2020–2024
აქ სიყვარულია
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


13:14

აქ სიყვარულია

დაე, თითოეულმა ჩვენგანმა ისწავლოს მისი სიყვარულის გადმოცემა და მოსმენა აქ, გულში და სახლებში, ჩვენს მოწოდებებში, ღონისძიებებში, მზრუნველობაში და მსახურებაში.

დაწყებითი საზოგადოების ბავშვები მღერიან: „აქ სიყვარულია“.1

ერთხელ და გონგს პატარა მედალიონი ვაჩუქე. მასზე ამოვატვიფრინე: წერტილი-წერტილი; წერტილი-წერტილი; წერტილი-წერტილი-ტირე. მორზეს ანბანის მცოდნე ამოიცნობს ბგერებს „აი“, „აი“, „იუ“. მაგრამ მე აქ მეორე შიფრიც გამოვიყენე. ჩინურ დიალექტზე (მანდარინი) „აი“ ნიშნავს „მიყვარხარ“. ასე რომ, ორივე შიფრის გათვალისწინებით ეს წარწერა ნიშნავს „მიყვარხარ“ . სუზან, საყვარელო, „აი, აი, იუ“ (“I, ai (爱), U).”

ჩვენ სიყვარულს მრავალ ენაზე გამოვხატავთ. მითხრეს, რომ კაცობრიობა 7 168 ცოცხალ ენაზე საუბრობს.2 ეკლესიაში ჩვენ 575 დოკუმენტირებულ ძირითად ენაზე ვსაუბრობთ, უამრავი დიალექტით. ჩვენ ასევე გადმოვცემთ განზრახვას, ინტონაციასა და ემოციას ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, ლოგიკური სიმბოლოების, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური გამოხატვის საშუალებით.3

მოდით, დღეს ვისაუბროთ სახარების სიყვარულის სამი ენის შესახებ: სითბოსა და მოწიწების ენა, მსახურებისა და მსხვერპლის ენა და აღთქმის კუთვნილების ენა.

პირველი: სითბოსა და მოწიწების სახარების ენა.

სითბოთი და მოწიწებით და გონგი ეკითხება ბავშვებსა და ახალგაზრდებს: „საიდან იცით, რომ თქვენს მშობლებსა და ოჯახებს უყვარხართ“?

გვატემალაში ბავშვები ამბობენ: „ჩემი მშობლები ბევრს მუშაობენ ოჯახის შესანახად“. ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვები ამბობენ: „ჩემი მშობლები ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავენ და საბანს მისწორებენ“. წმინდა მიწაზე ბავშვები ამბობენ: „ჩემი მშობლები ჩემს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“. აფრიკის დასავლეთ ნაწილში, განაში, ბავშვები ამბობენ: „ჩემი მშობლები ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზნების შესრულებაში მეხმარებიან“.

ერთმა ბავშვმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ დედა სამსახურის შემდეგ ძალიან დაღლილია, ის მაინც გადის ჩემთან ერტად ეზოში და მეთამაშება“. მისმა დედამ იტირა, როცა გაიგონა, რომ მის ყოველდღიურ მსხვერპლს აზრი ჰქონდა. ახალგაზრდა ქალმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ მე და დედა ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მე დედას ვენდობი“. მისმა დედამაც იტირა.

ზოგჯერ საჭიროა, გავაჟღეროთ „აქ სიყვარულია“ და ამისი მადლიერები ვიყოთ.

ზიარებაზე და სხვა შეკრებებზე ჩვენ სითბოთი და მოწიწებით ვახდენთ ფოკუსირებას იესო ქრისტეზე. ჩვენ მოწიწებით ვსაუბრობთ იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე, რომელიც არის პირადი და რეალური და არა აბსტრაქტული. ჩვენ იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიას უფლის სახელს ვუწოდებთ - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. ჩვენ მოწიწებით ვიყენებთ ლოცვის ენას, როცა მივმართავთ მამაზეციერს და თბილად, პატივისცემით ვესაუბრებით ერთმანეთს. როცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე ტაძარში დადებული აღთქმის ცენტრია, ჩვენ ნაკლებად ვამბობთ „ტაძარში სიარული“ და უფრო მეტად ვხმარობთ „იესო ქრისტესთან, უფლის სახლში მისვლა“. ყოველი აღთქმა გიჩურჩულებს: „აქ სიყვარულია“.

ახალი წევრები ამბობენ, რომ ეკლესიური ლექსიკონი ხშირად გაშიფვრას საჭიროებს. გვეცინება იმის გამო, რომ „პალო“ შეიძლება ნიშნავდეს ძროხის სტეიკს; „მეურვეობის შენობა“ შეიძლება მიუთითებდეს საავადმყოფოზე; „გახსნითი სავარჯიშოები“ შეიძლება გვიწვევდეს, შევასრულოთ სახალისო მოქმედებები: „თავი, მხრები, მუხლები, ფეხის თითები“ ეკლესიის ავტოსადგომზე. მაგრამ გთხოვთ, გაგებით და კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს სიყვარულის ახალი ენის სწავლისას. ახალ მოქცეულ წევრს ეკლესიაში უთხრეს, რომ ის ძალიან მოკლე კაბებს იცვამდა. ნაცვლად იმისა, რომ ეწყინოს, მან თქვა: „ჩემი გული რწმენაზე მოიქცა; გთხოვთ, მოთმინებით მოეკიდოთ ჩემი კაბის სიგრძეს“.4

ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები გვაახლოებს ან გვაშორებს სხვა ქრისტიანებისგან და მეგობრებისგან. ზოგჯერ ისე ვსაუბრობთ მისიონერულ საქმეზე, სატაძრო, ჰუმანიტარულ და კეთილდღეობის სამუშაოზე, რომ დავაჯეროთ სხვებს, თითქოს და ყოველივე ამას დამოუკიდებლად ვაკეთებთ. მოდით, ყოველთვის თბილად, მოწიწებით და მადლიერებით ვისაუბროთ ღვთის საქმეზე და დიდებაზე, ასევე იესო ქრისტესა და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის ღირსებებზე, მადლზე და დიდებაზე.5

მეორე: მსხვერპლისა და მსახურების სახარების ენა.

ყოველ კვირას ეკლესიაში რომ ვიკრიბებით, რათა პატივი მივაგოთ კვირადღეს და გავიხაროთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი ზიარების აღთქმების ვალდებულებები იესო ქრისტესა და ერთმანეთის მიმართ ჩვენი ეკლესიური მოწოდებების, მეგობრობის, ურთიერთობებისა და მსახურების მეშვეობით.

როცა ეკლესიის ადგილობრივ ხელმძღვანელებს ვეკითხები, რა აწუხებს მათ, დებიც და ძმებიც მეუბნებიან: „არიან ეკლესიის წევრები, რომლებსაც არ სურთ ეკლესიის მოწოდებების მიღება“. როცა ვიღებთ მოწოდებას, ვემსახუროთ ერთმანეთს და უფალს, ეს გვაძლევს თანაგრძნობისა და ადამიანობის ზრდის საშუალებას. როცა ხელდასხმით გვაკურთხებენ, ჩვენ ვიღებთ უფლის შთაგონებას - ავამაღლოთ და გავაძლიეროთ ერთმანეთი და საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების ცვალებადი ვითარება და პერიოდები შეიძლება გავლენას ახდენდეს ჩვენი მსახურების შესაძლებლობებზე, მაგრამ იმედია, ჩვენი მსახურების სურვილი არ იცვლება. მეფე ბენიამინთან ერთად ჩვენც ვამბობთ: „რომ მქონოდა - გავცემდი“6 და ვთავაზობთ იმას, რაც გვაქვს.

პალოსა და მეურვეობის ხელმძღვანელებო, მოდით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. როცა ჩვენ მოვიხმობთ (და ვანთავისუფლებთ) დებსა და ძმებს უფლის ეკლესიაში მსახურებაზე, მოდით ღირსებითა და შთაგონებით გავაკეთოთ ეს. დაეხმარეთ ყოველ ადამიანს, იგრძნოს მადლიერება და წინსვლის შესაძლებლობა. გთხოვთ, ითათბიროთ ხელმძღვანელ დებთან და მოუსმინოთ მათ. დაე, გვახსოვდეს, რას გვასწავლიდა პრეზიდენტი ჯ. რუბენ კლარკი,რომ უფლის ეკლესიაში ჩვენ ვმსახურობთ იქ, სადაც მოგვიხმობენ, „ისეთ პოზიციაზე, რომელსაც არც ვითხოვთ და არც მასზე უარს ვამბობთ“.7

როცა მე და და გონგი დავქორწინდით, უხუცესმა დევიდ ბ. ჰაიტმა დაგვმოძღვრა: „ყოველთვის გქონდეთ მოწოდება ეკლესიაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან დატვირთული ცხოვრება გაქვთ“. მან თქვა: „უნდა იგრძნოთ უფლის სიყვარული მათ მიამართ, ვისაც ემსახურებით და საკუთარი თავის მიმართ მსახურების პროცესში“. მე გპირდებით, რომ სიყვარული არის აქ, იქ და ყველგან, სადაც ჩვენ თანხმობას ვაძლევთ ეკლესიის ხელმძღვანელებს, ვემსახუროთ უფალს მის ეკლესიაში, მისი სულის მეშვეობით.

უფლის აღდგენილი ეკლესია შეიძლება იყოს სიონის თემის ინკუბატორი. ერთობლივი თაყვანისცემის, მსახურების, ტკბობისა და მისი სიყვარულის შეცნობით ჩვენ ერთმანეთს ძირს ვუმაგრებთ მის სახარებაში. შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებში, მაგრამ მეურვეობის გუნდში ერთად ჰარმონიულად ვმღერით. ჩვენ ვავითარებთ კავშირს და ვებრძვით იზოლაციას, როცა რეგულარულად გულით ვმსახურობთ ერთმანეთის ოჯახებში და თემში.

პალოს პრეზიდენტებთან წევრების ვიზიტის დროს მე ვგრძნობ მათ ღრმა სიყვარულს წევრების მიმართ ნებისმიერ ვითარებაში. როდესაც პალოს წევრების სახლებში მანქანით დავდიოდით, ერთ-ერთმა პალოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ვცხოვრობთ სახლში საცურაო აუზით თუ მიწური იატაკით, საეკლესიო მსახურება არის პრივილეგია, რომელიც ხშირად მსხვერპლს მოიცავს. და მაინც, მან ბრძნულად აღნიშნა, რომ როდესაც ჩვენ სახარებაში ერთად ვმსახურობთ და მსხვერპლს ვიღებთ, ჩვენ ნაკლებად ვამჩნევთ ნაკლოვანებს და უფრო მეტ სიმშვიდეს ვიძენთ. როცა ჩვენ იესო ქრისტეს ნებას ვრთავთ, იგი გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ „აქ მისი სიყვარულია“.

ამ ზაფხულს ჩვენი ოჯახი ეკლესიის შესანიშნავ წევრებსა და ინგლისელ მეგობრებს ლობოროდან და ოქსფორდიდან შეხვდა. ამ მნიშვნელოვანმა შეკრებებმა გამახსენა, თუ როგორ შეუძლია მეურვეობის სოციალურ და მსახურების საქმიანობას სახარების ახალი და მტკიცე კავშირების შექმნა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვგრძნობდი: ეკლესიის ბევრ ადგილას, კიდევ რამდენიმე მეურვეობაში დაგეგმილ და განხორციელებულ სახარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას შეეძლო ჩვენი დაკავშირება უფრო დიდი კუთვნილების გრძნობითა და ერთობით.

მეურვეობის ღონისძიებების ერთი შთაგონებული თავმჯდომარე და კომიტეტი აღზრდის ცალკეულ პირებსა და წმინდანთა თემს. კარგად დაგეგმილი ღონისძიებები ეხმარება ყველას იგრძნონ, რომ მათ აფასებენ, რომ ისინი ჩართულნი არიან და ისინი მოიწვიეს, საჭირო როლი ითამაშონ. ასეთი ღონისძიებები აერთიანებს ასაკს და ფონს, ქმნის ხანგრძლივ მოგონებებს და შეიძლება განხორციელდეს მცირე ხარჯებით ან ყოველგვარი ხარჯის გარეშე. სახარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ასევე იწვევს მეგობრებსა და ახლობლებს.

ურთიერთობა და მსახურება ხშირად გვერდიგვერდ დგას. ახალგაზრდა ზრდასრულებო: თუ ნამდვილად გსურთ ვინმეს გაცნობა, გვერდიგვერდ დადექით კიბეზე და ერთად დაიწყეთ ღებვა მსახურების მნიშვნელოვან პროექტზე.

ახალგაზრდა ზრდასრულები ღებავენ მსახურების პროექტზე.

რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანი და არცერთი ოჯახი არ არის სრულყოფილი. ჩვენ ყველას გვჭირდება დახმარება, რათა უკეთ გამოვხატოთ პრინციპი „აქ სიყვარულია“. „სრულყოფილი სიყვარული განდევნის ჩვენს შიშს“.8 რწმენა, მსახურება და მსხვერპლი არნახულად გვაახლოებს მხსნელთან. რაც უფრო თანამგრძნობი, ერთგული და თავდაუზოგავია ჩვენი მსახურება და მსხვერპლი მასში, მით უფრო მეტად შეგვიძლია გავიაზროთ იესო ქრისტეს უსაზღვრო და მარადიული გამომსყიდველი თანაგრძნობა და მადლი.

და ამას მივყავართ აღთქმის კუთვნილების სახარების ენისკენ.

ჩვენ ვცხოვრობთ ეგოცენტრულ სამყაროში. მეტისმეტი „ჩემი თავი ყველას მირჩევნია“. თითქოს გვჯერა, რომ ყველაზე კარგად ვიცით ჩვენი პირადი ინტერესები და როგორ მივაღწიოთ მიზანს.

მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის მართალი. იესო ქრისტე განასახიერებს ამ ძლიერ უბერებელ ჭეშმარიტებას:

„ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.

„რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს“?9

იესო ქრისტე გვთავაზობს უკეთეს გზას - ღვთაებრივ აღთქმაზე დამყარებულ ურთიერთობებს, რომლებიც სიკვდილის ბორკილებზე ძლიერია. ღმერთთან და ერთმანეთთან აღთქმის კუთვნილებას შეუძლია განგვკურნოს და განგვწმინდოს ჩვენც და ჩვენი ყველაზე სანუკვარი ურთიერთობებიც. სინამდვილეში უფალი ჩვენ იმაზე უკეთ გვცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს და იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი. ჭეშმარიტად: როცა ჩვენ აღუთქვამთ ყველაფერს, ჩვენ გავხდებით იმაზე მეტი, ვიდრე ვართ. ღმერთის ძალასა და სიბრძნეს შეუძლია დაგვლოცოს ყოველი კეთილი ძღვენით, თავის დროსა და თავისი გზით.

ამბობენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გადაწყვიტა თარგმანის პრობლემა. დიდი ხნის წინ კომპიუტერი გადათარგმნიდა იდიომას „სულს სურს მაგრამ ხორცი სუსტია“ როგორც „სპირტი კარგია მაგრამ ხორცი გაფუჭდა“. საინტერესოა, რომ ვრცელი ენობრივი მაგალითების გამეორება კომპიუტერს ენას უფრო ეფექტურად ასწავლის, ვიდრე გრამატიკის წესების სწავლება.

ანალოგიურად, ჩვენი უშუალო, განმეორებითი გამოცდილება შეიძლება იყოს ჩვენი საუკეთესო სულიერი გზა სახარების სითბოსა და მოწიწების, მსახურებისა და მსხვერპლის და აღთქმის კუთვნილების ენების შესასწავლად.

ასე რომ, სად და როგორ გესაუბრებათ სიყვარულით იესო ქრისტე?

სად და როგორ გესმით“ აქ მისი სიყვარულია“?

დაე, თითოეულმა ჩვენგანმა ისწავლოს მისი სიყვარულის გადმოცემა და მოსმენა აქ, გულში და სახლებში, ჩვენს მოწოდებებში, ღონისძიებებში, მზრუნველობაში და მსახურებაში.

ღვთის გეგმის მიხედვით ყოველი ჩვენგანი ერთ დღეს ამ ცხოვრებიდან იმ ცხოვრებაში გადავა. როცა უფალს შევხვდებით, ის ალბათ, მითითებებისა და დაპირების სიტყვებთან ერთად, გვეტყვის: „აქ ჩემი სიყვარულია“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. “Love Is Spoken Here,” Children’s Songbook, 190–91.

  2. See Ethnologue, ethnologue.com/about/#comprehensive.

  3. See Howard Gardner, Frames of Mind: The Theory of Multiple Intelligences (2011).

  4. A similar experience appears in Alonzo L. Gaskill, Converted: True Conversion Stories from 15 Religions (2017), 3.

  5. იხ. 2 ნეფი 2:8.

  6. მოსია 4:24.

  7. ჯ. რუბენ კლარკი უმცროსი, in Conference Report, ოქტომბერი 1951, 154.

  8. იოანე 4:18; იხ. ასევე მორონი 8:16.

  9. მათე 16:25–26; მათე 10:39–40; მარკოზი 8:35–36; ლუკა 9:24–25; 17:33; იოანე 12:25.