Doctrine and Covenants 2025
დანართი გ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მითითებები სიმღერის დროისა და ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაციისთვის


„დანართი გ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მითითებები სიმღერის დროისა და ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაციისთვის“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„დანართი გ“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ბავშვები მღერიან

დანართი გ

დანართი გ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მითითებები სიმღერის დროისა და ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაციისთვის

სასულიერო მუსიკა არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, გაეცნონ ზეციური მამის ბედნიერების გეგმასა და იესო ქრისტეს სახარების ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს. როდესაც ბავშვები მღერიან სახარების პრინციპების შესახებ, სულიწმინდა დაამოწმებს მათ სიმართლეს. სიტყვები და მუსიკა ბავშვების გონებასა და გულებში მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში დარჩება.

ეძიე სულიწმინდის დახმარება, როცა ემზადები სახარების სწავლებისთვის მუსიკის საშუალებით. გაუზიარე შენი დამოწმება იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომლის შესახებაც მღერით. დაეხმარე ბავშვებს დაინახონ, როგორ უკავშირდება მუსიკა იმას, რასაც ისინი სწავლობენ და განიცდიან სახლში და დაწყებითი საზოგადოების კლასებში.

ზიარების შეკრების პრეზენტაციის სახელმძღვანელო მითითებები

ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით, ბავშვთა ზიარების შეკრების პრეზენტაცია ჩვეულებრივ წლის მეოთხე კვარტალში იმართება. როგორც დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობამ და მუსიკის ხელმძღვანელმა, იმუშავე ეპისკოპოსობის მრჩეველთან, რომელიც ზედამხედველობს დაწყებით საზოგადოებას, რათა დაგეგმოთ პრეზენტაცია.

პრეზენტაციამ ბავშვებს უნდა მისცეს საშუალება წარმოადგინონ ის, რაც მათ და მათმა ოჯახებმა ისწავლეს მოძღვრება და აღთქმებიდან სახლში და დაწყებითი საზოგადოების კლასებში, მათ შორის, დაწყებითი საზოგადოების კლასის სიმღერები, რომლებიც მათ წლის განმავლობაში იმღერეს. პრეზენტაციის დაგეგმვისას იფიქრე იმაზე, თუ როგორ დაეხმარება მრევლს მხსნელზე და მის სწავლებებზე ყურადღების გამახვილება.

მცირერიცხოვანი ბავშვების მქონე დანაყოფებმა შეიძლება გაითვალისწინონ სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც ოჯახის წევრები შვილებთან ერთად შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. ეპისკოპოსობის წევრს შეუძლია, კრება დაასრულოს მოკლე შენიშვნებით.

პრეზენტაციის მომზადებისას გახსოვდეს შემდეგი მითითებები:

  • პრაქტიკა არ უნდა ართმევდეს ზედმეტ დროს დაწყებითი საზოგადოების კლასებსა ან ოჯახებს.

  • ვიზუალური ეფექტები, კოსტიუმები და მედია პრეზენტაციები ზიარების შეკრებისთვის შესაფერისი არ არის.

იხილე ზოგადი მითითების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 12.2.1.2, სახარების ბიბლიოთეკა.

ბავშვები მღერიან

მითითებები სიმღერის დროისთვის

5 წუთი (დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა): გახსნითი ლოცვა, წმინდა წერილი ან რომელიმე მუხლი რწმენის სიმბოლოებიდან და ერთი მოხსენება

20 წუთი (მუსიკის ხელმძღვანელი): სიმღერის დრო

დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა და მუსიკის ხელმძღვანელი ირჩევენ სიმღერებს ყოველთვიურად, რათა განამტკიცონ პრინციპები, რომლებსაც ბავშვები სწავლობენ თავიანთ კლასებში და სახლში. სიმღერების სია, რომლებიც აძლიერებენ ამ პრინციპებს, მოცემულია ამ სახელმძღვანელოში.

როდესაც ბავშვებს ასწავლი სიმღერებს სთხოვე მათ, ისაუბრონ იმაზე, რაც უკვე ისწავლეს იმ ამბებისა და მოძღვრების პრინციპების შესახებ, რომლებსაც სიმღერები ასწავლის. სთხოვე ბავშვებს, ისაუბრონ თავიანთ აზრებსა და გრძნობებზე იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომლებიც ასახულია სიმღერებში.

საბავშვო სიმღერების კრებული არის მუსიკის ძირითადი რესურსი დაწყებითი საზოგადოების ბავშვებისთვის. ასევე გამოიყენება საგალობლები საგალობლების წიგნიდან და სიმღერები მეგობარი -დან. დაწყებითი საზოგადოების ბავშვებისთვის ნებისმიერი სხვა მუსიკის გამოყენება უნდა დაამტკიცოს ეპისკოპოსმა (იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 12.3.4).

მუსიკა სიმღერის დროისთვის

იანვარი

  • Follow the Prophet,” Children’s Songbook, 110–11

  • Search, Ponder, and Pray,” Children’s Songbook, 109

თებერვალი

  • Dare to Do Right,” Children’s Songbook, 158

  • A Child’s Prayer,” Children’s Songbook, 12–13

მარტი

  • Every Star Is Different,” Children’s Songbook, 142

  • When I Am Baptized,” Children’s Songbook, 103

აპრილი

  • When He Comes Again,” Children’s Songbook, 82–83

  • Did Jesus Really Live Again?,” Children’s Songbook, 64

მაისი

  • ‘Give,’ Said the Little Stream,” Children’s Songbook, 236

  • Shine On,” Children’s Songbook, 144

ივნისი

  • The Holy Ghost,” Children’s Songbook, 105

  • I Want to Be a Missionary Now,” Children’s Songbook, 168

ივლისი

  • Stand for the Right,” Children’s Songbook, 159

  • He Sent His Son,” Children’s Songbook, 34–35

აგვისტო

  • I’m Trying to Be like Jesus,” Children’s Songbook, 78–79

  • I Feel My Savior’s Love,” Children’s Songbook, 74–75

სექტემბერი

  • I Love to See the Temple,” Children’s Songbook, 95

  • To Think about Jesus,” Children’s Songbook, 71

ოქტომბერი

  • Family History—I Am Doing It,” Children’s Songbook, 94

  • The Church of Jesus Christ,” Children’s Songbook, 77

ნოემბერი

  • Keep the Commandments,” Children’s Songbook, 146

  • To Be a Pioneer,” Children’s Songbook, 218–19

დეკემბერი

  • მე შვილი ვარ ღვთისა“, საბავშვო სიმღერების კრებული, 58

  • O Little Town of Bethlehem,” Hymns, no. 208

მუსიკის გამოყენება მოძღვრების სწავლებისთვის

სიმღერის დრო მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბავშვებს სახარების ჭეშმარიტების შესწავლაში. საგალობლებსა და დაწყებითი საზოგადოების სიმღერებში არსებული სახარების პრინციპების სწავლების დაგეგმვისას შეიძლება შთაგაგონოს შემდეგმა იდეებმა.

წაიკითხე შესაბამისი წმინდა წერილები. საბავშვო სიმღერების კრებულსა და საგალობლების წიგნში მრავალი სიმღერისთვის მითითებულია შესაბამისი წმინდა წერილები. დაეხმარე ბავშვებს, წაიკითხონ ზოგიერთი ეს ნაწყვეტი და ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება წმინდა წერილები სიმღერას. შენ ასევე შეგიძლია დაფაზე ჩამოწერო წმინდა წერილების რამდენიმე მინიშნება და სთხოვო ბავშვებს, დააკავშირონ თითოეული ამონარიდი სიმღერასთან ან სიმღერის სტროფთან.

შეავსე გამოტოვებული სივრცე. დაწერე დაფაზე სიმღერის ერთი სტროფი, რამდენიმე გამოტოვებული საკვანძო სიტყვით. შემდეგ სთხოვე ბავშვებს, იმღერონ სიმღერა და ყური დაუგდონ სიტყვებს, რომლებიც ავსებენ ცარიელ სივრცეს. სანამ ისინი თითოეულ ცარიელ სივრცეს ავსებენ განიხილეთ, სახარების რა პრინციპებს ისწავლით გამოტოვებული სიტყვებიდან.

ბავშვები მღერიან

დაამოწმე. გაუზიარე ბავშვებს მოკლე მოწმობა სახარებისეული ჭეშმარიტებების შესახებ, რომლებიც დაწყებითი საზოგადოების სიმღერაშია. დაეხმარე ბავშვებს გააცნობიერონ, რომ სიმღერა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეუძლიათ დამოწმება და სულიწმინდის შეგრძნება.

დადექი მოწმედ. სთხოვე ბავშვებს, რიგრიგობით ადგნენ და ისაუბრონ, თუ რას სწავლობენ სიმღერიდან, რომელსაც მღერიან ან რას გრძნობენ სიმღერაში ნასწავლი ჭეშმარიტების მიმართ. ჰკითხე მათ, რას გრძნობენ, როდესაც სიმღერას მღერიან და დაეხმარე მათ, ამოიცნონ სულიწმინდის გავლენა.

გამოიყენე სურათები. სთხოვე ბავშვებს, დაგეხმარონ იპოვოთ ან შექმნათ ნახატები, რომლებიც შეესაბამება მნიშვნელოვან სიტყვებს ან ფრაზებს სიმღერიდან. სთხოვე მათ ისაუბრონ, თუ როგორ უკავშირდება სურათები სიმღერას და რას ასწავლის სიმღერა. მაგალითად, თუ შენ ასწავლი სიმღერას „მე ვიცი, რომ მამაღმერთი არსებობს“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 59), შეგიძლია მთელ ოთახში მოათავსო სურათები, რომლებიც ასახავს მნიშვნელოვან სიტყვებს სიმღერიდან (მაგალითად ანგელოზები, თოვლი, და ვარსკვლავი). სთხოვე ბავშვებს, შეაგროვონ ნახატები და დაიჭირონ ისინი სწორი თანმიმდევრობით, როცა ერთად მღერით სიმღერას.

ჩაატარე გაკვეთილი თვალსაჩინო მასალების გამოყენებით. შენ შეგიძლია გამოიყენო რომელიმე საგსნი, რათა უბიძგო მათ სიმღერის განხილვისკენ. მაგალითად, როდესაც მღერიან სიმღერას „ოქროს ფირფიტები“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 65), შეგიძლია აჩვენო ბავშვებს სხვადასხვა საგნების სურათები, მაგ. ნაკადული, ბალახი, წვიმა და ყვავილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მსახურების მცირე მოქმედებებმაც კი, დალოცოს სხვები მნიშვნელოვანი გზებით.

წაახალისე საუბარი პირად გამოცდილებებზე. დაეხმარე ბავშვებს, დააკავშირონ სიმღერაში ნასწავლი პრინციპები იმ გამოცდილებასთან, რომელიც მათ მიიღეს ამ პრინციპებთან დაკავშირებით. მაგალითად, სანამ იმღერებთ „უფალმა მომცა ტაძარი“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 62), შეგიძლია სთხოვო ბავშვებს, ასწიონ ხელები, თუ ტაძარი ნანახი აქვთ. სთხოვე მათ, როცა მღერიან, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას გრძნობენ ტაძრის დანახვისას.

დასვი კითხვები. სიმღერების შესრულების დროს შეგიძლია ბევრი კითხვა დასვა. მაგალითად, შეგიძლია ჰკითხო ბავშვებს, რას სწავლობენ სიმღერის თითოეული სტროფიდან. შენ ასევე შეგიძლია სთხოვო მათ, მოიფიქრონ კითხვები, რომლებზეც სიმღერა პასუხობს. ამან შეიძლება სიმღერაში ნასწავლი ჭეშმარიტების შესახებ დისკუსია გამოიწვიოს.

გამოიყენე ხელის მარტივი მოქმედებები. სთხოვე ბავშვებს, მოიფიქრონ ხელის მარტივი მოქმედებები, რათა გაუადვილდეთ სიმღერის სიტყვებისა და გზავნილების დამახსოვრება. მაგალითად, როცა მღერით სიმღერას „ოჯახური ლოცვა“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 67), შეგიძლია სთხოვო ბავშვებს, მიუთითონ თვალებზე, როცა მღერიან წმინდა წერილის შესწავლის შესახებ, მიუთითონ თავზე, როცა მღერიან დაფიქრების შესახებ და გულზე დაიკრიბონ ხელები, როცა მღერიან ლოცვის შესახებ.