2025
ლიბერთის ციხე
აგვისტო, 2025


„ლიბერთის ციხე,“ მეგობარი აგვისტო, 2025, 26-28.

ჟურნალ მეგობრის ყოველთვიური გზავნილი, აგვისტო, 2025

ლიბერთის ციხე

ცეცხლმოკიდებული სახლები და შეიარაღებული გაბრაზებული მამაკაცები.

მისურის შტატში ბევრ ადამიანს არ მოსწონდა წმინდანები. გუბერნატორმა ჯარისკაცები გაგზავნა მათ გასაძევებლად.

ცხენზე ამხედრებული კაცი ჯოზეფ სმითს ხმალს უმიზნებს

ჯარისკაცებმა ჯოზეფ სმითი და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები დააკავეს. ერთ ღამეს, დარაჯები იცინოდნენ იმ ცუდ საქმეებზე, რაც წმინდანების წინააღმდეგ ჩაიდინეს.

ჯოზეფ სმითი მაჯებზე ბორკილებით დგას და მამაკაცებს ელაპარაკება

ჯოზეფი წამოდგა და დაიყვირა: „სიჩუმე!“ იგი ღვთის ძალით საუბრობდა. დარაჯებმა ბოდიში მოიხადეს და საუბარი შეწყვიტეს.

ჯოზეფ სმითი და ლიბერთის ციხეში მყოფი სხვა მამაკაცები, რომლებსაც სცივათ და სევდიანად გამოიყურებიან.

მოგვიანებით, ჯოზეფი და მისი მეგობრები ქალაქ ლიბერთის ციხეში ჩასვეს. ციხე ცივი, პატარა და ბნელი იყო. მათ მხოლოდ ჭუჭყიანი ჩალა ჰქონდათ დასაძინებლად. საჭმელი, რომელსაც აძლევდნენ, ავად ხდიდათ.

ჯოზეფ სმითი ტირის და ვიღაც კაცი ანუგეშებს მას

ჯოზეფი ღელავდა წმინდანების გამო. მაგრამ მას მათი დახმარება არ შეეძლო.

ჯოზეფ სმითი მუხლმოდრეკილი ლოცულობს ციხეში

ჯოზეფი ბევრს ლოცულობდა. იგი ეკითხებოდა ღმერთს, მას ხომ არ დაავიწყდა ის და ეკლესიის წევრები.

დაჩოქილი ჯოზეფ სმითი ციხეში პატარა ფანჯარაში შემოსული მზის სხივებისკენ იყურება.

ღმერთმა ჯოზეფის ლოცვას უპასუხა. მან თქვა: „შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს.“ ღმერთმა უთხრა ჯოზეფს, რომ მისი განსაცდელები სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა და რომ ისინი მის სასიკეთოდ შემოტრიალდებოდა. უფალი დაპირდა მას, რომ ჯოზეფთან ერთად იქნებოდა „უკუნითი უკუნისამდე“ (მოძღვრება და აღთქმები 121:7, 46).

გასაფერადებელი გვერდი

მე შემიძლია, ვიყო ნათელი სხვებისთვის.

გასაფერადებელი გვერდის აქტივობა შუქურით, კლდოვანი სანაპიროთი და ოკეანეში მცურავი იალქნიანი ნავით

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

როგორ ახერხებთ იყოთ სხვებისთვის კარგი მაგალითი?