2024
პირველი ორი მცნება
სექტემბერი, 2024 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

პირველი ორი მცნება

მას, ვინც მიიღებს - მივცემ უფრო მეტს

მრავალი წლის წინ, როცა სრული დროის მისიონერად ვმსახურობდი საფრანგეთში, მე და ჩემი მეწყვილე კეთილი და ერთგული ქრისტიანი ქალის სახლში მიგვიწვიეს. სასიამოვნო საუბრისას, მან წუხილი გამოთქვა, საზოგადოებაში რწმენის შერყევის გამო. მისი აზრით, ამ გარემოებას ხელს უწყობდა ზოგიერთი რელიგიური ტერმინოლოგია, როგორიცაა „მონანიება“ ან „მორჩილება“. „ადამიანებს აშინებს მსგავსი სიტყვები“, ამტკიცებდა იგი, და „ისინი განეშორებიან რელიგიას“.

მას შემდეგ, ხშირად ვუფიქრდებოდი იმ სიტყვებს, რომლებსაც სახარებისეულ საუბრებში ვიყენებთ. თუმცა, მართალიც არის, რომ ზოგადად, საზოგადოება უარყოფითად უყურებს სახარებისეულ ზოგიერთ ტერმინს, მაგრამ სინამდვილეში, ამ სიტყვებს შეიძლება ჰქონდეთ სიღრმისეული მნიშვნელობა და ძალა. წმინდა წერილების შესწავლა ცხადყოფს, რომ უფალი მიზანმიმართულად არჩევს სიტყვებს. მაშინ, როდესაც დროს ვუთმობთ მათი მნიშვნელობის გაგებას, უფრო სიღრმისეულად ვიწყებთ უფლის გზავნილისა და მიზნების გაგებას.

მორჩილება ნდობის და სიყვარულის შესახებაა

ერთ-ერთი ასეთი სიტყვა, რომელსაც ღრმა მნიშვნელობა და ძალა აქვს, არის სიტყვა „მორჩილება“. მორჩილების კანონი, ადამსა და ევას, მათი დაცემის შემდეგ მიეცათ. ეს კანონი იყო პირველი ნაბიჯი, მაცხოვრის გამომსყიდველ ძალაზე წვდომისთვის. მსოფლიოში გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, მორჩილება არ არის შეზღუდვა; საქმე უფრო მეტად ეხება ღმერთისა და მისი რჩევებისადმი ნდობის სწავლას: „კურთხეულ არიან ისინი, რომლებიც ისმენენ ჩემს სწავლებებს და ყურს უგდებენ ჩემს რჩევას, რადგან ჩაწვდებიან სიბრძნეს; ვინაიდან მას, ვინც მიიღებს – მივცემ უფრო მეტს“. როდესაც უფლის ნდობას ვსწავლობთ, ვიწყებთ მასთან პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და მისი კურთხევების გასაოცარი შედეგების მომსწრენი ვხდებით. უფლისადმი ნდობა, აღვივებს სიყვარულს და სიყვარული ამტკიცებს ნდობას. როდესაც უფლის ხმას ვემორჩილებით, ჩვენი სიყვარული უფრო ღრმავდება და ჩვენი ურთიერთობა მასთან მყარდება და უფრო სასიხარულო ხდება.

გულის ცვლილება

საინტერესოდ მეჩვენება, რომ ფარისევლებისათვის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის პირველი ორი დიდი მცნების სწავლებამდე, მაცხოვარმა, მეფის ძის ქორწილის შესახებ იგავი ასწავლა მათ და შეჯამებისას თქვა შემდეგი: „ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“. თანამედროვე გამოცხადებაში უფალი, ამ განცხადებას შემდგომ ახსნას ურთავს და ასწავლის „…რატომ არ არიან რჩეულნი? ვინაიდან, მათი გული იმდენად მიმართულია ამაქვეყნის საგნებისკენ და ისწრაფიან ადამიანთა ქება-დიდებისკენ…“. როდესაც ჩვენ ვემორჩილებით უფალს და ვსწავლობთ მისდამი ნდობასა და სიყვარულს, ჩვენი გული თანდათანობით იცვლება, და ჩვენი სურვილებიდან, ყურადღება გადადის მასთან აღთქმის ურთიერთობაზე. მორჩილების შესწავლის პროცესში, ჩვენ ასევე ვსწავლობთ, დაფასებასა ისეთი სიკეთეებისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ნაკლებ ეგოცენტრულად გახდომა

როდესაც ჩვენი ყურადღება იცვლება, ჩვენ თანდათან ვამცირებთ ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებას ეგოცენტრულობისკენ. მორჩილების კანონი არასდროს იყო მიმართული მარიონეტების შესაქმნელად, არამედ მიზნად ისახავდა მოწაფეების აღზრდას, რომელთა რწმენა, მათი არჩევანია და ისინი ირჩევენ უფლისა და სხვების სიყვარულს. ჩვენი მამაზეციერი სრულყოფილია, ვინაიდან, მისი გული შეცვლილია. ღმერთი არის ღმერთი, რადგან ის მუდმივად ირჩევს სიკეთეს; მისი გული აღარ განიცდის რაიმე ბოროტ სურვილებს, მუდმივად ირჩევს სიყვარულს და იმის კეთებას, რაც ჩვენთვის საუკეთესოა. უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდის სიტყვებით „მარადისობის პირველი დიდი მცნება არის გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით - ეს არის პირველი დიდი მცნება. მაგრამ მარადისობის პირველი დიდი ჭეშმარიტება არის ის, რომ ღმერთს ვუყვარვართ მთელი თავისი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით. ეს სიყვარული მარადისობის საძირკველია და ის უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საძირკველი“.

დაე, ვიპოვოთ ძალა, მივენდოთ და გვიყვარდეს უფალი, დავემორჩილოთ მის ხმას. მაშინ, ჩვენი გული შეიცვლება და ეზიარება ღრმა სიხარულს, რაც უფალთან პირადი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

შენიშვნები

  1. 2 ნეფი 28:30.

  2. მათე 22:36-40, ლუკა 10:25-37.

  3. მათე 22:14.

  4. მოძღვრება და აღთქმები 121:34-35.

  5. 2 ნეფი 26:24.

  6. „ხვალ, უფალი საოცრებებს მოახდენს თქვენ შორის“, უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი, გენერალური კონფერენცია, 2016 წლის აპრილი.