2025
ნავუს შენება
სექტემბერი, 2025 წ.


„ნავუს შენება”, მეგობარი, სექტემბერი 2025, 26-28.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , სექტემბერი, 2025 წ.

ნავუს შენება

ადრეული წმინდანები მდინარე მისისიპის ნაპირზე, კარვებში ცხოვრობდნენ.

უფალმა უთხრა წმინდანებს, რომ ახალ ადგილას შეკრებლიყვნენ. ეს იყო დიდი მდინარის პირას, სადაც მიწა სველი და ტალახიანი იყო. ქალაქის ასაშენებლად დიდად მიმზიდველი ადგილი არ ჩანდა. მაგრამ წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა იცოდა, რომ უფლის დახმარებით მათ შეეძლოთ იმ ადგილის დამშვენება.

მამაკაცი მხრებზე აკიდებული შეშით, სამშენებლო მასალებით დატვირთული ცხენი ფურგონით და ხის სახლები
ჯოზეფ სმითი და სხვა მამაკაცები  აგურებს აწყობენ სახლის კედლების აშენებისას

წმინდანები ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ ეს ადგილი საცხოვრებლად კარგი გამხდარიყო. ჯოზეფმა ქალაქს ნავუ დაარქვა, რაც ნიშნავს „მშვენიერი ადგილი“.

ჯოზეფ სმითი მიუთითებს ადგილს გორაკზე, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს

უფალს სურდა, რომ მის წმინდანებს ნავუში ტაძარი აეშენებინათ. ადამიანებმა სწრაფად დაიწყეს მშენებლობა.

ჯოზეფ სმითი სხვა წმინდანებს ასწავლის სახლში

უფალს დიდი კურთხევები ჰქონდა შემონახული თავისი ხალხისთვის. ტაძარში ისინი აღთქმებს ანუ უფალთან განსაკუთრებულ პირობას დებდნენ. ისინი აგრეთვე მამაზეციერის ყველა შვილისთვის ბედნიერების გეგმის შესახებ სწავლობდნენ.

ნავუს დასრულებული ტაძარი

წმინდანები ტაძრის აშენებისთვის ბევრს მუშაობდნენ. ამას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ისინი სიხარულით იტყობდნენ ამ განსაკუთრებული დაპირებების შესახებ, რომლებიც უფალს მათთვის ჰქონდა თავის ტაძარში.

გასაფერადებელი გვერდი

ტაძარი უფლის სახლია.

გასაფერადებელი გვერდი, ღონისძიება ტაძრის თემაზე PDF ფორმატში

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

რას გრძნობთ, როცა ტაძარს ხედავთ?