Doctrine and Covenants 2025
დანართი დ: აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების გაკვეთილებისთვის - შეხვედრების განრიგი


„აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების გაკვეთილებისთვის - შეხვედრების განრიგი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„დანართი დ“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

დანართი დ

აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების გაკვეთილებისთვის - შეხვედრების განრიგი

შეხვედრის თარიღი:

წამყვანი (კლასის ან ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი):

გახსნა

საგალობელი (არასავალდებულო):

ლოცვა:

გაიმეორეთ ახალგაზრდა ქალების თემა ან აარონის მღვდლობის ქვორუმის თემა.

ითათბირეთ ერთად

წამყვანის ხელმძღვანელობით კლასი ან ქვორუმი 5-10 წუთის განმავლობაში თათბირობს თავიანთი პასუხისმგებლობის შესახებ ხსნისა და ამაღლების ღვთის საქმეში. ეს არის შესაძლებლობა კლასის ან ქვორუმის პრეზიდენტობისთვის, დააზუსტოს პრეზიდენტობის შეხვედრებზე ან მეურვეობის ახალგაზრდული საბჭოს სხდომებზე განხილული საკითხების შესრულება.

წამყვანმა შეიძლება გამოიყენოს ერთი ან მეტი ამ კითხვათაგან:

სახარების მიხედვით ცხოვრება

  • რომელმა ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ გააძლიერა იესო ქრისტესი და მისი სახარებისადმი ჩვენი დამოწმებები?

  • რას ვაკეთებთ, რომ უფრო მივუახლოვდეთ მხსნელს? როგორ ვცდილობთ უფრო მეტად დავემსგავსოთ მას?

  • როგორ ვიგრძენით უფლის ხელმძღვანელობა ჩვენს ცხოვრებაში?

გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა

  • ვისი დახმარების ან მსახურების გრძნობა გაგვიჩნდა? რა დავალებები მივიღეთ ეპისკოპოსობისგან გაჭირვებულთა დასახმარებლად?

  • რა გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი კლასის ან ქვორუმის წევრები? როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს იმაში, რასაც ცხოვრებაში გავდივართ?

  • ვინმე ახლახან გადმოვიდა ჩვენს მეურვეობაში ან შეუერთდა ეკლესიას? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ?

სახარების მიღებისთვის ყველას მოხმობა

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ სხვებს, იგრძნონ ღვთის სიყვარული?

  • რა აქტივობები იგეგმება, რომლებზეც შეგვიძლია ჩვენი მეგობრების მოწვევა?

  • სახარების გავრცელების რა გეგმები იქნა განხილული მეურვეობის ახალგაზრდული საბჭოს შეხვედრებზე? როგორ შეუძლია ჩვენს კლასს ან ქვორუმს მონაწილეობის მიღება?

ოჯახების გაერთიანება სამარადისოდ

  • რა გზებით შეგვიძლია უკეთ დავუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, მათ შორის პაპა-ბებიებს და ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს?

  • რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი წინაპრების სახელები, რომლებსაც სატაძრო წეს-ჩვეულებები სჭირდებათ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ სხვებს თავიანთი წინაპრების სახელების პოვნაში?

  • როგორ შეგვიძლია უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ სატაძრო სამუშაოში — ინდივიდუალურად, მთელი კლასით თუ ქვორუმით?

ერთად სწავლა

ზრდასრული წინამძღოლი ან ქვორუმის ან კლასის წევრი უძღვება ამ კვირის მოდი და გამომყევი -ს წაკითხვას. ისინი იყენებენ სასწავლო იდეებს მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისათვის. შესწავლის იდეა ამ სემინარიის ხატულახატულით უკავშირდება სემინარიას და განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს. თუმცა, სწავლის ნებისმიერი იდეა შეიძლება იქნეს გამოყენებული. შეხვედრის ამ ნაწილს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 35-40 წუთი სჭირდება.

დახურვა

შეხვედრის წაყვანი:

  • დაამოწმებს პრინციპებს, რომლებიც ისწავლება.

  • მსჯელობს, თუ როგორ გაითვალისწინებს კლასი ან ქვორუმი იმას, რაც ისწავლეს — ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად.

ლოცვა: