Doctrine and Covenants 2025
დანართი ა: მშობლებისთვის — მოამზადეთ თქვენი შვილები ღვთის აღთქმის გზით საცხოვრებლად


„დანართი ა: მშობლებისთვის — მოამზადეთ თქვენი შვილები ღვთის აღთქმის გზით საცხოვრებლად“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„დანართი ა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

დედა და შვილი

დანართი ა

მშობლებისთვის — მოამზადეთ თქვენი შვილები ღვთის აღთქმის გზით საცხოვრებლად

რადგან მამაზეციერს უყვარხარ, გენდობა და იცის შენი პოტენციალი, ის გაძლევს შესაძლებლობას დაეხმარო შვილებს, დადგნენ უფლის აღთქმის გზაზე და იარონ წინ, მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზით (იხილე მოძღვრება და აღთქმები 68:25–28). ეს მოიცავს მათ დახმარებას, მოემზადონ წმინდა აღთქმების დასადებად და დასაცავად, როგორებიცაა ნათლობის აღთქმა და ტაძარში დადებული სხვა აღთქმები. ამ აღთქმების საშუალებით ბავშვები შეძლებენ, ხალისით დაუკავშირონ თავი მხსნელს, იესო ქრისტეს.

შენი შვილების აღთქმის გზით ცხოვრებისთვის მოსამზადებლად ბევრი გზა არსებობს და ზეციური მამა დაგეხმარება მათ დასახმარებლად საუკეთესო გზის მონახვაში. შთაგონების ძიებისას გახსოვდეს, რომ ყველაფრის სწავლა არ ხერხდება ერთდროულად, დაგეგმილი გაკვეთილების დროს. სინამდვილეში, ნაწილობრივ, რაც სახლში სწავლას ასე ძლიერ მოქმედს ხდის, არის სწავლის შესაძლებლობა მაგალითითა და მცირე, მარტივი სწავლების ეპიზოდებით — რომლებიც ბუნებრივად ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღთქმის გზის შესახებ სწავლის პროცესი ისეთივე თანმიმდევრული, უწყვეტი პროცესია, როგორც აღთქმის გზით სიარული. (იხილე “Home and Family,” Teaching in the Savior’s Way [2022], 30–31.)

ქვემოთ არის რამდენიმე იდეა, რომელსაც მიჰყავხარ დამატებით შთაგონებამდე. დაწყებითი საზოგადოების ასაკის ბავშვების სწავლებისთვის დამატებითი იდეებისთვის მიმართე: „დანართი ბ: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოამზადეთ ბავშვები ღვთის აღთქმის გზით საცხოვრებლად“.

ნათლობა და წევრად დამტკიცება

ნეფი ასწავლიდა, რომ „კარიბჭე, რომლითაც [ჩვენ] უნდა შე[ვ]იდეთ“ აღთქმის გზაზე „არის მონანიება და წყლით ნათლობა“ (2 ნეფი 31:17). შენი მცდელობები ბავშვების დასახმარებლად, რათა მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის, ხელს შეუწყობს მათ, ამ გზაზე მყარად დადგნენ. ეს მცდელობები იწყება იესო ქრისტეს რწმენისა და მონანიების სწავლებით. ისინი ასევე მოიცავს სწავლებას, თუ როგორ შეგვიძლია განვაახლოთ ნათლობის აღთქმები ზიარების მიღებით ყოველ კვირას.

ნათლობა

ნეფი ასწავლიდა, რომ „კარიბჭე, რომლითაც [ჩვენ] უნდა შე[ვ]იდეთ“ აღთქმის გზაზე „არის მონანიება და წყლით ნათლობა“ (2 ნეფი 31:17).

შემდეგი რესურსები დაგეხმარება ამაში: 2 ნეფი 31; ჟურნალ მეგობარი -ს სპეციალური გამოცემა ნათლობის შესახებ; Topics and Questions, “Baptism,” Gospel Library.

  • ზეციური მამისა და იესო ქრისტეს მიმართ რწმენის გამაძლიერებელი ყოველი გამოცდილების მიღებისას გაუზიარე ის შენს შვილს. დაეხმარე მათ გაიგონ, რომ რწმენა არის ისეთ რამ, რისი გაძლიერებაც ცხოვრების განმავლობაში შეიძლება. რისი გაკეთება შეუძლია შენს შვილს, მონათვლამდე ქრისტეს მიმართ რწმენის გასაძლიერებლად?

  • როდესაც შენი შვილი მცდარ არჩევანს გააკეთებს, ხალისიანად ესაუბრე მონანიების ძღვენის შესახებ. და როდესაც მცდარ არჩევანს გააკეთებ, გაუზიარე სხვებს მონანიებით მიღებული სიხარული. დაამოწმე, რომ რადგან იესო ქრისტე ეწამა და აღესრულა ჩვენი ცოდვების გამო, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად მოვინანიოთ, მოგვიტეონ ცოდვები და მივიღოთ ძალა, რათა შევიცვალოთ. როდესაც ბავშვი ეძიებს მიტევებას, აპატიე მას ადვილად და ხალისით.

  • მოუყევი ბავშვს შენი ნათლობის შესახებ. აჩვენე სურათები და გაუზიარე მოგონებები. ისაუბრე, რას გრძნობდი, როგორ დაგეხმარა ნათლობის აღთქმების დაცვა, უკეთ შეგეცნო იესო ქრისტე და როგორ განაგრძობენ აღთქმები შენი ცხოვრების კურთხევას. წაახალისე ბავშვი, დასვას კითხვები.

  • როდესაც შენს ოჯახში ან მეურვეობაში ნათლობაა, წაიყვანე შვილი მის სანახავად. ერთად ისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნახეთ და იგრძენით. თუ შესაძლებელია, ისაუბრეთ ადამიანზე, რომელიც ინათლება და დასვით შემდეგი სახის კითხვები: „როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? როგორ მოემზადეთ?“

  • ყოველთვის, როდესაც შენიშნავ, რომ შვილი დანაპირებს ასრულებს, გულწრფელად შეაქე ის. ხაზი გაუსვი, რომ ვალდებულების შესრულება გვეხმარება ნათლობის დროს დადებული აღთქმების დაცვაში. რას ვპირდებით უფალს, როდესაც ვინათლებით? რას გვპირდება იგი ჩვენ? (იხილე მოსია 18:8–10, 13.)

  • ისაუბრე იმაზე, თუ როგორ გაკურთხათ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად დამტკიცებამა და წევრობამ. მაგალითად, როგორ მიეახლე ზეციურ მამასა და იესო ქრისტეს, როდესაც სხვებს ემსახურე და სხვები გემსახურნენ შენ? დაეხმარე ბავშვს მოიფიქროს, თუ რა გზებით შეიძლება ემსახუროს სხვებს და გააძლიეროს ისინი, როგორც ეკლესიის წევრმა. ასევე დაეხმარე მათ, განიცადონ და ამოიცნონ მსახურებიდან მიღებული სიხარული.

  • როდესაც შენ და შენი შვილი ერთად იღებთ წმინდა გამოცდილებას (ეკლესიაში, წმინდა წერილის კითხვისას ან ვინმესთვის მსახურების დროს), უთხარი მას შენი სულიერი გრძნობების ან შთაბეჭდილებების შესახებ. სთხოვე შვილს, გაგიზიაროს გრძნობები. აღნიშნე სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც სულიწმინდა შეიძლება ესაუბროს ადამიანებს, მათ შორის, ისიც, თუ რა საშუალებით გესაუბრება იგი შენ. დაეხმარე შვილს, ამოიცნოს და გაგიზიაროს მომენტები, როდესაც შესაძლოა, განიცდიდა სულიწმინდის გავლენას.

  • ერთად უყურეთ რამდენიმე ვიდეოს სახარების ბიბლიოთეკიდან შემდეგი სათაურით „უსმინეთ მას!“ ისაუბრეთ ერთად იმაზე, თუ როგორ ესმით უფლის მსახურებს მისი ხმა. სთხოვე შენს შვილს, დახატოს სურათი ან გადაიღოს ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ ესმის მას მაცხოვრის ხმა.

  • ზიარება შენს ოჯახში წმინდა და სასიხარულო მოვლენად აქციე. გაუზიარე შენს შვილს, როგორ ამახვილებ ყურადღებას იესო ქრისტეზე ზიარების დროს. დაეხმარე შენს შვილს, შეადგინოს გეგმა, რათა აჩვენოს, რომ ზიარება მისთვის წმინდაა. მაგალითად, ზიარების ლოცვების სიტყვების მოსმენამ შეიძლება შეგვახსენოს ჩვენი ნათლობის აღთქმები.

  • ჟურნალ მეგობარი -ს მრავალი გამოცემა შეიცავს სტატიებს, მოთხრობებსა და აქტივობებს, რომლებიც ეხმარება ბავშვებს, მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისათვის. მიეცი შენს შვილს არჩევანის გაკეთების საშუალება, რათა შენთან ერთად წაიკითხოს და ისიამოვნოს. (იხ. აგრეთვე კოლექცია “Preparing for Baptism” სახარების ბიბლიოთეკის საბავშვო სექციაში.)

მღვდლობის ძალა, უფლებამოსილება და გასაღებები

მღვდლობა არის ღმერთის უფლებამოსილება და ძალა, რომლითაც ის თავის შვილებს აკურთხებს. ღმერთის მღვდლობა დღეს დედამიწაზეა, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. „ეკლესიის ყველა წევრი, რომელიც იცავს თავის აღთქმებს — ქალები, კაცები და ბავშვები — დალოცვილია ღვთის მღვდლობის ძალით საკუთარ სახლებში, რათა გააძლიერონ საკუთარი თავი და ოჯახები“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 3.6, სახარების ბიბლიოთეკა). ეს ძალა დაეხმარება წევრებს ღვთის ხსნისა და ამაღლების სამუშაოს შესრულებაში მათ პირად ცხოვრებასა და ოჯახებში (იხილეზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 2.2).

როდესაც მამაკაცები და ქალები მსახურობენ საეკლესიო მოწოდებებში, ისინი ამას აკეთებენ მღვდლობის უფლებამოსილებითა და მღვდლობის გასაღებების მფლობელთა ხელმძღვანელობით. ზეციური მამის ყველა შვილი — მისი ძენი და ასულნი — კურთხეულ იქნებიან, როდესაც უკეთ გაიგებენ მღვდლობას.

ჩვენ ვიღებთ წეს-ჩვეულებებს მღვდლობის უფლებამოსილებით. „ეკლესიის ღირსი მამაკაცი წევრები იღებენ მღვდლობის უფლებამოსილებას მღვდლობის მინიჭებისა და მღვდლობის წოდებებზე ხელდასხმის გზით“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.4). მათ, ვისაც მღვდლობის წოდება აქვთ, შეიძლება უფლებამოსილება მიენიჭოთ იმ ადამიანის მიერ, რომელსაც მღვდლობის გასაღებები აქვს, რათა მღვდლობის წეს-ჩვეულებები შეასრულოს.

მღვდლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე რასელ მ. ნელსონის “Spiritual Treasures,” Liahona, ნოემბერი, 2019, 76—79; რასელ მ. ნელსონი, “The Price of Priesthood Power,” Liahona, მაისი, 2016, 66–69; „მღვდლობის პრინციპებ]“, თავი 3 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო.

  • აქციე მღვდლობის წეს-ჩვეულებები შენი ოჯახური ცხოვრების თანმიმდევრულ ნაწილად. მაგალითად, დაეხმარე შენს შვილს ყოველ კვირას, სულიერად მოემზადოს ზიარებისთვის. წაახალისე შენი შვილი, მოიძიოს მღვდლობის კურთხევები, როდესაც ის ავად არის ან საჭიროებს ნუგეშს ან ხელმძღვანელობას. ჩვეულებად აქციე, მიუთითო გზები, თუ როგორ აკურთხებს უფალი შენს ოჯახს მღვდლობის ძალით.

  • როდესაც ერთად კითხულობთ წმინდა წერილებს, თვალყური ადევნე შესაძლებლობებს განიხილო, თუ როგორ აკურთხებს ღმერთი ადამიანებს თავისი ძალით. გაუზიარე შენი საკუთარი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როდის დაგლოცა ღმერთმა თავისი მღვდლობის მეშვეობით. კურთხევების მაგალითები, რომლებსაც ღვთისგან მღვდლობის მეშვეობით ვიღებთ, იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.2, 3.5-ში.

  • ასწავლე შვილებს, რომ ნათლობის შემდეგ ნათლობის აღთქმის დაცვით, მათ შეუძლიათ მიიღონ მღვდლობის ძალა. ერთად განიხილე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილი “Spiritual Treasures” (Liahona, ნოემბერი, 2019, 76–79). მოუყევი შენს შვილს, როგორ შემოიტანა მღვდლობის წეს-ჩვეულებებმა ღვთის ძალა შენს ცხოვრებაში. იმისათვის, რომ ჩამოვთვალო მღვდლობის ძალით კურთხევების რამდენიმე გზა, იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.5.

  • იმსჯელე კითხვაზე „როგორია უფლის მსახური?“ ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 121:36–42 და მოიძიეთ პასუხები. როდესაც შეამჩნევ, რომ შენი შვილი (ან ვინმე სხვა) იყენებს ამ მუხლებში მოცემულ ერთ-ერთ პრინციპს ან თვისებას, აღნიშნე ეს.

  • როდესაც შენ ან შენი შვილი იყენებთ გასაღებებს კარის გასაღებად ან მანქანის დასაქოქად, გაჩერდი ერთი წუთით და შეადარე ეს გასაღებები იმ გასაღებებს, რომლებსაც მღვდლობის მფლობელ ხელმძღვანელებს აქვთ. (მღვდლობის გასაღებების განმარტება იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.4.1-ში). რას „ხსნის“ ან „იწყებს“ ჩვენთვის მღვდლობის გასაღებები? ასევე იხილე გარი ე. სტივენსონის “Where Are the Keys and Authority of the Priesthood?,” Liahona, მაისი, 2016, 29–32; “Where Are the Keys?” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

    2:51

    Where Are the Keys?

  • როდესაც შენ ხელს დაგასხამენ მოწოდებისთვის, მოიწვიე შვილი, დაესწროს ამ პროცესს, თუ ეს შესაძლებელი იქნება. ნება მიეცი შენს შვილს იხილოს, როგორ აღასრულებ შენს მოწოდებას. შეგიძლია მოძებნო მათი დახმარების გამოყენების შესაბამისი გზები. აღწერე, როგორ გრძნობ უფლის ძალას შენს მოწოდებაში.

წინაპრებისთვის მონათვლა და წევრად დამტკიცება

ტაძრები ზეციური მამის გეგმის ნაწილია მისი შვილებისთვის. უფლის სახლში ჩვენ ვდებთ წმინდა აღთქმებს ზეციური მამის წინაშე, როდესაც ვმონაწილეობთ წმინდა წეს-ჩვეულებებში და ყოველივე ეს მიუთითებს იესო ქრისტეზე. ზეციურმა მამამ მისცა გზა ყველა თავის შვილს, რომ დადონ აღთქმები და მონაწილეობა მიიღონ წეს-ჩვეულებებში, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ მიიღეს ისინი ამ ცხოვრებაში. იმ წლის დასაწყისში, როდესაც შენი შვილი 12 წლის ხდება, მას უკვე შეუძლია მოინათლოს და წევრად დამტკიცდეს გარდაცვლილი წინაპრებისთვის ტაძარში (იხილე ასევე 1 კორინთელთა 15:29).

  • იარე უფლის სახლში იმდენად ხშირად, რამდენადაც შენი გარემოებები იძლევა ამის საშუალებას. ესაუბრე შენს შვილს იმის შესახებ, თუ რატომ აპირებ ტაძარში სიარულს და როგორ გეხმარება ტაძარი, უფრო მიუახლოვდე ზეციურ მამას და იესო ქრისტეს.

  • ერთად გადახედეთ სატაძრო რეკომენდაციის კითხვებს და განიხილეთ ისინი. მათი ნახვა შესაძლებელია: გვ. 36–37 სახელმძღვანელოში For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (2022). ესაუბრე შენს შვილს იმის შესახებ, თუ რა ხდება გასაუბრებისას სატაძრო რეკომენდაციის მისაღებად. გაუზიარე მათ, რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი სატაძრო რეკომენდაციის მიღება.

  • ერთად წაიკითხეთ მალაქია 4:6. ისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება, თქვენი გულები თქვენი წინაპრებისკენ შებრუნდეს. შეიტყვეთ მეტი თქვენი წინაპრების შესახებ თქვენი ოჯახური ისტორიის ერთად შესწავლით FamilySearch.org. მოძებნეთ წინაპრები, რომლებსაც სჭირდებათ მონათვლა და წევრად დამტკიცება. მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის კონსულტანტი დაგეხმარებათ.

  • ერთად განიხილეთ რესურსები კოლექციაში სათაურით “Temple” სახარების ბიბლიოთეკის საბავშვო სექციაში. (ასევე იხილე “Preparing Your Child for Temple Baptisms and ConfirmationsChurchofJesusChrist.org.)

პატრიარქის კურთხევის მიღება

პატრიარქის კურთხევა შეიძლება, იყოს ხელმძღვანელობის, კომფორტისა და შთაგონების წყარო. ის შეიცავს ჩვენთვის პირად რჩევას ზეციური მამისგან და გვეხმარება გავიგოთ ჩვენი მარადიული ვინაობა და დანიშნულება. დაეხმარე შენს შვილს, მოემზადოს პატრიარქის კურთხევის მისაღებად, ასწავლე მას პატრიარქის კურთხევის მნიშვნელობა და წმინდა ბუნება.

მეტი ინფორმაციისთვის იხილე თემები და კითხვები, “Patriarchal Blessings,” სახარების ბიბლიოთეკა; ჯული ბ. ბეკი, “You Have a Noble Birthright,” Liahona, მაისი, 2006, 106–8.

  • გაუზიარე შენს შვილს შენი გამოცდილება პატრიარქის კურთხევის მიღებასთან დაკავშირებით. შეგიძლია, ისაუბრო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: როგორ მოემზადე მის მისაღებად, როგორ დაგეხმარა ის ღმერთთან დაახლოებაში და ღმერთი როგორ აგრძელებს შენს ხელმძღვანელობას ამ კურთხევის მეშვეობით. შენ ასევე შეგიძლია სთხოვო შენს შვილს, ესაუბროს ოჯახის სხვა წევრებს, რომლებმაც მიიღეს პატრიარქის კურთხევა.

  • ერთად გადახედეთ უხუცეს რენდალ კ. ბენეტის გზავნილს Your Patriarchal Blessing—Inspired Direction from Heavenly Father” და უხუცეს კაზუჰიკო იამაშიტას გზავნილს „როდის მივიღოთ პატრიარქის კურთხევა“ (Liahona, მაისი, 2023, 42–43, 88–90). გაუზიარეთ ერთმანეთს, რას ისწავლით ამ გზავნილებიდან იმის შესახებ, თუ რატომ სურს ზეციურ მამას, მივიღოთ პატრიარქის კურთხევა. პატრიარქის კურთხევის მიღების პროცესის გასაგებად იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 18.17.

  • თუ გყავს წინაპრები, რომლებმაც მიიღეს პატრიარქის კურთხევა, შესაძლოა შთამაგონებელი იყოს ზოგიერთი მათგანის შენს შვილთან ერთად წაკითხვა. გარდაცვლილი წინაპრების კურთხევის მოსათხოვნად, შედი ChurchofJesusChrist.org, დააწკაპუნე ხელსაწყოებზე ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიე პატრიარქის კურთხევა.

  • მას შემდეგ, რაც შენი შვილი მიიღებს პატრიარქის კურთხევას, სთხოვე ოჯახის ყველა წევრს, ვინც ესწრებოდა, ჩაწერონ თავიანთი გრძნობები და გაუზიარონ ისინი შენს შვილს.

შემოსვის მიღება

ღმერთს სურს, შემოსოს ან აკურთხოს ყველა თავისი შვილი „ძლიერებით ზეციდან“ (მოძღვრება და აღთქმები 95:8). ჩვენ მხოლოდ ერთხელ მივდივართ ტაძარში, რათა საკუთარი შემოსვა მივიღოთ, მაგრამ ღმერთთან დადებული აღთქმები და ის სულიერი ძალა, რომელსაც ის გვაძლევს, როგორც შემოსვის ნაწილს, შეუძლია ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს გვაკურთხოს.

  • შენს სახლში ტაძრის სურათი შესამჩნევ ადგილას განათავსე. უთხარი შენს შვილს იმ გრძნობების შესახებ, რომელთაც განიცდი უფლის სახლში. ხშირად ისაუბრე უფლისა და მისი სახლის მიმართ შენს სიყვარულზე და იქ დადებული აღთქმების შესახებ. მოძებნე შესაძლებლობა, წახვიდე ტაძარში შვილებთან ერთად, რათა შეასრულო მათი წინაპრებისთვის ნათლობა და წევრად დამტკიცება.

  • ერთად იკვლიეთ temples.ChurchofJesusChrist.org. ერთად წაიკითხეთ სტატიები, როგორიცაა “About the Temple Endowment” და “Prepare for the House of the Lord.” ნება მიეცი შენს შვილს, დასვას ნებისმიერი შეკითხვა ტაძრის შესახებ. იმისათვის, რომ დაკვალიანდე, თუ რაზე შეგიძლია ისაუბრო ტაძრის გარეთ, იხილე უხუცეს დევიდ ა. ბედნარის გზავნილი „ვიყოთ მზად ყოველგვარი საჭიროს მისაღებად“ (Liahona, მაისი, 2019, 101–4; განსაკუთრებით იხილე ნაწილი სათაურით „ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი სწავლება და ტაძრისთვის მომზადება]“).

  • როდესაც შენ და შენი შვილი მონაწილეობთ სხვა წეს-ჩვეულებებში ან ესწრებით მათ (მაგალითად, ზიარება ან განკურნების კურთხევა) შეყოვნდით და განიხილეთ წეს-ჩვეულებაში გამოყენებული სიმბოლიკა. რას წარმოადგენს ეს სიმბოლოები? როგორ მოწმობენ ისინი იესო ქრისტეს შესახებ? ეს დაეხმარება შენს შვილს, მოემზადოს სატაძრო წეს-ჩვეულებების სიმბოლურ მნიშვნელობებზე დასაფიქრებლად, რომლებიც ასევე მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ.

  • დაეხმარე შენს შვილს შენიშნოს, როგორ იცავს მოსია 18:8–10, 13-ში აღწერილ ნათლობის აღთქმას. ასევე დაეხმარე შენს შვილს შენიშნოს, თუ როგორ აკურთხებს მას უფალი. გაამყარე შენი შვილის რწმენა აღთქმების დასაცავად საჭირო შესაძლებლობებში.

  • ისაუბრე ღიად და ხშირად იმაზე, თუ როგორ წარმართავს შენი სატაძრო აღთქმები შენს არჩევანს და გეხმარება იესო ქრისტესთან უფრო მეტად მიახლოებაში. შენ შეგიძლია გამოიყენო ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2, რათა გადახედო ჩვენ მიერ ტაძარში დადებულ აღთქმებს. თუ მიღებული გაქვს შემოსვა, უთხარი შენს შვილებს იმის შესახებ, თუ როგორ გეხმარება ტაძრის სამოსი, გახსოვდეს იესო ქრისტესთან დადებული აღთქმები (იხილე “Sacred Temple Clothing” [ვიდეო], სახარების ბიბლიოთეკა).

4:12

Sacred Temple Clothing

მისიაში მსახურება

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლიდა: „ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია მსახურების მოწოდებისთვის მოსამზადებლად, არის გახდე მისიონერი მისიაში წასვლამდე დიდი ხნით ადრე. … საკითხი მდგომარეობს არა იმაში, რომ იმსახურო მისიაში, არამედ იმაში, რომ გახდე მისიონერი და იმსახურო მთელი ცხოვრების განმავლობაში მთელი გულით, მონდომებით, გონებითა და სიძლიერით. … შენ ემზადები მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისიონერული მუშაობისთვის“ (“Becoming a Missionary,” Liahona, ნოემბერი, 2005, 45–46). შენი შვილის მისიონერობით მიღებული გამოცდილება აკურთხებს მას სამუდამოდ და არა მხოლოდ მისიონერად მსახურების დროის განმავლობაში.

მეტის გასაგებად იხილე რასელ მ. ნელსონი, “Preaching the Gospel of Peace,” Liahona, მაისი, 2022, 6–7; მ. რასელ ბალარდი, “Missionary Service Blessed My Life,” Liahona, მაისი, 2022, 8–10; “Missionary Preparation: Adjusting to Missionary Life,” სახარების ბიბლიოთეკა.

  • წარმოიდგინე, როგორ გააზიარო სახარება ბუნებრივი გზებით. ყოველთვის იყავი ფხიზლად, რათა გაუზიარო სხვებს შენი გრძნობები ზეციური მამისა და მხსნელის შესახებ და კურთხევები, რომლებსაც იღებ მხსნელის აღდგენილი სახარებიდან და როგორც მისი ეკლესიის წევრი. სთხოვე სხვებს, შეუერთდნენ შენს ოჯახს ეკლესიასთან და ოჯახთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

  • ეძიე მისიონერებთან ურთიერთობის შესაძლებლობები შენი ოჯახისთვის. სთხოვე მათ, ასწავლონ შენს მეგობრებს ან შესთავაზე მათ, ასწავლონ ადამიანებს შენს სახლში. ჰკითხე მისიონერებს მათი გამოცდილების შესახებ და და როგორ ეხმარება მათ მისიონერული სამსახური იესო ქრისტესთან მიახლოებაში. ასევე ჰკითხე, რა გააკეთეს (ან სურდათ, რომ გაეკეთებინათ) მისიონერობისთვის მოსამზადებლად.

  • თუ შენ მსახურობდი მისიაში, ისაუბრე ღიად და ხშირად შენს გამოცდილებაზე. ან მოიწვიე მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებიც მსახურობდნენ მისიაში, რათა ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე. შენ ასევე შეგიძლია ისაუბრო იმაზე, თუ როგორ უზიარებდი სახარებას სხვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. დაეხმარე შენს შვილს, იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეუძლია გაავრცელოს სახარება.

  • მიეცი შენს შვილს შესაძლებლობა, შენი ოჯახის წევრებს სახარების პრინციპები ასწავლოს. შენს შვილს ასევე შეუძლია ივარჯიშოს საკუთარი რწმენის სხვებისთვის გაზიარებაში. მაგალითად, შეგიძლია განიხილო კითხვები: „როგორ გავაცნოთ მორმონის წიგნი ვინმეს, ვისაც არასდროს სმენია მის შესახებ?“ ან „როგორ აღვუწეროთ მხსნელის საჭიროება ადამიანს, რომელიც არ არის ქრისტიანი?“

  • დაეხმარე შენს შვილს, ადამიანებთან საუბრისას თავი კომფორტულად იგრძნოს. რომელი მეთოდებია საუბრის დასაწყებად კარგი? წაახალისე შენი შვილი ისწავლოს, როგორ მოუსმინოს სხვების ნათქვამს, გაიგოს, რა აქვთ გულში და გაუზიაროს სახარების ჭეშმარიტება, რამაც შეიძლება აკურთხოს მათი ცხოვრება.

  • ეძიე შესაძლებლობები, რათა შენი შვილი გაეცნოს სხვა კულტურასა და რწმენას. დაეხმარე მათ, აღიარონ და პატივი სცენ სხვათა რწმენის კარგ და ჭეშმარიტ პრინციპებს.

ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულების მიღება

ტაძარში ცოლ-ქმარი შეიძლება სამარადისოდ დაქორწინდნენ. ეს ხდება წეს-ჩვეულებაში, რომელსაც „ჩაბეჭდვა“ ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ შენს ქალიშვილს ან ვაჟს ამ წეს-ჩვეულებამდე შეიძლება მრავალი წელი აშორებდეს, მცირე, მარტივი, თანმიმდევრული საქმეები, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ერთად აკეთებთ, დაეხმარება მათ, მოემზადონ ამ შესანიშნავი კურთხევისთვის.

  • წაიკითხეთ ერთად „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ (სახარების ბიბლიოთეკა). რას გვასწავლის ეს „მოწოდება“ ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებისა და წარმატებული ქორწინების შესახებ? შენს შვილთან ერთად შეარჩიე ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც ჩამოთვლილია „მოწოდებაში“ შესასწავლად. შეგიძლია მოძებნო ამ პრინციპთან დაკავშირებული ამონარიდები წმინდა წერილიდან აქ: Guide to the Scriptures. ასევე შეგიძლია მიზნად დაისახო, თქვენს ოჯახში ამ პრინციპის უფრო სრულად გამოყენება. მიზნებზე მუშაობისას ერთად განიხილეთ ამ პრინციპით ცხოვრების გავლენა ოჯახურ ცხოვრებაზე.

  • შენს შვილთან ერთად წაიკითხე პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფის გზავნილი “In Praise of Those Who Save” (Liahona, მაისი, 2016, 77–80). როდესაც კითხულობთ ნაწილს “A Society of Disposables,” შეიძლება, მოიძიოთ როგორც ერთჯერადი, ისე არაერთჯერადი ნივთები თქვენს სახლში. ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ განსხვავებულად ექცევით საგნებს როდესაც გსურთ, რომ მათ დიდხანს გაძლონ. რას მიგვითითებს ეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებს? კიდევ რას ვსწავლობთ პრეზიდენტ უხტდორფის გზავნილიდან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მხსნელს, დაგვეხმაროს ძლიერი ქორწინებისა და ოჯახების ჩამოყალიბებაში?

  • გულახდილად ესაუბრე შვილს იმის შესახებ, თუ რას სწავლობთ შენ და შენი მეუღლე ქრისტეზე ორიენტირებული მარადიული ქორწინების შესახებ და როგორ ცდილობთ გაუმჯობესებას. თუ შენ და შენი მეუღლე ჩაბეჭდილი ხართ ტაძარში, საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ შვილს, როგორ ცდილობთ უფლის წინაშე დადებული აღთქმების დაცვას. უთხარი შვილს, როგორ ცდილობთ, რომ ზეციური მამა და მხსნელი თქვენი ურთიერთობის ცენტრში იყვნენ და როგორ გეხმარებიან ისინი (იხილე ასევე ულისეს სოარესი, “In Partnership with the Lord,” Liahona, ნოემბერი, 2022, 42–45).

  • როდესაც ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, გამართე საოჯახო საბჭოები და დისკუსიები. დარწმუნდი, რომ ოჯახის ყველა წევრის აზრი არის მოსმენილი და დაფასებული. გამოიყენე ეს დისკუსიები ოჯახურ ურთიერთობებში ჯანსაღი კომუნიკაციისა და სიკეთის შესაქმნელად, მაშინაც კი, როდესაც ყველა ერთნაირად არ უყურებს ყველაფერს. (იხილე მ. რასელ ბალარდი, “Family Councils,” Liahona, მაისი, 2016, 63–65.)

  • როდესაც ოჯახში უთანხმოება ან კონფლიქტია, გამოიჩინე მოთმინება და თანაგრძნობა. დაეხმარე შვილს დაინახოს, როგორ დაეხმარება მას კონფლიქტის ქრისტესმიერი გზებით მოგვარება ბედნიერი ქორწინებისთვის მომზადებაში. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 121:41–42და ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ მუხლებში მოცემული პრინციპების გამოყენება ქორწინებაში.