2023
რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ უფროსი ასაკის მისიონერად იმსახუროთ
ოქტომბერი, 2023 წ.


უფროსი მისიონერული სამსახური

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ უფროსი ასაკის მისიონერად იმსახუროთ

აირჩიეთ უფროსი ასაკის მსახურების მისია ან შექმენით მსახურების საკუთარი მისია

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია იზიარებს მსახურების პრინციპს. უფროსი ასაკის მისიონერებს შეუძლიათ აირჩიონ მსახურება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა მრავალი მისიონერი რჩება სახლში და იქ მსახურობს. ზოგიერთ სიტუაციაში საკუთარ ქვეყანაში ან რეგიონში მსახურება უფრო ეფექტურია.

ეკლესიის 27,000-ზე მეტი უფროსი ასაკის მისიონერი ეხმარება ეკლესიის კომუნიკაციაში, მისიის ოფისებში, სადისტრიბუციო ცენტრებში, FamilySearch ცენტრებსა და ბიბლიოთეკებში, თვითუზრუნველყოფის პროგრამებში, BYU-PathwayWorldwide-ში, დასაქმების ცენტრებში და მრავალ სხვა ადგილას. თქვენ ასევე შეგიძლიათ მორგებულ მისიაში მსახურება, გამომდინარე თქვენი უნარებიდან და ინტერესებიდან.

ეკლესიამ აამოქმედა ახალი საერთაშორისო უფროსი ასაკის მისიონერთა მართვის სისტემა, რომელიც დაეხმარება უფროსი ასაკის მისიონერებს, იპოვონ ან შექმნან მისიონერული მსახურების შესაძლებლობები. უხუცეს რობერტ გეილისა და და ლესლი გეილის ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება რეგიონის კოორდინატორების მოწვევა. ისინი დაეხმარებიან უფროსი ასაკის მისიონერებს იმის გარკვევაში, თუ რომელი მისია იქნება მათთვის ყველაზე შესაფერისი.

თუ შეგიძლიათ უცხო ქვეყანაში სრული დროის მისიაში მსახურება, თქვენ იქ მსახურების მრავალ საშუალებასა და საჭიროებას იპოვით. თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის ან ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა სირთულეები, მსახურების მისია თქვენთვის სწორი არჩევანი იქნება.თუ განსაკუთრებული უნარები გაქვთ ყველაზე კარგი გამოსავალი თქვენთვის იქნება რეგიონის კოორდინატორთან გასაუბრება და საკუთარი მისიის შექმნა.

მსახურების მისიონერები ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით კვირაში 8-40 საათს მსახურობენ. მისიონერები შეიძლება იყვნენ როგორც დასაოჯახებელი, ისე დაოჯახებული. შესაძლოა, მსახურების ადგილამდე მისასვლელად მათ რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწიოთ მანქანით ან სულაც სახლში იყვნენ და კომპიუტერის დახმარებით ასრულებდნენ დავალებებს.

უხუცესი პიტერ კოპი და და ბეატრის კოპი, სრული დროის მისიიდან დაბრუნების შემდეგ, კეთილდღეობისა და თვითუზრუნველყოფის დარგში სახლთან ახლოს, შვეიცარიაში მსახურობდნენ. ამ პერიოდში მათ მიიღეს მყარი დამოწმება ეკლესიის თვითუზრუნველყოფის პროგრამაზე. მათ ასეთი რამ თქვეს მსახურების მისიის შესახებ: „იმის გამო, რომ თითქმის ყოველი პალოს ხელმძღვანელს ვიცნობდით, რომლებთანაც მოწოდებით თანამშრომლობა გვიწევდა, ადვილად ვეკონტაქტებოდით მათ. ისინი ყოველთვის გვისმენდნენ და იზიარებდნენ ჩვენს სიხარულს ამ საქმის მიმართ“.

უხუცეს რობერტ დურკინს, როგორც კვალიფიციურ თერაპევტ-მრჩეველს, განსაკუთრებული მისია ჰქონდა. ამის გარდა იგი იყო ევროპის რეგიონებში არსებული მავნე ჩვევებისგან განკურნების ყველა პროგრამის კოორდინატორის მთავარი კოორდინატორი. მან ჩაუტარა კოორდინატორებს სასწავლო კურსი და დარწმუნდა, რომ ყველა ჩანაწერი წესრიგში იყო.

იგი მეუღლესთან ერთად ჩორლიში, მმც-ში სრული დროის მისიაში მსახურობდა. იგი მმც-ის პრეზიდენტობის წევრი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძმა დურკინმა გადაწყვიტა, ისევ ემსახურა მისიაში. მას გერმანიაში სურდა ცხოვრება და მსახურება და ამიტომ გადაწყვიტა, გაერთიანებული სამეფოდან ფრანკფურტში გადასულიყო. იქ, ყოველთვიური მისიონერული მოსაკრებლების გადახდის ნაცვლად ის, როგორც მისიონერი, საკუთარი ხარჯებით იცხოვრებდა. COVID-ის გამო მას გაერთიანებულ სამეფოში მოუწია დარჩენა და მან სამშობლოში ყოფნისას დაასრულა მისია. მისი თქმით, სახლში ყოფნისას ყველაფერს აკეთებდა, რაც სჭირდებოდა. იგი ამხნევებს სხვებს, მისიაში იმსახურონ. იგი ამბობს: “არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. მისია უფალთან დაახლოების შესანიშნავი გზაა“.

თუ ადგილობრივ პოლიტიკაში გაქვთ გამოცდილება, შეგიძლიათ იმსახუროთ მისიის ექსპერტებად და დაეხმაროთ ეკლესიას საზოგადოებასთან ურთიერთობების დამყარებაში. იმ შემთხვევაში, თუ წერა გიყვართ, შეგიძლიათ იმსახუროთ მისიაში და წეროთ სტატიები, დაამყაროთ ურთიერთობა ადგილობრივ მედიასთან და განათავსოთ სტატიები სოც.ქსელებში. თუ აქტიური ხართ მსახურების სფეროში, შეგიძლიათ დაეხმაროთ JustServe-ის შესაძლებლობების შექმნაში ვებგერდზე თქვენს რეგიონში. ისიც კი შეგიძლიათ, ევროპიდან, სახლიდან გაუსვლელად, ასწავლოთ BYU PathwayWorldwide აფრიკაში.

ეწვიეთ ახალ მისიონერულ პორტალს ეკლესიის ვებგვერდზე განყოფილებაში „იმსახურე“, „გახდი მოხალისე და იმსახურე“, „უფროსი ასაკის მისიონერი“, „ეძიე შესაძლებლობები“ ან გადადით ბმულზემისიები უფროსი ასაკისთვის რათა განიხილოთ მსახურების მისიის საშუალებები. შეგიძლიათ გაესაუბროთ პალოს ან მისიის პრეზიდენტს და გაუზიაროთ მსახურებასთან დაკავშირებული საკითხები. რეგიონის კოორდინატორების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაესაუბროთ მათ სხვადასხვა შესაძლებლობებზე და ისინი დაგეხმარებიან მისიის მოძებნაში ან საკუთარი მისიის შექმნაში.