2023
თვითუზრუნველყოფა გვაძლიერებს
აგვისტო, 2023 წ.


„თვითუზრუნველყოფა გვაძლიერებს,“ ლიახონა, აგვისტო, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აგვისტო, 2023 წ.

თვითუზრუნველყოფა გვაძლიერებს

ორი ადამიანი ჭურჭელს რეცხავს

თვითუზრუნველყოფა ნიშნავს, რომ შეგვიძლია საკუთარი და ჩვენი ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილება. თვითუზრუნველყოფის დახმარებით უკეთესად ვემსახურებით ღმერთს და ვზრუნავთ სხვებზე. თუმცა თვითუზრუნველყოფა არ ნიშნავს, რომ გამოწვევებს მარტონი უნდა გავუმკლავდეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ მეგობრებს, ოჯახს, მეურვეობის ან მრევლის წევრებს და სპეციალისტებს.

თვითუზრუნველყოფის პრინციპები

თვითუზრუნველყოფა მოითხოვს განათლებას, მორჩილებას და ბეჯით შრომას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საკუთარ თავზე ვიზრუნოთ და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას ვთხოვთ სხვებს. ნამდვილი თვითუზრუნველყოფისთვის ასევე უნდა ვისწავლოთ იესო ქრისტესადმი რწმენა. შემდეგ, საკუთარ თავზე მუშაობისას, იგი გაგვაძლიერებს.

ორი გადაჭდობილი ხელი

სულიერი თვითუზრუნველყოფა

ჩვენ სულიერი თვითუზრუნველყოფის შექმნა შეგვიძლია იესო ქრისტეს მოწმობის გაძლიერებით. ამას ვაკეთებთ ლოცვით, წმინდა წერილების შესწავლით, ეკლესიაში სიარულით, მცნებების დაცვით და სხვა საქმეების კეთებით, რასაც ქრისტესთან ახლოს მივყავართ. იმის ცოდნა, რომ ის დაგვეხმარება, გვაძლევს რწმენას საკუთარ ძალაში ცხოვრების რთულ პერიოდში.

მიწიერი თვითუზრუნველყოფა

მიწიერი თვითუზრუნველყოფა გულისხმობს ჩვენი და ჩვენი ოჯახის ფიზიკური საჭიროებების უზრუნველყოფას. ეს მოიცავს საჭმელს, საცხოვრებელს, ჯანდაცვას და სხვა საჭიროებებს. ამას ვაკეთებთ კარგი განათლების მიღებით, უნარების შეძენით, ბეჯითად მუშაობით, დროის გონივრულად გამოყენებით და ფულის სწორად განკარგვით.

სამი ქალი ერად სეირნობს

ემოციური თვითუზრუნველყოფა

ემოციური თვითუზრუნველყოფა არის ემოციურ გამოწვევებთან გაბედულებით და რწმენით ადაპტირება. ცხოვრებაში ყველა ვხვდებით წინააღმდეგობებსა და სიძნელეებს. სახარების წყალობით ვიცით, რომ შეგვიძლია თავად ავირჩიოთ, როგორ ვუპასუხოთ მათ. უფალში რწმენით პასუხისას ღმერთი აძლიერებს ჩვენს სიძნელეებთან შეჭიდების უნარს.

განათლება

ყოველთვის უნდა ვსწავლობდეთ. ღმერთს სურს გავნათლდეთ და გავაუმჯობესოთ უნარები ამ ცხოვრებაში და მარადისობაში. რაც მეტს ვსწავლობთ, მით უფრო ძლიერია ჩვენი კარგი გავლენა და ზრუნვა საკუთარ თავზე, ოჯახზე და მათზე, ვისაც ეს სჭირდება.

ახალგაზრდა მამაკაცი ტომრით

თვითუზრუნველყოფის დალოცვები

წინასწარმეტყველებმა გვასწავლეს, რომ თვითუზრუნველყოფის გაუმჯობესებით დალოცვილნი ვიქნებით მეტი იმედით და სიმშვიდით. შევძლებთ ჩვენი ოჯახისა და სხვების დახმარებას. ასევე მივიღებთ მეტი შესაძლებლობისა და წინსვლის გაგრძელების დალოცვას.

ეკლესიის რესურსები

თქვენი პალო შეიძლება თვითუზრუნველყოფის ჯგუფებს სთავაზობდეს. ამას შეუძლია თვითუზრუნველყოფის პრინციპების, ფულის განკარგვისა და უკეთესი სამუშაოს ძებნის სწავლება. შეგიძლიათ დაკავშირებული რესურსები სახარების ბიბლიოთეკაში იპოვოთ. მონიშნეთ „წიგნები და გაკვეთილები“ და შემდეგ „თვითუზრუნველყოფა“.