სახელმძღვანელოები და მოწოდებები
23. სახარების გაზიარება, ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერება


“23. სახარების გაზიარება, ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“23. სახარების გაზიარება, ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან.

ადამიანები ტელეფონს უყურებენ

23.

სახარების გაზიარება, ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერება

23.0

შესავალი

ხსნისა და ამაღლების საქმის ნაწილია მოიწვიო ყველა, მიიღონ სახარება (იხ. 1.2 ამ სახელმძღვანელოში; მათე 28:19–20). ეს მოიცავს:

  • მისიონერულ საქმეში მონაწილეობის მიღებას და მისიონერის როლში მსახურებას.

  • ახალი და დაბრუნებული ეკლესიის წევრების აღთქმის გზაზე წინსვლაში დახმარება.

23.1

გააზიარეთ სახარება

14:36

23.1.1

შეიყვარეთ

ღვთისადმი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა გიყვარდეს მისი შვილები და ემსახურო მათ (იხ. მათე 22:36-39; 25:40). ჩვენ ვცდილობთ, ქრისტეს მსგავსად გვიყვარდეს სხვები და ვემსახუროთ მათ. ეს სიყვარული შთაგვაგონებს, მივწვდეთ ყველა რელიგიის, რასისა და კულტურის ადამიანებს (იხ. საქმენი 10:34; 2 ნეფი 26:33).

23.1.2

გაუზიარეთ

რადგან ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მისი ყოველი შვილი ბუნებრივია, გვსურს, ყველას გავუზიაროთ მის მიერ ბოძებული კურთხევები (იხ. იოანე 13:34-35) და დავეხმაროთ ისრაელის შეკრებაში. ჩვენ ვეძიებთ, დავეხმაროთ ადამიანებს იგრძნონ სიხარული, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ (იხ. ალმა 36:24). ჩვენ ღიად ვსაუბრობთ მხსნელზე და მის გავლენაზე ჩვენს ცხოვრებაზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 60:2). ჩვენ ჩვეულებრივად, ბუნებრივად ვაზიარებთ ყოველივე ამას პირად, ონლაინ თუ სხვა ტიპის ურთიერთობებში.

23.1.3

მოიწვიეთ

ჩვენ ვლოცულობთ შთაგონებისთვის და მითითებებისთვის იმაზედ, თუ როგორ მოვიწვიოთ სხვები:

  • მოვიდნენ და იხილონ დალოცვები, რომლებიც ხელმისაწვდომია იესო ქრისტეს, მისი სახერებისა და მისი ეკლესიის მეშვეობით (იხ. იოანე 1:37-39, 45-46).

  • მოვიდნენ და დაგვეხმარონ ვემსახუროთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს.

  • მოვიდნენ და დარჩნენ იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიაში.

1:17
1:3
1:40

ხშირად მოწვევა ნიშნავს, უბრალოდ ჩართო ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები იმ საქმეში, რომელსაც უკვე აკეთებ.

23.2

გააძლიერეთ ახალი წევრები

ყოველ ახალ წევრს სჭირდება მეგობარი, მსახურების საშუალება და სულიერი საკვები. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, ვუზიარებთ ახალ წევრებს ჩვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას (იხ. მოსია 18:8-10). ჩვენ ვეხმარებით მათ იგრძნონ, რომ ისინი ეკუთვნიან ეკლესიას. ჩვენ ვეხმარებით მათ წინსვლაში აღთქმის გზაზე, რათა უფრო ღრმად „მოქცეულ იქნ[ენ] უფლის რწმენაში“ (ალმა 23;6).

23.3

გააძლიერეთ დაბრუნებული წევრები

ზოგიერთი წევრი წყვეტს მონაწილეობის მიღებას ეკლესიაში. „ასეთებისთვის“ - ამბობს უფალი, „უნდა გააგრძელოთ მსახურება, რამეთუ არ იცით, შეიძლება დაბრუნდნენ და მოინანიონ და ჩემთან მოვიდნენ გულის მთელი მოწადინებით და განვკურნავ მათ და თქვენ იქნებით ის წყარო, რომლითაც მათთან ხსნა მივა“ (3 ნეფი 18:32).

წევრები, რომლებიც სრულად არ იღებენ მონაწილეობას, დიდი ალბათობით დაბრუნდებიან, თუ მათ ძლიერი ურთიერთობები აქვთ ეკლესიის წევრებთან. ისევე როგორც ახალ წევრებს, მათ სჭირდებათ მეგობარი, მსახურების შესაძლებლობა და სულიერი საკვები.

23.4

პალოს ხელმძღვანელები

23.4.1

პალოს პრეზიდენტობა

პალოს პრეზიდენტი ფლობს პალოში სახარების გაზიარების, ასევე ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერების გასაღებებს. იგი მრჩევლებთან ერთად აძლევს ზოგად მითითებებს ამ ძალისხმევაში.

როგორც წესი, თვეში ერთხელ, პალოს პრეზიდენტი აწყობს შეხვედრას მისიის პრეზიდეტთან, რათა მოახდინოს პალოსა და ეურვეობის ხელმძღვანელებისა და სრული დროის მისიონერების მცდელობების კოორდინაცია.

23.4.3

უმაღლესი საბჭოს წევრები

პალოს პრეზიდენტობამ შეიძლება დაავალოს უმაღლესი საბჭოს წევრებს, მისცენ მითითებები და მხარი დაუჭირონ უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობებსა და მეურვეობის მისიის ხელმძღვანელებს. ამ მცდელობების სახელმძღვანელოდ შესაძლოა დაინიშნოს უმაღლესი საბჭოს ერთი ან მეტი წევრი. თუმცა, უაღლეის საბჭოს ყველა წევრს აკისრია ეს ვალდებულება იმ მეურვეობისა და ქვორუმის ფარგლებში, რომლებშიც ისინი არიან დანიშნულები.

23.4.4

პალოს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა

პალოს პრეზიდენტის ხელმძღვანნელობით პალოს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა აძლევს მითითებებს და მხარს უჭერს მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებს სახარების გაზიარების, ასევე ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერების პასუხისმგებლობაში.

23.5

მეურვეობის ხელმძღვანელები

23.5.1

ეპისკოპოსობა

ეპისკოპოსობა, უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებთან, ახდენს მათ მიერ მეურვეობაში სახარების გაზიარების, ასევე ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერების მცდელობების კოორდინირებას. ეს ხელმძღვანელები რეგულარულად თათბირობენ.

ეპისკოპოსობა უზრუნველყოფს ამ ძალისხმევის განხილვას და კოორდინაციას მეურვეობის საბჭოსა და მეურვეობის ახალგაზრდული საბჭოს შეხვედრებზე.

ეპისკოპოსი ატარებს გასაუბრებას ახალ წევრებთან, რომლებიც სათანადო ასაკის არიან იმისთვის, რომ მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია ჩანაცვლებითი ნათლობებისა და წევრად დამტკიცებისთვის (იხ. 26.4.2). იგი აგრეთვე უტარებს გასაუბრებას ძმებს, რომლების ასაკი შეეფერება აარონის მღვდლობის მიღებას. იგი, როგორც წესი, ატარებს ამ გასაუბრებებს პიროვნების წევრად დამტკიცებიდან ერთი კვირის შემდეგ.

23.5.2

უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები

უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ხელმძღვანელობენ მეურვეობაში სახარების გაზიარების, ასევე ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერების ყოველდღიურ მცდელობებს (იხ. 8.2.3 და 9.2.3).

ამ ხელმძღვანელებს აკისრიათ შემდეგი პასუხისმგებლობა:

  • დაეხმარონ წევრებს, შეიყვარონ ღვთის შვილები, გააზიარონ სახარება და მოიწვიონ სხვები მხსნელის კურთხევების მისაღებად.

  • დანიშნონ მზრუნველი დები და ძმები ახალ და დაბრუნებულ წევრებთან (იხ. 21.2.1).

  • უხელმძღვანელონ მეურვეობის მისიის ლიდერის საქმეს.

როგორც უხუცესთა ქვორუმის, ასევე მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდენტობის წევრს, რომელიც ეხმარება მათ ამ საქმიანობაში. ამ ორი პრეზიდენტობის წევრი ერთად მუშაობს. ისინი ესწრებიან ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებს (იხ. 23.5.7).

23.5.3

მეურვეობის მისიის ხელმძღვანელები

ეპისკოპოსობა თათბირობს პალოს პრეზიდენტთან რათა დაადგინოს, ვინ მოიხმოს მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ეს უნდა იყოს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი. თუ ამ ხელმძღვანელს არ მოიხმობენ, ამ როლს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა ასრულებს.

მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი მხარს უჭერს უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებს მათი მისიონერული ვალდებულებების შესრულებაში. მას ასევე აკისრია შემდეგი ვალდებულებები:

  • მეურვეობის წევრებისა და ხელმძღვანელების, მისიონერებისა და სრული დროის მისიონერების საქმის კოორდინირება.

  • ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრების ხელმძღვანელობა (იხ. 23.5.7).

23.5.4

მეურვეობის მისიონერები

მეურვეობის მისიონერები ეხმარებიან მეურვეობის წევრებს, განიცადონ სახარერბის გაზიარების სიხარული, როგორც ეს აღწერილია 23.1. ისინი მსახურობენ უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის მეურვეობის მისიის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ამ როლს ასრულებს.

23.5.5

მეურვეობის საბჭო და მეურვეობის ახალგაზრდების საბჭო

სახარების გაზიარება, ასევე ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერება არის ის თემები, რომლებიც რეგულარულად უნდა განიხილოთ მეურვეობის საბჭოს შეკრებებზე. ეპისკოპოსს შეუძლია, მოიწვიოს მეურვეობის საბჭოს შეკრებაზე მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი.

ასეთ დისკუსიებში დაგეხმარებათ შემდეგი ფორმები:

მეურვეობაში ახალგაზრდების საჭიროებების განხილვისას მეურვეობის ახალგაზრდების საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალ და დაბრუნებულ წევრებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც მისიონერები ასწავლიან.

23.5.7

საკოორდინაციო შეკრებები

ყოველ კვირას ტარდება მოკლე საინფორმაციო შეკრებები სახარების გაზიარების, ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერების საკოორდინაციო მცდელობების კოორდინაციის მიზნით. ამ შეხვედრებს ატარებს მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი (თუ არსებობს ასეთი). სხვა შემთხვევაში უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი ასრულებს წამყვანის როლს.

მოწვეულთა შორის არიან:

  • უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობები და მოწყალების საზოგადოების დანიშნული წევრები.

  • მეურვეობის მისიონერები

  • სამღვდელოების ქვორუმის ასისტენტი (ან მასწავლებლების ან დაიკვნების ქვორუმის პრეზიდენტი, თუ მეურვეობაში არ არიან მღვდლები).

  • ყველაზე ძველი ახალგაზრდა ქალების კლასის პრეზიდენტობის წევრი.

  • სრული დროის მისიონერები.

3:48