2024
სიმარტივე, რომელიც ქრისტეშია
აგვისტო, 2024


რეგიონის ხელმძღვანელობის შეტყობინება

სიმარტივე, რომელიც ქრისტეშია

თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ახალ წევრად მისი მოწოდების შემდეგ, ინტერვიუში, უხუცესმა პატრიკ კერონმა თქვა: „ახლა უფრო მეტ სიმარტივეს ვხედავ სახარებაში, ვიდრე ოდესმე. […]“. ცხადია, ის არ ვარაუდობდა, რომ მისი მოწოდება მარტივი იქნებოდა. პირიქით, მან ასევე ისაუბრა „მიღებულ შოკზე და ამ მოწოდების დიდ პასუხისმგებლობაზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულობის ამ წმინდა მოწოდებიდან სულ რამდენიმე დღეში, უხუცესმა კერონმა ყურადღება გაამახვილა სახარების სიმარტივეზე და არა თავისი მოწოდების სირთულეზე. ამ ფაქტმა დამაფიქრა გაკვეთილზე „ პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება“.

ჩვენ ვცხოვრობთ მომატებული სირთულეების სამყაროში. მხოლოდ ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა მრავალი ტექნოლოგიური და სოციოლოგიური ცვლილება, რომელიც ყოველდღიურად გავლენას ახდენს ჩვენს უმეტესობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ყოველთვის რთული იყო, ინფორმაციის ამჟამინდელი ნაკადი, რომელიც შემოდის ჩვენს სახლებში, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, სოციალური და პოლიტიკური გაურკვევლობა და გარემოს ცვლილებები, ზოგჯერ შეიძლება უძლეველი მოგვეჩვენოს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს „მთელი დედამიწა [იმყოფება] მღელვარებაში […]”. ამგვარად, რა არის ჩვენი პასუხი ამ მომატებულ სირთულეებზე?

„პასუხი უმარტივეს კითხვებზე და ყველაზე რთულ პრობლემებზე ყოველთვის ერთი და იგივეა. პასუხი არის იესო ქრისტე. ყოველი გამოსავალი მასშია“. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ყურადღება გავამახვილოთ „სიწრფელესა და სიწმიდე[ზე] ქრისტეში“. სამყაროში, რომელიც სულ უფრო რთული ხდება, იესო ქრისტეს შეუძლია დაგვეხმაროს გავიგოთ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი..

პრეზიდენტმა ნელსონმა შეგვახსენა: „მოწინააღმდეგე ჭკვიანია. ათასწლეულის მანძილზე ის კეთილს ბოროტის სახეს აძლევს, ბოროტს კი - კეთილის. მისი გზავნილები ხმამაღალი, გაბედული და თავმომწონეა […] თუმცა, ჩვენი მამაზეციერის შეტყობინებები საოცრად განსხვავებულია. ის უბრალოდ, ჩუმად და ისეთი განსაცვიფრებელი სიცხადით საუბრობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი არასწორად გაგება“.

ასე რომ, როდესაც ისმის სამყაროს ხმამაღალი არეული შეტყობინებები, რომლებიც დამაბნეველი, დამთრგუნავი და აშკარად რთულია, ქრისტეში არსებული უბრალოების მიღება, ნიშნავს ამ ხმამაღალი ხმების უარყოფას და, როგორც უხუცესი უხტდორფი გვირჩევს, „გადადგით ნაბიჯი უკან, შეხედეთ თქვენს ცხოვრებას უფრო მაღალი წერტილიდან, და გაამარტივეთ თქვენი მიდგომა მოწაფეობისადმი. ყურადღება გაამახვილეთ სახარების ძირითად მოძღვრებებზე, პრინციპებსა და გამოყენებაზე“.

აღნიშნული მოცემულობის რეალობა საკუთარ ცხოვრებაში გამოვცადე. როდესაც ჩემს ოჯახში, სამსახურში ან საეკლესიო მოწოდებებში გამოწვევების წინაშე ვდგებოდი, საკუთარ თავზე დაყრდნობა ხშირად არ იყო შედეგის მომცემი. მაგრამ საკუთარ თავს ვუსვამდი მარტივ კითხვას - „რას მოიმოქმედებდა იესო?“ ან სახარების მარტივი პრინციპების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება გამოვიყენო ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში, დამეხმარა ზეციური ძალების მოზიდვაში და ამ პრობლემებთან ბევრად უკეთ გამკლავებაში. პრობლემები სულაც არ გაქრება, მაგრამ მე ვიპოვე ძალა, იმედი და მოვახდინე ფოკუსირება ჩემი პრობლემების გამკლავებაზე ან მათთან ერთად ცხოვრებაზე. დაბნეულობა შეიცვალა აზრისა და მიზნის სიცხადით.

უხუცესი ბალარდი ხშირად გვახსენებდა: „შეინარჩუნეთ უბრალოება. სწორედ ამ უბრალოებაში იპოვით […] მშვიდობას, სიხარულს და ბედნიერებას […]“. ამას, მეც ვმოწმობ.

შენიშვნები

  1. „უხუცესი კერონის გზავნილი მედიასაშუალებებს: მიმართეთ მთელი სამყაროს მშვიდობის წყაროს - იესო ქრისტეს“, 2024 წლის 23 იანვარი, სოლთ-ლეიქ-სითის საინფორმაციო გამოცემა

  2. „უხუცესი კერონის გზავნილი მედიასაშუალებებს: მიმართეთ მთელი სამყაროს მშვიდობის წყაროს - იესო ქრისტეს“, 2024 წლის 23 იანვარი, სოლთ-ლეიქ-სითის საინფორმაციო გამოცემა

  3. ალმა 37:6

  4. შედარებისთვის რიტა მაკგრატი, ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვა, 2011 წლის 31 აგვისტო

  5. მოძღვრება და აღთქმები 45:26

  6. რაიან კ. ოლსონი, „პასუხი არის იესო“, გენერალური კონფერენცია 2022 წლის ოქტომბერი

  7. 2 კორინთელთა 11:3

  8. იხილეთ დიტერ ფ. უხტდორფი, „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“, გენერალური კონფერენცია, 2010 წლის ოქტომბერი

  9. რასელ მ. ნელსონი, „უსმინე მას! “, გენერალური კონფერენცია, 2020 წლის აპრილი

  10. დიტერ ფ. უხტდორფი, „მშვენივრად მუშაობს!”, გენერალური კონფერენცია, 2015 წლის ოქტომბერი

  11. იხილეთ ჯეფრი რ. ჰოლანდი, „მოწაფეობის ღირებულება და კურთხევა“, გენერალური კონფერენცია, 2014 წლის აპრილი

  12. მ. რასელ ბალარდი, „იესო ქრისტეს ჭეშმარიტი, წმინდა და მარტივი სახარება“, გენერალური კონფერენცია, 2019 წლის აპრილი