სახელმძღვანელოები და მოწოდებები
29. შეკრებები ეკლესიაში


“29. შეკრებები ეკლესიაში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“29. შეკრებები ეკლესიაში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

დედა ქალიშვილთან ერთად ზიარების შეკრებაზე

29.

შეკრებები ეკლესიაში

29.0

შესავალი

უკანასკნელ დღეთა წმინდანები იკრიბებიან ღვთისმსახურების, ერთმანეთის განსწავლის, სახარების სწავლისა და სწავლების მიზნით (იხ. ალმა 6:6; მორონი 6:5–6). მხსნელი დაგვპირდა: „ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“ (მათე 18:20). ერთად შეკრება არის ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც ჩვენი გულები „სიყვარულში ურთიერთ გადაჭდობილი“ გახდება (მოსია 18:21).

თუმცა, შეკრების ჩატარებამ არასოდეს არ უნდა შეცვალოს იესო ქრისტეს მსგავსად მსახურება და მზრუნველობა.

29.1

შეკრებების დაგეგმვა და ჩატარება

ხელმძღვანელები უნდა უძღვებოდნენ შეკრებებს „სულიწმინდის კარნახის მიხედვით, ღმერთის მცნებებისა და გამოცხადებების შესაბამისად“ (მოძღვრება და აღთქმები 20:45; იხ. ასევე მორონი 6:9; მოძღვრება და აღთქმები 46:2). ისინი ეძიებენ სულიწმინდის მოწვევის გზებს.

ხელმძღვანელები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ შეხვედრათა რაოდენობა და ხანგრძლივობა არ დააწვება ტვირთად წევრებსა და მათ ოჯახებს.

29.2

მეურვეობის შეკრებები

29.2.1

ზიარების შეკრება

29.2.1.1

ზიარების შეკრების დაგეგმვა

ეპისკოპოსობა ახდენს ზიარების შეკრების დაგაგმვასა და კოორდინირებას. ისინი თვალყურს ადევნიან იმას, რომ შეხვედრის ცენტრალური ნაწილი ეთმობა ზიარებასა და იესო ქრისტეში რწმენის გაძლიერებას.

ზიარების შეკრებების ხანგრძლივობა ერთი საათია. ზიარების შემადგენელი ნაწილებია:

  1. პრელუდია (მითითებები იხ. 19.3.2 ).

  2. მისალმება.

  3. თავმჯდომარე ხელმძღვანელების ან სხვა სტუმრად მყოფი უფლებამოსილი პირების გამოცხადება.

  4. განცხადებები. მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

  5. გახსნითი საგალობელი და ლოცვა. იხ. 19.3.2 და 29.6.

  6. მეურვეობისა და პალოს საქმიანობა მაგალითად:

    • მასწავლებლებისა და მაღალი წოდების მქონე პირების დანიშვნა და განთავისუფლება (იხ. 30.3 და 30.6).

    • იმ ძმების სახელების გამოცხადება, რომლებიც უნდა აკურთხონ აარონის მღვდლობაზე (იხ. 18.10.3).

    • მეურვეობის ახალი წევრების წარდგენა, ახლადმონათლულების ჩათვლით.

  7. ბავშვებისთვის სახელის დარქმევა და დალოცვა (იხ. 18.6). ეს, როგორც წესი, მარხვისა და დამოწმების კვირას ხდება (იხ. 29.2.2).

  8. ახლად მოქცეულების წევრად დამტკიცება (იხ. 18.8).

  9. ზიარების საგალობელი და ზიარების მომზადება. შეკრების ძირითადი ნაწილია ზიარება. ეს წეს-ჩვეულება აძლევს წევრებს საშუალებას, მიმართონ ფიქრები მხსნელისა და მისი მათთვის გაღებული მსხვერპლისაკენ.

    ინფორმაცია ზიარების მომზადების, კურთხევისა და დარიგების შესახებ იხ. 18.9.

  10. სახარების გზავნილები და მრევლის ერთობლივი გალობა ან სხვა მუსიკა.

  11. დასკვნითი საგალობელი და ლოცვა.

  12. პოსტლუდია.

29.2.1.4

გამომსვლელების შერჩევა

ეპისკოპოსობა ახდენს ზიარების შეკრებაზე გამომსვლელების შერჩევას. ყველაზე ხშირად იწვევენ მეურვეობის წევრებს, ახალგაზრდების ჩათვლით.

გამომსვლელები მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ და ასწავლიან უფლის სახარებას წმინდა წერილის გამოყენებით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:12; 52:9).

29.2.2

მარხვისა და დამოწმების შეკრება

მარხვისა და დამოწმების შეხვედრისთვის არავის არ ავალებენ სიტყვით გამოსვლას, არც სპეციალური მუსიკალური ნომრები არ სრულდება. ამის ნაცვლად წამყვანი უზიარებს სხვებს მოკლე დამოწმებას. შემდეგ იგი იწვევს წევრებს, გააზიარონ თავიანთი დამოწმებები. დამოწმების გაზიარება ნიშნავს სულიწმინდის კარნახით სახარების ჭეშმარიტებების განცხადებას.

29.2.3

მეურვეობის კონფერენცია

29.2.4

ეპისკოპოსობის შეკრება

განხილვის საკითხები შეიძლება მოიცავდეს:

  • მეურვეობაში ხსნისა და ამაღლების საქმის კოორდინირება.

  • მეურვეობაში ცალკეული პირებისა და ოჯახების გაძლიერება - განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ბავშვების.

  • იმ წევრების დადგენა, რომლების მომზადება შესაძლებელია წეს-ჩვეულებების მისაღებად, მათ შორის სამღვდელოების წეს-ჩვეულებებისთვის.

  • დაადგინეთ წევრები, რომლების მეურვეობის პოზიციებზე მოხმობა შესაძლებელია.

29.2.5

მეურვეობის საბჭოს შეკრება

ეპისკოპოსი გეგმავს, თავმჯდომარეობს და უძღვება მეურვეობის საბჭოს შეხვედრებს. საბჭო არ იღებს ძირითად გადაწყეტილებებს ეპისკოპოსის გარეშე.

მეურვეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებიან მეურვეობის საბჭოს ორი მიზეზის გამო:

  1. როგორც მეურვეობის საბჭოს წევრები, რომლებიც ეხმარებიან მეურვეობის ყველა წევრის დალოცვაში.

  2. როგორც თავიანთი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ერთად შეხვედრისას მეურვეობის საბჭოს წევრები განიხილავენ საკითხებს, რომლებზეც დადებითად აისახება საბჭოს ერთობლივი ძალისხმევა. საბჭოს ყოველ წევრს აგულიანებენ, გააზიარონ ამ საკითხებთან დაკავშირებული საკუთარი აზრები და შთაგონება.

მეურვეობის საბჭოს შეკრებების ხანგღძლივობა, როგორც წესი, არ აღემატება ერთ საათს. ისინი იწყება ლოცვით და წინა შეკრებების დავალებების მოკლე მიმოხილვით. ეპისკოპოსი ანიჭებს პრიორიტეტს ცალკეული პირებისა და ოჯახების დალოცვისთვის ყველაზე საჭირო საკითხებს.

  • იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება. დაეხმარონ ყველა წევრს, განამტკიცონ რწმენა, მიიღონ ხსნის წეს-ჩვეულებები და დაიცვან დადებული აღთქები.

  • გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა. რესურსებისა და უნარების გაზიარება ცალკეული პირებისთვის, ოჯახებისთვისა და თემისთვის. მეურვეობის წევრებისთვის თვითუზრუნველყოფის მიღწევაში დახმარების გაწევა. (იხ. თავი 22).

  • სახარების მისაღებად ყველას მოპატიჟება. იმ ადამიანების წინსვლის შემოწმება, რომლებიც ეცნობიან სახარებას, ასევე ახალი და დაბრუნებული წევრებისა. წევრების მიერ სხვა ადამიანებისთვის სახარების გაზიარების გზების განხილვა. (იხ. თავი 23).

  • ოჯახების სამარადისოდ გაერთიანება . იმ წევრთა წინსვლის შემოწმება, რომლებიც სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებისთვის ემზადებიან. გზების გამონახვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი წევრი სატაძრო რეკომენდაციის ღირსი იყოს. სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმეში წევრების ჩართვის გზების განხილვა. (იხ. თავი 25).

საბჭოს წევრებმა უნდა დაიცვან ნებისმიერი პირადი ან სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა (იხ. 4.4.6).

4:37

29.2.6

მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოს შეკრებები

ყოველი შეკრების წინ ეპისკოპოსი და წამყვანი განიხილავენ საკითხებს, რომლებზეც უნდა ითათბირონ.

  • ხსნისა და ამაღლების საქმე.

  • მეურვეობის ახალგაზრდების საჭიროებები და მათი მოგვარების გზები.

  • ნაკლებად აქტიურ ახალგაზრდებთან ან ახალ წევრებთან კონტაქტის დამყარება.

  • ღონისძიებები, მათ შორის გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის მსახურება. დაგეგმარება მეტწილად ხდება ქვორუმში ან კლასის პრეზიდენტობის შეხვედრებზე (იხ. თავი 20).

  • მზრუნველობა (იხ. თავი 21).

  • ახლად მოხმობილი ქვორუმისა და კლასის პრეზიდენტობებისთვის მოვალეობების გაცნობა.

29.2.8

საკვირაო შეკრებების განრიგი

საკვირაო შეკრებებისთვის მეურვეობები იყენებენ ქვემოთ მოცემული ორსაათიანი განრიგის ერთ-ერთ მოდელს.

გეგმა 1

60 წუთი

ზიარების შეკრება

10 წუთი

კლასებში და შეხვედრებზე გადანაწილება

50 წუთი

ყოველ კვირას: დაწყებითი საზოგადოება, ბაგას ჩათვლით

თვის პირველი და მესამე კვირა: საკვირაო სკოლა

მეორე და მეოთხე კვირა: სამღვდელოების ქვორუმის, მოწყალების საზოგადოების და ახალგაზრდა ქალების შეკრებები

მეხუთე კვირა: ახალგაზრდებისა და ზრდასრულების შეკრებები. ეპისკოპოსობა ადგენს თემას და ნიშნავს მასწავლებლებს.

გეგმა 2

50 წუთი

ყოველ კვირას: დაწყებითი საზოგადოება, ბაგას ჩათვლით

თვის პირველი და მესამე კვირა: საკვირაო სკოლა

მეორე და მეოთხე კვირა: სამღვდელოების ქვორუმის, მოწყალების საზოგადოების და ახალგაზრდა ქალების შეკრებები

მეხუთე კვირა: ახალგაზრდებისა და ზრდასრულების შეკრებები. ეპისკოპოსობა ადგენს თემას და ნიშნავს მასწავლებლებს.

10 წუთი

ზიარების შეკრებაზე გადანაცვლება

60 წუთი

ზიარების შეკრება

29.3

პალოს შეკრებები

29.3.1

მეურვეობის კონფერენცია

29.3.2

პალოს სამღვდელოების გენერალური შეხვედრა

29.3.3

პალოს სამღვდელოების ხელმძღვანელთა შეკრება

29.3.4

პალოს სამღვდელოების შეკრებები

29.3.5

პალოს მღვდელმთავართა ქვორუმის შეკრება

29.3.6

პალოს პრეზიდენტობის შეკრება

29.3.7

უმაღლესი საბჭოს შეკრებები

29.3.8

პალოს საბჭოს შეხვედრა

29.3.9

პალოს ზრდასრულთა ხელმძღვანელების კომიტეტის შეკრება

29.3.10

პალოს ახალგაზრდების ხელმძღვანელობის კომიტეტის შეკრება

29.3.11

პალოს ეპისკოპოსთა საბჭოს შეხვედრა

29.5

დაკრძალვა და სხვა ტიპის მომსახურება გარდაცვლილთათვის

29.5.1

ზოგადი პრინციპები

გარდაცვლილთათვის საეკლესიო მსახურების მნიშვნელოვანი მიზანია ხსნის გეგმის, განსაკუთრებით მხსნელის გამოსყიდვისა და აღდგომის, დამოწმება. ასეთი შეკრებები უნდა იყოს ღირსეული, სულიერი გამოცდილების მომტანი.

ეკლესიის ხელმძღვანელები, გარდაცვლილთა საეკლესიო მსახურებაში არ უნდა იყენებდნენ სხვა რელიგიის ან ჯგუფების რიტუალებს.

29.5.2

ოჯახისთვის დახმარების შეთავაზება

ეკლესიის ხელმძღვანელები და წევრები, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები, „მზად არიან, „იგლოვო[ნ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს … და ანუგეშო[ნ] ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში“ (მოსია 18:9). წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ეპისკოპოსი ეწვევა ოჯახს, რათა ანუგეშოს იგი.

ეპისკოპოსი სთავაზობს დახმარებას მეურვეობის წევრებისგან, მათ შორის უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოებისგან.

29.5.4

დაკრძალვის მსახურება (სადაც ეს მიღებულია)

დაკრძალვას უძღვება ეპისკოპოსი, ეკლესიის შენობაში ან სხვა ადგილას და ეს ყოველთვის საეკლესიო შეხვედრა და რელიგიური სახის მსახურებაა. ეს უნდა იყოს სულიერი შემთხვევა.

დაკრძალვა დროულად უნდა დაიწყოს. როგორც წესი, ის გრძელდება მაქსიმუმ 1.5 სთ. დამსწრეთა მიმართ პატივისცემის გამოსახატად.

დაკრძალვა, როგორც წესი, არ ტარდება კვირაობით.

29.6

ლოცვები საეკლესიო შეკრებებზე

ლოცვები საეკლესიო შეკრებებზე უნდა იყოს მოკლე, უბრალო და სულიწმიდის მიერ ნაკარნახევი. ეკლესიის ნებისმიერ მონათლულ წევრს შეუძლია აღავლინოს გახსნითი ან დასკვნითი ლოცვა. ბავშვებს, რომლებიც არ არიან მონათლულები, შეუძლიათ ილოცონ დაწყებით საზოგადოებაში.

29.7

შეკრებების სტრიმინგი და ვირტუალური შეკრებების გამართვა

ეპისკოპოსს, გამონაკლისის სახით, შეუძლია დაუშვას ზიარების შეკრებების, დაკრძალვებისა და ქორწილების პირდაპირი ტრანსლაცია სამლოცველოდან.

ზიარების შეკრების პირდაპირი ტრანსლაცია არ უნდა მოიცავდეს ზიარების ჩვენებას.

ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია მისცეს უფლება წევრებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ ესწრებიან ზოგიერთ შეკრებას, ვირტულაურად მიიღონ მონაწილეობა. ეს შეიძლება იყოს:

  • ხელმძღვანელობის შეკრებები, როგორიცაა პრეზიდენტობის ან საბჭოს თათბირი.

  • ქვორუმი, მოწყალების საზოგადოება და ახალგაზრდა ქალების შეკრებები.

  • საკვირაო სკოლის კლასები.

  • დაწყებითი საზოგადოების კლასები და სიმღერის დრო.