სახელმძღვანელოები და მოწოდებები
30. მოწოდებები ეკლესიაში


“30. მოწოდებები ეკლესიაში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“30. მოწოდებები ეკლესიაში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ადამიანები აწეული მარჯვენა ხელით

30.

მოწოდებები ეკლესიაში

30.0

შესავალი

მოწოდება აძლევს წევრს საშუალებას, ღვთის შვილებისთვის მსახურების მეშვეობით განიცადოს სიხარული (იხ. მოსია 2:17). მოწოდება ასევე ეხმარება წევრს, გაზარდოს რწმენა და დაუახლოვდეს უფალს.

არ არის მიზანშეწონილი უფლის ეკლესიის რომელიმე მოწოდებისკენ სწრაფვა (იხ. მარკოზი 10:42–45; მოძღვრება და აღთქმები 121:34-37). არც ეკლესიის წევრებისთვის განიხილება ერთი მოწოდებიდან მეორეზე გადასვლა როგორც დაწინაურება. მოწოდებაში ერთგული მსახურება მეტად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოწოდება. უფალი პატივს სცემს ყოველი ადამიანის ერთგულ მსახურებას ეკლესიაში.

30.1

ვინ მოვიხმოთ მოწოდებაზე

30.1.1

ზოგადი მითითებები

ისინი, ვინც ეკლესიაში მსახურობენ, ღმერთმა მოიხმო (იხ. ებრაელთა 5:4; რწმენის ისმბოლოები 1:5). ხელმძღვანელები ეძიებენ სულიწმიდის მითითებას როცა იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ მოიხმონ (იხ. 4.2.6). ისინი განიხილავენ:

  • ღირსია თუ არა წევრი (ეს გასაუბრებისას დადგინდება).

  • ნიჭი და უნარები, რომლებიც წევრს აქვს ან შეუძლია განავითაროს სხვების დალოცვისთვის.

  • წევრის პირადი ვითარება, მისი ჯანმრთელობისა და სამსახურის ჩათვლით.

  • მოწოდების გავლენა წევრის ქორწინებაზე ან ოჯახზე.

ეკლესიაში მსახურებისთვის გაღებული მსხვერპლისთვის წევრები იღებენ დალოცვებს. თუმცა, მოწოდება არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად ცალკეულ პირს ან ოჯახს. მოწოდებამ ასევე არ უნდა გაურთულოს წევრს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.

როგორც წესი, თითოეულ წევრს აქვს ერთი მოწოდება, თუმცა ამის გარდა ის მსახურობს მზრუნველი დის ან ძმის როლში.

როცა დაოჯახებულ წევრს მოიხმობენ მოწოდებაზე, ხელმძღვანელები უნდა დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მეუღლემ ეს იცის და მხარს უჭერს ამ მოწოდებას. ახალგაზრდა ქალის ან მამაკაცის მოწოდებაზე მოხმობამდე ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ მისი მშობლებისგან ან მეურვესგან ნებართვა.

მოწოდებაზე მოხმობამდე ეპისკოპოსი ყურადღებით ეცნობა პიროვნების წევრობის ჩანაწერს რათა დარწმუნდეს, რომ იგი არ მოიცავს შენიშვნას ან წევრობის ოფიციალურ შეზღუდვას.

30.1.2

მოწოდებები ახალი წევრებისთვის

მსახურების საშუალებები ეხმარება წევრებს სულიერ ზრდაში.

მეურვეობის ხელმძღვანელები აძლევენ ახალ წევრებს მსახურების საშუალებას მალევე ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ.

30.1.3

მოწოდებები მათთვის, ვინც არ არიან ეკლესიის წევრები

ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ეკლესიის წევრები, შეიძლება მიიღონ მოწოდება გარკვეულ პოზიციებზე, მაგ: პიანისტი, დირიჟორი ან ღონისძიებების დაგეგმვის დამხმარე პირი. თუმცა, ისინი არ უნდა მოიხმონ მასწავლებლის, ქვორუმის ან ორგანიზაციის პრეზიდენტობის წევრის ან დაწყებითი საზოგადოების მუსიკის დირიჟორის პოზიციაზე.

30.1.4

კონფიდენციალურობა

მოწოდებები და მოწოდებიდან განთავისუფლება წმინდაა. ამის გამო ხელმძღვანელები კონფიდენციალურად ინახავენ ინფორმაციას მოწოდებებისა და განთავისუფლების შესახებ.

30.1.5

რეკომენდაციები და დამტკიცებები მოწოდებისთვის

მოწოდებების ცხრილი გვიჩვენებს, ვის შეუძლია თითოეული მოწოდებისთვის რეკომენდაციების გაწევა და ვინ გასცემს ნებართვას (იხ. 30.8).

ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები ყურადღებით განიხილავენ ყოველ რეკომენდაციას, აცნობიერებენ რა, რომ ეს გადაწყვეტილება ლოცვით იქნა მიღებული. ეპისკოპოსობას ან პალოს პრეზიდენტობას აკისრია საბოლოო გადაწყვეტილება მოწოდების შესახებ.

30.2

მოწოდების წარდგენა

მსახურებაზე მოწოდების მიღება წევრისთვის მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება უნდა იყოს.

როცა ხელმძღვანელი წარადგენს მოწოდებას მან უნდა აუხსნას წევრს, რომ ეს მოწოდება უფლისგან მოდის.

ხელმძღვანელს ასევე შეუძლია:

  • აუხსნას მოწოდების დანიშნულება, მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა.

  • შეაგულიანეთ წევრი, ეძიოს უფლის სული ამ მოწოდებაში მსახურებისას.

  • დაუმოწმეთ წევრს, რომ უფალი დაეხმარება მას და ერთგული მსახურებისთვის დალოცავს.

  • უთხარით წევრს, ვინ განასწავლის და მხარში დაუდგება მას ამ მოწოდებაში.

  • აცნობეთ წევრს ნებისმიერი შეხვედრის შესახებ, რომელსაც ის უნდა დაესწროს და გააცანით მას ხელმისაწვდომი რესურსები.

30.3

მოწოდებებში წევრთა მხარდაჭერა

ეკლესიის უმეტეს პოზიციაზე მოხმობილი პირები მსახურების დაწყებამდე უნდა წარდგენილ იქნენ მხარდასაჭერად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 28:13; 42:11).

პიროვნება, რომელიც მხარდაჭერის პროცედურას ატარებს, თავიდან აკეთებს განცხადებას განთავისუფლებული პირის შესახებ (თუ ეს მიესადაგება სიტუაციას). იგი იწვევს წევრებს, გამოხატონ მადლიერება პიროვნების მსახურებისთვის (იხ. 30.6).

პიროვნების მხარდასაჭერად წარდგენისას უფლებამოსილი პირი სთხოვს მას, ფეხზე ადგეს. ხელმძღვანელს შეუძლია, გამოიყენოს შემდეგი სიტყვები:

„[სახელი და გვარი] მოვიხმობთ, იმსახუროს [პოზიცია] მოწოდებაში. ვინც მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას გთხოვთ, გამოხატოთ ეს მარჯვენა ხელის აწევით. [ხანმოკლე პაუზა]. თუ ვინმე ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია ასევე გამოხატოს ეს ხელის აწევით. [ხანმოკლე პაუზა]“.

თუ კარგი რეპუტაციის მქონე წევრი უარს ამბობს მოწოდებაზე, თავჯდომარე ხელმძღვანელი ან სამღვდელოების სხვა ხელმძღვანელი პირადად უნდა შეხვდეს წევრს შეკრების შემდეგ.

30.4

წევრთა ხელდასხმით დანიშვნა მოწოდებებზე მსახურებისთვის

მეტი ინფორმაცია იხილეთ 18.11.

30.6

წევრთა მოწოდებებიდან განთავისუფლება

პრეზიდენტის ან ეპისკოპოსის განთავისუფლების დროს ავტომატურად თავისუფლდებიან მისი მრჩევლები.

განთავისუფლების გამოცხადება აძლევს ხელმძღვანელს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გამოხატოს მადლიერება და აღიაროს ღვთის ხელი წევრის მსახურებაში. ხელმძღვანელი პირადად ხვდება წევრს, რათა საჯაროდ გამოცხადებამდე აცნობოს მას განთავისუფლების შესახებ. ოფიციალურ გამოცხადებამდე, განთავისუფლების შესახებ ამცნობენ მხოლოდ მათ, ვინც ეს უნდა იცოდეს.

უფლებამოსილი ხელმძღვანელი აცხადებს განთავისუფლების შესახებ იმავენაირად, როგორც მხარდაჭერის დროს. ხელმძღვანელს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სიტყვები:

„[სახელი და გვარი] განთავისუფლდა [პოზიცია] მოწოდებაში მსახურებისგან. ვისაც სურს, მადლიერება გამოხატოს [მისი] მსახურებისთვის გთხოვთ, გამოხატოთ ეს ხელის აწევით.

ხელმძღვანელი არ კითხულობს, არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი.

30.8

მოწოდებების ცხრილი

30.8.1

მეურვეობის წევრები

მოწოდებები

რეკომენდაცია გაუწია:

დაამტკიცა:

მხარი დაუჭირა:

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

მოწოდებები

ეპისკოპოსი

რეკომენდაცია გაუწია:

პალოს პრეზიდენტი ხ,კ.რ-ს გამოყენებით

დაამტკიცა:

პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც პირველი პრეზიდენტობისგან თანხმობას მიიღებს

მოწოდებები

ეპისკოპოსობის მრჩევლები

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსი

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი ან პირველი მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის კლერკი

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი, მრჩეველი ან უმაღლესი საბჭოს წევრი

მოწოდებები

მეურვეობის აღმასრულებელი მდივანი

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი, მრჩეველი ან უმაღლესი საბჭოს წევრი

მოწოდებები

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი

რეკომენდაცია გაუწია:

პალოს პრეზიდენტი (ეპისკოპოსთან შეთანხმებით)

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი

მოწოდებები

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის მრჩევლები

რეკომენდაცია გაუწია:

ქვორუმის პრეზიდენტი (ეპისკოპოსთან შეთანხმებით)

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი, მრჩეველი ან უმაღლესი საბჭოს წევრი

მოწოდებები

სხვა მოწოდებები უხუცესთა ქვორუმში

რეკომენდაცია გაუწია:

ქვორუმის პრეზიდენტობა

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

ქვორუმის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ქვორუმის პრეზიდენტი ან მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის ორგანიზაციების პრეზიდენტები

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი

მოწოდებები

მეურვეობის ორგანიზაციების პრეზიდენტების მრჩევლები

რეკომენდაცია გაუწია:

ორგანიზაციის პრეზიდენტი

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის მოწყალების საზოგადოების სხვა მოწოდებები

რეკომენდაცია გაუწია:

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მოწყალების საზოგადოების წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის ახალგაზრდა ქალების, დაწყებითი საზოგადოების და საკვირაო სკოლის სხვა მოწოდებები

რეკომენდაცია გაუწია:

ორგანიზაციის პრეზიდენტობა

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი (უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრს შეუძლია ამ როლის შესრულება; ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მოწოდებაზე ცალკე მისი მოხმობა, მხარდაჭერა ან ხელდასხმით დანიშვნა)

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა (უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებთან შეთანხმებით).

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის მისიონერები

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა ან უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტები

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელი (უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრს შეუძლია ამ როლის შესრულება; ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მოწოდებაზე ცალკე მისი მოხმობა, მხარდაჭერა ან ხელდასხმით დანიშვნა)

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა (უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებთან შეთანხმებით).

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

სამღვდელოების ქვორუმის პრეზიდენტის ასისტენტები

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსი (როგორც უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი)

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

ქვორუმის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი

მოწოდებები

მასწავლებლებისა და დეაკვანთა ქვორუმის პრეზიდენტები.

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

ქვორუმის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

მოხმობილი ეპისკოპოსის ან მრჩევლის მიერ; ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმით დანიშნული

მოწოდებები

მასწავლებელთა და დიაკვანთა ქვორუმის პრეზიდენტობები და ქვორუმის მდივნები

რეკომენდაცია გაუწია:

ქვორუმის პრეზიდენტი

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

ქვორუმის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

ახალგაზრდა ქალების კლასის პრეზიდენტები

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა (ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტობასთან შეთანხმებით)

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

კლასის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

ახალგაზრდა ქალების კლასების პრეზიდენტობების მრჩევლები და კლასების მდივნები

რეკომენდაცია გაუწია:

კლასის პრეზიდენტი

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

კლასის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

მოწოდებები

სხვა მოწოდებები მეურვეობაში

რეკომენდაცია გაუწია:

ეპისკოპოსობა

დაამტკიცა:

ეპისკოპოსობა

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

ეპისკოპოსი ან მრჩეველი

  1. ტაძრის მოქმედი ჩამბეჭდველები არ უნდა მოიხმონ მსახურებისთვის მრევლის პრეზიდენტობებში. ჩამბეჭდველებს მოიხმობენ ეკლესიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

30.8.2

მრევლის მოწოდებები (გაგრძელება)

მოწოდება

რეკომენდაცია გაუწია:

დაამტკიცა:

მხარი დაუჭირა:

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

მოწოდება

მრევლის პრეზიდენტი

რეკომენდაცია გაუწია:

პალოს, მისიის ან რაიონის პრეზიდენტობა.

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო ან მისიის პრეზიდენტობა

მხარი დაუჭირა:

მრევლის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს ან მისიის პრეზიდენტი (ან რაიონის პრეზიდენტი, თუ ასეთი არსებობს)

მოწოდება

პრეზიდენტობის მრჩევლები

რეკომენდაცია გაუწია:

მრევლის პრეზიდენტი

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო ან მისიის პრეზიდენტობა (ან რაიონის პრეზიდენტობა - მისიის პრეზიდენტის ნებართვით)

მხარი დაუჭირა:

მრევლის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს, მისიის ან რაიონის პრეზიდენტი ან მრჩეველი

მოწოდება

მრევლის კლერკი, დამხმარე კლერკები და აღმასრულებელი მდივანი.

რეკომენდაცია გაუწია:

მრევლის პრეზიდენტობა

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო ან მისიის პრეზიდენტობა (ან რაიონის პრეზიდენტობა - მისიის პრეზიდენტის ნებართვით)

მხარი დაუჭირა:

მრევლის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს პრეზიდენტი ან დანიშნული მრჩეველი ან პირველი მრჩეველი (პალოს სამრევლოებისთვის); რაიონის პრეზიდენტი ან სამღვდელოების ხელმძღვანელი (მისიის სამრევლოებისთვის)

მოწოდება

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი

რეკომენდაცია გაუწია:

პალოს, რაიონის ან მისიის პრეზიდენტობა (მრევლის პრეზიდენტთან შეთანხმებით)

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო ან მისიის პრეზიდენტობა (ან რაიონის პრეზიდენტობა - მისიის პრეზიდენტის ნებართვით)

მხარი დაუჭირა:

მეურვეობის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს ან მისიის პრეზიდენტი (ან რაიონის პრეზიდენტი, თუ ასეთი არსებობს)

მოწოდება

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის მრჩევლები

რეკომენდაცია გაუწია:

ქვორუმის პრეზიდენტი მრევლის პრეზიდენტთან შეთანხმებით)

დაამტკიცა:

პალოს პრეზიდენტობა და უმაღლესი საბჭო ან მისიის პრეზიდენტობა (ან რაიონის პრეზიდენტობა - მისიის პრეზიდენტის ნებართვით)

მხარი დაუჭირა:

მრევლის წევრები

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

პალოს ან მისიის პრეზიდენტი ან დანიშნული მრჩეველი ან უმაღლესი საბჭოს წევრი (ან რაიონის პრეზიდენტი ან სამღვდელოების სხვა ხელმძღვანელი, თუ ასეთი არსებობს)

მოწოდება

სხვა მოწოდებები მრევლში

რეკომენდაცია გაუწია:

იხ. 30.8.1, ჩაანაცვლეთ მრევლის პრეზიდენტი ეპისკოპოსად და მრევლი მეურვეობით

დაამტკიცა:

იხ. 30.8.1, ჩაანაცვლეთ მრევლის პრეზიდენტი ეპისკოპოსად და მრევლი მეურვეობით

მხარი დაუჭირა:

იხ. 30.8.1, ჩაანაცვლეთ მრევლის პრეზიდენტი ეპისკოპოსად და მრევლი მეურვეობით

მოიხმო და ხელდასხმით დანიშნა მოწოდებაზე:

იხ. 30.8.1, ჩაანაცვლეთ მრევლის პრეზიდენტი ეპისკოპოსად და მრევლი მეურვეობით

  1. მოქმედი ჩამბეჭდველები ტაძარში არ უნდა მოიხმონ მრევლის პრეზიდენტობებში მსახურებისთვის. ჩამბეჭდველებს მოიხმობენ ეკლესიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით .