Doctrine and Covenants 2025
14-20 აპრილი: „მე ვარ ის, რომელიც ცოცხალია, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს“: აღდგომა


„14-20 აპრილი: „მე ვარ ის, რომელიც ცოცხალია, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს“: აღდგომა“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„აღდგომა“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ქრისტეს ქანდაკება

14-20 აპრილი: „მე ვარ ის, რომელიც ცოცხალია, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს“

აღდგომა

1836 წლის 3 აპრილი, იყო აღდგომა. კირტლანდის ახლად მიძღვნილ ტაძარში წმინდანთათვის ზიარების დარიგების შემდეგ, ჯოზეფ სმითმა და ოლივერ ქოუდერიმ ფარდის უკან ერთი მყუდრო ადგილი იპოვეს და თავმოდრეკილებმა დაიწყეს ჩუმი ლოცვა. შემდეგ, ამ წმინდა დღეს, როდესაც ქრისტიანები ყველგან ზეიმობდნენ იესო ქრისტეს აღდგომას, თვითონ აღმდგარი მხსნელი წარსდგა თავის ტაძარში და განაცხადა: „მე ვარ ის, რომელიც ცოცხალია, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს“ (მოძღვრება და აღთქმები 110:4).

რას ნიშნავს იმის თქმა, რომ იესო ქრისტე არის „ის, რომელიც ცოცხალია“? ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ის აღდგა სამარხიდან და წარუდგა თავის მოწაფეებს გალილეაში. ეს ნიშნავს, რომ ის დღეს ცოცხალია. ის წინასწარმეტყველების მეშვეობით ლაპარაკობს. ის დღეს წინ უძღვის თავის ეკლესიას. კურნავს დაჭრილ სულებსა და გატეხილ გულებს. ჩვენ შეგვიძლია ჯოზეფ სმითის სიტყვების გამეორება მისი შთამაგონებელი დამოწმებიდან: „მრავალი დამოწმების შემდეგ, რომლებიც მასზე მიღებულ იქნა, ეს არის …დამოწმება, რომელსაც მასზე ვიძლევით: იგი ცოცხალია!“ (მოძღვრება და აღთქმები 76:22). ჩვენ გვესმის მისი ხმა ამ გამოცხადებებში, ვხედავთ მის ხელს ჩვენს ცხოვრებაში და ვგრძნობთ, „რა ტკბილია გაფიქრება „ჩვენი მხსნელი ცოცხალია!““. (საგალობლები, გვ. 38).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

სემინარიის ხატულა
იესო ქრისტე ცოცხალია.

ჩვენგან უმრავლესობას არ უნახავს იესო ქრისტე ისე, როგორც ის წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა იხილა. მაგრამ მის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ მხსნელი ცოცხალია და მან იცის ჩვენი წარმატებები და გაჭირვება და რომ ის გასაჭირში დაგვეხმარება. ცოცხალ იესო ქრისტეზე საკუთარი დამოწმებით დაფიქრდი ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებზე და შეისწავლე თანდართული რესურსები.

ძალაუფლება მოდის დაზეპირებიდან. უხუცესმა რიჩარდ გ. სკოტმა ახსნა: „დიდებული ძალა მოდის წმინდა წერილის დაზეპირებიდან. წმინდა წერილის დაზეპირება იგივეა, რაც ახალი მეგობრობის ჩამოყალიბება. ისევე, როგორც ახალი ადამიანის აღმოჩენა, რომელსაც გაჭირვების ჟამს შენი დახმარება შეუძლია შთაგონებითა და ნუგეშით და არის მოტივაციის წყარო აუცილებელი ცვლილებებისთვის“ (“The Power of Scripture,” Ensign, ნოემბერი, 2011, 6). თუ ნახავ წმინდა წერილს მხსნელის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენთვის—მაგალითად, ისეთი, რომელიც საჭიროების დროს განუგეშებს—ის უნდა დაიზეპირო.

რისი გაკეთების სურვილი გიჩნდება, რომ მიიღო ჭეშმარიტება „ცოცხალი ქრისტე“-დან შენს გულსა და გონებაში?

2:5

Let Your Goals Be Guided by the Spirit

რათა გაიგო მეტი, როგორ გვლოცავს მხსნელი დღეს, შენ შეგიძლია ისწავლო, მოუსმინო ან იმღერო „ჩემი მხსნელი ცოცხალია“ (საგალობლები, გვ. 38). შთამაგონებელი იქნებოდა ჭეშმარიტების ძიება ამ საგალობელში, რომელიც ასევე ისწავლება ამ მუხლებში: მოძღვრება და აღთქმები 6:34; 84:77; 98:18; 138:23.

მე აღვდგები იესო ქრისტეს გამო.

ჯოზეფ სმითმა იცოდა, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც გლოვობ ახლობელი ადამიანების დაკარგვას, მათ შორის, მამისა და ორი ძმის. ჯოზეფმა და ემამ ექვსი ორ წლამდე ასაკის შვილი დამარხეს. ღმერთისგან ბოძებული გამოცხადებებიდან ჯოზეფმა და ემამ მარადისობის ხედვა მიიღეს.

ეძიე ჭეშმარიტება სიკვდილისა და ღმერთის მარადიული გეგმის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 29:26–27; 42:45–46; 63:49; 88:14–17, 27–31; 93:33–34. ეს ჭეშმარიტებები რა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამ სიკვდილს? რა გავლენას ახდენს ისინი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობ?

ასევე იხილე 1 კორინთელთა 15; Easter.ChurchofJesusChrist.org.

იესო ქრისტემ ჩემთვის „სრულყოფილი გამოსყიდვა“ განახორციელა.

აღდგომის დროს მხსნელზე დასაფიქრებლად ერთი გზა მოძღვრება და აღთქმებში მოცემული გამოცხადებების შემეცნებაა, რომლებიც მისი გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვის შესახებ გვასწავლის. ზოგიერთი გამოცხადების ნახვა შესაძლებელია მოძღვრება და აღთქმები 18:10–13; 19:16–19; 45:3–5; 76:69–70. ჩამოწერე ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც ამ მუხლებში ნახავ. შენი სწავლის გასაღრმავებლად, არსებულ ჩამონათვალს შეგიძლია დაუმატო ამ მუხლებს: ლუკა 22:39–44; 1 იოანე 1:7; 2 ნეფი 2:6–9; მოსია 3:5–13, 17–18; მორონი 10:32–33.

ამ შეკითხვების საშუალებით შესაძლებელია შენი სწავლის წარმართვა:

  • რას ნიშნავს იესო ქრისტეს გამოსყიდვა?

  • რატომ აირჩია იესო ქრისტემ ჩვენთვის ტანჯვა და სიკვდილი?

  • რა უნდა გავაკეთო მისი მსხვერპლშეწირვის დალოცვების მისაღებად?

  • რას ვგრძნობ იესო ქრისტეს მიმართ ამ მუხლების წაკითხვის შემდეგ?

“The Savior Suffers in Gethsemane” (ვიდეო), Gospel Library.

8:48

The Savior Suffers in Gethsemane

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მე აღვდგები იესო ქრისტეს გამო.

  • ბავშვებისთვის აღდგომის შესახებ სწავლება შეგიძლია დაიწყო მხსნელის სიკვდილისა და აღდგომის სურათების ჩვენებით. სთხოვე ბავშვებს გაგიზიარონ, რა იციან ამ მოვლენების შესახებ.

  • იფიქრე თვალსაჩინო გაკვეთილის ჩატარებაზე, რომელიც შენს ბავშვებს დაეხმარება გაიგონ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ (ჩვენი სული და სხეული შორდება ერთმანეთს) და როდესაც აღვდგებით (ჩვენი სული და სხეული ისევ ერთიანდება, ჩვენი სხეული კი არის სრულყოფილი და უკვდავი). მაგალითად, რა ხდება, როდესაც ფანრიდან ბატარეას ან კალმიდან მელნის გულს ამოვიღებთ? რა მოხდება, როდესაც ამ ნივთებს ისევ შევაერთებთ? (იხილე ალმა 11:44–45.)

  • შენმა ბავშვებმა იციან ვინმე, ვინც გარდაიცვალა? სთხოვე, გაგიზიარონ ცოტა რამ მათ შესახებ და შემდეგ ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 138:17. ესაუბრეთ ერთმანეთს, რას გრძნობთ, როცა იაზრებთ, რომ ჩვენი ახლობელი ადამიანები აღდგებიან და მათ ისევ ექნებათ სხეულები.

  • თუ გყავს ასაკით უფროსი ბავშვები, სთხოვე მათ, მოძებნონ ფრაზები, რომლებიც აღდგომის გზავნილს ასახავენ შემდეგ ნაწყვეტებში: მოძღვრება და აღთქმები 63:49; 88:14–17, 27; 138:11, 14–17. როგორ შეიძლება ამ გზავნილის სხვებისთვის გაზიარება?

ქრისტეს დამარხვა და აღდგომა

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა იხილა იესო ქრისტე.

  • შენ და შენი ბავშვები შეიძლება დაინტერესდეთ იმ სამი შემთხვევის შესახებ, როდესაც ქრისტე ეჩვენა ჯოზეფ სმითს და სხვებს, როგორც ეს ჩაწერილია ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:14–17; მოძღვრება და აღთქმები 76:11–24; 110:1–10. შენმა ბავშვებმა ასევე შეიძლება დაათვალიერონ ამ მოვლენების ამსახველი სურათები მიმდინარე კვირის ღონისძიებების გვერდზე. რა გაიგეთ იესო ქრისტეს შესახებ თითოეული ამ ამბიდან? რატომ არის დალოცვა იმის ცოდნა, რომ ჯოზეფ სმითმა და სხვებმა იხილეს აღმდგარი მხსნელი?

იესო ქრისტეს წყალობით მე მომეტევება ცოდვები.

  • ჭეშმარიტებამ მიტევების შესახებ, რომელიც ჯოზეფ სმითმა ქრისტეს მეშვეობით შეიმეცნა, შენს ბავშვებს შეიძლება იმედი ჩაუსახოს, რომ მათაც მიეტევებათ შეცდომები და ცოდვები. მოუწოდე ბავშვებს, შექმნან ცხრილი შემდეგი სახის სათაურებით: რა გააკეთა მხსნელმა ჩემთვის და რა უნდა გავაკეთო მე, რომ მომიტევოს. დაეხმარე ბავშვებს, მოძებნონ მომდევნო ნაწყვეტებში ის ინფორმაცია, რომელიც ამ სათაურების ქვეშ უნდა ჩამოიწეროს: მოძღვრება და აღთქმები 18:10–13; 19:16–19; 45:3–5; 58:42–43. ერთმანეთს გაუზიარეთ სიხარული და მადლიერება იმისთვის, რაც მხსნელმა ჩვენთვის გააკეთა.

3:4

The Shiny Bicycle

აღმდგარი ქრისტე წარდგება მარიამის წინაშე

Christ and Mary at the Tomb [ქრისტე და მარიამი სამარხთან], ჯოზეფ ბრიკი

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის