ტრანსგენდერი
თუ საკმარისად ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გრძნობა გაქრება?


„თუ საკმარისად ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გრძნობა გაქრება?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„თუ საკმარისად ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გრძნობა გაქრება?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

თუ საკმარისად ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გრძნობა გაქრება?

გენდერული შეუსაბამობის გრძნობა არ არის თქვენი ერთგულების საზომი. მრავალი ადამიანი წლების მანძილზე ლოცულობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს მორჩილი მსგავსი გრძნობების შემცირების მიზნით, თუმცა ისინი მაინც გრძნობენ კონფლიქტს. ეს არ არის უჩვეულო რამ. ეს გრძნობები განსხვავდება ინტენსივობის სპექტრის მიხედვით სხვადასხვა ადამიანში და სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ადამიანისთვის. ეს გამოცდილება შესაძლოა, ასევე სხვადასხვანაირად ვლინდებოდეს ბავშვებში, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში.

ამ გრძნობების ხანგრძლივობა და სიძლიერე შეიძლება, არ დაექვემდებაროს თქვენს კონტროლს; თუმცა, თქვენ შეგიძლიათ, გააკეთოთ არჩევანი, თუ რა რეაგირება მოახდინოთ მასზე. ზოგ ადამიანს შველის ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ ეხმარება მას ეს გამოცდილება სწავლასა და ზრდაში. ჩვენი ნების სწორება ღმერთის ნებაზე რწმენის მნიშვნელოვანი აქტია, რომელსაც მოაქვს დიდი კურთხევები ახლა და ამაზე უფრო დიდს მოიტანს მომავალში (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 59:23).