„მღვდლობის უფლებამოსილებითა და ძალით დალოცვილნი“, ლიახონა, სექტემბერი, 2025 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა სექტემბერი, 2025 წ.
მღვდლობის უფლებამოსილებითა და ძალით დალოცვილნი
გვასწავლის, რომ ეკლესიის წევრებს იწვევენ, გამოიყენონ ღვთის ძალა მსახურებისა და სხვების დალოცვისთვის ეკლესიაში, სახლში და ყველგან მსოფლიოში.
ჩვენი მოწმობა მთელი სამყაროსთვის შემდეგია: ღვთის წმინდა მღვდლობა აუცილებელია ხსნისა და ამაღლების უფლის საქმეში, რომ მან ამ მიზნით აღადგინა დედამიწაზე მღვდლობა და რომ ის იმართება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიერ.
მღვდლობის უფლებამოსილებისა და ძალის აუცილებლობა
იესო ქრისტე ეკლესიის სათავეში დგას. ეკლესია არის იარაღი, რომელიც უფალმა შექმნა კაცობრიობის ხსნის აუცილებელი საქმის შესასრულებლად სახარების ამ ბოლო წყობაში, ზუსტად ისე, როგორც ეს იყო იმ წყობისას, როცა იგი თავად ცხოვრობდა დედამიწაზე. ეკლესიის მეშვეობით:
-
მას შეუძლია გამოაცხადოს სახარება მთელ მსოფლიოში.
-
მას შეუძლია შემოგვთავაზოს ნათლობა და ყოველი სხვა აღთქმა—მის ცელესტიალურ სასუფევლისკენ მიმავალი აღთქმის გზაც კი.
-
მას შეუძლია სამარადისოდ გააერთაინოს ოჯახები.
-
ის გვთავაზობს ხსნის ძღვენს, მათაც კი, ვინც მის გარეშე გარდაიცვალა.
-
მას შეუძლია მზრუნველობა გაუწიოს ღვთის შვილების საჭიროებებს აწმყოში.
ამ დიადი მიზნების შესასრულებლად და მხსნელის დაბრუნებისთვის მოსამზადებლად ეკლესიას ესაჭიროება ღვთის მითითებები, უფლებამოსილება და ძალა. ეკლესია არის „ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესია“ (მოძღვრება და აღთქმები 1:30) რადგან ქრისტე, თავისი ხელმღვანელობითა და ძალით, მისი მღვდლობის მეშვეობით, ანიჭებს მას „ღვთის ძის წესის შესაბამი[ს] წმინდა მღვდლობა[ს] (მოძღვრება და აღთქები 107:3).
მაგრამ ამ წმინდა მღვდლობის გარეშე, ეკლესია არსებითად იქნებოდა საერო ორგანიზაცია, რომელიც სიკეთეს გააკეთებდა მსოფლიოში, მაგრამ უძლური იქნებოდა საბოლოო მიზნის მიღწევაში - მოამზადოს ღვთის ძენი და ასულნი მარადიული სიცოცხლის სიხარულისთვის ღვთის გარემოცვაში. ამ მღვდლობით და მღვდლობის საქმის წარმართვის გასაღებებით, ეკლესიაში უფლებამოსილებაც და წესრიგიც არსებობს.
„მღვდლობის უფლებამოსილება ეკლესიაში სრულად ხორციელდება მღვდლობის გასაღებების მფლობელთა მიერ.
„ეკლესიის ღირსი მამაკაცი წევრები იღებენ მღვდლობის უფლებამოსილებას მღვდლობის მინიჭებისა და მღვდლობის წოდებებზე ხელდასხმის გზით“. ეკლესიის ყველა წევრს შეუძლია გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, თუკი ის ხელდასხმით არის დანიშნული ან დავალებული აქვს ღვთის საქმის შესრულებაში დახმარების გაწევა“.
მღვდლობის გასაღებების მეშვეობით უფლის პრიორიტეტები ყოველთვის გაიმარჯვებს. ვერავინ შეძლებს ისეთი პირადი დღის წესრიგის შენარჩუნებას, რომელიც არ შეესაბამება უფლის მითითებებს. ვერავინ მიაღწევს წარმატებას მღვდლობაში, პირადი სარგებლისა და მიმდევრების მოპოვების ძიებაში.
მღვდლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესიის წევრთა სახლებში. პირველი პრეზიდენტობის პირველი მრჩეველი, პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი, წერდა: „პრინციპი, რომ მღვდლობის უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის ხელმძღვანელობით, ვინც ამ ფუნქციის გასაღებს ფლობს, ფუნდამენტურია ეკლესიაში, თუმცა ეს ასე არ არის ოჯახში“. მამები თავმჯდომარეობენ და იყენებენ მღვდლობის გასაღებებს თავიანთ ოჯახებში— აძლევენ რჩევას, ატარებენ ოჯახურ შეკრებებს, ანიჭებენ მღვდლობას ან განკურნების დალოცვას ოჯახის წევრებს ან სხვა პირებს და ა.შ.—მღვდლობის გასაღებების მფლობელთა მითითების ან უფლებამოსილების გარეშე.
„იგივე პრინციპი ვრცელდება, როცა მამა არ არის, დედა კი ოჯახს უდგას სათავეში. ის თავმჯდომარეობს საკუთარ სახლში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახში მღვდლობის ძალისა და დალოცვების შემოტანაში, ტაძარში მისი შემოსვისა და ჩაბეჭდვის მეშვეობით.“
მღვდლობის აღდგენა ჩვენს დროში
15 მაისი, 1829 წ.
მღვდლობის უფლებამოსილების აღდგენა ბოლო წყობაში მიმდინარეობდა მოწესრიგებულად და ეტაპობრივად. მორმონის წიგნი, როგორც ჩვენი წყობის ძირითადი წმინდა წერილი, , 1829 წ. ითარგმნა და უფალმა თავისი მღვდლობის სტრუქტურის განთავსება დაიწყო. პასუხად ჯოზეფ სმითისა და ოლივერ ქაუდერის ლოცვაში კითხვაზე ნათლობის შესახებ მათ აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადათ და აარონის მღვდლობა გადასცა, ის მღვდლობა, რომელიც მოიცავს „ანგელოზთა მსახურების, მონანიების სახარებისა და ცოდვების მისატევებლად წყალში სრული ჩაძირვით ნათლობის გასაღებებს (მოძღვრება და აღთქმები 13:1). ამ უფლებამოსილებით< ჯოზეფმა და ოლივერმა ჯერ ერთმანეთი, მოგვიანებით კი სხვები მონათლეს, როცა ეკლესია უკვე დაარსდა.
1829 წლის 15 მაისის შემდეგ
მალევე იოანე ნათლისმცემლის გამოჩენის შემდეგ, ძველი დროის წინასწარმეტყველები პეტრე, იაკობი და იოანე გამოეცხადნენ და გადასცეს უფრო მაღალი, მელქიცედეკის მღვდლობა, მათ შორის „ჩემი სასუფევლის გასაღებები და სახარების წყობა … ჟამთა სისავსისთვის“ (მოძღვრება და აღთქმები 27:13; იხ. აგრეთვე 128:20).
1836 წლის 03 აპრილი
შემდეგ დამატებითი მღვდლობის უფლებამოსილების საჭიროება გამოჩნდა, როცა კირტლანდის ტაძარში ძველი დროის სამი წინასწარმეტყველი - მოსე, ელიასი და ელია გამოეცხადნენ ჯოზეფსა და ოლივერს და გადასცეს მათ ისრაელის შეკრებისა და უფლის ტაძრებთან დაკავშირებული სამუშაოს გასაღებები (იხ. მოძღვრება და აღთქმები 110:11-16).
1829 წლის ზაფხული - 1835 წლის აპრილი
ამჟამად „მოძღვრება და აღთქმებში“ კანონიზირებული გამოცხადებები, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს მითითებებს აძლევდა მამაკაცების უფრო მაღალ (მელქისედეკის) და მოსამზადებელ (აარონის) მღვდლობაზე ხელდასხმით კურთხევის შესახებ; მღვდლობის წოდებებზე, მაგალითად, ეპისკოპოსების, დანიშვნის შესახებ; და მღვდლობის ქვორუმებისა და საბჭოების ორგანიზების შესახებ.
1835-1973
წინასწარმეტყველური მითითებები კვლავაც წინ უძღვის ეკლესიაში მღვდლობის ორგანიზაციასა და ფუნქციონირებას. მაგალითად, სამოცდაათთა ქვორუმები დაარსდა კირტლანდის ეპოქაში თორმეტ მოციქულთა ქვორუმის დასახმარებლად. დასავლეთში დიდი გადასახლებისა და ეკლესიის წევრების ფართო გეოგრაფიულ არეალებში გაფანტვის შემდეგ, ეს ქვორუმები ეკლესიის პალოებში ფუნქციონირებისთვის დაინიშნა.
1973 წლიდან დღემდე
პრეზიდენტების სპენსერ ვ. კიმბალის (1895–1985), ეზრა ტაფტ ბენსონის (1899–1994) და გორდონ ბ. ჰინკლის (1910–2008) ადმინისტრაციის დროს, სამოცდაათიანელებმა და მათმა ქვორუმებმა ფუნქციონირება დაიწყეს უშუალოდ თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ქვეშ, როგორც ეკლესიის ზოგად დონეზე, ასევე ეკლესიის ტერიტორიებზე. შემდეგ პალოს დონეზე ქვორუმების ფუნქციონირება შეწყდა. დღეს, მთავარ ხელმძღვანელთა თორმეტი ქვორუმი და რეგიონის სამოცდაათთა ეხმარებიან მოციქულებს „ეკლესიის აღშენებაში და მისი ყველა საქმის მოწესრიგებაში ყოველ ერში“ მოძღვრება და აღთქმები 107:34). ეკლესიის გაფართოებისას შესაძლოა დამატებითი ქვორუმების შექმნა.
უხუცესი კრისტოფერსონი ესალმება ძმებს სამპსონ და დანიელ ამაკოს გამბიაში, დასავლეთ აფრიკაში, 2022 წ. თებერვალში.
მღვდლობა: დალოცვის ძალა
ერთი სიტყვით, იესო ქრისტეს მიერ აღდგენილი მღვდლობის უფლებამოსილებისა და ძალაუფლების მიზანი კურთხევაა. ეს ეკლესიის წევრებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ღვთის ძალა ეკლესიაში სხვებისთვის მსახურებისა და დალოცვის მიზნით, სახლში და მთელ მსოფლიოში. წევრები უერთდებიან მხსნელს ხსნისა და ამაღლების საქმეში, იყენებენ რა ღვთიურ ნიჭებსა და ძალას, რომლებიც გაცილებით აღემატება მათ საკუთარ ძალებს, რათა დაეხმარონ ღვთის სასუფევლის ზრდასა და დედამიწის ავსებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 65:2, 5-6).
უფალმა ახსნა, რომ „ეს უმაღლესი [მელქიცედეკის] მღვდლობა განაგებს სახარებას და ფლობს სამეფოს საიდუმლოებათა გასაღებს, თვით ღმერთის ცოდნის გასაღებებსაც.
„ამიტომ, მის წეს-ჩვეულებებში გამოვლინდება ღვთისმოსაობის ძალა“.
„მისი წეს-ჩვეულებებისა და მღვდლობის უფლებამოსილების გარეშე ღვთისმოსაობის ძალა არ გამოვლინდება ხორცში მყოფი ადამიანისთვის“ (მოძღვრება და აღთქმები 84:19–21).
რა თქმა უნდა, წეს-ჩვეულებები არის მღვდლობის მიერ აღსრულებული ცერემონიები ანუ საიდუმლოებანი, რომლების მეშვეობითაც ჩვენ ღმერთთან ვდებთ აღთქმებს, დაწყებული ნათლობით და დამთავრებული უფლის სახლში მიღებული აღთქმებით. ამ აღთქმების დაცვით ჩვენ გარდავიქმნებით „ხორციელი“ ადამიანებიდან წმინდანებად, (იხ. მოსე 3:19) ქრისტეს გამოსყიდვის მადლის მეშვეობით და ვხდებით გამართლებულნი და განწმენდილნი—უცოდველნი და სპეტაკნი ღვთის წინაშე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:29-31; 3 ნეფი 27:16-20).
პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან ეს ციტატა არის მოკლე შეჯამება:
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, რომელიც დაარსდა 1830 წ. 6 აპრილს, არის ქრისტეს ახალი აღთქმის აღდგენილი ეკლესია. ეკლესიამ მყარად დაისადგურა თავისი ქვაკუთხედის, იესო ქრისტეს, სრულყოფილ ცხოვრებაში, მის გამომსყიდველ ძალასა და მის აღდგენაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იესო ქრისტემ კიდევ ერთხელ მოიხმო მოციქულები და უბოძა მათ მღვდლობის უფლებამოსილება. იგი გვიწვევს ყველას, მივიდეთ მასთან და მის ეკლესიასთან, რათა მივიღოთ სულიწმინდა, ხსნის წეს-ჩვეულებები და ხანგრძლივი სიხარული“.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, September 2025. Georgian. 19604 131