2010-2019
როგორ გვეხმარება სულიწმინდა?
აპრილი, 2017 წ.


როგორ გვეხმარება სულიწმინდა?

სულიწმინდა გვაფრთხილებს, გვანუგეშებს და მოწმობს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ორშაბათს საღამოს, მე და ჩემმა მეუღლემ, ლესამ, შევუარეთ ახალგაზრდა ოჯახს მეზობლად. იქ ყოფნისას მათ ოჯახურ საღამოზე მიგვიპატიჟეს. მათმა ცხრა წლის ვაჟმა გაკვეთილი მოამზადა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩით.

ვიმღერეთ გახსნითი ჰიმნი, ვილოცეთ, განვიხილეთ ოჯახური საქმიანობა და ცხრა წლის ბიჭმა დაიწყო გაკვეთილი გამჭრიახი შეკითხვით ხელით ნაწერი ფურცლიდან: „როგორ გვეხმარება სულიწმინდა“? . ამ შეკითხვის დასმით დაიწყო ოჯახური დისკუსია, რადგან ყველას ჰქონდა რაღაც იდეები და ხედვა. ჩვენი მასწავლებლის გაკვეთილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ მოემზადა იგი მისთვის და ამ კარგმა შეკითხვამ, რომელსაც ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხშირად ვუბრუნდებოდი გონებაში.

ხელით ნაწერი ოჯახური საღამოსთვის მომზადებული გაკვეთილი

მას შემდეგ გამუდმებით ვეკითხებოდი ჩემ თავს: „როგორ გვეხმარება“? - ეს შეკითხვა განსაკუთრებით ეხება დაწყებითი საზოგადოების ბავშვებს, რომლებიც რვა წლის ხდებიან და ემზადებით ნათლობისთვის, ასევე მათ, რომლებიც ახლახანს მოინათლნენ და მიიღეს სულიწმინდის ძღვენი. ეს ასევე ეხება ყველა ასაკის ათასობით ახლადმოქცეულებს.

მე გიწვევთ ყოველ თქვენგანს, განსაკუთრებით დაწყებითი საზოგადოების ბავშვებს, დაფიქრდეთ: „როგორ გვეხმარება სულიწმინდა“? როცა დავიწყე ამაზე ფიქრი, იმ წუთას ახალგაზრდობის შემთხვევა გამახსენდა. ეს ამბავი უკავშირდება უხუცეს რობერტ დ. ჰეილსს. ეს მოხდა სულ მალე მას შემდეგ, რაც მომიწვიეს თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. მან სტატია დაწერა ჩემი ცხოვრების შესახებ და საეკელსიო ჟურნალში გამოაქვეყნა. . ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გაუგონია ეს ამბავი, მაგრამ უმრავესობას ალბათ არა.

როცა დაახლოებით 11 წლის ვიყავი, მამასთამ ერთად ლაშქრობაზე მთაში წავედი სახლიდან შორიახლოს. ცხელი ზაფხულის დღე იყო. მამა დამრეცი ბილიკით ადიოდა, მე კი ბილიკის გასწვრივ ერთი დიდი ქვიდან მეორეზე ვხტებოდი. მერე მოვინდომე ერთ დიდ ქვაზე ასვლა და დავიწყე მასზე ცოცვით აძვრომა. ჩემდა გასაკვირად, მამამ ქამრით დამიჭირა და დაბლა ჩამომიშვა, მითხრა რა: „არ აძვრე მაგ ქვაზე, ბილიკით ვიაროთ“.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა სიმაღლიდან შევხედეთ იმ ქვას, გავოგნდით: ქვის თავზე მზეზე ჩხრიალა გველი იყო მოკალათებული.

როცა სახლში ვბრუნდებოდით, ვიცოდი, რომ მამა მელოდებოდა, როდის ვკითხავდი: „საიდან იცოდი, რომ იქ გველი იყო“? ხოდა მეც ვკითხე და ეს შეკითხვა გადაიზარდა სულიწმინდაზე საუბარში, როგორ გვეხმარება იგი. არასდროს არ დამავიწყდება ის, რაც იმ დღეს ვისწავლე.

ხედავთ, როგორ დამეხმარა სულიწმინდა? მარად მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ მამამ ყური დაუგდო სულიწმინდის ჩუმ, ნაზ ხმას, რამაც სიცოცხლე გადამირჩინა.

რა ვიცით სულიწმინდის შესახებ

სანამ ჩავუღრმავდებით შეკითხვას „როგორ გვეხმარება სულიწმინდა“ მოდით, გავიმეოროთ ზოგიერთი რამ, რაც უფალმა გაგვიმხილა სულიწმინდის შესახებ. არსებობს უამრავი ჭეშმარიტება, რომლის განხილვაც შეგვეძლო, მაგრამ დღეს მხოლოდ სამ პუნქტით შემოვიფარგლები.

პირველი: სულიწმინდა არის ღვთაების მესამე წევრი. ჩვენ ვსწავლობთ ამ ჭეშმარიტებას რწმენის პირველი სიმბოლოდან: „ჩვენ გვწამს ღმერთი, მარადიული მამა, და მისი ძე, იესო ქრისტე და სულიწმინდა“”

მეორე: სულიწმინდა არის სული, როგორც ეს აღწერილია თანამედროვე წმინდა წერილში: „მამას აქვს ხორცისა და ძვლისგან შემდგარი სხეული, ისეთივე რეალური, როგორც ადამიანს; ასევე ძეს; მაგრამ სულიწმინდას არ აქვს ხორცისა და ძვლისგან შემდგარი სხეული, იგი სულია. ასე რომ არ ყოფილიყო, სულიწმინდა ჩვენში ვერ იარსებებდა“. ეს ნიშნავს, რომ სულიწმინდას, მამაღმერთისა და იესო ქრისტესგან განსხვავებით, რომლებსაც აქვთ ფიზიკური სხეული, აქვს სულიერი სხეული. ეს ჭეშმარიტება აგვიხსნის სულიწნინდისთვის მიცემულ სხვა სახელებს, რომლებიც ცნობილია ჩვენთვის, როგორც ღვთის სული, სული უფლისა, დაპირების სულიწმინდა და ნუგეშისმცემელი.

მესამე: სულიწმინდის ძღვენი მოდის ხელდასხმით. ეს წესჩვეულება, რომელიც ნათლობის შემდგომ სრულდება, გვხდის ღირსად, მარად ვიქონიოთ სულიწმინდის თანხლება. ამ წეს-ჩვეულების ჩასატარებლად, მელქიცედეკის მღვდლობის ღირსეული მატარებლები თავზე ხელდასხმით, სახელით მიმართავენ პიროვნებას და აცხადებენ თავიანთ მღვდლობის უფლებამოსილებასდა იესო ქრისტეს სახელით ამტკიცებენ ამ ადამიანს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად, თან აყოლებენ მნიშვნელოვან ფრაზას: „მიიღე სულიწმინდა“.

როგორ გვეხმარება სულიწმინდა?

ამ სამი ძირითადი ჭეშმარიტების გამეორება გვაბრუნებს პირველ შეკითხვასთან: „როგორ გვეხმარება სულიწმინდა“?

სულიწმინდა გვაფრთხილებს

როგორც გიჩვენეთ ჩემი ბავშვობის მაგალითზე, სულიწმინდა წინასწარ გაფრთხილებთ ფიზიკური ან სულიერი საფრთხის შესახებ. მე კვლავ ვისწავლე სულიწმინდის მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი როლის შესახებ, როცა იაპონიაში, ოლქის პრეზიდენტობაში, ვმსახურობდი.

იმ დროს მე იაპონიის სენდაის მისიის პრეზიდენტთან ერთად ვმუშაობდი. ერთხელ, პრეზიდენტმა ტატეოკამ დაგეგმა მისიის სამხრეთი ნაწილის მისიონერთა ლიდერების შეხვედრა. ეს მისიის განრიგის ჩვეულებრივი ნაწილი იყო. შეხვედრამდე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ტატეოკას გულში დაეუფლა გრძნობა, რომ იმის ნაცვლად, რომ დაეპატიჯებინა გარკვეული მცირე რაოდენობის დები და უხუცესები, მოეწვია ხელმძღვანელობის შეკრებაზე ყველა მისიონერი იმ ოლქიდან.

როცა მან თავისი გადაწყეტილება გაახმოვანა, მას შეახსენეს, რომ ეს შეხვედრა იყო განკუთვნილი მხოლოდ მისიის ლიდერებისთვის და არა ყველა მისიონერისთვის. მიუხედავად ამისა, მან არჩია, ემოქმედა არა გეგმის მიხედვით, არამედ, მიღებული შთაგონებით და დაეპატიჟებინა შეხვედრაზე ყველა მისიომერი, რომელიც რამდენიმე სანაპირო ქალაქში მსახურობდა, ფუკუსიმას ჩათვლით. დანიშნულ დღეს, 2011 წ. 11 მარტს, მისიონერები ერთად შეიკრიბნენ გაფართოებულ მისიონერულ შეხვედრაზე ზღვიდან მოშორებულ ქ.კორიამაში.

ამ შეხვედრის დროს, იაპონიის სენდაის მისიის რეგიონს 9 ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს. სამწუხაროდ, მრავალი სანაპირო ქალაქი, მათ ჩათვლით, საიდანაც ეს მისიონერები მოკრიბეს, ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ქ. ფუკუსიმა კი შემდგომში რადიაციის მსხვერპლად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველო, სადაც იმ დღეს მისიონერები იმყოფებოდნენ, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, სულიწმინდის კარნახის მეშვეობით პრეზიდენტი და და ტატეოკა, ასევე ყველა მისიონერი, უსაფრთხოდ იყვნენ. ისინი ცუნამისა და რადიაციისგან შორს იმყოფებოდნენ.

როცა გესმით სულიწმინდის კარნახი (ეს მეტ წილად ჩუმი და წყნარი შთაგონებაა) შესაძლოა თქვენგან გაუცნობიერებლად აგარიდონ სულიერი ან ფიზიკური საფრთხე.

დებო და ძმებო, სულიწმინდა დაგეხმარებათ გაფრთხლილების სახით, როგორც ეს მამაჩემისა და პრეზიდენტ ტატეოკას შემთხვევაში იყო.

სულიწმინდა განუგეშებთ

პასუხად კითხვაზე „როგორ გვეხმარება სულიწმინდა“? მოდით გამოვიკვლიოთ მისი ნუგეშისმცემლის როლი. მოულოდნელი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში ქმნიან სევდას, ტკივილსა და გულის ტკენას. თუმცა, ამ განცდების დროს სულიწმინდა გვემსახურება ერთ-ერთ თავის მნიშვნელოვან ნუგეშისმცემლის როლში, რომელიც ფაქტიურად მისი ერთ-ერთი სახელია. იესო ქრისტეს ეს მშვიდი, დამაჯერებელი სიტყვები აღწერს მის წმინდა როლს: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.“

იმისთვის, რომ ეს უფრო კარგად გაჩვენოთ, მე მოგიყვებით ერთი ოჯახის ამბავს. მათი ხუთი ვაჟიშვილი წლების წინ ლოს ანჯელესიდან, კალიფორნიდან, უფრო პატარა ადგილას გადავიდა საცხოვრებლად. ორი უფროსი ვაჟი მაღალ კლასებში სპორტზე შევიდა და დაიწყეს ურთიერთობა მეგობრებთან, ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან, რომლებიც მეტწილად ეკლესიის ერთგული წევრები იყვნენ. ამ ურთიერთობებმა უფროსი ვაჟი, ფერნანდო, და მისი უმცროსი ძმა ნათლობამდე მიიყვანეს.

მოგვიანებით ფერნანდომ სახლი დატოვა, გააგრძელა განათლება და კოლეჯში ფეხბურთს თამაშობდა. მან თავისი კლასელი, საყვარელი ბეილი, ტაძარში ცოლად შეირთო. როცა ფერნანდომ და ბეილიმ დაამთავრეს სწავლა, ისინი მოუთმენლად ელოდნენ პირველი შვილის გაჩენას - გოგონას. მაგრამ იმ დროს, როცა ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ ფერნანდოს და ბეილის სახლში დაბრუნებაში, ბეილი და მისი და საშინელი ავარიის მსხვერპლი გახდნენ. მათ ავტოსტრადაზე რამდენიმე მანქანა დაეჯახათ. ბეილი და მისი მუცლად მყოფი შვილი ამ ავარიაში დაიღუპნენ.

ფერნანდო და ბეილი

მიუხედავად იმისა, რაოდენ ღრმა იყო ფერნანდოსა და ბეილის მშობლების და დედმამიშვილების ტკივილი, მისი საპირისპირო გრძნობა - სიმშვიდე და ნუგეში თითქმის უმალვე დაეუფლა მათ. სულიწმინდა თავის ნუგეშისმცემლის როლში ჭეშმარიტად მხარს უჭერდა ფერნანდოს მის გაუგებარ ტანჯვაში. სულიწმინდამ გადასცა ფერნანდოს მუდმივი სიმშვიდე, რომელმაც განაწყო იგი პატიებისა და სიყვარულის ტალღაზე ყველას მიმართ, ვინც იმ ტრაგიკული ავარიის მონაწილე იყო.

ბეილის მშობლებმა დაურეკეს მის ძმას, რომელიც იმ ავარიის დროს მისიაში მსახურობდა. მან წერილში აღწერა თავისი გრძნობები, როცა საყვარელი დის შესახებ შეიტყო: „საკვირველი იყო თქვენი ჩუმი ხმების გაგონება ქარიშხლის შუაგულში. არ ვიცოდი, რა მეთქვა. … ერთადერთი, რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ სახლში დაბრუნებისას ჩემი და იქ არ დამხვდებოდა. … მე დამამშვიდა თქვენმა უდავო დამოწმებებმა მხსნელისა და მისი გეგმის შესახებ. იმავე ტკბილმა სულმა, რომელსაც ცრემლებამდე მივყავარ, როცა ვსწავლობ და ვასწავლი, გული ამივსო. ამის შემდეგ დავმშვიდდი და გავიხსენე ის, რაც ვიცოდი“.

სულიწმინდა დაგეხმარებათ იმით, რომ დაგამშვიდებთ, როგორც მან ეს ფერნანდოს და ბეილის ოჯახის შემთხვევაში მოახდინა.

სულიწმინდა მოწმობს

სულიწმინდა ასევე მოწმობს მამისა და ძის და ყოველი ჭეშმარიტების შესახებ. უფალმა, თავის მოწაფეებს რომ ესაუბრებოდა, თქვა: „როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან …ის დაამოწმებს ჩემზე.“

იმისთვის, რომ ავხსნათ სულიწმინდის დამმოწმებლის მნიშვნელოვანი როლი, მე გავაგრძელებ ფერნადოსა და ბეილის ისტორიას. თუ გახსოვთ, გითხარით, რომ ფერნანდო და მისი ძმა მოინათლნენ, მაგრამ მისი მშობლები და სამი ახალგაზრდა ძმა არა. მიუხედავად უამრავი მოწვევებისა, ისინი წლების განმავლობაში უარს ამბობდნენ მისიონერებთან შეხვედრაზე.

ბეილისა და მისი არ დაბადებული შვილის მტკივნეული დანაკარგის გამო ფერნანდოს ოჯახი ნუგეშს ვერ პოულობდა. ფერნანდოსა და ბეილის ოჯახისგან განსხვავებით, მათ ვერ იპოვეს ვერც სიმშვიდე, ვერც ნუგეში. მათ არ ესმოდათ, როგორ შეეძლო მათ საკუთარ შვილს და ბეილის ოჯახს ამ მძიმე ტვირთის ტარება.

საბოლოო ჯამში მათ დაასკვნეს, რომ იყო ერთადერთი რამ, რაც ჰქონდა მათ ვაჟიშვილს და არ ჰქონდათ მათ - იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება და ეს უნდა ყოფილიყო მათი სიმშვიდისა და ნუგეშის წყარო. ამის გააზრების შემდეგ ოჯახმა მისიონერები მოიპატიჟა, რათა სახარება მოესმინათ. ამის შედეგად, მათ მიიღეს საკუთარი მოწმობა ბედნიერების დიდი გეგმის შესახებ, რამაც მათ სიმშვიდე და ნუგეში მოჰგვარათ, ის, რასაც ისინი ასე სასოწარკვეთილნი ეძიებდნენ.

ფერნანდოს ოჯახის ნათლობა

ბეილისა და მისი არ დაბადებული შვილის დაკარგვის შემდეგ ფერნანდოს მშობლები და ორი უმცროსი ძმა მოინათლენენ, დამტკიცდნენ წევრად და მიიღეს სულიწმინდის ძღვენი. ფერნანდოს უმცროსი ძმა, მოუთმენლად ელის თავის ნათლობას რვა წლის ასაკში. ისინი ყველანი მოწმობენ, რომ სულიწმინდამ დაუმოწმა მათ სახარების ჭეშმარიტება და მიიყვანა ისინი ნათლობის სურვილამდე და სულიწმინდის მიღებამდე.

დებო და ძმებო, სულიწმინდა დაგეხმარებათ დამოწმებით, როგორც ეს ფერნანდოს ოჯახის შემთხვევაში მოხდა.

შეჯამება

ახლა, მოდით, შევაჯამოთ. ჩვენ დავადგინეთ სამი ჭეშმარიტება, რომელსაც მივყავართ სულიწმინდის ცოდნამდე. ესენია: სულიწმინდა ღვთაების მესამე წევრია, სულიწმინდა არის სული და სულიწმინდის ძღვენი გადმოეცემა ხელდასხმით. ჩვენ ასევე დავადგინეთ სამი პასუხი კითხვაზე: „როგორ შეუძლია სულიწმიდნას, დაგეხმაროთ“? სულიწმინდა გაფრთხილებთ, განუგეშებთ და მოწმობს.

იყო ღირსეული, შეინარჩუნო ძღვენი

მათთვის, ვინც ემზადება ნათლობისთვის და წევრად დამტკიცებისთვის ან მათთვის, ვინც ახლახანს ან დიდი ხნის წინ მოინათლა და დამტკიცდა წევრად, აუცილებელია ფიზიკური და სულიერი უსაფრთხოებისთვის, შეინარჩუნონ სულიწმინდის ძღვენი. ეს იწყება მცნებების დაცვით, ინდივიდუალური და ოჯახური ლოცვით, წმინდა წერილის წაკითხვით და ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან მოსიყვარულე და მიმტევებელი ურთიერთობებისკენ სწრაფვით. საქციელი, ქმედებები და მეტყველება უნდა გვქონდეს უბიწო. უნდა თაყვანი ვცეთ მამაზეციერს სახლში, ეკლესიაში და როცა შესაძლებელია, წმინდა ტაძარში. იცხოვრეთ სულიწმინდასთან ახლოს და იგი თქვენთან ახლოს იქნება.

მოწმობა

ახლა, დასასრულს, მინდა გაგიზიაროთ ჩემი უტყუარი დამოწმება და მოწვევა. მინდა მოგიწვიოთ, უფრო სრულად იცხოვროთ იმ სიტყვების მიხედვით, რომლებსაც დაწყებითი საზოგადოების ბავშვები მღერიან. დარწმუნებული ვარ, ისინი იცნობენ ამ სიტყვებს: „მოუსმინეთ, მოუსმინეთ. სულიწმინდა გიჩურჩულებთ. მოუსმინეთ, მოუსმინეთ, ჩუმ, ნაზ ხმას“.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ახალგაზრდებო და ასაკოვანნო, მე ვმოწმობ დიდებული ღვთიური არსებების რეალობის შესახებ, რომლებიც შეადგენენ ღვთაებას - მამაღმერთი, იესო ქრისტე და სულიწმინდა. მე ვმოწმობ, რომ ერთ-ერთი უპირატესობა, რომლითაც ვტკბებით, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანები, რომლებიც ცხოვრობენ ჟამთა სისრულეში, არის სულიწმინდის ძღვენი. მე ვიცი, რომ სულიწმინდა გეხმარებათ და დაგეხმარებათ. მე ასევე ვამატებ იესო ქრისტესა და მისი როლის შესახებ განსაკუთრებულ მოწმობას, რომ იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, ღმერთი კი - ჩვენი მამაზევიერი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.