„იესო ქრისტეს ეკლესიის ორგანიზაცია“, ლიახონა, ოქტომბერი, 2023 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ოქტომბერი, 2023 წ.
იესო ქრისტეს ეკლესიის ორგანიზაცია
The Lord Jesus Christ [უფალი იესო ქრისტე], დელ პარსონი
იესო ქრისტე არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრიესტეს ეკლესიის მთავარი. ის შთააგონებს წინასწარმეტყველებს და მოციქულებს დღეს ეკლესიის მართვაზე, როგორც ახალი აღთქმის დროს. მათ ეხმარებიან ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია მხსნელის ეკლესიაა. ის „[აშენებულია] მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი“ (ეფესელთა 2:20). ეს ნიშნავს, რომ ის ეკლესიის საძირკველის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის უძღვება ეკლესიას წინასწარმეტყველებითა და მოციქულებით, რომლებიც ხელმძღვანელებად აარჩია.
პირველი პრეზიდენტობა
ეკლესიის პრეზიდენტი ღმერთის წინასწარმეტყველია დღეს დედამიწაზე. ის უფროსი მოციქულია და ერთადერთი დედამიწაზე, ვინც გამოცხადებას იღებს მთელი ეკლესიის გაძღოლაზე. ღმერთი მას შთააგონებს ცოდნას, თუ რომელი ორი მოციქული მოიხმოს მრჩევლებად. ისინი აყალიბებენ პირველ პრეზიდენტობას. სამივე წინასწარმეტყველი, წინასწარმჭვრეტი და განმცხადებელია.
თორმეტ მოციქულთა ქვორუმი
თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრებიც წინასწარმეტყველები, წინასწარმჭვრეტები და განმცხადებლები არიან. ისინი იესო ქრისტეს განსაკუთრებულ მოწმეებად არიან მოხმობილნი. ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, რათა ასწავლონ და დაამოწმონ მის შესახებ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:23, 33.)
სამოცდაათთა ქვორუმები
სამოცდაათთა ქვორუმების წევრებიც იესო ქრისტეს მოწმეები არიან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:25). ისინი თორმეტ მოციქულთა ქვორუმს ეხმარებიან სახარების სწავლებასა და ეკლესიის აშენებაში მსოფლიოს მასშტაბით.
ფოტო მაჩიკო ჰორიის მიერ
ადგილობრივი ხელმძღვანელები
ღმერთის მიერ მოწოდებულია ასევე თქვენი პალოს ან ოლქის პრეზიდენტობა, ეპისკოპოსობა ან მრევლის პრეზიდენტობა, უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა. მათ შეუძლიათ დაგეხმაროთ სახარების სწავლებაში და მის მიხედვით ცხოვრებაში. იმფორმაციას ზოგიერთი ამ მოწოდების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ 2022 წლის მარტში გამოსულ სახარების საფუძვლების სტატიაში — „ეკლესიის მოწოდებებში მსახურება“.
© 2023 ყველა უფლება დაცულია. Intellectual Reserve, Inc. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Liahona Message, October 2023. Language. 19048 131