„ღმერთის დაპირებული კურთხევები ხელმისაწვდომია ჩემთვის“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)
„ღმერთის დაპირებული კურთხევები ხელმისაწვდომია ჩემთვის“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება
ღმერთის დაპირებული კურთხევები ხელმისაწვდომია ჩემთვის?
დიახ. ერთგული წევრები, რომელთა ვითარებაც არ აძლევთ მათ საშუალებას, მიიღონ მარადიული ქორწინებისა და მშობლობის კურთხევები ამ ცხოვრებაში, მიიღებენ ყველა დაპირებულ კურთხევას მარადისობაში, თუკი დაიცავენ ღმერთთან დადებულ აღთქმებს.
მეფე ბენიამინი გვასწავლიდა: „ამის გარდა, მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში. გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ეს სიტყვები არის ჭეშმარიტი, რადგან უფალმა ღმერთმა წარმოთქვა ისინი“. (მოსია 2:41).