). მეტი ინფორმაციისთვის იხილე რასელ მ. ნელსონი, “Spiritual Treasures,” Liahona, ნოემბერი, 2019, 76–79; „მღვდლობის პრინციპები“, თავი 3 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო.
შესაძლო აქტივობები
-
დაეხმარე ბავშვებს, შეამჩნიონ კურთხევები, რომლებსაც იღებენ მღვდლობის გამო. იდეებისთვის შეგიძლია აჩვენო მათ ვიდეო „მღვდლობის კურთხევები“ (სახარების ბიბლიოთეკა). სასურველია ეს კურთხევები დაფაზე ჩამოწერო. რატომ არის ეს კურთხევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი? დაამოწმე, რომ ეს კურთხევები ჩვენთან მოდის იესო ქრისტესა და მისი მღვდლობის ძალის წყალობით.
3:5Blessings of the Priesthood
-
დაეხმარე ბავშვებს, იპოვონ სურათები, რომლებიც ასახავენ იმას, თუ როგორ იყენებს ღმერთი თავის ძალას ჩვენს საკურთხევლად. მაგალითად, მათ შეუძლიათ მოიძიონ სამყაროს სურათი, რომელიც მან შექმნა ჩვენთვის, ავადმყოფების განკურნების მაგალითები და წმინდა წეს-ჩვეულებები, რომლებიც მან მოგვცა (იხილე Gospel Art Book, nos. 3, 46, 104, 105, 107, 120). . ისაუბრე, რატომ ხარ მადლიერი მღვდლობისთვის და კურთხევებისთვის, რომლებიც მას მოაქვს. დაეხმარე ბავშვებს, გაიხსენონ გამოცდილება, როდესაც მათ ღვთის მღვდლობის ძალით დალოცვა მიიღეს.
-
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ძალის კურთხევის მიღების ერთ-ერთი მთავარი გზა არის მღვდლობის წეს-ჩვეულებები (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:20). იმისათვის, რომ დაეხმარო ბავშვებს ამ ჭეშმარიტების შესწავლაში, შეგიძლია შემდეგი წმინდა წერილები ჩამოწერო დაფაზე: 3 ნეფი 11:21–26, 33 (ნათლობა); მორონი 2 (წევრად დამტკიცება); მორონი 4–5 (ზიარება). ბავშვებს უნდა შეეძლოთ, სათითაოდ აირჩიონ ამ მონაკვეთებიდან ერთ-ერთი და დაადგინონ მასში აღწერილი წეს-ჩვეულება. სთხოვე ბავშვებს ისაუბრონ, თუ როგორ მიიღეს პირადი დალოცვები მღვდლობის წეს-ჩვეულებების მიღებით.
-
დაეხმარე ბავშვებს გააცნობიერონ, რომ ისინი მიიღებენ ძალას ღვთისგან, როცა მოინათლებიან და დაიცავენ ნათლობის აღთქმას. ჰკითხე ბავშვებს, როგორ დაეხმარება მათ ეს ძალა.
ღვთის საქმეს განკარგავს მღვდლობის გასაღებები და ის სრულდება მღვდლობის უფლებამოსილებით.
როდესაც ადამიანი ხელდასხმით დანაიშნულია მოწოდებაზე ან დაევალება ღვთის საქმეში დახმარება, მას შეუძლია განახორციელოს მღვდლობის დელეგირებული უფლებამოსილება. გარდა ამისა, ეკლესიის ღირსეული მამაკაცი წევრები შეიძლება ხელდასხმულ იქნენ მღვდლობის წოდებაზე. ეკლესიაში მღვდლობის სრული უფლებამოსილების გამოყენება იმართება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აქვთ მღვდლობის გასაღებები, სახელდობრ: პალოს პრეზიდენტი, ეპისკოპოსი და ქვორუმის პრეზიდენტები. მღვდლობის გასაღებები არის უფლებამოსილება, მართო მღვდლობის გამოყენება უფლის საქმის შესრულების მიზნით.
შესაძლო აქტივობები
-
ბავშვებთან ერთად წაიკითხე მარკოზი 3:14–15და აჩვენე მათ იქ აღწერილი მოვლენის სურათი (მაგალითად, Gospel Art Book, no. 38). ჰკითხე ბავშვებს, უნახავთ თუ არა მათ ვინმე, ხელდასხმით დანიშნული მოწოდებაზე ან მღვდლობის წოდებაზე ხელდასხმული (ან მოუყევი მათ შენი გამოცდილების შესახებ). რამდენად ჰგავს ეს იმას, რაც მხსნელმა თავის მოციქულებთან გააკეთა? დაეხმარე ბავშვებს, დაფაზე ჩამოწერონ მოწოდებები ან მღვდლობის სხვადასხვა წოდებები, რომლებიც შეიძლება მიეცეთ ეკლესიის წევრებს, მაგალითად, მასწავლებელი ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თითოეული მოწოდების ან წოდების გვერდით შეგიძლია დაწერო ის, რისი უფლებამოსილებაც აქვს ამ მოწოდების ან წოდების მქონე ადამიანს. მოუყევი ბავშვებს, როგორ დაგეხმარა მსახურებაში მღვდლობის გასაღებების მქონე ადამიანის მიერ შენი დანიშვნა.
-
სთხოვე ბავშვებს, მოიფიქრონ ისეთი რამ, რისთვისაც გასაღები გჭირდება, მაგალითად, მანქანა ან კარი. რა ხდება, თუ გასაღები არ გაქვს? ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 65:2და გაუზიარე შენი დამოწმება მღვდლობის გასაღებების ქონის მნიშვნელობის შესახებ. შეგიძლია უყუროთ ვიდეოს “Where Are the Keys?” (სახარების ბიბლიოთეკა) და ეძიოთ, რა თქვა უხუცესმასტივენსონმა მღვდლობის გასაღებების შესახებ.
2:51Where Are the Keys?
ტაძარი და ბედნიერების გეგმა
ტაძარი უფლის სახლია.
ტაძრები ზეციური მამის გეგმის ნაწილია თავისი შვილებისთვის. ტაძრებში ჩვენ ვდებთ წმინდა აღთქმებს ღმერთთან, შევიმოსებით მღვდლობის ძალაუფლებით, ვიღებთ გამოცხადებას, ვასრულებთ წეს-ჩვეულებებს ჩვენი გარდაცვლილი წინაპრებისთვის და ჩვენს ოჯახებთან მარადისობისთვის ჩავიბეჭდებით. ეს ყველაფერი შესაძლებელია იესო ქრისტეს და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის წყალობით.
როგორ შეგიძლია დაეხმარო ბავშვებს, რომლებსაც ასწავლი, აღიარონ უფლის სახლის სიწმინდე და მოემზადონ, ღირსნი იყვნენ, მონაწილეობა მიიღონ სატაძრო წეს-ჩვეულებებში? სასურველია გადახედო ამ რესურსებს: მოძღვრება და აღთქმები 97:15–17; რასელ მ. ნელსონი, „დასკვნითი სიტყვა“, Liahona, ნოემბერი, 2019, 120–22; „Why Latter-day Saints Build Temples,” temples.ChurchofJesusChrist.org.
ტაძრები ზეციური მამის გეგმის ნაწილია თავისი შვილებისთვის.
შესაძლო აქტივობები
-
აჩვენე ტაძრის ერთი ან მეტი სურათი. ჰკითხე ბავშვებს, რა ხდის ტაძარს განსაკუთრებულ ადგილად. მიუთითე, რომ თითოეულ ტაძარზე არის ეს წარწერა: „სიწმინდე უფალს — უფლის სახლი“. ჰკითხე ბავშვებს, მათი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს „სიწმინდე უფალს“. რატომ ჰქვია ტაძარს უფლის სახლი? რას გვასწავლის ეს ტაძრის შესახებ? თუ რომელიმე ბავშვი იყო ტაძარში, მათ ასევე შეუძლიათ გაუზიარონ სხვებს, რას გრძნობდნენ იქ ყოფნისას. თუ ნამყოფი ხარ ტაძარში გაგვიზიარე, როგორ იგრძენი უფლის იქ სუფევა და ისაუბრე იმაზე, თუ რატომ არის ტაძარი შენთვის წმინდა ადგილი.
-
ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 97:15–17. სთხოვე ბავშვებს ეძიონ, რას ელის უფალი ადამიანებისგან, რომლებიც მის წმინდა სახლში შედიან. რატომ უნდა ვიყოთ ღირსი იმისათვის, რომ მის სახლში შევიდეთ? ამ საუბარში ესაუბრე ბავშვებს სატაძრო რეკომენდაციების შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მიიღონ ის. შენ შეგიძლია სთხოვო ეპისკოპოსობის წევრს, გაუზიაროს მათ, თუ რა არის სატაძრო რეკომენდაციის მისაღებად გასაუბრება და კითხვები, რომლებიც ისმება ამ გასაუბრების დროს.
ტაძარში ჩვენ აღთქმებს ვდებთ ღმერთის წინაშე.
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „იესო ქრისტე მოგვიწოდებს, დავადგეთ აღთქმის გზას, რომელიც მიგვიყვანს უკან, ზეციური მშობლების გარემოცვაში, სადაც საყვარელ ადმიანებთან ერთად ვიქნებით“ („მოდი და გამომყევი]“, Liahona, მაისი, 2019, 91). დაეხმარე ბავშვებს გააცნობიერონ, რომ აღთქმის გზა მოიცავს ნათლობას, წევრად დამტკიცებას, სატაძრო შემოსვასა და ჩაბეჭდვას.
შესაძლო აქტივობები
-
სთხოვე ბავშვებს, დაგეხმარონ იმ აღთქმის გადახედვაში, რომელსაც ღმერთთან ნათლობისას ვდებთ და რომელსაც ზიარების მიღებისას ვაახლებთ (იხილეთ მოსია 18:10; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79). აჩვენე ტაძრის სურათი და აუხსენი, რომ ზეციურ მამას აქვს მეტი კურთხევა, რომლიც ჩვენთვის მოცემაც მას ტაძარში სურს.
-
დახატე კარიბჭე, რომელსაც მივყავართ ბილიკთან. ჰკითხთ ბავშვებს, რატომ ფიქრობენ, ბილიკი აადვილებს საქმეს. ერთად წაიკითხეთ 2 ნეფი 31:17–20, სადაც ნეფი ნათლობის აღთქმას კარიბჭეს ადარებს და მოგვიწოდებს, გავაგრძელოთ გზა ნათლობის შემდეგ. ნათლობის შემდეგ უფრო მეტი აღთქმაა დასადები, მათ შორის, ტაძარში დადებული აღთქმები. აუხსენი, რომ პრეზიდენტმა ნელსონმა უწოდა ამ გზას „აღთქმის გზა“.
ტაძარში ჩვენ შეგვიძლია მოვინათლოთ და მივიღოთ წევრად დამტკიცება გარდაცვლილი წინაპრებისთვის.
იესო ქრისტეს სახარება შესაძლებელს ხდის ღვთის, ყველა შვილი დაბრუნდეს მასთან საცხოვრებლად, მაშინაც კი, თუ ისინი სახარების ცოდნის გარეშე გარდაიცვლებიან. ტაძარში ჩვენ შეგვიძლია, მათ ნაცვლად მოვინათლოთ და იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებად დავმტკიცდეთ.
შესაძლო აქტივობები
-
ისაუბრე იმ დროზე, როდესაც ვიღაცამ ისეთი რამ გააკეთა შენთვის, რისი გაკეთებაც შენ არ შეგეძლო. სთხოვე ბავშვებს, ისაუბრონ მსგავს გამოცდილებაზე. აუხსენი, რომ როცა ტაძარში მივდივართ, შეგვიძლია მივიღოთ წმინდა წეს-ჩვეულებები, მაგალითად, გარდაცვლილთათვის ნათლობა. როგორ ვგავართ იესოს, როცა გარდაცვლილთათვის საქმეს ვასრულებთ? რა გააკეთა მან ჩვენთვის, რაც საკუთარი თავისთვის ვერ გავაკეთეთ?
-
სთხოვე ერთ ან მეტ ახალგაზრდას, რომლებიც მოინათლნენ თავიანთი წინაპრებისთვის, ისაუბრონ თავიანთი გამოცდილების შესახებ. ჰკითხე მათ, როგორი იყო მათი ტაძარში ყოფნის გამოცდილება. წაახალისე ისინი ისაუბრონ, რას გრძნობდნენ თავიანთი წინაპრებისთვის ამ საქმის შესრულებისას.
-
დახატე ხე, ფესვებითა და ტოტებით. სთხოვე ბავშვებს დაფიქრდნენ, როგორ ჰგავს ოჯახი ხეს. ფესვებს დაარქვით წინაპრები, ტოტებს – შთამომავლები, ხოლო ხის ტანს – შენ. ერთად წაიკითხეთ ეს წინადადება მოძღვრება და აღთქმები 128:18-დან: „ვინაიდან, ჩვენ მათ [ჩვენი წინაპრების] გარეშე ვერ გავხდებით სრულყოფილნი; ვერც ისინი გახდებიან სრულყოფილნი ჩვენ გარეშე“. დასვი შემდეგი სახის კითხვები: „რატომ გვჭირდება ჩვენი წინაპრები? რატომ ვჭირდებით ჩვენ ჩვენს წინაპრებს? როგორ დაგვეხმარნენ მშობლები, პაპა-ბებია და სხვა წინაპრები?“ სთხოვე ბავშვებს, მოძღვრება და აღთქმები 128:18 -ში მოძებნონ ფრაზა, რომელიც აღწერს, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს წინაპრებს.
-
სასურველია თითოეული ბავშვის მშობლებთან ითანამშრომლო, რათა იპოვოთ წინაპრის სახელი, რომელსაც სატაძარო წეს-ჩვეულებები სჭირდება (იხილე FamilySearch.org).