“11. ახალგაზრდა ქალები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“11. ახალგაზრდა ქალები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
11.
ახალგაზრდა ქალები
11.1
მიზანი და ორგანიზაცია
11.1.1
მიზანი
ახალგაზრდა ქალების ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდა ქალებს, დადონ და დაიცვან წმინდა აღთქმები და გააძლიერონ მოქცევა იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე.
11.1.2
ახალგაზრდა ქალების თემა
„მე ვარ ზეციური მშობლების საყვარელი ასული, ღვთიური ბუნებითა და მარადიული დანიშნულებით.
„მე, როგორც ქრისტეს მოწაფე, ვცდილობ დავემსგავსო მას. მე ვეძიებ პირად გამოცხადებას და ვმოქმედებ მის საფუძველზე, ასევე ვემსახურები სხვებს, უფლის წმინდა სახელით.
„მე ვიქნები ღვთის მოწმე ყველა დროში, ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან.
„ვცდილობ რა ვიყო ამაღლების ღირსი, ვაფასებ მონანიების ნიჭს და ვეძიებ ყოველდღიურ გაუმჯობესებას. რწმენით გავაძლიერებ ჩემს სახლსა და ოჯახს, დავიცავ წმინდა აღთქმებს და მივიღებ წმინდა ტაძრის წეს-ჩვეულებებსა და კურთხევებს“.
11.1.3
კლასები
ახალგაზრდა ქალები ხდებიან „ახალგაზრდა ქალების“ წევრები იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 12 წელი უსრულდებათ.
ეპისკოპოსობა და ზრდასრული ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელები ლოცვით იღებენ გადაწყვეტილებას, ასაკის მიხედვით კლასების ორგანიზების შესახებ. ყოველ კლასში, განურჩევლად ზომისა, უნდა იყოს პრეზიდენტი და სადაც შესაძლებელია, ერთი ან ორი მრჩეველი და მდივანი.
11.2
ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მიღება
11.2.1
იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება
11.2.1.2
სახარების შესწავლა
კლასები იკრიბება ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირას. მათი ხანგრძლივობაა 50 წთ. შეხვედრას უძღვება პრეზიდენტობის წევრი. ის ხელმძღვანელობს კლასებში მიზნის ერთად გამეორებას და თათბირს დავალებებისა და სხვა საკითხების შესახებ.
შემდეგ კლასის წევრი ან ზრდასრული ხელმძღვანელი უძღვება სახარების მითითებებეს.
11.2.1.3
მსახურება და ღონისძიებები
მსახურება და ღონისძიებები უნდა აძლიერებდეს დამოწმებებს, ოჯახებს, კლასის ერთობას და უზრუნველყოფდეს სხვების დალოცვის საშუალებებს.
ზოგიერთი მსახურება და ღონისძიება უნდა მოიცავდეს როგორც ახალგაზრდა მამაკაცებს, ისე ქალებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება უფროსი ასაკის ახალგაზრდებს.
ყოველწლიური ღონისძიებები. ახალგაზრდა ქალებს, გარდა ახალგაზრდების რეგულარული ღონისძიებებისა, შეუძლიათ ყოველწლიურად მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ღონისძიებებში:
-
ახალგაზრდა ქალების ბანაკი (იხ. ახალგაზრდა ქალების ბანაკის გზამკვლევი).
-
მეურვეობის ან პალოს ახალგაზრდების კონფერენცია ან კონფერენცია ახალგაზრდების გასაძლიერებლად (ა.გ.).
11.2.1.4
პირადი განვითარება
თავიანთ მცდელობებში უფრო მეტად დაემსგავსონ მხსნელს, ახალგაზრდებს იწვევენ, დასახონ მიზნები სულიერი, სოციალური, ფიზიკური და ინტელექტუალური ზრდისთვის (იხ. ლუკა 2:52).
მეტი ინფორმაცია იხილეთ ChildrenandYouth.ChurchofJesusChrist.org.
11.2.2
გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა
ახალგაზრდა ქალებს უნდა ჰქონდეთ მსახურების რეგულარული შესაძლებლობები ოჯახში და ოჯახთან ერთად, ახალგაზრდების ღონისძიებების დროს და დამოუკიდებლად.
11.2.2.1
მზრუნველობა
ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ მიიღონ მზრუნველობის დავალებები იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 14 წელი უსრულდებათ. მეტი ინფორმაცია იხილეთ თავი 21.
11.2.3
მოიპატიჟეთ ყველა, მიიღონ სახარება
ახალგაზრდა ქალები იწვევენ ყველას, მიიღონ სახარება, რადგან ისინი „ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა იყ[ვნენ], ღმერთის მოწმენი“ არიან“ (მოსია 18:9).
მშობლებს და ხელმძღვანელებს შეუძლიათ დაეხმარონ ახალგაზრდა ქალებს, მოემზადონ ცხოვრების მანძილზე სახარების გაზიარებისთვის.
11.2.4
სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება
ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ, მრავალი გზით დაეხმარონ ოჯახების სამარადისოდ გაერთიანებაში.
-
მშობლების პატივისცემით და ქრისტესმიერი ცხოვრებით თავიანთ ოჯახებში გახდნენ სხვებისთვის მაგალითი.
-
მოემზადონ სატაძრო წეს-ჩვეულებებისთვის, მათ შორის მარადიული ქორწინებისთვის.
-
დაადგინონ წინაპრები, რომლებსაც ესაჭიროებათ სატაძრო წეს-ჩვეულებები (იხ. FamilySearch.org).
-
მიიღონ მონაწილეობა გარდაცვლილთათვის ნათლობაში და წევრად დამტკიცებაში - ყოველთვის, როცა ამის საშუალება ექნებათ.
11.3
მეურვეობის ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელობა
11.3.1
ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსის უპირველესი პასუხისმგებლობა მეურვეობიში არის ახალგაზრდა ქალებზე და მამაკაცებზე ზრუნვა. ის მრჩევლებთან ერთად ეცნობა მათ სახელებს და ოჯახურ პირობებს. ისინი ყოველ ახალგაზრდასთან წელიწადში მინიმუმ ორჯერ ატარებენ შეხვედრას (იხ. 31.3.1).
ეპისკოპოსი პასუხისმგებელია მეურვეობის ახალგაზრდა ქალების ორგანიზებაზე. ის რეგულარურად ხვდება ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტს.
ეპისკოპოსი და მისი მრჩევლები რეგულარულად მონაწილეობენ ახალგაზრდა ქალების შეხვედრებში, მსახურებაში და ღონისძიებებში.
11.3.2
ზრდასრული ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელობა
ეპისკოპოსი მოიხმობს და ხელდასხმით ნიშნავს ზრდასრულ ქალბატონს, იმსახუროს მეურვეობის ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტად. თუ ერთეული საკმაოდ დიდია, იგი რეკომენდაციას უწევს ერთ-ორ ქალბატონს მრჩევლის პოზიციაზე მსახურებისთვის (იხ. თავი 30).
პატარა ერთეულში ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტი შეიძლება იყოს ერთადერთი ზრდასრული ხელმძღვანელი ახალგაზრდა ქალების ორგანიზაციაში. ამ შემთხვევაში იგი მუშაობს მშობლებთან, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა ქალებისთვის მითითებები და ღონისძიებები.
თუ მრევლში არ არის ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტი, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტს შეუძლია, ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტის მოხმობამდე, აძლევდეს მითითებებს ახალგაზრდა ქალებს.
ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტს აკისრია შემდეგი პასუხისმგებლობა: მას ეხმარებიან მრჩევლები.
-
მეურვეობის საბჭოში მსახურება.
-
მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოში მსახურება (იხ. 29.2.6).
-
კონკრეტულ ახალგაზრდა ქალებისთვის მზრუნველობის გაწევა.
-
ახალგაზრდა ქალების სხვა ხელმძღვანელებისთვის და კლასების პრეზიდენტებისთვის მათი ვალდებულებების სწავლება.
-
ახალგაზრდა ქალებისთვის კონსულტაციის გაწევა საკითხებში, რომლებიც არ მოითხოვს ეპისკოპოსის ჩარევას და არ ეხება ძალადობას (იხ. 32.3, 31.3.1, და 38.6.2).
11.3.4
კლასის პრეზიდენტობა და მდივანი
11.3.4.1
მოხმობა, მხარდაჭერა და ხელდასხმით დანიშვნა
ახალგაზრდა ქალების ყოველ კლასს უნდა ჰყავდეს კლასის პრეზიდენტობა.
ეპისკოპოსობის წევრი მოიხმობს ახალგაზრდა ქალს, იმსახუროს კლასის პრეზიდენტად. როცა საკმარისი ახალგაზრდა ქალია მსახურებისთვის, ის ლოცვით განიხილავს კლასის წევრებს მრჩევლებისა და მდივნის პოზიციაზე.
ამ მოწოდებების გამოცხადების შემდეგ ეპისკოპოსობის წევრი წარადგენს ახალგაზრდა ქალებს თავიანთ კლასში მხარდასაჭერად. ეპისკოპოსი ან მრჩეველი ხელდასხმით დანიშნავს ახალგაზრდა ქალებს.
11.3.4.2
ვალდებულებები
კლასის პრეზიდენტები მსახურობენ მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოში (იხ. 11.3.4.4). კლასის პრეზიდენტობას ასევე გააჩნია შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
უხელმძღვანელოს კლასის ძალისხმევას ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მისაღებად (იხ. თავი 1).
-
გაიცნოს ყოველი ახალგაზრდა ქალი და ემსახუროს მას, მათ შორის მათ, ვინც არ ესწრება კლასის შეხვედრებს.
-
ქვორუმის შეკრებების და ღონისძიებების დაგეგმვა (იხ. 11.2.1.2).
-
კლასების და ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება (იხ. 11.2.1.3).
11.3.4.3
კლასის პრეზიდენტობის შეკრება
ახალგაზრდა ქალების კლასის პრეზიდენტობები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრებს უძღვება კლასის პრეზიდენტი. ზრდასრული ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელები, რომლებიც დანიშნულები არიან კლასის პრეზიდენტობის მხარდასაჭერად, ასევე ესწრებიან შეხვედრებს.
11.3.4.4
მეურვეობის ახალგაზრდების საბჭო
მეტი ინფორმაცია მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოს შესახებ იხილეთ 29.2.6 .
11.6
დამატებითი მითითებები და წესები
11.6.1
ახალგაზრდების უსაფრთხოება
როდესაც ზრდასრულები ურთიერთობენ ახალგაზრდებთან ეკლესიის ტერიტორიაზე, ადგილზე უნდა იმყოფებოდეს სულ მცირე ორი პასუხისმგებელი ზრდასრული. ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს კლასების გაერთიანება.
ყველა ზრდასრულმა, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს, მხარდაჭერის შემდეგ ერთი თვის პერიოდში უნდა გაიაროს ბაშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ტრენინგი (ProtectingChildren.ChurchofJesusChrist.org).