„გაჭირვებულთა დახმარება,“ ლიახონა, სექტემბერი, 2023 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა სექტემბერი, 2023 წ.
გაჭირვებულთა დახმარება
He Healed Many of Diverse Diseases [ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან], ჯ. კირკ რიჩარდსი, საავტორო უფლებები დაცულია
ჩვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, მივყვებით ღმერთის სწავლებას - დავეხმაროთ გაჭირვებულებს. ჩვენ სხვებზე ვზრუნავთ მსახურების მეშვეობით, ვეხმარებით მათ, გახდნენ თვითუზრუნველყოფილნი და ასევე ვუნაწილებთ იმას, რაც გვაქვს.
იესო ქრისტეს მაგალითი
იესო ქრისტეს უყვარდა მის გარშემომყოფები, ანუგეშებდა და ლოცულობდა მათზე. ის „დადიოდა, ქველმოქმედებდა” (საქმეები 10:38). შეგვიძლია მივბაძოთ მის მაგალითს ჩვენი გარშემომყოფებისადმი სიყვარულით, ნუგეშისცემით, მსახურებითა და მათზე ლოცვით. ყოველთვის უნდა ვეძებდეთ სხვისი დახმარების გზას.
მზრუნველობა
სიტყვა მზრუნველობა გამოიყენება წმინდა წერილებში და უფლის ეკლესიაში და აღწერს ერთმანეთზე ზრუნვას. მღვდლობის მატარებელი პირები ინიშნებიან მრევლში ან მეურვეობაში თითოეული ინდივიდისა თუ ოჯახის მზრუნველ ძმად. მზრუნველი და ყველა ქალს ჰყავს. მზრუნველი დები და ძმები უზრუნველყოფენ, რომ ეკლესიის არცერთი წევრი არ დაივიწყონ და იზრუნონ მასზე.
ვეხმარებით სხვებს გახდნენ თვითზრუნველყოფინი
შეგვიძლია ოჯახის წევრებს და მეგობრებს დავეხმაროთ გახდნენ თვითუზრუნველყოფილნი , ამისთვის შევაგულიანოთ ისინი, იპოვონ პრობლემების გადასაჭრელად გრძელვადიანი გამოსავალი. შემდეგ შეგვიძლია მხარში დავუდგეთ მათ მიზნებზე მუშაობის პროცესში. იპოვეთ მეტი ინფორმაცია თვითუზრუნველყოფაზე აგვისტო, 2023 ლიახონა სახარების საფუძვლების სტატია.
სხვების მსახურება
ჩვენს ირგვლივ მყოფებს მრავალი გზით შეგვიძლია ვემსახუროთ. შეგვიძლია დავეხმაროთ მათ უზრუნველყონ მათი მიწიერი, სულიერი და ემოციური საჭიროებები. სხვების საჭიროებების გაცნობა გვეხმარება გავიგოთ, როგორ ვემსახუროთ უკეთ. შეგვიძლია ვილოცოთ მითითებისთვისაც რომ შევიტყოთ, რითი დავეხმაროთ.
ვუნაწილებთ იმას, რაც გვაქვს.
ვემსახურებით სხვებს იმის გაზიარებით, რაც ღმერთმა მოგვცა. მაგალითად, შეგვიძლია გულუხვი მარხვის შემოწირულობის ან ეკლესიის ჰუმანიტარული დახმარების ფონდისთვის შეწირვა. შეგვიძლია ვემსახუროთ ჩვენს თემებში და ეკლესიის მოწოდებებში.
ეკლესიის ხელმძღვანელების მოვალეობები
ეპისკოპოსი მართავს მეურვეობაში გაჭირვებულებზე ზრუნვას. მას წევრების დასახმარებლად შეუძლია მარხვის შემოწირულობიდან თანხების გამოყენება. სხვა ხელმძღვანელები (მისი მრჩევლების, ასევე მოწყალების საზოგადოებისა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენოტობის ჩათვლით) ცდილობენ, აპოვნინინონ წევრებს რესურსები მათი საჭიროებებისთვის.
ეკლესიის ჰუმანიტარული ძალისხმევა
ეკლესია მთელ მსოფლიოში ეხმარება ყველას სასწრაფო რეაგირების პროექტებში, ასევე საზოგადოებრივ და სხვა სახის პროექტებში, მაგ. სასმელი წყალი და იმუნიზაცია. შეიტყვეთ მეტი: დალინ ჰ. ოუქსი, „Helping the Poor and Distressed“, Liahona, ნოემბერი, 2022, 6-8.
© 2023 ყველა უფლება დაცულია. Intellectual Reserve, Inc. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Liahona Message, September 2023. Language. 19047 131