რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი
ცხოვრებას როგორ მიკურთხებს გენერალური კონფერენციის გზავნილები
კიდევ ერთ გენერალურ კონფერენციას დაველოდებით ჩვენ, ამ ლიახონის ჟურნალის გამოქვეყნების დროს. მოძღვრება და აღთქმები გვაძლევს Ჩვენი შეხვედრების ნიმუშს.
„როდესაც ერთად შეიკრიბებით, ერთმანეთს უნდა ასწავლოთ და დაარიგოთ, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ და მართოთ ჩემი ეკლესია, … და ვალდებულებას აიღებთ, რომ წმინდად მოიქცევით ჩემ წინაშე”.1
ჩვენ უნდა ვიყოთ i. ნასწავლნი, ii. დარიგებულნი, და iii. ვალდებულება უნდა ავიღოთ რომ მოვიქცეთ იმის შესაბამისად, რაც ჩვენ მოგვისმენია.
რამდენიმე წლის წინ, მე დაველაპარაკე მეგობარს ვინც ეკლესიის შეხვედრას დაესწრო და შევეკითხე თუ როგორი იყო შეხვედრა. პასუხი უარყოფითი ყოფილა; სავარაუდოდ გამოსვლების ხარისხი სუსტი იყო, შეხვედრა კი საერთოდ არ იყო დამარიგებელი. მოგვიანებით იმავე დღეს, კიდევ ერთ მეგობარს ვესაუბრე რომელიც ამ შეხვედრას დაესწრო და მას დავუსვი იგივე შეკითხვა. „შესანიშნავი იყო”, მიპასუხა.
ხშირად მიფიქრია ჩემი მეგობრების გამოცდილებაზე. ორივე ერთსა და იმავე შეხვედრას დაესწრო, და იგივე გამოსვლები მოისმინა, თუმცა ერთი წავიდა იქიდან სულიერად მშიერი, მეორე კი სრულად გამოკვებული. შესაძლოა რომ გამოსვლების საგანი მეორე მეგობრისთვის უფრო ამაჩუყებელი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კიდევ სხვა მიზეზით განისაზღვრა. ჩემი მეორე მეგობარი შეხვედრაზე სულიერად მზად მოვიდა და მას ჰქონდა ღია გულია და გამოსვლების სიტყვების მიხედვით მოქმედების სურვილითაც.
Რა თქმა უნდა, გამომსვლელი ან მასწავლებელი ვალდებულებით დამაკისრებელი ბეჯითად უნდა ეძებდეს სულიწმინდის კარნახს თავისი სწავლების საგანს, შინაარსსა და წარდგენასთან დაკავშირებით. ხოლო ჩემი გამოცდილება ისაა, რომ დამსწრებსაც აკისრია თანაბარი პასუხისმგებლობა, სულიერად მოემზადონ რათა იყვნენ დარიგებულნი და იქონიონ მოსასმენელის შესაბამისად მოქმედების სურვილი.
მორმონის წიგნის წაკითხვისას, ნეფის, მეფე ბენიამინის, ალმას, მოსიასი და სხვისი სიტყვების დიად ძალას ვგრძნობ. იგივე ძალა არსებობს გენარალურ კონფერენციაზე ჩვენი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტი ნელსონის, და ეკლესიის სხვა მთავარი ხელმძღვანელების გამო.
მოდით, ბოლო გენერალური კონფერენციებისგან რამდენიმე დარიგება გაითვალისწინეთ:
„მაგრამ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, წინ იმდენი შესანიშნავი რამ გველის. ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ მხსნელის უდიდეს გამოვლინებას, რაც სამყაროს ოდესმე უნახავს. აწმყოსა და უფლის დაბრუნების დროის მონაკვეთის შუალედში, როცა იგი მოვა „ძალითა და დიდებით“, ის მორწმუნეებს უბოძებს უთვალავ პრივილეგიას, კურთხევასა და სასწაულს.”2
„ვსწავლობ რომ ჩემი ზრდა უფრო აინტერესებს მამაზეციერს როგორც იესო ქრისტეს მოწაფე, ვიდრე ჩემს ნუგეშს. შეიძლება რომ ყოველთვის არ მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ ასეა!
„ძალა არ მოაქვს კომფორტულ ცხოვრებას. უფლის ძალა ჩქეფს მასთან დადებულ აღთქმებში, და უფლის ძალა ისაა რაც გვჭირდება გავუმკლავდეთ დღის სიცხარეს.”3
„არაფერი არ ხსნის ზეცას ისე, როგორც გაზრდილი სიწმინდე, ზუსტი მორჩილება, მხურვალე ძიება, ყოველდღიური ნადიმი ქრისტეს სიტყვით მორმონის წიგნიდან, და დრო, რომელსაც რეგულარულად ვუთმობთ სატაძრო და ოჯახურ ისტორიის სამუშაოს.”4
„მხსნელს უყვარს აღადგინოს ის, რისი აღდგენაც არ შეგიძლია; მას უყვარს განკურნოს ჭრილობები, რისი განკურნებაც არ შეგიძლია, მას უყვარს გამოასწოროს ის, რაც შეუნაცვლებლად გატეხილია, ის თქვენ წინააღმდეგ ყველა მიყენებულ უსამართლოებას ანაზღაურებს; და მას უყვარს მუდმივი გამთელება დამსხვრეული გულებისაც კი.”5
რაოდენ შესანიშნავი სწავლება, დარიგება და მოქცევის მოსაწვევები გვეძლევა ამ და ათასობით სხვა შთაგონებული გამოსვლებისგან. თითოეულ ჩვენგანს ვუწოდებ, როდესაც გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებთ, როგორც არ უნდა პირისპირ შეუერთდებით, ან პირდაპირი ჩართვის სახით, ან გამოსვლების შემდგომი წაკითხვითა ან ყურებით, რომ სულიერად მოემზადოთ დარიგებისთვის, რათა იყოთ მზად მოსასმენელის შესაბამისად მოიქცეთ. როგორც მეფე ბენიამინი მაშინდელი დროის ხალხს ურჩევდა, ისე დღევანდელი ხელმძღვანელები მოგვითითებენ თუ როგორ ვიაროთ ამჟამინდელი საფრთხე და აფორიაქება
იესო ქრისტეში რწმენის აშენებითა. მოგვიწოდებენ სწორი არჩევნის კეთებას რომ დავრჩეთ აღთქმულ გზაზე.